სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/11asdasdasd55asd55adfasdf.jpg
10/10/2022 10:54

13 ოქტომბერს ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონი

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორის, იზა ვეფხვაძის ინფრომაციით, 13 ოქტომბერს, ხუთშაბათს,  13 საათზე  ინოვაციების ცენტრში ლიტერატურულ კონკურს   ,,ოდეონი"-ს გამარჯვებულთა დაჯილდოება  გაიმართება. ,,ოდეონი“-ს ჟიურიმ საკონკურსო ნამუშევრები უკვე განიხილა და შედეგები შეაჯამა. პირველი ადგილზე,  პოეზიის ჟანრში,  ვალერი გოგნაძე დასახელდა. მეორე ადგილზე,  პროზაში,  ირინა კუპატაძე, დასახელდა. მესამე ადგილზე, პროზის ჟანრში, ჟიურის გადაწყვეტილებით  შორენა ღამბაშიძე. ჟიურის წევრი მზიკო აბულაძე ამბობს, რომ  ახალ ამპლუაში ძალიან საინტერესო გამოცდილება მიიღო. ,,ნამუშევრების შეფასებისას ჩემი კრიტერიუმები იყო თუ როგორ პასუხობდა თემას, რამდენად ორიგინალურად იყო გადაწყვეტილი, და ასევე იკვეთებოდა თუ არა რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობა.“ ირინე ჩხეიძე: ,,განსხვავებული პროფესიის ადამიანი ვარ და უფრო ემოციებზე გავაკეთე აქცენტი. რა თქმა უნდა, ემოციები იყო,  რადგან თვითონ თემაა ემოციური და კონკურსი, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს,  მიმდინარეობდა. ნაშრომების უმრავლესობა ამ თემაზეა შექმნილი. მიხარია რომ ახალგაზრდებმა, რომელთაც სოხუმი არ ახსოვთ, საინტერესო ჩანახატები სწორედ ამ თემაზე შექმნეს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.“ ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: იზოლდა ოკრიბელაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე - საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინე ჩხეიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უფროსი; ირმა შველიძე - ლაშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 5. მზიკო აბულაძე - მოლითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორის, ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონის“ დამაარსებლის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, 19 საკონკურსო ნამუშევარი ერთ წიგნად დაიბეჭდება.   ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა , ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“ ხუთწლიანი შესვენების შემდეგ გამართა. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სიმბოლურად, საკონკურსო თემად ,,საზღვარი“ - დასახელდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/310394938_393195899686636_3493567423073203482_n.jpg
07/10/2022 14:21

ხარაგაულის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსად მარინა კვინიკაძე დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, იურიდიული განყოფილების უფროსად, დახურული კუნკურსის საფუძველზე , მარინა კვინიკაძე დაინიშნა. მარინა კვინიკაძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მუშაობდა ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოში სხდომის მდივნად, შემდეგ კი მოსამართლის თანაშემწედ. მარინა კვინიკაძე 2011 წლიდან, ამ დრომდე, ზესტაფონის რაიონული მოსამართლის თანაშემწის ადგილს იკავებდა.                      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdd2a4sd5as5da5sd.JPG
07/10/2022 14:21

ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებებია

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე , ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, იურიდიული განყოფილების უფროსად, შიდა კუნკურსის საფუძველზე , მარინა კვინიკაძე დაინიშნა. ამ დრომდე, მარინა კვინიკაძე ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. ინგა თურქაძე, რომელიც ამ დრომდე მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებდა, კარიერული განვითარების საფუძველზე , შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში, მერის ბრძანებით შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად დაინიშნა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების, III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში, ნანა თხელიძე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ასევე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ,ზედამხედველობის საკითხებში, ბესარიონ ჭიპაშვილი მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.                
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/311027247_5499308186773078_4624634561192770446_n.jpg
06/10/2022 17:14

