წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_43.jpg
21/01/2021 17:10

22 იანვარს საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 22 ინავარს, 11 საათზე რიგგარეშე სხდომას გამართავს, სადაც ერთი საკითხი იქნება განხილული.  კერძოდ, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ბიუროს წევრებს 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე მოახსენებს. აღნიშნულ საკითხს საკრებულო ასევე, რიგგარეშე სხდომაზე, 25 იანვარს მოისმენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_42.jpg
18/01/2021 16:19

ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

20 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. რიგგარეშე სხდომაზე ბიუროს წევრები მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. ასევე-განხილული იქნება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილებები. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახაბერ გოლუბიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარმოადგენენ საკითხს   მერიასა და საკრებულოში ხელშეკრულებით დასაქმებულთა  რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვებაზე. წარმოგიდგენთ 20 იანვრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში „ხარგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.  მომხსენებელი:კახაბერ გოლუბიანი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი. 3.ხარაგაულის მუნუიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხსენებელი:კახაბერ გოლუბიანი 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად  შრომითი ხეკლშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ. მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი  სხდომა გაიმართება ასევე, 20 იანვარს 11 საათზე;    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_39.jpg
21/12/2020 14:11

ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მორიგი სხდომა გამართა

დეპუტატებმა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/72 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პავლე კიკალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/73 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის #50/70 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მომხს:მანანა ბარბაქაძე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ მომხს:ოთარ ლურსმანაშვილი  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) საჰაერო ტრასით კაბელის გასატარებლად ს.ს „სილქნეტი“ - სათვის ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 5 (ხუთი) წლის ვადით, სააყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: მაია ალავიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
07/12/2020 14:15

7 დეკემვბერს საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა

7დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა.   სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის მე-3 კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ ისაუბრა.   მერიის ქონებისა და ეკონომიკის სმსახურის უფროსის მოვალეობის სემსრულებელმა მაია ალავიძემ საკრებულოს ორი საკითხი წარუდგინა - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის, 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხე და ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N 50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი.   დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ვარლამ ჭიპაშვილის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკითხი. ამავე სხდომაზე საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო-კომისიის თავმჯდომარედ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, არჩეულ იქნა პავლე კიკალიშვილი.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gerbi_1.jpg
04/12/2020 16:38

7 დეკემბერს საკრებულო საბიუჯეტო ცვლილებას განიხილავს

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, 10:00 საათზე გაიმართება.  სხდომის  დღის წესრიგი. 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის მე-3 კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: მაია ალავიძე 3 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N 50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: მაია ალავიძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ვარლამ ჭიპაშვილის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ცნობად მიღების თაობაზე. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0485.JPG
27/11/2020 12:31

ბიუროს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

დღეს, 27 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა. ბიუროს წევრებმა ორი საკითხი მოისმინეს. ეს საკითხებია  1. ინფორმაცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს: პეტრე შარიქაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი აღნიშნული საკითხები 30 ნოემბრის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შევიდა დასამტკიცებლად! ბიუროზე ასევე, ინფორმაცია გააკეთა იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილმა - N48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერად კობა ლურსმანაშვილის არჩევის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_38.jpg
26/11/2020 17:21

27 ნოემბერს საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2020 წლის 27 ნოემბერს, 11 საათზე რიგგარეშე სხდომას გამართავს სხდომაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები 1. ინფორმაცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს: პეტრე შარიქაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 3. სხვადასხვა: N 48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერად კობა ლურსმანაშვილის არჩევის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak_1.jpg
19/11/2020 12:51

ხარაგაულის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოებაში მიიღო

ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა.  საკრებულომ აღნიშნული დოკუმენტები ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო. თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს დაევალათ. ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ხარაგაულის ვებ გვერდზე Kharagaulinews.gov.ge.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_37.jpg
16/11/2020 14:53

ხარაგაულის საკრებულო 17 ნოემბრის რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_36.jpg
16/11/2020 14:50

ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მორიგი სხდომა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოებაში მიიღო. ბიუროს სხდომა 16 ნოემბერს 11 საათზე ხარაგაულის საკრებულოში ჩატარდა და ბიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის მანანა ბარბაქაძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომისიურ ფორმატში მოხდება, რის შემდეგაც შენიშვნებით და რეკომენდაციებით კვლავ მერიას დაუბრუნდება. მუნიციპალიტეტის საკრებულო, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომას 17 ნოემბერს 11 საათზე, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გამართავს.
სრულად