სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0150.JPG
16/09/2022 21:05

,,რა? სად? როდის?“ ხარაგაულში იწყება

 ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მაყურებელს რიგით პირველ სეზონს სთავაზობს. შემოდგომის სერია ხუთი ეპიზოდისგან შედგება. მონაწილეობენ: დავით კიკნაძის ექვსეული მარინა ვეფხვაძის ექვსეული გივი კურტანიძის ექვსეული დავით ჩადუნელის ექვსეული ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში, ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ. მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს.  ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო - სალონი ხარაგაულში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/35527309_1789740037800013_5897486604217352192_n.jpg
15/09/2022 18:54

როგორია გზა მენტორის სტატუსის მოპოვებამდე – მენტორი მასწავლებელი კიცხის საჯარო სკოლიდან

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედების შემდეგ, სტატუსის  ამაღლების მსურველი  პედაგოგების  რაოდენობა  ყოველწლიურად  იზრდება. უნდა  აღინიშნოს ისიც, რომ ამ  მხრივ  ხარაგაული ერთ-ერთი  გამორჩეული მუნიციპალიტეტია,  სადაც  მასწავლებლები  ახალ  გამოწვევებს  არ  უშინდებიან  და  კვალიფიკაციის  ამაღლების მიზნით არაერთ აქტივობას ახორციელებენ. ხარაგაულის  საჯარო  სკოლებში სერტიფიცირებული  პედაგოგების რაოდენობა  საკმაოდ  ბევრია,  როგორც  უფროსი, ასევე  წამყავანის  სტატუსის  მქონე.   რაც შეეხება  მენტორს,  ამ  სტატუსით   მხოლოდ   საღანძილის  საჯარო სკოლის  ისტორიის  პედაგოგი  ირმა  ყრუაშვილი  სარგებლობდა.  მიმდინარე  წელს  კი  კიდევ ორი მენტორი  პედაგოგი  შეგვემატება.   გამოცდაზე მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის განსაზღვრული ქულათა რაოდენობა მოიპოვა კიცხის  საჯარო  სკოლის  ისტორია-სამოქალაქო განათლების  პედაგოგმა  ელენე  მელქაძემ  და  ბორის  საჯარო  სკოლის  ქიმია-გეოგრაფიის  პედაგოგმა  ქეთევან  პავლაძემ. გაზეთი ,,ახალი ხარაგაულის"  რესპონდენტი  ელენე  მელქაძეა, რომელიც  პედაგოგიურ საქმიანობას 1994 წლიდან ეწევა.  მას თავისი პროფესია  ძალიან  უყვარს.  არის  საკმაოდ შრომისმოყვარე, მიზანდასახული  და  მაქსიმალურად  იხარჯება მოსწავლეთა  პიროვნული და შემოქმედებითი  განვითარებისთვის.  რატომ  აირჩია მასწავლებლობა  და როგორია გზა მენტორის სტატუსის მოპოვებამდე,  ამის  შესახებ ელენე  მელქაძე პირადად გვესაუბრება. -ბავშვობიდანვე  ძალიან მომწონდა  ეს პროფესია  და  მსურდა, მეც  მასწავლებელი  გავმხდარიყავი.  სწორედ  ამან  განაპირობა ის,  რომ   სკოლის  დასრულების  შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში  ისტორიისა და სამართლის სპეციალობით  განვაგრძე.  როდესაც  უმაღლესი  დავამთავრე, მუშაობა  კიცხის საჯარო სკოლაში  დავიწყე. თავდაპირველად  ფრანგულ  ენას  ვასწავლიდი,  შემდეგ კი  პარალელურად  ისტორიასა და სამართალს.  ამჟამად  ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი  ვარ.  უკვე  28 წელია  სკოლაში  ვსაქმიანობ და ეს  გარემო  ჩემი  ცხოვრების განუყოფელი  ნაწილია. მოსწავლეების   გარეშე ვერც ერთი დღე, წუთი, წამი ვერ წარმომიდგენია. -როგორია გზა მენტორის სტატუსის მოპოვებამდე? -19  წლის  ვიყავი,  როდესაც ქალბატონი მზია კახნიაშვილის  რეკომენდაციით  სკოლაში დავიწყე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვიყავი, მოსწავლეებთან ისეთ მეთოდებსა და მიდგომებს ვიყენებდი, რომლებიც იმ დროისთვის უცხო იყო, დღეს კი ის თანამედროვედ ითვლება. წლების განმავლობაში განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმაში ვიყავი ჩართული და ვცდილობდი, ყველა სიახლე სასწავლო პროცესში გადმომეტანა. გამეზიარებინა გამოცდილება კოლეგებისთვის და მათგანაც ბევრი მესწავლა. როდესაც სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო, პირველივე წელს ჩავაბარე პროფესიული უნარებისა და ისტორიის გამოცდა. შემდეგ კი - სამოქალაქო განათლების. მიუხედავად  იმისა,  რომ  გეოგრაფიას  არ  ვასწავლი,  გასულ  წელს   ამ  საგნის  გამოცდაც  წარმატებით  ჩავაბარე.  გარე დაკვირვებისა და სხვადასხვა აქტივობის შეფასებების შედეგად მივიღე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ  მივედი მენტორი მასწავლებლის გამოცდამდე. სტატუსის ცვლილებისთვის ჯერ კიდევ მომიწევს შრომა. პრაქტიკული შეფასება უნდა გავიარო. ვფიქრობ, პროფესიის დიდმა სიყვარულმა, ერთგულებამ და შრომამ განაპირობა ჩემი წარმატება. -რას ეტყოდით კოლეგებს? -პირველ რიგში  ვულოცავ ყველა პედაგოგს გამოცდების  ჩაბარებას.  მათ   კი, რომლებსაც სტატუსის მოპოვება გეგმაში აქვთ, მხარდაჭერასა და ცოდნის გაზიარებას ვთავაზობ. ვურჩევ, მუდმივად იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე  და  შედეგს  აუცილებლად  მიიღებენ. ჰქონდეთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა და იამაყონ საკუთარი პროფესიით.  მიხარია,  რომ დღეს  მასწავლებლის  პროფესია  დაფასდა. იყო  ის  რთული  პერიოდიც, როდესაც საკმაოდ მიზერულ  ანაზღაურებაზე ვმუშაობდით და  თვეები  ველოდებოდით  ხელფასს.   ახლა კი  რადიკალურად განსხვავებული  მდგომარეობაა, რაც  მოტივაციას  გვიმაღლებს, უფრო  მეტად  დავიხარჯოთ  და კიდევ  მეტად წარმატებულები ვიყოთ. - როგორია თქვენი   სამომავლო  გეგმები -ჩემი  სამომავლო  გეგმები  სკოლასა  და  მოსწავლეებს  უკავშირდება.   მაქსიმალურად  დავიხარჯები, რათა  ხარისხიანი  განათლება მივცე  ჩვენს  მომავალ  თაობას. მენტორის სტატუსი სასიხარულოა, თუმცა ამავდროულად  დიდი პასუხისმგებლობაცაა. მინდა, ამ  ახალ გამოწვევას  სათანადოდ  ვუპასუხო  და   საგანმანათლებლო სივრცე მოსწავლეებისთვის საინტერესო  გავხადო.. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს: მანანა სახვაძესა და რუსუდან ქველაძეს, რომლებმაც მომცეს ცოდნა და უნარები. მათი სწორი პედაგოგიური მიდგომებით  მივაღწიე წარმატებას. მადლობელი ვარ კიცხის საჯარო სკოლის  მასწავლებლების, მოსწავლეების, რომლებიც უზარმაზარ სტიმულს მაძლევენ  და  მაძლიერებენ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს მხარდაჭერისა  და  თანადგომისათვის.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0226.JPG
15/09/2022 18:31

