სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A1.jpg

გაცოცხლებული პროექტები

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა აქტიური მუშაობის და ძალისხმევის შედეგად 2018 -2019 წლებში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცოცხლა, ასეთი პროექტი სულ ათია . მათგან ზოგი უკვე დასრულდა , ნაწილი განხორციელების ეტაპზეა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რატომ ხდება 2018-1019 წლებში დაგეგმილი პროექტების ახლა გაცოცხლება, რა ხელისშემშლელი მიზეზები არსებობდა პროექტების განხორციელების საწყის ეტაპზე, რა სამუშაო გასწია ხარაგაულის მერიამ, პროექტების გაცოცხლებისთვის, ამასთან დაკავშირებით კომენტარს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აკეთებს.

კობა ლურსმანაშვილი: როგორც იცით, ხარაგაულში ინფრასტრუქტურული მიმართულებით განსახორციელებელ  პროექტებზე  პრობლემები არსებობდა, რაც არ იყო დამალული და  ყველასთვის ცხადი იყო. სირთულეები იყო ასევე პროექტების განხორციელების ეტაპზეც, ამიტომ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ბევრი პროექტი გაჩერდა, მეწარმეებთან  ხელშეკრულებები შეწყდა, და ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან გათხოვილ იქნა.

ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან ერთად გავიარეთ ეს საკითხები და 2020 წლის დასრულებამდე ოთხი პროექტი გავაცოცხლეთ, ხოლო ახლო პერიოდში უკვე  6 პროექტის გაცოცხლება მოხერხდა, ჯამში სულ ათი ძველი პროექტი განვაახლეთ, რომელსაც მოსახლეობა ელოდებოდა და პრაქტიკულად დაუსრულებელ პროექტებს ეძახდნენ .

ამ პროექტებიდან  რამდენიმე უკვე დასრულდა. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი არ იყო ადვილი და მარტივი .

ჩვენ გავაკეთეთ პროექტების გადაფასებაც , გაცოცხლებაც და ადგილობრივი ბიუჯეტიდან  თანხების დამატება, რათა ეს პროექტები  მოქმედებაში მოგვეყვანა.

ძველი გაცოცხლებული პროექტების  ფარგლებში ჩვენ დაგვემატა ფინანსები, ეს გახლავთ მილიონ 200 ათასი ლარი, რომელიც გამოიყო მარელისში და ლეღვანში მომხდარი სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის.

აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაოების წარმოებისთვის გასულ წელს გამოყოფილი იყო ფინანსები, თუმცა   აღდგენის და სამუშაოების დასრულების კუთხით არსებობდა პრობლემები. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები,გამოვლენილი არის შემსრულებლები. როგორც მოგახსენებათ, ძირითადი სტიქიის ეპინცენტრი იყო ლეღვან - მარელისი და დიდვაკე, სევე ცენტრალური გზის მიმდებარე სოფლები, სადაც მიმდინარეობს ხიდების და ხიდბოგირების აღდგენითი სამუშაოები.

მიმაჩნია რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და მისმა ყველა რგოლმა განსაკუთრებით მოადგილეეებმა , ბატონმა ვალერი ჭიპაშვილმა და დავით დევდარიანმა ინფრასტრუქტურის მიმართულების სამსახურის და განყოფილებების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა კარგად იმუშავეს და საერთო ჯამში გუნდური მუშაობით ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სახეზე გვაქვს . საგულისხმოა , რომ ეს შედეგები მხოლოდ ამ პროექტებით არ შემოიფარგლება. ჩვენ კიდევ გვაქვს სხვა მასშტაბური პროექტებიც, რომლებიც ხარაგაულში აქტიურად მიმდინარეობს.“

გთავაზობთ ხარაგაულის მერიის ძალისხმევით 2018 -2019 წლებში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს:

სოფელ მოლითის და ბაბის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. გზის რეაბილიტაცია ბაბში უკვე დასრულდა, მოლითში კვლავ მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 283 ათას 126 ლარი.

სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის  და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია.პროექტი უკვე დასრულდა, ღირებულება 304 ათას 999 ლარი.

სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი), პროექტი მიმდინარეობს, ღირებულება 440ათას 189ლარი.

სოფელ თეთრაწყაროში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი). პროექტი დასრულებულია, ღირებულება 150 ათასი ლარი.

სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია(პირველი ეტაპი). პროექტი მიმდინარეობს, ღირებულება 202 ათას 556 ლარი.

სოფელ ზედუბანის გზის რეაბილიტაცია.პროექტი მიმდინარეობს, ღირებულება 268 ათას 216 ლარი.

სოფელ ნუნისის გზის რეაბილიტაცია ხიდიდან მონასტრამდე . პროექტი მიმდინარეობს , ღირებულება 217 ათას 042 ლარი.

სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია. პროექტი მიმდინარეობს , ღირებულება 361 ათას 756 ლარი.

ლეღვანი - მარელისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი), პროექტი მიმდინარეობს, ღირებულება 137 ათას 475 ლარი.

გოლათუბანში სხვერისა და სადგურის უბნის გზის რეაბილიტაცია. პროექტი მიმდინარეობს, ღირებულება 275 ათას 500 ლარი.

ესაუბრა ინგა ბერაძე 

ნანახია: 1487 - ჯერ