ლიტერატურული კონკურსის  ,,ოდეონი' - ს შედეგები ცნობილია

დღეს ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონი“-ს ჟიურიმ სამუშაო ფორმატში  საკონკურსო ნამუშევრები განიხილა და შედეგები შეაჯამა. პირველი ადგილზე,  პოეზიის ჟანრში,  ვალერი გოგნაძე დასახელდა. მეორე ადგილზე,  პროზაში,  ირინა კუპატაძე, დასახელდა. მესამე ადგილზე, პროზის ჟანრში, ჟიურის გადაწყვეტილებით  შორენა ღამბაშიძე. ჟიურის წევრი მზიკო აბულაძე ამბობს, რომ  ახალ ამპლუაში ძალიან საინტერესო გამოცდილება მიიღო. ,,ნამუშევრების შეფასებისას ჩემი კრიტერიუმები იყო თუ როგორ პასუხობდა თემას, რამდენად ორიგინალურად იყო გადაწყვეტილი, და ასევე იკვეთებოდა თუ არა რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობა.“ ირინე ჩხეიძე: ,,განსხვავებული პროფესიის ადამიანი ვარ და უფრო ემოციებზე გავაკეთე აქცენტი. რა თქმა უნდა, ემოციები იყო,  რადგან თვითონ თემაა ემოციური და კონკურსი, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს,  მიმდინარეობდა. ნაშრომების უმრავლესობა ამ თემაზეა შექმნილი. მიხარია რომ ახალგაზრდებმა, რომელთაც სოხუმი არ ახსოვთ, საინტერესო ჩანახატები სწორედ ამ თემაზე შექმნეს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.“ ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: იზოლდა ოკრიბელაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე - საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინე ჩხეიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უფროსი; ირმა შველიძე - ლაშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 5. მზიკო აბულაძე - მოლითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორის, ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონის“ დამაარსებლის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, 19 საკონკურსო ნამუშევარი ერთ წიგნად დაიბეჭდება. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა , ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“ ხუთწლიანი შესვენების შემდეგ გამართა.  27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სიმბოლურად, საკონკურსო თემად ,,საზღვარი“ - დასახელდა.                    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/311155719_5496690903701473_2613881240715531802_n.jpg
05/10/2022 18:38

ხარაგაულში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ხარაგაულში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღინიშნა. კინოთეატრში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და პედაგოგების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.    მასწავლებლებს, პროფესიული დღე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის სახელით, პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მიულოცა და პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.    ღონისძიების პარალელურად კინოთეატრის ფოიეში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მასწავლებელთა შემოქმედება, ნახატები და ხელნაკეთი ნივთები დაეთვალიერებინა.    ღონისძიებაზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ „დამსახურებული პედაგოგის“ ჯილდო გადასცა ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორს, ღვაწლმოსილ პედაგოგს ეთერ პაპავას.    ღონისძიება ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.   საღამოს წამყვანი კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და ხარაგაულის თეატრის მსახიობი ბათუ კიკნაძე გახლდათ.    პედაგოგებს პროფესიული დღე გაულამაზა ,,საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების” ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლალი ვაქერ-სებისკვერაძემ.    5 ოქტომბერს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს100-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება, რაც სათავეს1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და მისი დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.   ღონისძების მხარდამჭერი გახლდათ „ლიბერთი ბანკი“.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/310400007_5492719077431989_1967451054047869089_n.jpg
04/10/2022 12:38

„რა? სად? როდის?“ - თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა თამაში 6:4 დაასრულა

