14/07/2026
20 ივლისს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 ივლისის ბიუროს მორიგი სხდომის დღის წესრიგი
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ანგარიში სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის „ა(ა)ი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ალექსანდრე ტაბატაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი პ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ჟანა ნემსაძის ანგარიში კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ჟანა ნემსაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის- ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსის თეა ბერიძის ინფორმაცია განყოფილებაში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მომხს: თეა ბერიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის- ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი
სრულად
27/05/2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითი რეკომენდაცია გაეწია და მაღალთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა ერთ პირს.
შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცახადებას თან უნდა დაერთოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში 9 თვის ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კომისია ორი თვის განმავლობაში შეისწავლის საკითხს.
ხარაგაულის „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარე ადმინისტრაცული სამსახურის უფროსი, კახა გოლუბიანი გახლავთ. მოადგილე - შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი , ინგა თურქაძე.
სხდომის მდივანი - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნინო ფერაძე;
საბჭოს წევრები:
თამარ სულაქველიძე - იურიდიული განყოფილება , პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ვასილ შარიქაძე - საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის , საფინანსო - სახაზინო განყოფილება.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი , სახაზინო და საბიუჯეტო საკითხებში.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 11 სოფელი შედის: გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი, პატარა სახვლარი, ზვარე, ჩრდილი, გედსამანია, წიფა, ბჟინევი.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე.
სრულად
20/05/2026
ხარაგაულის ყოფილი უნივერმაღის შენობა , სრულად რეაბილიტირდება
ხარაგაულის მერია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს — ყოფილი უნივერმაღის შენობა სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე მრავალფუნქციურ ახალგაზრდულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ ცენტრად გარდაიქმნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით უკვე მოხდა პროექტის შეძენა, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პროექტზე მომუშავე კომპანიის შპს „არქიტრავი - XXI “-ის სპეციალისტებთან ერთად სარეაბილიტაციოდ გამზადებული შენობა ადგილზე დაათვალიერა.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, სახურავის სრული შეცვლა, ფასადის განახლება და უკანონო მიშენებების დემონტაჟი. აღნიშნული სამუშაოებისთვის უკვე გამოყოფილია 700 000 ლარი.
პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოხდება დამატებითი დაფინანსების მოძიება და დაიწყება მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც შენობის შიდა სივრცეების კეთილმოწყობას და ფუნქციურ დატვირთვას ითვალისწინებს.
რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე , სივრცე სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად — მოეწყობა ახალგაზრდული და ტურისტული ცენტრები, მრავალფუნქციური დარბაზები, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები. მოეწყობა თანამედროვე ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები, ხოლო სივრცე სრულად ადაპტირდება შშმ პირებისთვის — მათ შორის სპეციალური ლიფტის მოწყობით.
„ეს პროექტი ხარაგაულისთვის უბრალოდ შენობის რეაბილიტაცია არ არის — ჩვენ ვქმნით ახალ სივრცეს ახალგაზრდებისთვის, კულტურისთვის, ტურიზმისა და განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტში არსებობდეს თანამედროვე, ფუნქციური და ღირსეული სივრცე, რომელიც ერთდროულად მოემსახურება ახალგაზრდებს, ადგილობრივ საზოგადოებასა და ბიზნესს.
პირველი ეტაპი, რომელიც პროექტირებას მოიცავდა, დასრულებულია. უახლოეს პერიოდში განხორციელდება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარისხს და სამუშაოები მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება. “ -განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
პროექტის დასრულების შემდეგ ხარაგაული მიიღებს თანამედროვე, სრულად განახლებულ მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარების, ახალგაზრდული აქტივობებისა და ტურისტული მიმართულების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდება.
სრულად
20/05/2026
ხარაგაულში XII კლასელთათვის ბოლო ზარი დაირეკა
დღეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში XII კლასელთათვის ბოლო ზარი დაირეკა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან , საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მარინა ვეფხვაძესთან , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან ერთად, ხარაგაულის კინოთეატრში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და საზეიმო განწყობას შეუერთდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკოლას 139 ახალგაზრდა ამთავრებს. მათგან 34-მა ოქროს, ხოლო 1-მა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ხარაგაულის მერი , ულოცავს ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან დღეს და მათ ბედნიერ, წარმატებულ და ღირსეულ მომავალს უსურვებს.
სრულად