კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/info_saj/IMG_3222.JPG
27/03/2023 18:50

დღეს ხარაგაულში თეატრის საერთაშორისო  დღე აღინიშა

ხარაგაულის კინოთეატრში ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა,  რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სპექტაკლი - „მაცეკვე ტანგო“ გამართა. სპექტაკლს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც ხარაგაულის თეატრალურ დასს თეატრის საერთაშორისო დღე მიულოცა და სპექტაკლის დაწყებამდე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით თეატრის უხუცესს მსახიობებს ლუიზა კიკნაძეს, ნიკო წიკლაურს, ნიკო დეკანოსიძეს და  გაიოზ შუბითიძეს თეატრთან მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად გადასცა. სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო" რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ნინო მირზიაშვილის პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ბათუ კიკნაძე , ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე. თეატრის მხატვარი - გაიოზ შუბითიძე. ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, ყოველ 27 მარტს ხარაგაულის თეატრი ახალგაზრდებისთვის უფასო თეატრალურ ჩვენებას გამართავს. დღესვე, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სიგელები და აფიშები დაეთვალიერებინა, რომელიც თეატრის საუკუნოვან ისტორიას ასახავს. ხარაგაულში თეატრალურ ტრადიციებს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და თოჯინების თეატრი აგრძელებს. ხარაგაულის მერია, თეატრალურ დასსთან ერთად, თეატრის საერთაშორისო დღეს ულოცავს ხარაგაულის თეატრის რეჟისორებს: ირინე ჩხეიძეს და იზა ვეფხვაძეს!უსურვებს მათ დიდი თეატრალური ტრადიციების ღირსეულად გაგრძელებას.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/_DSC0175_1.JPG
21/03/2023 14:49

ხარაგაულის თეატრი თეატრის საერთაშორისო დღეს მოსწავლეებს სპექტაკლზე იწვევს

27 მარტს თეატრის საერთაშორისო  დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით,  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სპექტაკლი - „მაცეკვე ტანგო“ გაიმართება. სპექტაკლი, 27 მარტს, 15:00 საათზე, დაიწყება.  სკოლის მოსწავლეებისთვის დასწრება თავისუფალია. ირინე ჩხეიძე: - „ვუერთდებით თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და სპეციალურად მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის ვმართავთ სპექტაკლს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იხილონ სპექტაკლები და გაეცნონ ჩვენს შემოქმედებას. თეატრი ნამდვილად აბედნიერებს.“ ამავე დღეს კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იქნება ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სიგელები და აფიშები, რომელიც თეატრის საუკუნოვან ისტორიას ასახავს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdd165asd465asd.JPG
06/03/2023 12:51

დედის_დღე მოსწავლე_ახალგაზრდობის_სახლში

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საგალობელი დედებს“ გაიმართა.   ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი დაესწრო. მერის პირველმა მოადგილემ დედებს 3 მარტის დღესასწაული მიულოცა და შვილებთან ერთად წარმატებები და ბედნიერი დღეები უსურვა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სხვადასხვა წრის აღსაზრდელებმა, 3 მარტის დღესასწაული, დედებს სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს. ღონისძიების მიმდინარეობისას, ვიდეო კონკურსის "სიცოცხლის საწყისის" გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.   გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.     ფეისბუქ ლაიქების გამარჯვებულს - სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის, მე 10 კლასის მოსწავლეს , მარიკა ბარბაქაძეს. ჟიურის რჩეულს - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის, მე-7 კლასის მოსწავლეს, გიორგი მდივნიშვილს და მე -10 კლასის მოსწავლეს, ნათია კაციტაძეს.   მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში 12 წრე ფუნქციონირებს და 220 ბავშვი სწავლობს  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/333852213_718213749949033_887595665323220665_n.jpg
01/03/2023 16:01

