სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sapat%20carara.JPG
01/12/2022 17:02

ხარაგულის  მერიაში საპატიო ხარაგაულელების კანდიდატურებზე იმსჯელეს

1 დეკემბერს, ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის" წოდების მისანიჭებლად დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებისა და განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.   კომისიამ წოდების მისანიჭებლად დასახელებული კანდიდატების შესახებ იმსჯელა.   სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუზა კელენჯერიძე ხელმძღვანელონდა.   კომისიამ 10 საპატიო ხარაგაულელის კანდიდატურა განიხილა.   საპატიო ხარაგაულელების ვინაობა ფართო საზოგადოებისათვის 3 დეკემბერს, ხარაგაულობის დღესასწაულზე, საზეიმო ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdas4f45as54fasf.jpg
01/12/2022 16:58

სასკლო სპორტულ ოლიმპადაზე ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

დღეს 2022-2023 წლების სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვებული მესამე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მესამე საჯარო სკოლა , 2023 წლის გაზაფხულზე, რეგიონულ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. სასკოლო ოლიმპიადა ხარაგაულში ოქტომბრის თვეში დაიწყო და თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კერძოდ: გეზრბენში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, ხელბურთში, კალათბურთში, მინი ფეხბურთსა და მხიარულ სტარტებში ჩატარდა. საერთო ჯამში, სასკოლო - სპორტულ ოლიმპიადაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, 16 საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლე ჩაერთო.  თამაშები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარეობდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/received_1477916536023746_1.jpeg
01/12/2022 13:14

9 აპრილის სკვერში კიტა ბუაჩიძის ბიუსტის დადგმა იგეგმება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე უძღვებოდა.  სხდომას ესწრება მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მან გარკვეული განმარტებები გააკეთა წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს. 1. დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის შესახვევში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო - სამეუნეო დანიშნულების მიწის მონაკვეთზე, (ს.კ. 36.01.31.240) კერძოდ, 9 აპრილის სახელობის სკვერში, გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის დასადგმელად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;   აღნიშნული საკითხი, ვარლამ ჭიპაშვილმა წარადგინა, მისი განცხადებით ხარაგაულში,  გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის 9 აპრილის სკვერში დადგმა იგეგმება. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვლისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროეტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახელებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N69.6922081001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.  საკრებულოს წევრებს, დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ გააცნო. სხდომაზე წარდგენილი საკითხები დადებითად შეფასდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1_2.png
29/11/2022 19:24

1 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

1 დეკემბერს , 11.00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 05 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 01 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1_1.png
29/11/2022 19:22

30 ნოემბერს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

30 ნოემბერს 11.00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა: 1.დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის შესახვევში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე , (ს.კ 36.01.32.240) (კერძოდ, , 9 აპრილის სახელობის სკვერში) გამოჩენილი მწერლისა (დრამატურგი) და საზოგადო მოღვაწის - კიტა ბუაჩიძის ბიუსტის დასადგმელად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ირინე ჩხეიძე 2.“საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N69.6922081001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dhh.jpg
29/11/2022 19:08

,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები“ პერფორმანსი ხარაგაულის ქუჩებში

აქცია - პერფორმანსით  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილ კამპანიას ეხმაურება. ,,ჩვენ ამ ფორმით შევეცადეთ, ხმამაღლა მოგვეყოლა ქალების ამბები, იმ ქალების, რომელთა უფლებები არაა დაცული. თითოეული ქალის ფეხსაცმელი ჰყვება ისტორიას, რომელთაგან ყველა რეალურია. ჩვენ ავიღეთ პროტოტიპები, რომლებთანაც შეხება გვქონია, ჩვენ გარშემო ცხოვრობს და ვერ საუბრობს თავის მძიმე ცხოვრებაზე.“ ყურადღების მიქცევის და სათქმელის ამ ფორმით გამოხატვის ეს მეთოდი დიდი ხანია გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა აქციის დროს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერი სახეს - ნათქვამია ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებაში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xar.jpg
29/11/2022 16:02

