სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0682.JPG
09/03/2022 11:53

როგორ აფასებს მერის პირველი მოადგილე 2021 წლის ბიუჯეტის ანგარიშს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მერიამ ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა ,რომელიც დეპუტატთა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა და ანგარიშის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.   2021 წლის ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარს , მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი აკეთებს. ,,2021 წლის ბიუჯეტის ანგარიში ცხადყოფს რომ მუნიციპალიტეტში ბევრი სოციალური,ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო  პროექტი დაფინანსდა. გვაქვს პროგრესი და გვაქვს შედეგები.მუნიციპალიტეტში  გადაიჭრა ისეთი პრობლემები,როგორიც იყო-  საბიუჯეტო სახსრების აუთვისებლობა და პროექტების დაუსრულებლობა.                      ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა შესრულდა 106,7 %-ით და შემოსავლების გეგმის ზევით მობილიზებულ იქნა დამატებით  -1 მილიონ 218 ათასი ლარი.     2020 წელთან შედარებით მიღებულია 3 მილონ 345 ათასი ლარით მეტი შემოსავლები. ➡️ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურული მიმართულება,შესაბამისად  წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურული პროექტების  დაფინანსებისთვის  განიკარგა- 2  მილიონ 729 ათასი ლარით მეტი, კერძოდ,ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინასებაზე გაიწია 11 მილიონ 343 ათასი ლარის ხარჯი.       სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ყველა პროექტი დაფინანსდა და დასრულდა. გაიზარდა საზოგადოებრივი ტრასნპორტის მომსახურების არეალი და დამატებით დაფინანსდა  ნადაბური-ხევი-ხარაგაულის ხაზი. ჯერ კიდევ, 2019 წელს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად 1 მილიონ 200 ათასი ლარი 2021 წლის ბიუჯეტში გამოიყო. წყლის სისტემების სარეაბილიტაციოდ 2020 წელთან შედარებით 54 000 ლარით მეტი დაიხარჯა. 2020 წელთან მრავალბინიანი საცხოვრებლების სარეაბილიტაციოდ დაიხარჯა 237 000 ლარით მეტი. შეძენილ იქნა დევების სკვერისა სარეაბილიტაციო და ხუნევის ბაღის მშენებლობის პროექტები. სოფლის მხარდამჭერ პროგრამაზე დამატებით გაიწია თანადაფინანსება -203  ათასი ლარის ოდენობით. 2021 წელს განათლების მიმართულებაზე გაიწია 2 მილიონ 441 ათასი ლარის დაფინანსება. გაიზარდა სათნოების სახლის მომსახურების არეალი. გაიზარდა სასოფლო ბიბლიოთეკარების ხელფასები.  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ააიპმა შეიძინა 50 000 ლარის  ნაგვის კონტეინერები. ბიუჯეტით დაფინანსდა ისეთი ახალი პროგრამა ,როგორიცაა ვეტერანთა დახმარების პროგრამა. 2020 წელთან შედარებით 2021 წელს სოციალური და ჯანდაცვის სფეროზე დავხარჯეთ 220 ათასი ლარით მეტი,კერძოდ- 1 მილიონ 359 ათასი ლარი.მათ შორის, დაფინანსდა ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა,სამედიცინო მომსახურებები,სამედიცინო ოპერაციები და სხვა.  მერიის სარეზერვო ფონდიდან განიკარგა 43 ათასი ლარი,რომელიც სრულად მიიმართა სოციალური  მოთხოვნების  დაფინანსებაზე.ბიუჯეტით გათვალისწინებულ გეგმიური პროგრამების დაფინანსებას პრობლემა არ შექმნია. პროგრესი ჩანს  საბიუჯეტო მაჩვენებლებსა და გაკეთებულ საქმეებში.2021 წლის ბიუჯეტო ეფექტურად განიკარგა. მუნიციპალიტეტის  მერის კობა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით,მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის აქტიურობით საანგარიშო პერიოდში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ხარაგაულში.  მადლობა საკრებულოს  უმრავლესობას ბიუჯეტის დამტკიცებისათვის,ბიუჯეტის ანგარიშის დამტკიცებისათვის და თანამშრომლობისათვის.გვრჩება პრობლემები,რომლებიც ერთობლივი შრომით 2022 წელსა და შემდგომ წლებში უნდა გადავჭრათ.ხარაგაულის მერია  ყველაფერს გააკეთებს იმისათვის,რომ 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას კიდევ მეტი შედეგები გვქონდეს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_80.jpg
07/03/2022 14:25