ხარაგაულელი მოსწავლეები ახალ პროექტებში ჩაერთვებიან

დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა მარინე ვეფხვაძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს. მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ მაღალი კლასების მოსწავლეები სპექტაკლზე „მაცეკვე ტანგო“ მიიწვია. სპექტაკლი, 27 მარტს, 15:00 საათზე, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება. მამუკა ჭიპაშვილმა სკოლის დირექტორებს „ახალგაზრდული ფესტივალის“ შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელიც ხარაგაულში აპრილიდან დაიწყება და ინტელექტუალურ, სპორტულ, სათავგადასავლო და გასართობ ღონისძიებებს მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივით, “ქართული ლიგის“ ანალოგი, „ქართული სასკოლო ლიგა“ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა  ყველა სკოლის იუმორისტულ გუნდს ექნება. „ქართული სასკოლო ლიგის“ პირველი ტური 3 აპრილს გაიმართება. მამუკა ჭიპაშვილი სკოლის დირექტორებს, ასევე, ესაუბრა ახალი ინტელექტუალური თამაშის -  „რჩეული“ შესახებ. ინტელექტუალური თამაშის ფარგლებში, პირველი ტური სკოლებში გაიმართება, გამოვლინდება 27 რჩეული, რომელიც 3 გუნდად დაიყოფა და ითამაშებს შემდეგ ტურში. შეხვედრის დასასრულს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სკოლის დირექტორებს ღონისძიებებში მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველყოფა სთხოვა. აპრილის თვიდან ხარაგაულის სკოლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა.“ ამის შესახებ  სკოლის დირექტორებს „ტვინების ბრძოლის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ესაუბრნენ და თამაშის წესების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ჩემპიონატის პირველი ტური სკოლებში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები.  გამარჯვებული გუნდი რეგიონულ ჩემპიონატზე გაემგზავრება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/axali%20weliasdasd.jpg
27/11/2022 11:04

ხარაგაულში საახალწლო საჩუქარს 523 ბავშვი მიიღებს

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის ბაღების გაერთიანება მუნიციპალიტეტში არსებული 21 საბავშვო ბაღის 523 აღსაზრდელისათვის საახალწლო ტკბილეულს 10 460 ლარად შეიძენს. გაერთიანებამ ტკბილეულის შესაძენად  ტენდერი 17 ნოემბერს გამოცხადდა და 24 ნოემბერს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო საბავშვო საჩუქრები მუყაოს საახალწლო ჩანთაში უნდა იყოს მოთავსებული. საახალწლო ჩანთაში პატარებს დახვდებათ: ორცხობილა . შემადგენლობა: კაკაოთი და ვანილის გემოს მქონე კრემიანი შიგთავსით (29%), ხორბლის ფქვილი, შაქარი, მცენარეული ცხიმები, კაკაოს ფქვილი (3,5%), სიმინდის სახამებელი, გლუკოზა -ფრუქტოზას სიროფი, სუფრის მარილი, ბუნებრივი არომატიზატორი ვანილი, რძის პროდუქტები. არანაკლებ 95 გრამიანი შეფუთვით. (ორეოს მსგავსი). ბისკვიტიანი ნამცხვარი. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი,გლუკოზა-ფრუქტოზას სიროფი, შაქარი, კვერცხის პროდუქტი, რაპსის ზეთი, სასმელი წყალი, შოკოლადის მასა (6%), რძის ფხვნილი უცხიმო, რძის ფხვნილი ცხიმიანი, სიმინდის სახამებელი, კაკაოს ფქვილი. არანაკლებ 30 გრამიანი შეფუთვით. (ბარნის მსგავსი). რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: სიმინდის სახამებელი, მთლიანი რძის ფხვნილი, კაკაოს კარაქი, არომატიზატორი (ვანილი, ცხიმოვანი მჟავა), შაქარი, გლუკოზის სიროფი. არანაკლებ 45 გრამიანი შეფუთვით. (M&M-სის მსგავსი) შოკოლადი კარამელითა და ნუგით. შემადგენლობა: კარამელი და ნუგა, რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, გლუცეინი. არანაკლებ 50.5 გრამიანი შეფუთვით. (სნიკერსის მსგავსი). კარამელით დაფარული რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, სოიოს ლაციტინი, არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ტვიქსის მსგავსი). შოკოლადი ქოქოსის შიგთავსით. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, გლუტეინის, სოიოს ლაციტინის და კვერცხის ცილა, არაქისი, თხილი, ნუში. არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ბაუნტის მსგავსი). რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძიანი შოკოლადი, არანაკლებ 50 გრამიანი შეფუთვით, შეკვრაში 4 ცალი. (კინდერის მსგავსი). ორცხობილა. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, საკონდიტრო ცხიმი, მცენარეული ზეთი, ემულგატორები-სოიოს ლაციტინი, სიროფი (სასმელი წყალი, მჟავიანობის რეგულატორი-ლიმონმჟავა, საჭმელი სოდა, კვერცხი) არანაკლებ 430 გრამიანი შეფუთვით.(იუველერნოეს მსგავსი). წვენი ხილის ნატურალური - 200 გრ-იანი. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის განცხადებით, ტკბილეული უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტკბილეულის მახასიათებლები არ ემთხვევა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მახასიათებლებს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეაცვლევინოს აღნიშნული საქონელი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/2ad0sd221fas12d0_154asd957.jpg
20/11/2022 22:01