ხარაგაულში პირველად, 3 დეკემბერს, ხარაგაულობა აღინიშნება

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით , ამ დღეს ოფიციალურად გაიხსნება მწერალ კიტა ბუაჩიძის ბიუსტი , ასევე , ახლად რეაბილიტირებული დევების ქანდაკებები და მიმდებარე სკვერი . ხარაგაულის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება : 13:00 – 13:30 საათი - გამოჩენილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის გახსნა . 13:30 – 14:00 საათი -   რეაბილიტირებული ,, დევების ქანდაკებებისა “ და მიმდებარე სკვერის გახსნა . კინოთეატრის წინამდებარე ტერიტორია 14:00 - შემოქმედებითი კუთხეები , გამოფენები ( ადგილობრივი სოფლის ნობათის , კულინარიული ნაწარმის გამოფენა )   თეატრალიზებული პერფომანსი საბავშო - გასართობი სივრცე - ანიმატორები . წარმოდგენილი იქნება ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფოტოგამოფენა ,, ძველი ხარაგაული “. აგრეთვე ხარაგაულზე შექმნილი წიგნები , ბუკლეტები და გზამკვლევები . 15:00 საათი - სადღესასწაულო კონცერტი ოპერის მომღერლების , ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით . საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონიალი .
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhf.JPG
29/11/2022 15:32

ხარაგაულის მერმა ოფიციალური ვიზიტით უცხოელი ინვესტორი მიიღო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ოფიციალური ვიზიტით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ბიზნეს ცენტრი ,,consider consultancy” –ის აღმასრულებელ დირექტორი, ჰარჩი კალსაჰაკიანი მიიღო. ბატონი ჰარჩი ხარაგაულს ბერძნული სათვისტომოს ,,წმინდა გიორგის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან მაია კარიმპიდთან ერთად სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის შესწავლა გახლდათ. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სტუმრებს მერის მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან, დავით დევდარიანთან, მერის თანაშემწეებთან იუზა კელენჯერიძესთან , ჟანა ნემსაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან , ამირან ოქრომჭედლიძესთან ერთად შეხვდა. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ხარაგაულს ტურიზმის განვითარების კუთხით აქვს, დაათვალიერეს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, უბისის მონასტერი, სააქციო საზოგადოება ,,იმერის“ დაბის ღვინის ქარხნის სპირტსაცავი და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/shutterstock_373785481_1.jpg
28/11/2022 13:50

2023 წელს ხარაგაულის საბავშვო ბაღებმა თვითშეფასება უნდა განახორციელონ

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევს შექმნის,  2 200 ეგზემპლარად გამოსცემს და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებსა და  მუნიციპალიტეტებს მიაწოდებს, რაც 30 510 ლარი დაჯდება, - ამის შესახებ აღნიშნული ცენტრი 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტში წერს, რომელიც 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. სამოქმედო გეგმაში გაწერილია, რა სახის აქტივობები იგეგმება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 2023 წლის განმავლობაში.   დაგეგმილია დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები, რომელიც ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას. ამისთვის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესის შემუშავება/წარდგინება 2023 წლის აპრილამდე უნდა განხორციელდეს. უნდა მოხდეს დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერება, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან დაწესებულებების შესაბამისობის კითხვარების შემუშავება, დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის შემუშავება, შემუშავდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს დაკომპლექტებას... სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი, შემუშავდეს 3  ინსტრუმენტი/კითხვარი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების შეფასებას სტანდარტის შესაბამის კომპონენტთან მიმართებაში... როგორც აღნიშნულ გზამკვლევშია ნათქვამი, დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართული არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები და დაწესებულებების განმავითარებელი აქტივობები ეფუძნება მათი საჭიროებების კვლევას შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით. დაგეგმილია ასევე დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის პილოტირება, რომელიც არანაკლებ 5 დაწესებულებაში უნდა განხორციელდეს, რაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს 9 000 ლარი დაუჯდება. 2023 წლის აპრილიდან წლის ბოლომდე სკოლამდელმა 1 300-მა დაწესებულებამ თვითშეფასება უნდა განახორციელოს. საბავშვო ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასებისთვის 600 000 ლარია გამოყოფილი. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იტყობინება, მათი  2021-2025 წლების სტრატეგიის 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტზე მათთვის მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოების უკუკავშირი.  სამოქმედო გეგმის პროექტზე შენიშვნები შეგიძლიათ 2 დეკემბრამდე გააგზავნოთ მეილზე -  planning@eqe.ge.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/axali%20weliasdasd.jpg
27/11/2022 11:04

