სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/marvaccine.jpg
12/02/2022 14:56

სოფელ მარელისსა და მოლითში, ვაქცინაციის მარათონი , მაღალი აქტივობის ფონზე წარიმართა

ხარაგაულში ვაქცინაციის მარათონი გრძელდება. სოფელ მარელისსა და მოლითში ადგილობრივ მაცხოვრებლებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, ვაქცინაციით, ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით ესარგებლათ.   დღის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესს  მერიის  ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე და ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე აკვირდებოდნენ.   ვაქცინაცია ,,სინოვაკის,“ ,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ვაქცინით ჩატარდა.  შესაძლებელი იყო, როგორც პირველი და მეორე დოზის, ასევე, ბუსტერდოზის გაკეთებაც.   ირმა გიორგაძე , ექიმი:    ,,დღევანდელი აქცია მიეძღვნა ხარაგაულს, სადაც სოფელ მარელისსა და მოლითში მარათონის პირობებში ჩავატარეთ აცრა. მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირდა  ძალიან კარგი აქტივობა, ვაქცინაციია პროცესი მშვიდობიანად წარიმართა და  მოვუწოდებ ყველას ,რომ აიცრან რათა ამ ვირუსის მიმართ ბრძოლის უნარი გამოიმუშაონ.   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე:    ,,შემდეგი ვაქცინაციის მარათონი  მომართვიანობის შესაბამისად დაიგეგმება. ხარაგაულის მერია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა   მზადყოფნას გამოთქვამს ორგანიზება გაუწიოს ამ პროცესს და მობილურ ამცრელ ბრიგადასთან ერთად ვაქცინაციის პროცესი დაგეგმოს იმ სოფელში ,სადაც აცრის  მეტი მსურველი იქნება.   ალექსანდრე ფუხაშვილი,სოფელ სერბაისის მკვიდრი:    ,,ვარ 88 წლის, დღეს პფაიზერის ბუსტერ დოზა გავიკეთე, თავს კარგად ვგრძნობ, ვფიქრობ ვაქცინაცია იცავს ადამიანებს ამ საშიში ვირუსისგან. ყველას ვთხოვ აიცრან და დაიცვან თავიანთი თავიც და საზოგადოებაც.   ,,ვაქცინაციის მარათონი" იმუნიზაციის  პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის  მოსახლეობის ადგილზე  აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ,  ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.     ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.   მუნიციპალიტეტში  ვაქცინაცია ორ ლოკაციაზე ხორციელდება. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებასა და ბორითის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში.   ხარაგაულში  შესაძლებელია როგორც სწრაფი ისე PCR კვლევა. არიან ოჯახები,  რომლებთაც არ შეუძლიათ კოვიდ კვლევის ჩასატარებლად ადგილზე მოსვლა. (ძირითადად შშმ პირები ან უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახები, )ასეთ შემთხვევაში ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  თანამშრომლები გადიან და როგორც სწრაფ, ისე პისიარ ტესტირებას, ოჯახებში ატარებენ.    ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/aaa.jpg
12/02/2022 09:18