,,ჭირიმე ფინალშია

ხარაგაულის მან - სან - კანის გუნდი ,,ჭირიმე თავის კლასიკური , დახვეწილი იუმორით კვლავ წარმატებით წარსდგა მაყურებლის წინაშე.   ხარაგაული დღეს მაყურებლის წინაშე , საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის გუნდთან ,, ლექტორი და სტუდენტები და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან ერთად წარსდგა.    ,,ჭირიმეს შემადგენლობაში არიან: დავით ჭიპაშვილი, გიორგი ჭიპაშვილი, ბექა ხიჯაკაძე და გიორგი მაქაძე.   გუნდის სცენარზე და რეჟისურაზე მამუკა ჭიპაშვილი მუშაობს.   გუნდს მხარდაჭერას უწევს ხარაგაულის მერია.   ,,ქართული ლიგა"  თავის ერთგულ მაყურებელს ფინალურ თამაშზე 11 დეკემბერს იწვევს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfgf.jpg
17/01/2022 15:05

ხარაგაულელმა მოჭიდავეებმა ეროვნულ ჩემპიონატში II და III ადგილი დაიკავეს

ხარაგაულელმა,  თავისუფალი  სტილით  მოჭიდავეებმა,   ევსემ  შველიძემ  და  ზაურ  ბერაძემ, საქართველოს  ეროვნული  ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბათუმში გაიმართა. 79 კგ.   წონით კატეგორიაში   ევსემ შველიძემ   II   ადგილი, ხოლო 86 კგ.  წონით  კატეგორიაში    ზაურ  ბერაძემ   III   ადგილი დაიკავა. ხარაგაულის  ა(ა)იპ  „სპორტისა  და  შიდა  ტურიზმის  ცენტრი“ სპორტსმენებს   წახალისების  მიზნით   აჯილდოებს  ფულადი  თანხით - ევსემ  შველიძეს  - 900, ხოლო  ზაურ  ბერაძეს - 700  ლარით.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/df.jpg
29/12/2021 16:20

მთავარი საახალწლო ღონისძიება ხარაგაულში 8 იანვარს გაიმართება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება. ხარაგაულში ცენტრალური ხელისფულების მიერ დაანონსებული საახალწლო კონცერტი 25 დეკემბერს იყო ჩანიშნული, რომელიც ვერტყვიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო. 8 იანვარს, მერიის წინ მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა. საბავშვო გასართობი სივრცე. განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ფერადი ინსტალაციები. პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულს და საჩუქრებს გადასცემს. გაიმართება, როგორც ადგილობრივების, ისე მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები. 14:00 - ღონისძიების დაწყების დრო; 14:00-19:30 - საახალწლო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გლინტვეინი; 15:00-18:00 - ბავშვებს გაართობს მოსიარულე ორკესტრი; 15:00-18:00 - მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი სადგურები: სახეზე მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები; 15:00-18:00 - სანტა კლაუსთან ფოტოსესია; 18:15-19:30 - „თეატრალური კვარტეტი"; საახალწლო ფოიერვერკი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0532_2.JPG
27/12/2021 14:08

ხარაგაულის მერია საახალწლოდ შშმ ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს. მერიამ, საახალწლოდ, 70 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის 3 402 ლარის ღირებულების განსავითარებელი სათამაშოები შეიძინა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/270202822_3257922517788232_2715986577748646087_n.jpg
27/12/2021 14:04

ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება დღეიდან ყველა აღსაზრდელისთვის საახალწლო ტკბილეულის და საჩუქრების ნაკრების დარიგებას იწყებს. 11 853 ლარის ღირებულების საჩუქრებს, საერთო ჯამში, 540 აღსაზრდელი მიიღებს.      
სრულად