კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_24.jpg
15/10/2020 09:45

ხარაგაულის თეატრმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ თეატრალური წარმოდგენა გამართა

 პანდემიის პირობებში თეატრებისთვის ახალი სივრცე იბადება - ღია, თავისუფალი, თანაბარი სივრცე  სადაც, მსახიობებსა და მაყურებელს შორის კიდევ უფრო ახლო კონტაქტი მყარდება. თეატრალური ხელოვნების აღქმა კი, უფრო მარტივი ხდება. ხარაგაულის სახალხო თეტრმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, „დარისპანის გასაჭირი“ მუზეუმის ეზოში, თვისუფალ სივრცეში ითამაშა. თეატრი წელს 120 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2020 წლის იმერეთის თეატრალურ ფესტივალს ხარაგაულის საუკუნოვანი თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით გახსნის. თეატრის რეჟსორის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, დასი ახალ სპექტაკლზე მუშაობს და მოუთმენლად ელოდება მაყურებელთან შეხვედრას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/120909716_257477962255317_4834397492534668251_n.jpg
06/10/2020 14:09

ხარაგაული ევროპული მემკვიდრეობის დღეებს შეუერთდა

დღეს ხარაგაული ევროპული მემკვიდრეობის დღეების აღნიშვნას შეუერთდა.   ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით, მუზეუმის ეზოში აქტივობები რამდენიმე სახელწოდებით გაიმართა  „მემკვიდრეობა და განათლება-სწავლა სიბერემდე!“ „ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს“ - პატარებმა სურვილის მიხედვით ქართული ანბანის ასოები მოხატეს, გააფერადს და გამოძერწეს. „უძველესი ტრადიციები“ თაობებს შორის გადაცემული ადათ-წესები. კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი „მემკვიდრეობა და განათლება“ მოეწყო ფოტოგამოფენა - „თაობები ერთ სივრცეში“.  ეზოს გაფორმება და ბავშვების ბედნიერი სახეები არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნიდა.  ისტორიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებებს დღეს ხარაგაულში სტუმრად მყოფი ევროკავშირის ელჩის მეუღლე შვედეთიდან მეთთე ჰერტცელი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე დაესწრნენ, რომელთაც ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადსხვა აქტივობებში.  მუზეუმის ხელმძღვანელის ნინო დიდიძის თქმით -“წელს ევროპის დღეების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება განათლებაზე გამახვილდა. სწორედ ამიტომ, დავუკავშირდით სკოლებს და ახალგაზრდებს ვთხოვეთ მათი ურთიერთობა აესახათ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან. და ასევე დავინტერესდით ხარაგაულელი ბავშვების კავშირით ევროკავშირის ქვეყნებთან. მათ მოგვაწოდეს ვიდეოები, რომლებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე. 2016 წლიდან იუნესკომ, ქართული ანბანი არამატერიალური ძეგლების სიაში შეიყვანა სწორედ ამიტომ, ასეთ მნიშვნელოვან ძეგლს, ქართულ ანაბანს დავუთმეთ წელს ევროპის დღეები, ხარაგაულში“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/120126352_1280052885680546_3710767490917061886_n.jpg
24/09/2020 10:29

ხარაგაულში ივანე ჯაფარიძის წიგნის

დღეს, ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,  ივანე ჯაფარიძის წიგნის „საქართველოს დედოზარი-ლევან გოთუას“ პრეზენტაცია გაიმართა. ღია სივრცეში, ივანე ჯაფარიძემ, მსმენელს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა და არაერთი ლამაზი მოგონება გაიხსენა ლევან გოთუას ცხოვრებიდან. „ბატონი ვანო გახლავთ საოცრად საამაყო ქართველი და მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ დიდებულ ქართველთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, თითქმის 20 წლიანი. როცა ბატონი ვანოს ეს წიგნი გამოვიდა, ბედნიერი ვიყავი, რომ ერთ-ერთმა პირველმა წავიკითხე ეს არაჩვეულებრივი წიგნი, ლევან გოთუაზე. სასიხარულოა ბატონი ვანოს გადაწყვეტილება, რომ ეს წიგნი მასიურად გადაეცა ხარაგაულის ბიბლიოთეკებისთვის და ხარგაულელ ახალგაზრდებს მისცა მისი წაკითხვის შესაძლებლობა. დღეს ბატონმა ვანომ ჩამოიტანა ეს წიგნები ბიბლიოთეკებისთვის და რადაგნ იგი მობრძანდებოდა ხარაგაულში, სპონტანურად დავგეგმეთ წიგნის პრეზენტაცია, რამდენადაც შესაძლებელი იყო, რომ პანდემიის ფონზე ღია სივრცეში ოცამდე ადამინი შევკრებილიყავით. ვფიქრობთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამ წიგნის განხილვა კვლავ მოეწყობა სკოლებში მას შემდეგ, როცა ჩვენი ახალგაზრდები მას წაიკითხავენ. რაც შეეხება წიგნს, ამ წიგნში არის ლევან გოთუას შესახებ ისეთი მასალები, რომლებიც დღემდე არსად არ გამოქვეყნებულა, ვინაიდან ის ინახებოდა ვანო ჯაფარიძის ოჯახის პირად არქივში. ლევან გოთუა გახლდათ, დიდი მთამსვლელი ჯაფარიძეების ახლო მეგობარი, ხოლო ვანო ჯაფარიძე მათი შთამომავალია, რომელმაც ეს მასალები მზის სინათლეზე გამოიტანა. ბედნიერი ვარ რომ წიგნის პირველი პრეზენტაცია შედგა ხარაგაულში“-ამბობს პროექტის ორგანიზატორი, ქალბატონი იზა ვეფხვაძე. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით იზა ვეფხვაძემ და მერი გიორგიძემ მიმართეს. წიგნი და პრეზენტაცია იმ მიზანს ემსახურება, რომ ახალგაზრდებმა მეტი იცოდნენ ლევან გოთუასა და სხვა ქართველი გმირების შესახებ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C.jpg
02/09/2020 14:56