ხარაგაულის კლინიკა რამდენიმე თვეა, კოვიდპაციენტებს ემსახურება

ხარაგაულის  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის  დირექტორი სამი წელია, გიორგი ამურველაშვილი გახლავთ. ბ-ნ გიორგის სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და წლების განმავლობაში სხვადასხვა კლინიკაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და  სწორედ მისი ძალისხმევით კლინიკაში ბოლო წლებში არაერთი სიახლე დაინერგა.  პანდემიის დღიდან, საავადმყოფო აქტიურადაა ჩართული კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის რეგულირებაში და აქ მომუშავე მედპერსონალის დამსახურებით, უამრავ მოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. რა სერვისებია ამჟამად ხელმისაწვდომი სამედიცინო დაწესებულებაში, რა სიახლეებით შეხვდნენ 2022 წელს  და როგორ მიმდინარეობს  კოვიდპაციენტების მკურნალობა, ამის შესახებ გიორგი ამურველაშვილი პირადად გვესაუბრება. -გასული წლის  სექტემბრიდან ხარაგაულისა და ბორითის კლინიკები კოვიდცენტრებად გადაკეთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 300-მდე პაციენტი მივიღეთ, როგორც  ხარაგაულიდან, ასევე სხვადასხვა ქალაქიდან. ჩვენი გუნდი დაუღალავად და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება თითოეულ მათგანს, თუმცა გვქონდა გართულებებიც, ასეთ შემთხვევაში კი რეფერირებას ვახდენთ შესაბამის კლინიკაში. ასეთი სულ 20-მდე  შემთხვევა გვქონდა, საბედნიეროდ, ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა. უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდპაციენტების მართვის საკითხში ერთ-ერთი საუკეთესონი ვართ,  ამის თქმის უფლებას მაძლევს არაერთი გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი, რომლებიც საჯაროდ  გამოხატავენ თავიანთ კმაყოფილებას. რაც შეეხება სიახლეებს, გეტყვით, რომ კლინიკის თანამშრომლები ყოველთვის ორიენტირებული არიან პროფესიული განვითარების კუთხით.  სწორედ ამ მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს მედპერსონალის გადამზადება. მოგეხსენებათ, რომ კლინიკაში არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება (ემერჯენსი) და რეგულაციის მიხედვით აუცილებელია, საკმარისი რაოდენობის ემერჯენსოლოგები გვყავდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მედპერსონალი გადაგვემზადებინა  ემერჯენსოლოგებად და ეს პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად პატარა რაიონების სამედიცინო დაწესებულებებში ემერჯენსოლოგების  დეფიციტია,  თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ექიმების დეფიციტს არ განიცდის. ყველა სპეციალისტი გვყავს ადგილზე, როგორც  ამბულატორიაში, ასევე გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და სტაციონარში.  მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, სულ ახლახან კლინიკაში ჟანგბადის მინი ქარხანა დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი  მინი ქარხანა ბორითის გადაუდებელ ცენტრშიც წარმატებით ფუნქციონირებს.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მასშტაბით, ხარაგაულის საავადმყოფო ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და საერთაშორისო სტანდარტის ნორმებს შეესაბამება. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება, სადაც განთავსებულია მაღალტექნოლოგიური აპარატურა, მათ შორის,  სასუნთქი აპარატი და მონიტორული სისტემა. -ამ ეტაპზე, კონკრეტულად რომელი ამბულატორული მომსახურების მიღება შეუძლიათ  პაციენტებს?  -მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა კოვიდცენტრადაა  გადაკეთებული, რეგულაციების დაცვით  ხდება სხვა პაციენტთა მიღება და ძირითადი სერვისები კვლავ ხელმისაწვდომია.  თუმცა, მიღების დრო შემცირებულია და ეს ხდება მოქალაქეთა  უსაფრთხოებისთვის.  დიდი ნაკადის თავიდან ასარიდებლად დავაწესეთ მიღების საათები, დილის 10 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე. ამ დროის მონაკვეთში  კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ყელ-ყურის ექიმი, ყველა  ადგილზეა. კლინიკაში აქტიურად ტარდება ყველა ამბულატორული მომსახურება და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ექოსკოპისტი. ჩვენთან შეუფერხებლად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც.  ამჟამად  კლინიკაში ხელმისაწვდომია  „სინოვაკის”, „სინოფარმის” და „ფაიზერის” ვაქცინები.  აცრები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დრომდე გართულებების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. -გვესაუბრეთ მოწვეულ ექიმებზე, რომლებიც ამჟამად ჰყავს ხარაგაულის კლინიკას.  -იმის გათვალისწინებით, რომ ხარაგაულის მოსახლეობას კლინიკაში ჰქონდეს ყველა სერვისზე ხელმისაწვდომობა, სხვა რაიონებიდან გვყავს  სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები მოწვეული. ექიმი-კარდიოლოგი, ვლადიმერ თხელიძე და  ჯუნი ფერაძე,  ქირურგი მალხაზ ბურნაძე, ყელ-ყურის ექიმი ვახტანგ მატარაძე და ანესთეზიოლოგი სოსო სეფაშვილი. თუმცა კოვიდპაციენტებთან მუშაობის გამო,  მოწვეულ ექიმთა უმრავლესობამ  სპეციალური გადამზადება გაიარა და დროებით,  გადაუდებელი დახმარების სპეციალისტებად  მუშაობენ  ემერჯენსში. ხარაგაულის საავადმყოფოში სულ 63 მედპერსონალი საქმიანობს, რომლებიც დღედაღამ დაუღალავად დგანან პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ექიმთა დაინფიცირების შემთხვევებიც, შიდა რესურსებით  წარმატებით ვართმევდით თავს და აქტიურად ვაგრძელებდით მუშაობას. -როგორია კლინიკის სამომავლო გეგმები... -მუნიციპალიტეტში  არსებული რთული ეპიდვითარების დროს რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. ამ ეტაპზე თითოეული ჩვენგანის მიზანია, რაც შეიძლება, მალე დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, უფრო აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და ერთობლივი ძალებით დავამარცხოთ უხილავი მტერი. ასევე მნიშვნელოვანია პირბადის სწორად ტარება და ხალხმრავალი  ადგილებისაგან  თავის არიდება. ჩემი მიზანია, ხარაგაულის მოსახლეობა მაღალი სამედიცინო მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი და გვყავდეს, რაც შეიძლება,  ბევრი კმაყოფილი პაციენტი. კლინიკაში კი ამისთვის ყველა სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალია და, რა თქმა უნდა, სამომავლოდ ამ  მიმართულებით კვლავ გვექნება სიახლეები. და  ბოლოს, მადლობა  მინდა  გადავუხადო  რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრის  ხელმძღვანელს  ბ-ნ  ნუგზარ  ბოლქვაძეს  და  კლინიკის  მედპერსონალს, რომლებიც  კოვიდპანდემიის  ურთულეს  პერიოდში  დაუღალავად  მუშაობენ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/nunisi.2_1.jpg
10/02/2022 10:46