უკვე სამი კვირაა ხარაგაული სამი კითხვის რა? სად? როდის? გარშემო გაერთიანდა. 3 ოქტომბერს, ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად?  როდის?“ შემოდგომის სერიის მესამე თამაში გაიმართა. წამყვანის წინააღმდეგ თამარ წიწილაშვილის გუნდი თამაშობდა. თამაშს მოწვეული სტუმრის სტატუსით , ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ესწრებოდა. ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრმა ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს კიდევ ერთი საინტერესო თამაში შესთავაზა. 10 რაუნდის შემდეგ, ინტელექტუალური შეჯიბრება წამყვანის გამარჯვებით 6:4 დასრულდა. დღის მოაზროვნედ დასახელდა დიმიტრი მაღრაძე, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა. შემდეგ ორშაბათს მაყურებელი გივი კურტანიძის ექვსეულის თამაშს იხილავს. ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ფინალში მოაზროვნეები მაყურებლის წინააღმდეგ ითამაშებენ. კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე inteleqtxaragauli@gmail.com ყოველ ორშაბათს , 19:00 საათზე, ჩვენ ვიკრიბებით რომ გავცეთ პასუხი კითხვებზე რა? სად? როდის? მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/310455552_5492677710769459_1894472781793481130_n_1.jpg
04/10/2022 11:24

დღეს გივი კურტანიძის ექვსეული ითამაშებს

10 ოქტომბერს ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართება. მაყურებლის წინააღმდეგ გივი კურტანიძის ექვსეული - ნათია შარიქაძე, უჩა ცხადაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, თამრიკო ფცქიალაძე და ბაჩო შველიძე წარსდგება. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ინიციატივით ინტელექტუალური თამაში კინოთეატრის ფოიეში, ყოველ ორშაბათს, იმართება. გასულ თამაშებში: „რა? სად? როდის?“ პირველი სეზონი დავით კიკნაძის ექვსეულმა გახსნა, რომელთაც თამაში 6:4 დაასრულეს. ასევე, წარმატებით, 6:2, დაამთავრა შემოდგომის სეზონის მეორე თამაში დავით ჩადუნელის ექვსეულმა.  გასულ ორშაბათს, წამყვანის წინააღმდეგ თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა ითამაშა. მოაზროვნეებმა თამაში 4:6 დაასრულეს. ფინალში მოაზროვნეები მაყურებლის წინააღმდეგ ითამაშებენ. თუ გსურთ ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთოთ კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე inteleqtxaragauli@gmail.com ყოველ ორშაბათს , 19:00 საათზე, ჩვენ ვიკრიბებით რომ გავცეთ პასუხი კითხვებზე რა? სად? როდის? მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd65454.png
04/10/2022 11:16

დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

თათბირს მერის მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან და დავით დევდარიანთან  ერთად მერის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თათბირზე მერმა  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების მიმდინარეობაზე მიიღო ინფორმაცია. როგორც მერის წარმომადგენლებმა განაცხადეს სოფლის პროექტების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ხარაგაული იმერეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების კუთხით ერთ-ერთი პირველია. სტატისტიკურად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხარაგაული ყველაზე მეტ , 171 პროექტს განახორციელებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0243.JPG
03/10/2022 18:13

საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, პირველი მოადგილესთან  ვარლამ ჭიპაშვილთან და მოადგილესთან, დავით დევდარიანთან ერთად  ესწრებოდა.   სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.   სხდომაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა წარადგინა.   მერის  ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველ ეტაპზე გამოყოფილი თანხა სრულად აითვისა  და ყველა პროექტი ვადებში დასრულდა. თანხების ეფექტურად განკარგვის გამო, ხარაგაულს მეორე ეტაპზე, 2 150 000 ლარი გამოეყო. აღნიშნულ თანხას თანადაფინანსების სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარი დაემატა, რომლითაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები  11 სოფელში განხორციელდება.   სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.   ცნობად იქნა მიღებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ხარაგაულისთვის“ თავმჯდომარის გათავისუფლება.   დადებითად შეფასდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,სათნოების სახლი“ - ს ხელმძღვანელის, თამარ შავიძის  ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.   ასევე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ წიფის, სოფელ წყალაფორეთის სოფელ ზვარის და სოფელ კიცხის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133722 განკარგულებაში ცვლილების შეტანის ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მომხს: ინგა თურქაძე     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 50 /69.692133728 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე     სხდომაზე სხვადასხვა საკითხად მოსმენილი იქნა შემდეგი ინფორმაციები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელ დაწესებულებების საშეშე მერქნით მომარაგების მდგომარეობის შესახებ მომხს: სოსო ფოფხაძე   მთავრობის დადგენილების შესაბამისად სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მიმდინარეობის შესახებ მომხს: კიაზო გამრეკელაშვილი   სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების აცრების ჩატარების მდგომარეობისა და ცხოველთა მიერ მოქალაქეთა დაკბენის ფაქტებზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ მომხს: ავთანდილ ვეფხვაძე  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_88.jpg
03/10/2022 17:54