ხარაგაულში საახალწლო საჩუქარს 523 ბავშვი მიიღებს

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის ბაღების გაერთიანება მუნიციპალიტეტში არსებული 21 საბავშვო ბაღის 523 აღსაზრდელისათვის საახალწლო ტკბილეულს 10 460 ლარად შეიძენს. გაერთიანებამ ტკბილეულის შესაძენად  ტენდერი 17 ნოემბერს გამოცხადდა და 24 ნოემბერს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო საბავშვო საჩუქრები მუყაოს საახალწლო ჩანთაში უნდა იყოს მოთავსებული. საახალწლო ჩანთაში პატარებს დახვდებათ: ორცხობილა . შემადგენლობა: კაკაოთი და ვანილის გემოს მქონე კრემიანი შიგთავსით (29%), ხორბლის ფქვილი, შაქარი, მცენარეული ცხიმები, კაკაოს ფქვილი (3,5%), სიმინდის სახამებელი, გლუკოზა -ფრუქტოზას სიროფი, სუფრის მარილი, ბუნებრივი არომატიზატორი ვანილი, რძის პროდუქტები. არანაკლებ 95 გრამიანი შეფუთვით. (ორეოს მსგავსი). ბისკვიტიანი ნამცხვარი. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი,გლუკოზა-ფრუქტოზას სიროფი, შაქარი, კვერცხის პროდუქტი, რაპსის ზეთი, სასმელი წყალი, შოკოლადის მასა (6%), რძის ფხვნილი უცხიმო, რძის ფხვნილი ცხიმიანი, სიმინდის სახამებელი, კაკაოს ფქვილი. არანაკლებ 30 გრამიანი შეფუთვით. (ბარნის მსგავსი). რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: სიმინდის სახამებელი, მთლიანი რძის ფხვნილი, კაკაოს კარაქი, არომატიზატორი (ვანილი, ცხიმოვანი მჟავა), შაქარი, გლუკოზის სიროფი. არანაკლებ 45 გრამიანი შეფუთვით. (M&M-სის მსგავსი) შოკოლადი კარამელითა და ნუგით. შემადგენლობა: კარამელი და ნუგა, რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, გლუცეინი. არანაკლებ 50.5 გრამიანი შეფუთვით. (სნიკერსის მსგავსი). კარამელით დაფარული რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, სოიოს ლაციტინი, არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ტვიქსის მსგავსი). შოკოლადი ქოქოსის შიგთავსით. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, გლუტეინის, სოიოს ლაციტინის და კვერცხის ცილა, არაქისი, თხილი, ნუში. არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ბაუნტის მსგავსი). რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძიანი შოკოლადი, არანაკლებ 50 გრამიანი შეფუთვით, შეკვრაში 4 ცალი. (კინდერის მსგავსი). ორცხობილა. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, საკონდიტრო ცხიმი, მცენარეული ზეთი, ემულგატორები-სოიოს ლაციტინი, სიროფი (სასმელი წყალი, მჟავიანობის რეგულატორი-ლიმონმჟავა, საჭმელი სოდა, კვერცხი) არანაკლებ 430 გრამიანი შეფუთვით.(იუველერნოეს მსგავსი). წვენი ხილის ნატურალური - 200 გრ-იანი. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის განცხადებით, ტკბილეული უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტკბილეულის მახასიათებლები არ ემთხვევა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მახასიათებლებს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეაცვლევინოს აღნიშნული საქონელი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად.    
სრულად