კურორტ ნუნისის სახელით ხარაგაულის მერს მადლობას უხდიან

,,უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ  კურორტის სახელით , მიუხედავად დიდთოვლიანობისა და რთული ზამთრისა, ერთი დღითაც კი არ შეფერხებულა კურორტის მუშაობა, სისტემატიურად იწმინდება გზა და ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში მერი  მუდამ კავშირზეა. ეს თქვენი დამსახურებაა და ნამდვილად დასაფასებელია ასეთი დამოკიდებულება.” - წერს სოციალურ ქსელში , კურორტ ,,ნუნისის“ მენეჯერი ნინა პავლიაშვილი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/271297276_3264861913760959_8709787392981455451_n.jpg
07/02/2022 17:36

ხარაგაულის მერიამ, კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელ გზაზე ტენდერი გამოაცხადა

ხარაგაულის მერიამ, კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელი გზის სარებილიტაციოდ, ტენდერი გამოაცხადა. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა, გაკეთდა პროექტი და ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის და მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძის ერთობლივი ძალისხმევით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სტიქიიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებელი ფონდიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით გამოიყო დაფინანსება, 750 ათასი ლარი და გზის აღდგენითი სამუშოებისთვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კობა ლურსმანაშვილი: ,, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივები კვლავ კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო , მაჟორიტარ დეპუტატს , პაატა კვიჟინაძეს, რომლის ჩართულობა ხარაგაულისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია. როგორც იცით, მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, ჩვენ , ჩავარდნილი გზის მიმდებარედ გავჭერით ახალი, ალტერნატიული გზა. ახალი პროექტის ფარგლებში, მოხდება გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია და გზის გასწვრივ 60 მეტრი სიგანის რკინა - ბეტონის კედლის მოწყობა“.-განმარტა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0231.JPG
07/02/2022 16:43

საკრებულომ, მერიის შესყიდვების სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასა

7  თებერვალს გამართულ საკრებულოს  სხდომაზე  დეპუტატებმა  დღის წესრიგით  გათვალისწინებული  საკითხები განიხილეს.  მათ  შორის,  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სახელმწიფო შესყიდვებისა და  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  სამსახურის ანგარიში, რომელიც   2021 წლის  პერიოდს მოიცავდა.  ანგარიში  შესყიდვებისა და  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსმა,  ზურაბ იჩქიტიძემ  წარმოადგინა.    მომხსენებლის ინფორმაციით ,,შესყიდვების  სამსახური  არეგულირებს  სახელმწიფო  შესყიდვების  სწორად განხორციელებას, სატენდერო  დოკუმენტაციის   პროექტების, სატენდერო  კომისიის სხდომის  ოქმების,   ინტერესთა კონფლიქის,  ხელშეკრულების, ურთიერთშეთანხმების  აქტის, მიმწოდებლებთან  გადასაგზავნი  წერილების, სამართლებრივი  აქტისა და  სხვადასხვა სახის საჭირო  დოკუმენტაციის პროექტების  მომზადებას. საანგარიშო პერიოდში  მუნიციპალიტეტის  მერიამ  სახელმწიფო შესყიდვები   განახორციელა  სახელმწიფო  და  ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულის ბიუჯეტის  სახსრებით. აღსანიშნავია, რომ შესყიდვების განხორციელებისას,   არ  გამოკვეთილა    წლიური გეგმის  შეუსაბამო  ქმედება,  რაც შესაძლებელია   გამოიხატოს: გეგმის  ხელოვნურად  დაყოფაში,  მონეტარული  ზღვრების   დარღვევაში  და  ა.შ.  მნიშვნელოვანია,  რომ შესყიდვების  განხორციელებისას გათვალისწინებული იქნა,  სახელმწიფო  შესყიდვების   სააგენტოსა   და წინა  წლებში სახელმწიფო  აუდიტის  მიერ  გაცემული  რეკომენდაციები  და  შენიშვნები.      როგორც  მერიის  შესყიდვების  ანგარიშში  ვკითხულობთ,  2021  წლის  განმავლობაში,  ჯამში 9 978 592.33  ლარის  შესყიდვა  განხორცილდა.  მათ  შორის  ელექტრონული  ტენდერით -  8 167  533.33  ლარის  შესყიდვა; კონსოლიდერებული ტენდერის  საშუალებით  460 011.16  ლარის შესყიდვა;  გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე 159 655.82  ლარის  შესყიდვა; მონეტარული  ზღვრების  დაცვით  105  385.96 ლარის  შესყიდვა; სახელმწიფოებრივი  და  საზოგადოებრივი  მნიშვნელობის ღონისძიებების  ფარგლებში  24 937.16  ლარის  შესყიდვა; ნორმატიული აქტით  დადგენილი  გადასახადების  ფარგლებში  30  568  ლარის  შესყიდვა; ,,სოფლის  მხარდაჭერი  პროგრამის“  ფარგლებში  1 030  483.29  ლარის  შესყიდვა; ელექტრონული  ტენდერების  ჩატარების   შედეგად  და  ერთ პირთან  მოლაპარაკების   გზით, მერიამ  ჯამში  სხვადასხვა  საქონლის, მომსახურებისა  და სამუშაოების შესრულების  შესყიდვაზე მიმწოდებლებთან გაფორმდა  232  ხელშეკრულება, რომლებიც  გაფორმების  თარიღიდან 10  დღის  ვადაში  იტვირთება  და რეგისტრირდება  სახელმწიფო შესყიდვების  ერთიან  ელექტრონულ  სისტემაში. ( www.procurement.gov.ge ). სისტემაში  რეგისტრირებულ  ხელშეკრულებებზე ეტაპობრივად  იტვირთება  ხელშეკრულების  საფუძველზე  ფაქტობრივად  შესრულებული სამუშაოების, გაწეული  მომსახურების, მოწოდებული  საქონლის შესახებ  წარმოებული დოკუმენტაცია. აქვე  გეტყვით, რომ     შესყიდვების  სამსახურის  ანგარიში  ბიუროს  სხდომასა  და  შესაბამის  კომისიებზე იყო  განხილული. დეპუტატებმა  სამსახურის  ანგარიშის  დადებითად  შეაფასებას  ერთხმად  დაუჭირეს  მხარი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/160358269_3036310096616143_3688942360880836049_n.jpg
01/02/2022 16:52

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სწავლა 7 თებერვლამდე შეჩერდება

ხარაგაულის ბაღების გაერთიანების დირექტორის , მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში საბავშვო ბაღებში სწავლა 7 თებერვლამდე შეჩერდება. დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესი შეწყვეტილია  ხარაგაულის 10 საბავშვო ბაღში. ბაღების გაერთიანების დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი: ,, ხარაგაულის მერიასა  და ბაღების გაერთიანებას შორის შედგა ერთობლივი კონსულტაცია და შექმნილი ეპიდვითარების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, უსაფრთხოების მიზნით, ხარაგაულში საბავშვო ბაღებში სწავლა 7 თებერვლამდე შეწყდეს.“  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/masteraoo_1.jpg
01/02/2022 13:12

ხაშური - ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლით, მოსახლეობის გადაადგილება ძველი გრაფიკით, დღეიდან განახლდა

მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის აქტიური ჩართულობით ხაშური - ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლით, მოსახლეობის გადაადგილება ძველი გრაფიკით,  დღეიდან განახლდა. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტის საბოლოო გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დაშვება რკინიგზის მომსახურე პერონალის გადამყვან ერთ ვაგონიან შეამდგენლობაზე მოხდა.  დამატებით განვმარტავთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი  აქტიურად იყო ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში და ვინაიდან ეს თემა ბოლომდე არ იყო დადებითად გადაწყვეტილი ხარაგაულის მერიამ მოსახლეობას დამატებით შესთავაზა მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურეობა მოლითი -  ხარაგაულის მიმართულებით. მატარებლის მიმოსვლის განრიგი ასეთია: ზესტაფონი-ხაშური – 06:05 სთ. ხაშური-ზესტაფონი – 10:20 სთ. ზესტაფონი-ხაშური – 14:20 სთ. ხაშური-ზესტაფონი – 17:05 სთ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_77.jpg
01/02/2022 12:30

