სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/289020553_628154195307091_1998880568266143001_n_1.jpg
24/06/2022 17:45

ხარაგაულის სალოტბარო სკოლა,  ანაკლიაში  სალოტბარო სკოლების ფესტივალში  „მომავლის ხმები“  მონაწილეობს

ანაკლიაში  სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“  მიმდინარეობს. ფესტივალში ხარაგაულის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ. სალოტბარო სკოლის ორგანიზატორი, დალი მაღრაძე და  ლოტბარი მაია მაღრაძე ფესტივალზე , მოსწავლეებთან ერთად 21 ივნისს  გაემგზავრნენ. ფესტივალი ,,მომავლის ხმები” დღეს სენაკში,  აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში დასკვნითი კონცერტით დასრულდება. ფესტივალი ,,მომავლის ხმები“ თითოეული დღე  დატვირთული გახლდათ  სხვადასხვა გასართობ-შემოქმედებითი აქტივობებით. „მომავლის ხმები“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობაა. სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უფასოდ ეუფლებიან.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0asdasdasd198%20(1).jpg
22/06/2022 20:39

ხარაგაულში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილები კონცერტზე მიიწვიეს

ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში ანსამბლ ,,გრავეს“ კონცერტი გაიმართა კონცერტს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე ესწრებოდნენ. კონცერტზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული გახლდათ ხარაგაულში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილები. უკრაინალების საპატივცემულოდ ანსამბლ ,,გრავეს“ მიერ უკრაინული მუსკალური კომპოზიციები შესრულდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0463.JPG
22/06/2022 20:35

ხარაგაულში უკრაინელი გოგონა დაიბადა

ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილს გოგონა შეეძინა ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილს ,რიტა დიაჩენკოს გოგონა შეეძინა. მერის , კობა ლურსმანაშვილის დავალებით,  ხარაგაულის მერიის სახელით, პატარა ამალია დიაჩენკო სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანა თხელიძემ და ეკა რობაქიძემ მოინახულეს. დიაჩენკოების ოჯახს, საკვები პროდუქტები და ბავშვისთვის აუცილებელი პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცათ. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ქალაქ  ნოვაია -კახოვკადან ჩამოსული ოჯახი, ვარძიაში მასპინძელ ოჯახში აგრძელებს ცხოვრებას. შეხვედრისას, უკრაინელებმა ყურადღებისთვის უზომო მადლიერება გამოხატეს. ხარაგაულის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. მერიის სოციალური სამსახური მუდმივ კონტაქტზეა ლტოლვილებთან და მათ სხვადასხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურად ეხმარება.  მერიის ორგანიზებით, უკრაინელების მხარდასაჭერად სხვდასხვა სახის აქტივობები კვლავ გაგრძელდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0232.JPG
22/06/2022 20:33

რა სახის მომსახურება შესთავაზა ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა

ხარაგაულში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილებმა, დღეს, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრისგან, საინტერესო შეთავაზებები მიიღეს. ქალაქ ხერსონიდან ლტოლვილმა ინნა კუზმენკოვამ და მისმა 13 წლის ვაჟმა სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის და ფეხბურთის მწვრთნელ, გოჩა გელაშვილისგან საჩუქრად ფეხბურთის სათამაშო ბურთი, სპორტულ წრეებზე სიარულის და სატრენაჟორო დარბაზით სარგებლობის უფასო აბონიმენტი მიიღეს. როგორც 13 წლის ვოვა კუზმენკოვამ გვითხრა ის ხერსონში თავისუფალ ჭიდაობაზე დადიოდა და უხარია, რომ ექნება შესაძლებლობა ვარჯიში და მეცადინეობა კვლავ გააგრძელოს. სატრენაჟორო დარბაზით სარგებლობის უფასო აბონიმენტი მიიღო ასევე საშა სტარინის ოჯახმა. საშა ქალაქ ხარკოვიდან ხარაგაულში , მშობლებთან, მეუღლესთან და პატარა გოგონასთან ერთად მარტის თვეში ჩამოვიდა. შეთავაზება უკრაინელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორს, ასეთი ჟესტისთვის მადლობა გადაუხადეს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14.png
20/06/2022 20:31

4 ივლისს საკრებულოს სხდომა გაიმართება

04 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის    ჯანდაცვისა  და  სოციალური  დაცვის      სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  მომხს: ნანა კიკნაძე   2.       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ს ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის  ცენტრის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ     მომხს: რევაზ შერგელაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: ბესიკ კვირიკაშვილი 4.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ  მუნიციპალიტეტებში 2019-2020       წლებში  განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის            შესაბამისობის აუდიტის  ანგარიშის განხილვის შესახებ                                                      მომხს: ბესიკ კვირიკაშვილი   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული  რეგიონული განვითარების ასოციაციების საქმიანობის  ეფექტიანობის აუდიტის  ანგარიშის განხილვის შესახებ მომხს: მარინე ხვედელიძე                                                                                               6.„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და   ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლი ს 03 დეკემბრის N69.692133719 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი                                                                                                     7.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს #25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: მანანა ბარბაქაძე საკრებულოს თავმჯდომარე                                          მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14.png
17/06/2022 11:22

