სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5105.JPG
05/08/2024 17:45

დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

თათბირს მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერმა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად დეტალურად განიხილა, სოფლებში არსებული საჭიროებები და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების მდგომარეობა. როგორც ხარაგაულის მერმა, თათბირზე განაცხადა მთავრობის განკარგულებით, მოქალაქეთა ჩართულობის , განვითარების და ხელშეწყობის მიზნით , საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  რეგიონებზე  20 მილიონი ლარი გადანაწილდა, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე 222 ათას 610 ლარი. კობა ლურსმანაშვილი: ჩვენ გვქონდა მომართვიანობა მოსახლეობიდან სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, ეს თანხები სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. ეს არის სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება, ხიდ - ბოგირების შეკეთება,  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დაფინანსდა ის წინადადებები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, პროექტების განხორციელება მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად მოხდება. აღნიშნული თანხიდან 100 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება 60 ათასი ლარი  - ახალი ტროტუარების გაკეთებას  ( სოლომონ მეფის ქუჩაზე, უნივერმაღიდან კინოთეატრამდე ) 40 ათასი ლარი - ხიდ - ბოგირების მშენებლობას 22 ათას 610  ლარი - სასმელი წყლის უზურნველყოფას მერის თათბირს, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახა გოლუბიანი და მერის მრჩევლები ესწრებოდნენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/stajireba-sajaro-samsaxurshi1.png
02/08/2024 19:26

ხარაგაულის მერიაში სტუდენტებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

პრემიერის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა. 2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება. პრემიერის ინიციატივით  საჯარო დაწესებულბებში სტაჟირების კონკურსი დღეს 2 აგვისტოს გამოცხადდა და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა  4 თვით განისაზღვრა. ხარაგაულის მერიამ  საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ.გვერდზე  ( www.hr.gov.ge ) ვაკანსიები (სტაჟირება)  უკვე გამოაქვეყნა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიაში 2024   წელს   მისაღებ სტაჟიორთა რიცხოვნობა 4 (ოთხი) ერთეულით განისაზღვრა, სტაჟიორის შრომის ანაზღაურება    დადგინდა 399  ლარის  ოდენობით თვეში.            სტაჟირება გამოცხადდა: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (1 ადგილი), ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში (1 ადგილი),  ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში (1 ადგილი) და ადმინისტრაციულ სამსახურში (1 ადგილი) .     საქრთველოს მთავრობის დადგენილება    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Untitled-1_2_1.jpg
31/07/2024 20:54

გაეცანით  საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკას

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 27 ივნისის დადგენილებას (4349-XIVმს-Xმპ) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.    იხილეთ დოკუმენტაცია    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/karlosa.jpg
31/07/2024 13:06

2 აგვისტოს,მინი ფეხბურთში, ვანო ბანცაძის სახელობის ტურნირი იწყება

ხარაგაულის მუნიპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის( უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით და ა.(ა)იპ" სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" ( დირექტორი რევაზ შერგელაშვილი) ხელშეწყობით ა/წლის 2 აგვისტოდან ხარაგაულის მინი ფეხბურთის სტადიონზე ჩატარდება ვანო ბანცაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში, უბნებს შორის. განაცხადები მიიღება ა/წლის 25 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში. კენჭისყრა გაიმართება ხარაგაულის ა(ა)იპ "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში"ა/წლის 1 აგვისტოს 11:00 სთ-ზე. ტურნირი დაიწყება 2024 წლის 2 აგვისტოდან 18:00 სთ-ზე.   ფინალური მატჩი გაიმართება თეთრაწყაროს მინი სტადიონზე.   საპრიზო ადგილზე გასული გუნდი და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.   დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 595 51 98 26 უჩა ცხადაძე.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4702.JPG
31/07/2024 12:36

ხარაგაულელმა ნიკა ჩხიკვაძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის საგზური მოიპოვა

  ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ახალგაზრდა სპორტსმენს , ნიკა ჩხიკვაძეს შეხვდა და მას მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მოლდოვაში 26 აგვისტოს გაიმართება  წარმატებები უსურვა.  მიღწეული შედეგისთვის და გაწეული შრომისთვის მერმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელს, მერაბ იჩქიტიძეს და სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრს (დირექტორი, რევაზ შერგელაშვილი).   ნიკოლოზ  ჩხიკვაძემ, მსოფლიოს შესარჩევ პირელობაზე მკლავჭიდში 80კგ წონით კატეგორიაში ორივე ხელში დაიკავა პირველი ადგილი და მსოფლიოს პირველობაზე საგზური მოიპოვა. მსოფლიოს პირველობა  26 აგვისტოს მოლდოვეთში ქალაქ კიშინიოვში ჩატარდება. სპორტსმენის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების ხარჯებს ხარაგაულის მერია დააფინანსებს. ვულოცავთ ნიკოლოზს და მის მწვრთნელს ამ დიდ წარმატებას. მადლობა სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის  ყველა თანამშრომელს, ვინც წვლილი  შეიტანა ამ დიდ წარმატებაში.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4728.JPG
30/07/2024 14:05

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხარაგაულში შეხვედრა გამართეს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხარაგაულში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მუნიციპალიტეტის მერს კობა ლურსმანაშვილს, მერის მოადგილეს დავით დევდარიანს და მერის წარმომადგენლებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე მხარეებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს,   მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაცია გეგმა–გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. დღეიდან, სააგენტოს საველე ჯგუფებმა მუშაობა დაიწყეს ლაშის და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დამატებით გეგმა- გრაფიკს, დაგეგმილი აზომვითი სამუშაოების შესახებ, მერიის ოფიციალური გვერდის დახმარებით ეტაპობრივად გაცნობებთ. ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოები მესაკუთრეების თანდასწრებით ხორციელდება.  პროცესი სრულად ელექტრონულად წარიმართება.  საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად შეავსებენ, შესაბამისად ტექნიკური ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საკუთრების უფლების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 3 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები ეტაპობრივად აიზომება და და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება, რითაც შეიქმნება სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემთა ბაზა. ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტით სარგებლობა სრულიად უფასო არის.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sruldeba.jpg
29/07/2024 19:57

დღეს , 29 ივლისს საპროექტო განაცხადების მიღება სრულდება

შენ კიდევ გაქვს შანსი გახდე მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის მონაწილე. საპროექტო განაცხადების მიღება დღეს, 29 ივლისს ,  24:00 საათამდე გაგრძელდება შეავსე განაცხადი  https://bit.ly/3ykLwVD მიეცი შენს იდეას გამარჯვების შანსი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის თანხა , მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით გაიზარდა და 210 000  ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხით 2024 წელს მოქალაქეთა მიერ წარდგენილი მინიმუმ შვიდი საპროექტო წინადადება დაფინანსდება. ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე, ველოდებით თქვენს ინიციატივებს! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4296.JPG
29/07/2024 19:04

სოფელ ბაზალეთის მოსახლეობა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამაში აქტიურ ჩართვას აპირებს

ხარაგაულის მერია, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად ჩასატარებლად, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს. საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.   მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ ბაზალეთის მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.   თუ დაინტერესდი, გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა https://docs.google.com/…/16AGtFW8vLxmUf7Axt50XzyLaCLP…/edit განაცხადების მიღება, დღეს 29 ივლისს  სრულდება. ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4427.JPG
29/07/2024 17:14

ბორითში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს

ხარაგაულის მერია,მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად ჩასატარებლად ,აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.   მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ ბორითის    მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.   თუ დაინტერესდი, გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა   https://bit.ly/4d38orS   განაცხადების მიღება ,დღეს 29 ივლისს  სრულდება. ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4333.JPG
29/07/2024 17:12

სარგვეშში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამასთან დაკავშირებით აქტიური დაინტერესება გამოხატეს

ხარაგაულის მერია,მონაწილეობითი ბიუჯეტირების, ეფექტურად ჩასატარებლად, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს. საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.   მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ სარგვეშის მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.   თუ დაინტერესდი, გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა  https://bit.ly/4d38orS განაცხადების მიღება ,დღეს 29 ივლისს  სრულდება. ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !
სრულად