მარელისთან მეწყერმა სახიდე გადასასვლელი ჩაანგრია

7 მარტს გამთენიას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე სოფ. მარელისთან, საავტომობილო გზაზე  მეწყერი ჩამოწვა. სოფელ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალა. მეწყერმა ჩაანგრია სახიდე გადასასვლელი და საავტომობილო ხიდი დაეცა სარკინიგზო გზას. ადგილზე იმყოფება მერის მოადგილე,დავით დევდარიანი.  დევდარიანის ინფორმაციით, ტრანსპორტით გადაადგილება მიმდებარე სოფლებში შესაძლებელია ალტერნატიული გზით. არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობენ სპეციალისტები . ამ დროისთვის მობილიზებულია სპეც ტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/jdewesgburg1_3.jpg
07/03/2022 10:59

რა გაკეთდება ბაზალეთში ,'სოფლის მხარდაჭერის' პროგრამის ფარგლებში

‘’შეხვედრაზე ადგილობრივები ღიად  მსჯელობენ იმ საჭიროებებზე, რაც რეალურად აქტუალურია მათთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც  მოსახლეობამ ზუსტად  იცის რა  სჭირდება  სოფელს და რა  არის  ძირითადი პრიორიტეტი.   შეფასება გააკეთა,  მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართული შეხვედრების შემდეგ. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, ხარაგაულის მერია ,  მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე ,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დამატებით, თანადაფინანსებას  განახორციელებს. ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, ბაზალეთში, წიფში, ღარიხევსა და ქროლში შემდეგი პროექტები  განხორციელდება. ბაზალეთი-  ჭაბურღილი და  უბნებში  გარე  განათების  სიტემის  მოწყობა.  წიფი -   სასაფლაოს  ეზოს  შემოღობვა.  ღარიხევი - გარე  განათების  სისტემის  მოწყობა.  ქროლი -  სპორტული  მოედნის  მოწყობა და სასოფლო წისქვილის რეაბილიტაცია. მერია საპროექტო წინადადებებს მოსაწონებლად საკრებულოს წარუდგენს.  წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებულ  პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვები,  რის  შემდეგაც  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/275224645_3310619642518519_2877739596440994654_n.jpg
07/03/2022 10:27

ბორითში  'სოფლის მხარდაჭერის' პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა

ბორითი, ამაშუკეთი, ერეთა , ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისა, ციხისძირი, - ეს ის სოფლებია ,სადაც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი   ,,სოფლის  მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში  განსახორციელებელი  პროექტების  შერჩევის  მიზნით, საკონსულტაციო  შეხვედრებს დაესწრო. მერის პირველ მოადგილესთან ერთად შეხვედრებს  ბორითის მაჟორიტარი დეპუტატი ია პაქსაშვილი და მერის  წარმომადგენელი  ბორითის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  ხათუნა ჯობაძე ესწრებოდნენ.ინფორმაციისთვის , ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, ხარაგაულის მერია ,  მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე ,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დამატებით, თანადაფინანსებას  განახორციელებს. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მოსახლეობას  ვესაუბრე პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე და  უშუალოდ  მოვისმინე  ის  ძირითადი  პრობლემები, რაც  ადგილობრივ  მაცხოვრებლებს  აწუხებთ.    სოფლისათვის გამოყოფილი თანხები,  მოქალაქეთა  უშუალო ჩართულობით  განიკარგება  და  მათ მიერ  შერჩეული პროექტების  განხორციელებას მოხმარდება."  მოსახლეობის მხრიდან შეხვედრებზე რამდენიმე პრიორიტეტული  საკითხი  გამოიკვეთა, მოხდა  წარმოდგენილ  საპროექტო წინადადებებზე  მსჯელობა და შერჩეული პროექტები ოქმში ხელმოწერით დადასტურდა. ბორითი - წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შესყიდვა; ხიდბოგირის რეაბილიტაცია;  ახალი ხიდბოგირის მოწყობა; საყრდენი კედლის მოწყობა; გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება. ორ უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა. ამაშუკეთი -  გზის გასწორხაზოვნება. ერეთა - ხიდბოგირის რეაბილიტაცია;  გზის შეკეთება და წყალგამტარების მოწყობა; ნაპირსამაგრის მოწყობა (დინარი) ვაშლევი -  სასაფლაოს შემოღობვა (გაღმა უბანი);  გზის გაწმენდა-გასწორხაზოვნება და სანიაღვრე არხის მოწყობა; სკვერის რეაბილიტაცია;  სასაფლაოს  შემოღობვა (გაწმენდა) კვესრევი -  სასაფლაოს შემოღობვა. გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება ორ უბანში. მაქათუბანი -გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება.სანიაღვრე არხის მოწყობა (შველიძეების უბანი)
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/275118310_3310479865865830_4893516072074776197_n.jpg
07/03/2022 10:25