ხარაგაულელ პირველკურსელებთან შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში,  ,,სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას   მუნიციპალიტეტის  მერის  პირველი  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის  პირველი  მოადგილე, დავით  კიკნაძე,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის  უფროსი მარინე ვეფხვაძე და  ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცა ვარლამ  ჭიპაშვილმა.  როგორც მუნიციპალიტეტის მერის  პირველმა  მოადგილემ  აღნიშნა, ცხოვრებისეული გამოცდილების თვალსაზრისით  სტუდენტობა ყველაზე საუკეთესო პერიოდია. ,,სახელმწიფოს პრიორიტეტია  ახალგაზრდების განვითარება  და  დასაქმება. ისწავლეთ, გამოიყენეთ დრო რაციონალურად, კარგი იქნება თუ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას  ხარაგაულში გამოიყენებთ.“ პირველკურსელებს მიესალმა და  გზა დაულოცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ,   საკრებულოს  თავმჯდომარის  პირველმა მოადგილემ დავით  კიკნაძემ.   სტუდენტებმა  ამავე დღეს,  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.  ამის  შემდეგ  კი  ხარაგაულის  საკათედრო  ტაძარში  გადაინაცვლეს.  ტაძრის წინამძღვარმა მამა თომამ (ლაცაბიძე)   ახალგაზრდები  დალოცა  და მათთვის   ჯანმრთელობის  პარაკლისი  აღავლინა. ღონისძიების დასასრულს პირველკურსელებისთვის კაფე-საღამო მოეწყო. მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 97 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი. მათგან 100% გრანტი ერთმა, მოლითის  საჯარო  სკოლის კურსდამთავრებულმა,  მარიამ ყურაშვილმა,  მოიპოვა.  70 %-იანი გრანტის მფლობელი  ოთხი მოსწავლე  გახდა.  50%-იანი დაფინანსება კი 12-მა კურსდამთავრებულმა  მიიღო.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0910.JPG
15/09/2022 18:28