20 ივნისს ბიუროს სხდომა გაიმართება

                         ბიუროს  მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                 მომხს: ბესიკ კვირიკაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის    ჯანდაცვისა  და  სოციალური  დაცვის      სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                         მომხს: ნანა კიკნაძე   3.       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ს სპორტისა და შიდა ტურიზმის  ცენტრის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                          მომხს: რევაზი შერგელაშვილი   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული  რეგიონული განვითარების ასოციაციების საქმიანობის  ეფექტიანობის აუდიტის  ანგარიშის განხილვის შესახებ                                                                                          მომხს: მარინე ხვედელიძე              5.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ  მუნიციპალიტეტებში 2019-2020 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის  ანგარიშის განხილვის შესახებ                                                                                         მომხს: ბესიკ კვირიკაშვილი            6.„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების                 მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის შემადგენლობის                 ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლი ს 03                                                დეკემბრის N69.692133719 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                                                                                                                  მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი          7.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს #25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                მომხს: მანანა ბარბაქაძე  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_asdDSC0418.JPG
15/06/2022 19:21

ხარაგაულში ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტი იწყება

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა-PASS” - ასეთია პროექტის სახელწოდება, რომლის შესახებაც სრული ინფორმაცია ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსს, ნანა კიკნაძეს, მერის თანაშემწეს , ჟანა ნემსაძეს და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსს, თეა ბერიძეს მიაწოდეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პროექტი  ძალადობის შედეგად დაზარალებულთა ფსიქო-სოციალურ და სამართლებრივ მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროექტით მოსარგებლეებს  ასევე შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული განათლება მიიღონ და  მცირე გრანტების პროგრამაში ჩაერთონ. მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე: ,,ვგეგმავთ აქტიურად ჩავერთოთ პროექტში, შევხდეთ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ეკონომიკური გაძლიერება ესაჭიროებათ და  ძალადობის მსხვერპლნი არიან. მოხდება მათი გადამზადება, შეისწავლიან კონკრეტულ პროფესიას  და გრანტის სახით მიიღებენ დაფინანსებას 1500 ევროს ფარგლებში, რაც ასეთ ოჯახებს კიდევ უფრო გააძლიერებთ.“ ალექსანდრე ქურციკიძე(აფხაზინტერკონტის წარმომადგენელი): ,,პროექტი სამი წელი გაგრძელდება. ძირითადი მიზანია გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა. პროექტი მოიცავს მსხვერპლთა მიმართ იურიდიულ, სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას. ძალადობის განმეორებით თავიდან აცილებას, რათა ამ ტიპის  შემთხვევები  მინიმუმამდე დავიყვანოთ.“ პროექტს  ASB საქართველო, ღია სივრცე კავკასია, მედიაცენტრი კახეთი და ფონდი „აფხაზინტერკონტი“ ახორციელებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0235_3.JPG
15/06/2022 14:23

ცოცხალი წიგნები სოფლად - მკითხველთან შეხვედრები მარელისსა და ვახანში გაიმართა

ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ კამპანია ,,ცოცხალი წიგნები - სოფლად“ დაიწყო. მკითხველთან  ურთიერთობის ასეთი ფორმატი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობილი პროექტის ,,ცოცხალი წიგნები“ გამოძახილია. შეხვედრები მკითხველთან, ღია სივრცეში,  სოფელ მარელისსა და ვახანში გაიმართა. მსმენელის წინაშე თავიანთი შემოქმედებით წარსდგნენ ხარაგაულის  ,,ცოცხალი წიგნები“:  იზა ვეფხვაძე, გურამ სახვაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, მამუკა ჭიპაშვილი,სპარტაკ ლაცაბიძე, ნანუკა ჭანკვეტაძე. როგორც კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი , მამუკა ჭიპაშვილი განმარტავს, მკითხველთან შეხვედრები ზაფხულის პერიოდში ხარაგაულის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4101.JPG
15/06/2022 14:21

მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში

სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის პირველობამ, მინი ფეხბურთში  ორგანიზაციებს შორის, სტარტი აიღო. ჩემპიონატში ოთხი გუნდი ჩაერთო. თამაშები ხარაგაულის მინი სტადიონზე გაიმართა. გულშემატკივრებს შორის გახლდათ მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი. სპორტისა და კულტურის ცენტრის და კეთილმოწყობისა და დასუფთავების გუნდების შეხვედრა ანგარიშით 9:0 დამთავრდა. კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და  ხარაგაულის მერიისა გუნდების თამაში 3:2 დასრულდა . სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ფინალი 17 ივნისს გაიმართება. ერთმანეთს სპორტისა და ტურიზმის და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გუნდები დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG-20220616-WA0000.jpg
14/06/2022 13:09

23 ივნისს - მაცეკვე ტანგო, მთავარი საფესტივალო პრემიერა ხარაგაულში

იმერეთის თეატრალური ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საპრემიერო ჩვენება ხარაგაულში გაიმართება , რომელსაც ფესტივალის ჟიური დაესწრება. ხარაგაულის თეატრი ფესტივალზე ნინო მირზიაშვილის სპექტაკლით ,,მაცეკვე ტანგო“ წარსდგება. პრემიერა 23 ივნისს გაიმართება. ,,ამჯერად  ჩვენი თეატრი კომედიურ ჟანრზე მუშაობს. მინდა  ჩვენთან   ყოფნის ერთი საათით განიტვირთოთ და შინ სასიამოვნო ემოციით დაბრუნდეთ. ვფიქრობ, ეს ახლა განსაკუთრებით გვჭირდება’’- აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე. მონაწილეობენ: ბათუ კიკნაძე , ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე. თეატრის მხატვარი - გაიოზ შუბითიძე. თეატრალური დასი რეპეტიციებს აქტიურად გადის. იმერეთის თეატრალური ფესტივალი ოფიციალურად  14 ივნისს იხსნება.    
სრულად