სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/332329985_568968611875765_6842901955034706946_n.jpg

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში საკრებულოს უმრავლესობამ დადებითად შეაფასა

6 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე შარიქაძემ   დეპუტატებს 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

როგორც პეტრე შარიქაძემ განაცხადა, 2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის N2685 (31.12.2020) განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 2 809 796 ლარი, თავდაპირველად დაფინანსდა 15 პროექტი, განკარგულებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 5 269 395 ლარი, ხოლო პროექტების რაოდენობა გაიზარდა 33-მდე. პროექტების სამუშაო პროცესი უმეტეს ობიექტზე მიმდინარეობდა სწრაფი ტემპით რისი შედეგიცაა წლის ბოლოს მიღწეული შედეგი საკასომ შეადგინა გამოყოფილი თანხის 99%-ზე მეტი.  

   ასევე 2022 წელს მოხდა 7 გარდამავალი პროექტის წინსწრებით დასრულება, ნაცვლად 2023 წლისა 2022 წელს შესრულდა 1 000 000 ლარზე მეტი სამუშაოები. შესაბამისად აღნიშნული თანხა გამოთავისუფლდა და მუნიციპალიტეტს საშუალება მიეცა 2023 წელს ახალი პროექტების განსახორციელებლად.

ჯამში 2022 წელს მუნიციპალიტეტის 33 სოფელში მობეტონდა 36 კილომეტრი გზა. წლის ბოლოს პროექტების შერულება,საკასომ შეადგინა 5 167 373 ლარი. რაც გამოყოფილი თანხის 98,06%-ია.

     2023 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის N76 (25.12.2022) განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 3 643 963 ლარი, დაფინანსდა 24 პროექტი. დაფინანსებული 24 პროექტიდან 12 იყო გარდამავალი. აღნიშნული 24 პროექტიდან 16 პროექტზე ხელშეკრულება უკვე დადებულია. დარჩენილ 8 პროექტზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება. 

     2022-2023 წელს ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ინსპექტირების კომისიის წვრებთან ერთად, ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებდნენ მიმდინარე სამუშაოებზე, სისტემატიურად ხდება სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი სამსახურის თანამშრომლების მიერ კვირის მთელ მონაკვეთში საჭიროების შემთხვევაში დასვენების დღეებშიც კი. ასევე ყოველ ხუთშაბათ დღეს ხდება შეხვედრა მშენებელ ორგანიზაციებთან რათა გამოირიცხოს ან დაუყოვნებლივ მოხდეს რაიმე ხარვეზის აღმოფხვრა პროექტში.

    2022 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის 10 ივნისის N1014  განკარგულებით გამოეყო 481 512 ლარი, დაფინანსდა 2 პროექტი და  გაფორმდა გარდამავალი ხელშეკრულება რომლის ჯამურმა ღირებულებამ მიაღწია 719 432 ლარს, 2022 წელს უნდა მოხდარიყო 481 512 ლარის სამუშაოების განხორციელება 2023 წელს კი დასრულებულიყო პროექტები. სამუშაოების განხორციელება მოხდა წინსწრებით სრულად  ნაცვლად 481 512 ლარისა შესრულდა 708 224 ლარის სამუშაო, რამაც მუნიციპალიტეტს 2023 წელს საშუალება მისცა მოხდეს დამატებითი პროექტების განხორციელება.

მიმდინარე წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 510 051 ლარი. აღნინშნული თანხით სოფელ წიფაში - 300 000 ლარი და სოფელ გედსამანიაში - 210 051 ლარი, მოხდება გზების რეაბილიტაცია. სოფლის პროგრამა

  • წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით მოხდა თანადაფინანსება 329 531 ლარი, ჯამში სოფლის პროექტების ღირებულებამ შეადგინა 1 219 531 ლარი. პროექტების შერჩევის მიზნით ყველა სოფელში ჩატარდა კრებები. მოსახლეობის მიერ შეირჩა 170 პროექტი. ხელშეკრულება გაფორმდა ორ საპროექტო ორგანიზაციასთან, რომლებმაც წარმოადგინეს პროექტები. 170-ვე პროექტზე სამუშაოები დასრულებულია. საკასოს თანხამ ეკონომიების გათვალისწინებით შეადგინა 100%.
  • წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით მოხდება თანადაფინანსება. პროექტების შერჩევის მიზნით ყველა სოფელში ჩატარდა კრებები. მოსახლეობის მიერ შეირჩა 175 საპროექტო წინადადება. მათ შორის გზების 44 პროექტი, გარე განათების 35 პროექტი, წყლის სისტემების 35 პროექტი, სასაფლაოს შემოღობვის 18 პროექტი, ხიდების 5 პროექტი და კიდევ სხვადასხვა კატეგორიის 38 პროექტი. განკარგულების გამოსვლის შემდეგ ხელშეკრულებები გაფორმდება საპროექტო ორგანიზაციებთან, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს, რის შემდგომაც მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება შემსრულებელ პირებთან სამუშაოების განხორციელებაზე.