'სოფლის მხარდაჭერის' პროგრამის ფარგლებში პირველი შეხვედრა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში ვერტყვიჭალის, ვერტყვილის,ხუნევის, ბჟინევისა და გედსამანიის მცხოვრებლებს შეხვდა. ვარლამ ჭიპაშვილმა ხუნევის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლენა აბაშიძესთან და მერის წარმომადგენელთან ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახა ლომიძესთან ერთად ყურადღებით მოისმინა მოსახლეობის ხედვები, სოფლებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. კრებაზე, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ფონზე,განსახორციელებელი საპროექტო წინადადებები ღია კენჭისყრით შეირჩა. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, ხარაგაულის მერია , მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე , ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დამატებით, თანადაფინანსებას განახორციელებს. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:   ,, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩაერთოს ადგილობრივი მოსახლეობა.ნებისმიერი საკითხი და პრობლემა ,რომელიც საბიუჯეტო სახსრებით უნდა მოგვარდეს მოსახლეობის მიერ უნდა იყოს იდენტიფიცირებული და შერჩეული." მიმდინარე წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება: ხუნევი - სასაფლაოს და ამბულატორიის ეზოს შემოღობვა, ხიდ-ბოგირის შეკეთება, გარე განათების სისტემისა და კალოს უბანში სანიაღვრეს მოწყობა; ვერტყვიჭალა - გოგოლაძეების უბანში გზის მობეტონება, სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ღობის შეკეთება, სოფლის ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხის გაკეთება, გარე განათების სისტემის მოწყობა; ბჟინევი - სასაფლაოს შემოღობვა; ვერტყვილა - გარე განათების სიტემისა და სანიაღვრე არხის მოწყობა, საყრდენი კედლის აშენება, სასაფლაოს შემოღობვა; გედსამანია - წყლის სათავე ნაგებობის შეკეთება, ეკლესიის შემოღობვა, ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია, გარე განათების სისტემის მოწყობა, რიკაძეების საუბნო გზის შეკეთება. შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 14 მარტს დასრულდება. მერია საპროექტო წინადადებებს მოსაწონებლად საკრებულოს წარუდგენს. წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებულ პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვები, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/eeesss112.jpg
04/03/2022 22:13

ხარაგაულში მარტოხელა დედებს დედის დღე მიულოცეს

ხარაგაულის მერიამ, დედის დღე, მრავალშვილიან, მარტოხელა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს მიულოცა. მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა დღეს, ყველა დედას, განსაკუთრებულად ვუსურვო მშვიდობა. საქართველოს ისტორია ქალების, დედების გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია. სწორედ ყველაზე ძლიერ ადამიანებს ვულოცავ გაზაფხულის პირველ და ულამაზეს დღესასწაულს, დედის დღეს!" დედის დღე,   სოციალური სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ და  ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა თეა ბერიძემ იმ მარტოხელა დედებს მიულოცა, რომლებიც შშმ ბავშვებს ზრდიან.  მერიის სახელით, მარტოხელა დედებს საჩუქრები (საოჯახო ტექნიკა) და ყვავილები გადაეცათ. ხარაგაულის მერია გამოხატავს პატივისცემას და მზაობას მრავალშვილიანი დედების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვახსოვს და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირებს და მათ დედებს. მერია ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0615.JPG
04/03/2022 18:24

ხარაგაულში, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცეს

ხარაგაულის მერიამ, დედის დღე, მრავალშვილიან, მარტოხელა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს მიულოცა. მერი , კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა დღეს, ყველა დედას, განსაკუთრებულად ვუსურვო მშვიდობა. საქართველოს ისტორია ქალების, დედების გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია. სწორედ ყველაზე ძლიერ ადამიანებს ვულოცავ გაზაფხულის პირველ და ულამაზეს დღესასწაულს, დედის დღეს!" დედებს, დედის დღე, უშუალოდ მიულოცა მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა . მერიის სახელით საჩუქარები გადაეცათ  აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების დედებს:  აზა კაპანაძეს, დარეჯან მუმლაძეს, ანნა ბაბლიძეს, ზინა თაბაგარს, მარინა გლუნჩაძეს,  თინა პაქსაშვილს და  როენა და ანა ჭყოიძეს. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი :,,გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, მომავალ დედებს. განსაკუთრებთ კი მინდა მივულოცო ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების დედებს და მადლობა გადავუხადო გმირი შვილების გაზრდისთვის,რომელმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას”. მერიის სოციალური სამსახურის , კულტურის სამსახურის და ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ურთიერთ თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დედის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერიის სახელით, საჩუქრები (საოჯახო ტექნიკა) და ყვავილები მრავალშვილიან (7 და მეტი შვილი), მარტოხელა (რომლებიც შშმ ბავშვებს ზრდიან) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს გადაეცათ. ხარაგაულის მერია გამოხატავს პატივისცემას და მზაობას მრავალშვილიანი დედების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვახსოვს და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირებს და მათ დედებს. მერია ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებზე.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0607.JPG
04/03/2022 17:46

