ჩვენი კამპანია რა გაკეთდა დასასრულს მიუახლოვდა.
ბოლოსთვის შემოვინახეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ადმინისტრაციული ერთეული - ლეღვანი, რომელიც სოფლებს - მარელისს, ლეღვანს, დიდვაკეს და პატარა სახულარს აერთიანებს.
თითქმის ყველა ხარაგაულელმა იცის, რომ სწორედ მარელისის თემიდან შევდივართ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ამ ადგილს ჩვენ ე.წ. „ხერგილს“ ვუწოდებთ, საიდანაც იწყება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ბიომრავალფეროვანი ეროვნული პარკი.
როგორც ასეთი ლეღვნის თემში მეხუთე სოფელიც უნდა შედიოდეს - დიდი სახულარი, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ იქ მუდმივად ერთი მაცხოვრებელიც აღარ არის სოფელმა სტატუსი დაკარგა. ეს ერთადერთი სოფელია, რომელიც ეროვნულ პარკში მდებარეობს.
ბოლო წლების განმავლობაში ლეღვნის თემში, ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ეს არის საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ განხორციელებული(USAID -ის დაფინანსებით) პროექტი - „ტყე-პარკის მიმდებარე სოფლებში ეკოტურიზმის განვითარება“, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა მცირე საოჯახო სასტუმროები, საცხენოსნო მომსახურება და ეკოპროდუქტის შეთავაზების სერვისი ტურისტებისთვის. გამოიცა ბუკლეტი „ხარაგაული - ბიომრავალფეროვნების კარიბჭე“, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია იმ ტურისტებისთვის ვინც ბორჯომ-ხარაგაულის პარკში მოგზაურობას ხარაგაულის მხრიდან გადაწყვეტს.
თემს, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, აქამდე დიდ პრობლემას წარმოადგენდა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის გაუმართაობა, ახლა ამ გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს და კიდევ არაერთი მცირე პროექტის განხორციელება შეიძლება.
ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ მოხდა დიდ სახულარში არსებული მიწების რეგისტრაცია მეპატრონეებისთვის. იქ ახლა დაახლოებით 70 ხის იმერული ოდა დგას და უმეტესობა მათგანი საკუთრებაშია.
გარდა იმისა, რომ ლეღვნის თემში ბოლო წლების განმვალობაში არაერთი ტურისტული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ის ასევე ერთადერთია თემია, რომელიც მნიშვნელოვნად დააზარალა სტიქიამ, კერძოდ, ადიდებულმა მდინარე ლეღვნულამ ადმინისტრაციულ ერთეულს 5 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა.
მივყვეთ ეტაპობრივად რა გაკეთდა ლეღვნის თემში
სოფელ მარელისში დაგებულია ასფალტის საფარი სოფლის ცენტრალურ გზაზე, საიდანაც შევდივართ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
ბეტონის საფარი მოწყობილია ასევე კაპნარი-კელასოურის საუბნო გზაზე, კელასოური-ბერაწმინდი საუბნო გზაზე და ლეღვანი-მარელისის დამაკვშირებელ გზაზე.
მარელისში რემონტი ჩაუტარდა დაწყებითი განათლების და საჯარო სკოლებს, საჯარო სკოლაში წელს მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა.
მარელისში ფუნქციონირებს სკოლამდელი მზაობის ჯგუფი.
სოფელში მოეწყო სამი ახალი საფეხმავლო ხიდი, მიმდინარეობს ერთი ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა მდინარე ქუნცურზე.
ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცისკაძეების უბანში მისასვლელ ხიდ-ბოგირს.
სოფელში შეკეთდა შიდა საუბნო გზები.
შეკეთდა სამი სასმელი წყლის ავზი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემებს.
სადგურ მარელისში მოეწყო წყალანირების სისტემა.
მარელისში დანერგე მომავლის ფარგლებში ერთმა ბენეფიციარმა მოაწყო საკალმახე მეურნეობა, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
სოფელ ლეღვანში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი და წარმატებით ფუქნციონირებს.
აშენდა სარიტუალო სახლი მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ბეტონის საფარი მოეწყო სოფლის ცენტრალურ გზაზე 4კმ-იან მონაკვეთზე.
კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე, გზას სოფლის საჯარო სკოლის მიმართულებით.
აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი მდინარე ლეღვნულაზე, რომელიც სტიქიამ დააზიანა.
მოეწყო გაბიონი და საყრდენი კედელი ცენტრალური გზის სტიქიით დაზიანებულ ორ მონაკვეთზე.
საჯარო სკოლის მიმართლებით ე.წ. „კიუტების ღელეში“ მოეწყო საყრდენი კედელი, რაც წლების განმვალობაში დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
მოხდა სტიქიით ჩაწყვეტილი ცენტრალური გზის აღდგენა.
მოწესრიგდა წყლის სისტემები და შიდა საუბნო გზები.
საჯარო სკოლაში მოეწყო სველი წერტილები.
დიდვაკეში გაკეთდა საფეხმავლო ხიდი;
გადაიხურა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები.
სოფელში არსებულ სკვერს გაუკეთდა კიბის საფეხურები და მოეწყო გარე განათება.
ცენტრალურ გზაზე გაკეთდა სანიაღვრე არხი და საყრდენი კედელი.
პატარა სახულარში მოწესრიგდა წყლის სისტემა;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სადგურ მარელისიდან სოფლისკენ მიმავალ 4კმ-მდე მონაკვეთს.
და ბოლოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლებამდე სოფელ პატარა სახულარში არ იყო ელექტროენერგია. 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ვითმმართველობის ერთობლივი პროექტით მოხდა სოფელში დენის შეყვანა.
სოფელ ლეღვანში ერთი ბენეფიციარი სარგებლობს კენკროვანი კულტურების სახელმწიფო პროგრამით.