      2022 წელს ადგილობრივი დაფინასებით განხორციელდა გზების, ხიდების, წყლის სისტემების მოწყობისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯამური ღირებულებით 154 763 ლარი.

 

       ადგილობრივი ბიუჯეტის  თანხები მობილიზებული იქნა თანადაფინანსებებშიც: 329 531 ლარით დაფინანსდა სოფლის მხარდაჭერის - 87 პროექტი.

2022 წელს  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიგეგმა ინოვაციური პროგრამის ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“-ის 6 პროექტი ღირებულებით - 116 673 ლარი. პროექტები განხორციელდა მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის პრინციპით. ამ ეტაპზე სამუშაოები ყველა პროექტზე დასრულებულია.

    2022 წელს სკოლების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხით 114 795  ლარით განხორციელდა 3 სკოლის რეაბილიტაცია. სამივე ობიექტზე სამუშაოები დასრულებულია. საკასომ შადგინა-114 120 ლარი. 

        2022 წელს გამოიყო 1 000 000 ლარი. შეირჩა 4 პროექტი, რომლებზეც სამუშაოები დასრულდა ვადაში. მოხდა 1 დიდი და 2 მცირე სახიდე გადასასვლელის მოწყობა. ასევე განხორციელდა კიცხში ჩაწყვეტილი გზის აღდგენა. საკასო თანხამ შეადგინა - 939 724 ლარი.

2021 წლიდან დღემდე საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტს წარდგენილი პროექტებიდან  გრანტი მოპოვებულია 4 პროექტზე ჯამში 2 619 727 ლარი. 4 პროექტზე სამუშაოები დასრულებულია. 

 

  1. სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობა -588 000 ლარი ( დასრულება 14 ივნისი);
  2. დაბა ხარაგაულში მდებარე დევების ქანდაკებების და მიმდებარე სკვერის რეკონსტრუქცია და რენოვაცია-264 999 ლარი (დასრულება 08 აგვისტო);
  3. სოფელ მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-234 444 (დასრულება 15 ივლისი) ;
  4. დაბა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია, რომლისთვისაც ფონდიდან მოთხოვნილი თანხა 1 460 942 ლარია.

 

   მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა მუნიციპალური განვითარების ფონდთან. მიმდინარეობს სამუშაოები დაბა ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მშენებლობაზე-1 890 360 ლარი. ასევე მიმდინარეობს 2 ეტაპიანი უწვეტი წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები რაც ჯამში-6 მილონამდე ლარს შეადგენს. 

         ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახური განიხილავს მოქალაქეებიდან შემოსულ განხადებებს საანგარიშო პერიოდში შესწავლილია და შესაბამისი რეაგირება მოყვა 1 510 განცხადებას, სამსახური ორგანიზებას უწევს მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურეობის საკითხებს. სამსახურის სპეციალისტები  მონაწილეობენ მუნიციპალიტეტში შექმნილ სხვადასხვა კომისიების და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, კოორდინაციას უწევენ გაზიფიცირებისა და ელექტრო ენერგიის გამრიცხველიანებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს (მუნიციპალური საჭიროებებისათვის).  

         ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, მერის დავალებების შესრულების მიზნით, მოქმედებს სამსახურის დებულების შესაბამისად. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას  კოორდინირებულად მოქმედებს მერიის სხვა სამსახურებთან, მჭიდროდ თანამშრომლობს საკრებულოსთან და საკრებულოს შესაბამის კომისიასთან, აწარმოებს ოპერატიულ თანამშრომლობას სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან.

საბოლოოდ 2022 წელს, ყველა ფონდით გამოყოფლი თანხიდან 11 421 759  ლარი აღებული ვალდებულებების საკასო 11 376 071 ლარი 99,6%-ით შესრულებულია. 

აღნიშნული სამსახურის ანგარიში საკრებულოს უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.

 ანგარიში ვრცლად იხილეთ აქ:https://bit.ly/3InUClv

ნანახია: 511 - ჯერ