სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd55f5asdf.jpg

დღეს ვარძიაში 80 ოჯახში გაზი აინთება

,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ზესტაფონი-ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის, ლევან აბაშიძის ინფორმაციით,  ვარძიაში სამუშაო პროცესი ეტაპობრივად დაიწყება და ყველა აბონენტს, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტს დააკმაყოფილებს ბუნებრივი აირი მიეწოდება.

კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზი“ სოფელ ვარძიის დაქსელვას და გამრიცხველიანებას წლის ბოლომდე სრულად უზრუნველყოფს.

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუატატის, პაატა კვიჟინაძის აქტიურობით, მხარის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის და მერის , კობა ლურსმანაშვილის ჩართულობით ვარძიის გაზიფიცირების თემა, როგორც პრიორიტეტული საკითხი პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წარედგინა და დადებითად გადაწყდა.

სოფელ ვარძიაში განხორცილებული სამუშოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 550 ოჯახს მიეცემა.

 

ნანახია: 587 - ჯერ