ჯანდაცვა და სოციალური
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0743.JPG
20/05/2019 11:12

ხარაგაულში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე გამოკვლევები ჩატარდა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) ორგანიზებით, ხარაგაულში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოკვლევები. აქცია, რომელიც  ხარაგაულის საჯარო სკოლის მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა, დაბა ხარაგაულსა და სოფელ ბირითში გაიმართა. დაბა ხარაგაულში გამართულ აქციაში ჩართული იყვნენ ზედა ზონის, ხოლო ბორითში ტრასისპირა სოფლების მოსწავლეები. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის წარმომადგენლის, თათია ბლუაშვილის ინფორმაციით, გამოკვლევებისთვის მოწვეული ჰყავდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოკრინოლოგ-რადიოლოგი, გულიკო ქაჯაია და ლაბორანტი, ქეთევან უბაშვილი. აქციის ფარგლებში სულ 259 ბენეფიციარი გამოიკვლიეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0006.JPG
15/04/2019 17:02

ხარაგაულში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

12 აპრილს, ხარაგაულში, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი”-ისა და დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ორგანიზებით დაბა ხარაგაულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო აქცია, ხრაგაულის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც 114 ბენეფიციარმა მიიღო მაღალი ხარისხის მომსახურება. მათ ასევე, გაეწიათ ექიმის კონსულტაცია.    აქციაში კორპორაცია „ევექსის“ ქუთაისის წამყვანი ექიმები მონაწილეობდნენ: დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ ვაშაყმაძე, კლინიკის წამყვანი კარდიოლოგები, ელისო ჩაფიძე და სალომე ბენიძე, ანგიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით კოვზირიძე, ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჩეჩელაშვილი, ქუთაისის რეგონალური ჰოსპიტალის ოფთალმოლოგი, ნათია დავითულიანი, ონკოლოგიის ცენტრის რადიოლოგი რუსუდან ძოწენიძე, გინეკოლოგი შორენა სიხარულიძე. კორპორაცია „ევექსის“ რეგიონალური წარმომადგენლის, თამარ ჩინჩალაძის ინფორმაციით, ასეთი სახის აქცია ხარაგაულში კიდევ დაიგეგმება, რომელიც სოფლის მოსახლეობას მოემსახურება.   აქციის პარალელურად, კარდიოქირურგმა, ნიკოლოზ ვაშაყმაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ოჯახის ექიმებისთვის ლექცია-სემინარი ჩაატარა.  სადაც   კარდიო პაციენტების მართვის პრინციპებზე, კარდიოქირურგიული დეპარტამენტის მიღწევებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjk%2Chvbmnvbn.jpg
03/04/2019 11:02

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე ხარაგაულში

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. ხარაგაულში აუტისტური სპექტრის მატარებელი სოსო კვირიკაშვილი სოფელ ღარიხევში ცხოვრობს. სოსო 9 წლისაა, კვირაში 3 დღე სკოლაში, ხოლო ორი დღე დღის ცენტრ „ორიონში“ დადის.  სოსოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, არჩილ მაღრაძე და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე ესტუმრენ და საჩუქრად ილუსტრირებული წიგნი გადასცეს. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjcvbncbv.jpg
18/03/2019 16:30

ხარაგაულის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდება

სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო, ხარაგაულის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს.  აღნიშნულის შესახებ იმსჯელეს, 15 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან კლინიკა ევექსის რეგიონალურმა წარმოამადგენელმა, თამარ ჩინჩალაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ.  თამარ ჩინჩალაძის ინფორმაციით, პირველ რიგში, 26 მარტს, ევექსის კლინიკაში მიიწვევენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებული ოჯახის ექიმებს, სადაც საინფორმციო ხასიათის შეხვედრასთან ერთად ექიმები ევექსის ქსელის სერვისებს გაეცნობიან და უშუალოდ ნახავენ გარემოს, თუ სად უწევთ მათ მიერ გამოგზავნილ პაციენტებს გამოკვლევების ჩატარება. ექიმების ვიზიტთნ დაკავშირებულ საორგანიზაციო ხარჯებს დაფარავს ევექსის ქსელი. რაც შეეხება უფასო სამედიცინო აქციას! გამოკვლევების ჩატარება იგეგმება ორ ზონაზე. ეს იქნება დაბის(ხარაგაული) ზონა და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე სოფლების ზონა (ბორითი). პაციენტებს მოემსახურებიან ევექსის კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები და მათ შემდეგი სერვისების მიღების საშუალება ექნებათ: დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, პროგრამის ფარგლებში, პრევენციული გამოკვლევები, საშვილოსნოს, კოლორექტალის, პროსტატის და მკერდის სისმსივნური დაავადებების პრევენციის მიზნით. ანგიოქირურგია; კარდიოლოგია; ენდოკრინოლოგიური სერვისი; გინეკოლოგიური სერვისი; ექსკოპია; ზოგადი ქირურგია. პაციენტებს საშუალება ექნებათ უფასოდ გაიარონ ექიმთან კონსულტაციები. ასევე, მნიშნელოვანია, რომ რადიოლოგები ადგილზე მოახდენენ დიაგნოსტირებას და დამატებითი კვლევების აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება პაციენტის გადამისამართება, რის შემდეგაც ისინი უკვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიიღებენ საჭირო მომსახურებას.  როგორც კი ცნობილი გახდება ექიმების ვინაობა და თარიღი, რომელ დღეებში ჩატარდება გამოკვლევები, დაუყოვნებლივ გავავრცელებთ ინფორმაციას! 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghjnxcvb.JPG
26/02/2019 16:58