კობა ლურსმანაშვილი: მიროწმინდის უძველეს ტაძართან არსებული ინფრასტრუქტურის და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სრიგპ პროგრამის ფარგლებში მოხდება

სოფელ მიროწმინდაში წმ.ნიკოლოზის სახელობის უძველეს ტაძართან არსებული ინფრასტრუქტურის და მისასვლელი გზის რეაბილიტაციის იდეა, იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ უკვე მოიწონა და პროექტი ამ ეტაპზე დაფინანსების მიღების მოლოდინშია. ხარაგაულის მერიის მიერ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს წარდგენილი იდეები  ტურისტული ლოკაციების, რეკრეაციული სივრცეებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. წელს კონკურსში, დასაფინანსებლად, ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა იმერეთის სამხარეო საბჭოს სამი საპროექტო წინადადება წარუდგინა. სოფელ მიროწმინდაში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი VI საუკუნით თარიღდება. ტაძარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წლის წინ დაცული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რომელიც  ფონდი ,,ქართუს" მიერ იქნა რეაბილიტირებული. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,, ჩვენს მიერ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროექტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის დაფინანსების 1 % თანამონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება. განხორციელდება მიროწმინდის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ეს ტაძარი მოგეხსენებათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია , რომელიც  ფონდი ,,ქართუს" მიერ იქნა რეაბილიტირებული. პროექტის ღირებულება გახლავთ 258,491  ათასი ლარი. პროექტი მოიწონა საკრებულომ და ასევე იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ. ამ დროისთვის, უკვე მომზადებულია მირონწმინდაში გზის რეაბილიტაციის პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამჯერად დაფინანსების მოლოდინში ვიმყოფებით, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, უნდა მოწესრიგდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელი გზების საფარი, და ასევე მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა. ეს კარგია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე გათვლილია სხვა კულტურულ აქტივობებზე. მოგეხსენებათ, მიროწმინდის ტაძარი უბისის და კოზმანის  სალოცავების საერთო სივრცეშია განთავსებული, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან არც ისე შორსაა და ვფიქრობ რომ მნიშვნელოვან დანიშნულებას შეიძენს  ტურისტული აქტივობების  კუთხით, არ გამოვრიცხავთ მომავალში ტაძარი გახდეს მოქმედი.“ ხარაგაულის მერია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს კიდევ 2 პროექტს წარადგენს, ესენია: 1.დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია; 2.ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ ორი პროექტიდან იმერეთის სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მიერ მოწონებულია ხარაგაულის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია. ველოდებით მთავრობის განკარგულებას. ჩვენ გვინდა რომ ხარაგაულს ჰქონდეს განახლებული ცენტრალური პარკი.ჩვენ ჯერ არ გვაქვს პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ამიტომ პროექტის ზუსტი ღირებულება  ჯერ არ ვიცით. ხარაგაულის მერია ეცდება მაქსიმალურად მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს პროექტის შესყიდვა. მნიშვნელოვანია სწორად იყოს დამუშავებული ტექნიკური მოთხოვნები, რომ შემოვიდეს მაღალი დონის საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც პარკის განვითარების გეგმას, პროექტს და ხარჯთაღირცხვას დადებს და შემდეგ ეტაპზე ვისურვებდით ისეთი პასუხისმგებლობის მქონე სამშენებლო კომპანიას, რომელიც პროექტს მაღალ დონეზე შეასრულებს და ხარაგაულის ცენტრალურ პარკს ძველებურად მიმზიდველს და გამორჩეულს გახდის. ჩვენ ასევე გვაქვს ორი ალტერნატიული პროექტი , ერთი გახლავთ ჩხერის ციხის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე განიხილება ნადაბური - ციცქიურის -ხევის დარჩენილი დამაკავშირებელი გზის, დარჩენილი მონაკვეთის  რეაბილიტაციის პროექტი. ჩხერის ციხის საპროექტო წინადადება იმერეთის სამხარეო საკონულტაციო საბჭოს მიერ მოწონებულია. რაც შეეხება ნადაბური - ციცქიური - ხევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას, აღნიშნულ პროექტს არ აქვს გავლილი შესაბამისი პროცედურები და ეს ეტაპები გასავლელია. აქედან ან ორივე პროექტს განვახორციელებთ , ან ერთ-ერთს მაინც. შესაძლებელია ასევე აღნიშნული პროექტები სხვა ფონდებიდან  დაფინანსდეს. 2021 წელს სრიგპ-ს  პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 2 მასშტაბური პროექტი დაფინანსდა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,, 2021 წელს, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში  ორი პროექტი დაფინანსდა.სოფელ ხუნევში ბაღის მშენებლობა და  დევების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის შექმნა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხარაგაულში  12  საბავშვო ბაღი აშენდა. იმ 8 საბაშვო ბაღიდან, რომელიც დაგვხვდა. 7 ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხუნევის საბავშვო ბაღი იყო ერთადერთი ძველი შენობა , რომელიც შემოგვრჩა და რომლის ადგილზეც   ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში სრულიად ახალი ბაღი აშენდება.  ხუნევის ბაღის მშენებლობა უკვე დაიწყო, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, პროექტის ღირებულება 619 170 ლარია.” რაც შეეხება ,,დევების“ რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც 282 000 ლარით დაფინანსდა, მერია ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს." ,,ჩვენი სურვილია, დევები ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონად ვაქციოთ, აქ არ არის მხოლოდ არსებულის განახლებაზე საუბარი, პროექტის ფარგლებში უფრო მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. ვფიქრობთ, კლდოვანი ნაწილის ზემოთ მოეწყოს სკვერი, და დევების ტერიტორიასა და სამომავლოდ შექმნილ რეკრეაციულ ზონასთან დამაკავშირებელი ასასვლელი გაკეთდეს, სადაც იქნება სველი წერტილები, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაბამისი შენობა ნაგებობები. განახლებას საჭიროებენ  თვითონ დევების მონუმენტებიც. საერთო ჯამში,  ამ პროექტზე ნახევარი მილიონი დაიხარჯება, ეს არის ხარაგაულელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვნი ადგილი. ხარაგაული ამ ადგილზე ეგებება და ხვდება სტუმრებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადგილის მოწესრიგება, რომელიც ქმნის განწყობას ხარაგაულზე და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს”- აცხადებს კობა ლურსმანაშვილი. იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.  საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_8.png
01/02/2022 11:30