ხარაგაულში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ხარაგაულელ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

დღეს ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ვეფხვაძე დილიდან დაბის N2 , N3 საჯარო სკოლებსა და წმინდა ადრია პირველწოდებული სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ტრადიციულ , ოფიციალურ ცერემონიალს შეუერთდნენ.  დღესვე, მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მონაწილე, ელჩინ ოვჩიევმა.  დმანისის მუნიციპალიტეტიდან ხარაგაულში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა პატარებს ბედნიერი და წარმატებებით სავსე სასწავლო წელი უსურვა. ახალი სასწავლო წელს ხარაგაული 181 პირველკლასელით შეხვდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0246558844.JPG.jpg
15/09/2022 16:33

ხარაგაულელ პირველკურსელებთან შეხვედრა მოეწყო    ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში,  ,,სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას   მუნიციპალიტეტის  მერის  პირველი  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის  პირველი  მოადგილე, დავით  კიკნაძე,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის  უფროსი მარინე ვეფხვაძე და  ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცა ვარლამ  ჭიპაშვილმა.  როგორც მუნიციპალიტეტის მერის  პირველმა  მოადგილემ  აღნიშნა, ცხოვრებისეული გამოცდილების თვალსაზრისით  სტუდენტობა ყველაზე საუკეთესო პერიოდია. ,,სახელმწიფოს პრიორიტეტია  ახალგაზრდების განვითარება  და  დასაქმება. ისწავლეთ, გამოიყენეთ დრო რაციონალურად, კარგი იქნება თუ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას  ხარაგაულში გამოიყენებთ.“ პირველკურსელებს მიესალმა და  გზა დაულოცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ,   საკრებულოს  თავმჯდომარის  პირველმა მოადგილემ დავით  კიკნაძემ.   სტუდენტებმა  ამავე დღეს,  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.  ამის  შემდეგ  კი  ხარაგაულის  საკათედრო  ტაძარში  გადაინაცვლეს.  ტაძრის წინამძღვარმა მამა თომამ (ლაცაბიძე)   ახალგაზრდები  დალოცა  და მათთვის   ჯანმრთელობის  პარაკლისი  აღავლინა. ღონისძიების დასასრულს პირველკურსელებისთვის კაფე-საღამო მოეწყო. მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 97 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი. მათგან 100% გრანტი ერთმა, მოლითის  საჯარო  სკოლის კურსდამთავრებულმა,  მარიამ ყურაშვილმა,  მოიპოვა.  70 %-იანი გრანტის მფლობელი  ოთხი მოსწავლე  გახდა.  50%-იანი დაფინანსება კი 12-მა კურსდამთავრებულმა  მიიღო.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/2022-09-15%20130339.jpg
15/09/2022 13:05

