18 ნოემბერს ბიურო მორიგ სხდომას გამართავს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2019 წლის, 18 ნოემბერს, 11 საათზე, მორიგ სხდომას გამართავს.
სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, 2019 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსხურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს.
ბიუროს წევრები, ასევე, ვლადიმერ გელაშვილისგან მოისმენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციას; გარდა ამისა სხდომაზე დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“-ს თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი;
ბიურო ასევე განიხილავს შემდეგ საკითხებს:
♦ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.17.33.328). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით ღსს „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ,,აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „აკკორდ ჯორჯია“-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ: მომხს: ჯაბა ბერაძე
♦ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან 2020 წელს დასაფინასებელი პროექტების მოწონების შესახებ;
მომხს: პეტრე შარიქაძე.
ამავე სხდომაზე დამტკიცდება საკრებულოს 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომისა და საკრებულოს 2 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგები. მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე.
სრულად