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი -  ხარაგაულს წარმატებული წელი ჰქონდა

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს სხდომაზე  2022 წელს განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინა   2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის N75 (17.01.2022) განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პირველი ტრანშის სახით გამოეყო 2 775 762 ლარი, დაფინანსდა 19 პროექტი. დაფინანსებული 19 პროექტიდან 3 არის გარდამავალი - 149 948 ლარი 2021-2022 წლები, 16 კი ახალი – 2 625 814 ლარი. აღსანიშნავია, რომ ტენდერების გამოცხადება მოხდა ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად განკარგულების გამოსვლის დღესვე, არ ჩავარდნილა არცერთი ტენდერი, შესაბამისად სწრაფადვე მოხდა ხელშეკრულებების გაფორმება. რის გამოც მუნიციპალიტეტმა მიიღო დამატებით ბონუსი 50 000 ლარი რომელიც ტენდერებიდან წარმოქნილი ეკონომიასთან 142 000 ლართან ერთად დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს ახალი პროექტების სახით.   პირველი ტრანშით დაფინანსებული 19 პროექტი და ბონუსის და ეკონომიებით დამატებული 2 პროექტი ჯამში 21 პროექტი უკვე დასრულებულია. წინსწრებით დასრულებულია 6 პროექტი რომელიც უნდა დასრულებულიყო 2023 წელს.  მეორე ეტაპის ტრანშით დამატებით მოხდა 2 150 000 ლარის გამოყოფა რასაც დაემატა თანადაფინანსება 500 000 ლარი, ჯამში 2 650 000 ლარით დაფინანსდა 11 პროექტი 10 მადგანზე ტენდერი დასრულებულია მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება, 1 პროექტზე მიმდინარეობს ტენდერი რომელიც დასრულდება 19 სექტემბერს. აღსანიშნავია ფაქტი, რომ მიუხედავად რთული რელიეფისა საკასო შესრულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტი არის საუკეთესო მუნიციპალიტეტების ათეულში.                                                      სოფლის მხარდაჭერის  პროგრამა -2022 2022 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით მოხდა თანადაფინანსება 330 531 ლარი, ჯამში სოფლის პროექტების ღირებულებამ შეადგინა 1 220 531 ლარი. პროექტების შერჩევის მიზნით ყველა სოფელში ჩატარდა კრებები. მოსახლეობის მიერ შეირჩა 171 საპროექტო წინადადება. მათ შორის გზების 61 პროექტი - 438 486 ლარი, გარე განათების 12 პროექტი - 89 215 ლარი, წყლის სისტემები 35 პროექტი – 283 198 ლარი, სასაფლაოს შემოღობვის 20 პროექტი - 161 450, ხიდების 10 პროექტი - 38 353 და კიდევ სხვადასხვა კატეგორიის 33 პროექტი - 209 829 ლარი. ხელშეკრულება გაფორმებულია ყველა პროექტზე დსრულებულია 110 პროექტი, სამუშაოები მიდმინარეობს 56 პროექტზე.   2022 წელს სკოლების მცირე რეაბილიტაციისათვის გამოიყო 114 794 ლარი, დაფინანსდა 3 პროექტი, სამივე პროექტი დასრულებულია. სამოქალაქო ბიუჯეტი მიმდინარე წელს  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიგეგმა ინოვაციური პროგრამის ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“-ის განხორციელება, მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის პრინციპით, საბოლოოდ მოხდა  პროექტის შერჩევა რისთვისაც უკვე გამოყოფილია 165 000 ლარი ამ ეტაპზე მომზადებულია საპროექტო დოკუმენტაცია, 3 პროექტზე მიმდინარეობს ტენდერი, 3 პროექტზე დასრულებულია ტენდერი და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი 1 პროექტი  ,,დეკორატიული აბრების მოწყობა“ გაუქმდა რადგან არ მოხდეს პროექტის გაორება, აღნიშნული აბრების მოწყობა მოხდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.                                                სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდი  მიმდინარე წელს სტიქიის ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 000 000 ლარი. კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელ გზაზე სტიქიის შედეგად ჩაწყვეტილი გზის აღდგენისათვის 750 000 ლარი და სოფელ ლეღვანში კოდაბოლოს უბანში ხიდის მშენებლობისათვის 250 000 ლარი. კიცხი ხიდარის გზაზე სამუშაოები დასრულების პროცესშია, ასევე მიმდინარეობს ხიდის მოწყობის სამუშაოებიც რომელიც დასრულდება ვადაზე ადრე.    მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი       2022 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის 12 აპრილის N815  განკარგულებით გამოეყო 481 512 ლარი, დაფინანსდა 2 პროექტი: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში საუბნო გზის რეაბილიტაცია(ტალახაძეების უბანი) 300,000.00 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში საუბნო გზის რეაბილიტაცია(გოგნაძეების უბანი) 181,512.00   ორივე პროექტზე გაფორმდა გარდამავალი ხელშეკრულება რომლის ჯამურმა ღირებულებამ მიაღწია 719 432 ლარს, 2022 წელს უნდა მოხდარიყო 481 512 ლარის სამუშაოების განხორციელება 2023 წელს კი დასრულებულიყო პროექტი. სამუშაოების განხორციელება ხდება წინსწრებით სრულად  ნაცვლად 481 512 ლარისა შესრულდა 719 432 ლარის სამუშაო რამაც მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს 2023 წელს მოხდეს დამატებითი პროექტების განხორციელება.   სრიგპ - საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტს წარდგენილი პროექტებიდან  გრანტი მოპოვებულია 4 პროექტზე ჯამში 2 619 727 ლარი. 2 პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები ხოლო 2 პროექტი დასრულებულია.   სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობა -588 000 ლარი ( დასრულდა); დაბა ხარაგაულში მდებარე დევების ქანდაკებების და მიმდებარე სკვერის რეკონსტრუქცია და რენოვაცია-264 999 ლარი (მიმდინარე); სოფელ მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-234 444 (დასრულდა) ; დაბა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია-1 471 500 ლარი (მიმდინარე)     დიდი პროექტები რომელიც ხარაგაულში განხორციელდა    მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა მუნიციპალური განვითარების ფონდთან. დასრულებულია ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი 11 კმ-იანი გზის მონაკვეთის სამუშაოები-8 489 614 ლარი. დასრულდა  ვერტყვიჭალის და საღანძილის ბაღების მშენებლობა 1 400 000 ლარი. დასრულდა სამუშაოები 2 (მარელისის და ვერტყვიჭალის) სკოლის რეაბილიტაციაზე-4 105 500 ლარი. ასევე დასრულდა კიცხის საჯარო სკოლის რეაბილტაცია 2 420 643 ლარი. დასრულდა ცენტრალურ ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მშენებლობა-1 890 360 ლარი. ასევე დასრულდა 2 ეტაპიანი უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები რაც ჯამში-6 261 929 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს შ-55 ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის 25 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 50 000 000 ლარი დასრულების ეტაპზეა შ-101 ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის 20 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 14 000 000 ლარი. ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს სოლომონ მეფის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია N25 მრავალბინიან სახლამდე(კინოთეატრამდე) გამოცხადებულია ტენდერი შ-55 მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 25 კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე მიმდინარეობს დაბის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.         
სრულად