დღეს ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე დავით დევდარიანი,  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ვეფხვაძე  დილიდან დაბის N2 , N3 საჯარო სკოლებსა და წმინდა ადრია პირველწოდებული სახელობის სასულიერო გიმნაზიაში  ტრადიციულ , ოფიციალურ  ცერემონიალს შეუერთდნენ. კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა მოგესალმოთ და მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება . ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პატარებს და მათ წარმატებები ვუსურვო. დღეს ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლას ძნელბედობის ჟამი აქვს , ეს განწყობა თან ახლავს დღევანდელ საზეიმო  ცერემონიალს , კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სკოლას, ოჯახებს, საზოგადოებას. წარმატებებს და მშვიდობიან სასწავლო წელს ვუსურვებ ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს მესვეურთ, თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობლებს.“ დღესვე მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მონაწილე, ელჩინ ოვჩიევმა. დმანისის მუნიციპალიტეტიდან ხარაგაულში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა პატარებს ბედნიერი და წარმატებებით სავსე სასწავლო წელი უსურვა. ახალი სასწავლო წელს ხარაგაული 181 პირველკლასელით შეხვდა. სიახლეა ის, რომ 2022 – 2023  სასწავლო წლის დასაწყისში,    მანდატურის სამსახური დაემატა მეორე საჯარო სკოლის სასკოლო სივრცეს. საზოგადოებრივი წერსრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად მანდატურები მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეთა და პედაგოგების ჯანმრთელობისთვის საჭირო რეკომენდაციების აღსრულებაში. მანდატურები ასევე უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის უფასო და მაღალკვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0948.JPG
15/09/2022 12:46

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის მონაწილეები ხარაგაულში სასწავლო პროცესის დაწყების საზეიმო ცერემონიას შეუერთდნენ

დღეს ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ვეფხვაძე დილიდან დაბის N2 , N3 საჯარო სკოლებსა და წმინდა ადრია პირველწოდებული სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ტრადიციულ , ოფიციალურ ცერემონიალს შეუერთდნენ.  დღესვე, მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მონაწილე, ელჩინ ოვჩიევმა.  დმანისის მუნიციპალიტეტიდან ხარაგაულში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა პატარებს ბედნიერი და წარმატებებით სავსე სასწავლო წელი უსურვა. ახალი სასწავლო წელს ხარაგაული 181 პირველკლასელით შეხვდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/axalgazrdebi.jpg
05/09/2022 14:29

ხარაგაულის მერია, 9 სექტემბერს, პირველკურსელებს, კაფე-საღამოზე იწვევს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საგანმანათლებლო რესურცენტრი და ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი ხარაგაულელ პირველკურსელებს საზეიმო შეხვედრაზე იწვევს. 13:00 სთ - შეხვედრა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოში და მოკლე ისტორიული ექსკურსი ხარაგაულის ისტორიის შესახებ.   13:30 - 14:00 საზეიმო შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან.   14:00 - 18:00 კაფე-საღამო   დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ა(ა)იპ ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს. ტელეფონი: 577 67 13 59
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0270.JPG
26/08/2022 20:35

ბეჟათუბანის და გოლათუბანის მიმდებარე ტყის მასივში ხანძრის კერები ლიკვიდირებულია

 ინფორმაციას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი გვაწვდის.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძარს მოლითის ტყეებში სამი დღის განმავლობაში ებრძოდნენ. ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში ჩართული გახლდათ   ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.  სახანძრო-სამაშველო მანქანების გადაადგილებისთვის  მოხდა ახალი გზის გაყვანა ტყის მასივში.  შესაბამისი ღონისძიებების  დროულად გატარების შემდეგ სოფელში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აცილებული იქნა.  ცეცხლის კერების ლოკალიზებაში ხარაგაულის სახანძრო- სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად იყვნენ  ჩართულნი ხარაგაულის  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0375%20-%20Copy.JPG
26/08/2022 16:56

კობა ლურსმანაშვილმა სოფელ ჩრდილში გზის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

 უკვე მესამე დღეა მოლითში ,სოფელ ბეჟათუბნის და გოლათუბნის ტყეებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის კერებს აქრობენ.  ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში ჩართული გახლდათ ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.  სახანძრო-სამაშველო მანქანების გადაადგილებისთვის მოხდა ახალი გზის გაყვანა ტყის მასივში.  შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარების შემდეგ სოფელში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აცილებული იქნა.  ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის, ივანე ბურჯანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის კერები თითქმის სრულად ლოკალიზებულია ბეჟათუბნის ტყეში.  მიმდინარეობს სოფელ გოლათუბნის მახლობლად , ტყეში გავრცელებულ ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია.  ცეცხლის კერების ლოკალიზებაში ხარაგაულის სახანძრო- სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები.  სახანძრო- სამაშველო ბრიგადები ხანძრის ახალი კერების გაუვნებელყოფვის მიზნით მუშაობას კვლავ აგრძელებენ.
სრულად