სისხლის გადასხმის აქცია ხარაგაულში

26 თებერვალს ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია - „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მიმდინარეობდა. სისხლის ბანკის მობილურ ჯგუფს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე შეხვდა. როგორც თემურ ჩხეიძემ განაცხადა, ხარაგაულის მერია დონაციის აქციაში ყოველთვის მონაწილეობს და ხელს უწყობს სისხლის ბანკის მარაგის შევსებას.  საქველმოქმედო აქციაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების თანმაშრომლები ჩაერთვნენ, რომლებსაც სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი თანამშრომლები მოემსახურნენ. სისხლის ბანკის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მერიას და აქციაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/azdghxfgjgd.jpg
10/01/2019 16:43

ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს სეზონური გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ანტივირუსულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს პრეპარატ  ''ტამიფლუს '' გარკვეული რაოდენობა გადასცა. პრეპარატი გაიცემა ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველ პირებზე, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით (დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის,ონკოლოგიური ) დაავადებულ პირებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ექიმის მიერ ფორმა #100 ში, მითითებული იქნება პრეპარატის საჭიროების შესახებ. ფორმა #100-თან ერთად პაციენტმა უნდა წარმოადგინოს რეცეპტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.  დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე 577 140 192 ლელა კაციტაძე,  577 927 267 შმაგი ხიჯაკაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/ghjlkghjkfvhjnm.jpg
09/01/2019 10:43

საშობაო ტკბილეული 150-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საშობაო ტკბილეული მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.                
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/fxghxfncfvnb_1.jpg
09/01/2019 10:37

საახალწლო-საქველმოქმედო აქცია

საახალწლო-საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მარტოხელა დედას, თეა დევდარიანს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. თეა დევდარიანი შვილთან ერთად, ქირით ცხოვრობს. დედა-შვილი სათნოების სახლში ყოველდღიურად იკვებებიან და სოციალურ დახმარებას იღებენ.  მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის, ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, მერია გეგმავს, მომავალი წლიდან ოჯახის ბინის ქირის ხარჯები უზრუნველყოს.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/chjkljkl%3Bkfgh.jpg
09/01/2019 10:33

საქველმოქმედო აქცია ხარაგაულში

საახალწლო-საქველმოქმედო აქცია მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.  95 წლის ეკატერინე წიქარიშვილს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში 4 წელი მსახურობდა, ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლი ტკბილეული გადასცეს. საახალწლო-საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხარაგაულის მერმა და მოადგილე, არჩილ მაღრაძესთან ერთად მურმან ხიჯაკაძის ოჯახს, ასევე, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/dfhgxcfvgbhc.jpg
09/01/2019 10:22

ცხოვრება კიდურების გარეშე

მარტოხელა გიორგი თევზაძე სოფელ ლაშეში ცხოვრობს. მან მარჯვენა ფეხის კიდური უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. გიორგის არ აქვს სოციალური დახმარება და მისი შემოსავალი მხოლოდ II ჯგუფის ინვალიდის პენსიით განისაზღვრება.  მარტოხელა კაცის ცხოვრების პირობებს, ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე ადგილზე გაეცვნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კომპეტენციის ფარგლებში, აუცილებლად გაუწევენ გიორგის შუამდგომლობას სოციალურ სააგენტოსთან, რათა მომავალში დახმარება მიიღოს.  მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, გიორგი თევზაძეს ახალი, 2019 წელი მიულოცეს და „ხარაგაულის სათნოების სახლის“ სახელით საკვები პროდუქტები და საახალწლო ტკბილეული გადასცეს.    
სრულად