მერიის სახელით მრავალშვილიან დედებს საჩუქრები და ყვავილები გადაეცა

ხარაგაულის მერიამ, დედის დღე, მრავალშვილიან, მარტოხელა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს მიულოცა. მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა დღეს, ყველა დედას, განსაკუთრებულად ვუსურვო მშვიდობა. საქართველოს ისტორია ქალების, დედების გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია. სწორედ ყველაზე ძლიერ ადამიანებს ვულოცავ გაზაფხულის პირველ და ულამაზეს დღესასწაულს, დედის დღეს!" მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა დედის დღე უშუალოდ მიულოცა სოფელ ღორეშაში მცხოვრებ მრავალშვილიან დედას ირინე ჩხიტუნიძეს. კულტურის სამსახურის ორგანიზებით , დედის დღეს  საჩუქრები (საოჯახო ტექნიკა) და ყვავილები მრავალშვილიან (7 და მეტი შვილი) დედებს გადაეცათ. საჩუქრები მრავალშვილიან დედებს მერიის სახელით, კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და ამავე სამსახურის თანამშრომელმა ლელა შარიქაძემ გადასცა. 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერიის სახელით, საჩუქრები (საოჯახო ტექნიკა) და ყვავილები გადაეცა ასევე მარტოხელა (რომლებიც შშმ ბავშვებს ზრდიან) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს. ხარაგაულის მერია გამოხატავს პატივისცემას და მზაობას მრავალშვილიანი დედების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვახსოვს და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირებს და მათ დედებს. მერია ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებზე.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sa-mer_2.png
04/03/2022 13:11

რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა ხარაგაულის მერიაში

  ხარაგაულის მერიაში  საკადრო ცვლილებებია.  ეკონომიკისა და ქონების მართვის  და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის , საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში ია ტაბატაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მერიაში ვაკანტური იყო, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოზიცია. ასევე ვაკანსია გამოცხადდა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე , კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში დასახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის, მესამე რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში.   საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრლის  204 დადგენილების „ საჯარო სამსახურში კონკურსის წესის ჩატარების შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნულ პოზიცებზე გამოცხადებული იყოს შიდა, ღია და დახურული  კონკურსი პოზიციების შესაბამისად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მერიაში არსებულ ვაკანსიებზე,         შიდა კონკურსის საფუძველზე მომხდარიყო კარიერული განვითარება:       კერძოდ, განხორციელდა საჯარო მოხელის კარიერული განვითარება და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,  იურიდიული განყოფილების უფროსი ინგა ლურსმანაშვილი დაინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2022 წლის 1 მარტიდან განუსაზღვრელი ვადით.       ასევე განხორციელდა საჯარო მოხელის კარიერული განვითარება და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი  პეტრე შარიქაძე დაინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის,  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2022 წლის 1 მარტიდან განუსაზღვრელი ვადით.    ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა:        ია არღუნაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში, 2022 წლის 1 მარტიდან 12 თვის გამოსაცდელი ვადით, 2023 წლის 1 მარტის ჩათვლით.  დახურული კონკურსის საფუძველზე შეირჩა      ნინო ხარაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის, მესამე რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში 2022 წლის 1 მარტიდან განუსაზღვრელი ვადით. ინფორმაციისთვის: - შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს,      -  დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოქმედ  პროფესიულ საჯარო მოხელეს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს. - ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_20220228-155630_Photo%20Collage.jpg
02/03/2022 19:03

 ხარაგაული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას იწყებს

ხარაგაული, უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის  ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას იწყებს.   ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა.   ხარაგაულელებს, სურვილის შემთხვევაში, ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად საკვები და სამედიცინო პროდუქტები,ასევე სპეციალური საჭიროების ნივთები შეგიძლიათ ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის ცენტრში მოგვაწოდოთ.   მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის თანამონაწილეობით ორგანიზება გაუკეთდება,    ამანათების შეგროვებას და დახარისხებას.    ჰუმანიტარული ტვირთი ხარაგაულიდან საქართველო სახელით უკრაინაში გაიგზავნება.       დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ; პასუხისმგებელი პირი:  ვარლამ ჭიპაშვილი , მერის პირველი მოადგილე.   საკონტაქტო პირი: ინგა ბერაძე, ტელ: 599 44 20 57 , ჟანა ნემსაძე ტელ: 595902720    
სრულად