2 თებერვალს ბიუროს სხდომა გაიმართება

ბიუროზე შემდეგი საკითხები იქნება განხილული                                                               საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს # 33 დადგენილებაში „ხარაგაულისმუნიციპალიტეტის საკრებულოსსაკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                      მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 202 1 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში   „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 20 22   წლის ბიუჯეტის   დამტკიცების   შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   3.2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში წარსადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების მოწონების შესახებ                                                                                 მომხს: პეტრე შარიქაძე 4.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს დამტკიცებულ ი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშ ი ს განხილვის შესახებ                                                                                      მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/263042516_908649926704380_4263225954806121595_n.png
01/02/2022 11:15

სიახლე ვებ-გვერდზე kharagaulinews.gov.ge

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე  kharagaulinews.gov.ge შეიქმნა მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმა, რომლის მიზანია შეფასდეს მოქალაქეების მხრიდან მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სერვისები/პროგრამები. თუ ხართ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოქალაქე  და გისარგებლიათ მუნიციპალიტეტის 2021 საბიუჯეტო წლის კონკრეტული სოციალური პროგრამითა თუ სერვისით, გაქვთ შესაძლებლობა ელექტრონულად დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება გაწეული სერვისისა თუ პროგრამის სარგებლიანობაზე, ამისათვის მიყევით მოცემულ ბმულს:https://kharagaulinews.gov.ge/Citizens_feedback/?page=1 გარდა აღნიშნულისა პლატფორმა გთავაზობთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი  მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების შესახებ. ამისათვის შემუშავდა უნივერსალური კითხვარი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ასახოთ არსებული საჭიროება/პრობლემა და ამასთანავე მიუთითოთ თქვენი მოსაზრება/რეკომენდაცია  აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებით. ამისათვის კი უნდა მიყვეთ შემდეგ ბმულს: https://kharagaulinews.gov.ge/Citizens_feedback/?page=2 ყოველივე მიმართულია იქეთკენ, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს არსებული პროგრამები და მოერგოს მოქალაქეთა ინტერესებსა და საჭიროებების.
სრულად