ხარაგაულში ბენდმა "გრავემ" კონცერტი გამართა

შემოდგომის პირველი დღე ხარაგაულში  პირველ სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა მუსიკალურმა ბენდმა "გრავემ", ლალი ალექსიძის ხელმძღვანელობით, კონცერტი გამართა. საღამო სწორედ ისეთი იყო, რომ კონცერტზე მყოფ ადამიანებს მთელი კვირა გაჰყვებათ ის ემოცია და პოზიტიური განწყობა, რაც მათ სხვადასხვა შემსრულებლის მოსმენით მიიღეს.  ბენდმა მსენელს განახლებული რეპერტუარი შესთავაზა. კონცერტზე ბენდთან ერთად, გამოვიდნენ ინდივიდუალური შემსრულებლები სალომე კვირიკაშვილი, ნიცა ზუმბაძე, მარიამ მანჯავიძე. მუსიკალურ კომპოზიციებს, სპეციალური მოწვევით ვიოლიონოთი აფორმებდნენ ნინო სანოძე და ანა მაჭავარიანი.  ხარაგაულის მერია, ხელს უწყობს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. ჩვენ იმედს გამოთქვამთ როგორი განწყობითაც შევხვდით შემოდგომას ასევე დატვირთული, ხალისიანი და ლამაზი იქნებ ის ხარაგაულელებისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%90%E1%83%B0.jpg
01/09/2020 16:31

თოჯინების თეატრი კურორტ ნუნისს ესტუმრა

აქ სულ სხვა სამყაროა  აქ მსახიობები უსულო საგნებს აცოცხლებენ აქ ნახავთ ბავშვების ემოციების ცოცხალ გამოხატულებას, გულწრფელ გრძნობებს და იმ ჰარმონიას, რომელიც უხილავ მსახიობებსა და პატარა მაყურებელს შორის მყარდება.  ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით, 10 წელია აბედნიერებს ხარაგაულელ მაყურებელს.ზაფხულის ბოლო დღეს, თეატრი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ესტუმრა და კურორტ ნუნისის ტერიტორიაზე სპექტაკლი „აბა, დამაცადეთ თაგუნებო“ წარადგინა. კურორტ ნუნისის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ნინო პავლიაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი დღე ხარაგაულის თოჯინების თეატრისა და ბალნეოლოგიური კურორტის მეგობრობის დასაწყისია. თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე მადლობას უხდის კურორტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და ბავშვებისთვის საუცხოო გარემოს შექმნისთვის. „არაჩვეულებრივი გარემო დაგვახვედრეს, როგორც თეატრისთვის, ასევე ბავშვებისთვის ძალიან კომფორტული. სამი სოფლის ბავშვები ესწრებოდნენ და ეს მაღალმთიანში მცხოვრები პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა ქალბატონ ნინოს, რომელიც დიდი სიხარულით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, ასევე მადლობაზვარეში მერის წარმომადგენელს და დეპუტატს ორგანიზებაში ჩართულობისთვის და მერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის!  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%A4%E1%83%93%E1%83%A7%E1%83%B0%E1%83%A3.jpg
31/08/2020 13:26

ხარაგაულში სამხატვრო პლენერი "გამა-2020" ჩატარდა

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, სამხატვრო პლენერი „გამა-2020 “ დღეს საზეიმოდ დაიხურა, პლენერში მონაწილე მხატვრები ორი დღის განმავლობაში ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებიც, ტრადიციულად ხარაგაულში ლიტერატურულ თეატრში დარჩება. ღონისძიების ორგანიზატორის, ქალბატონ იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, პლენერი „გამა“ წელს გასცდა საქართველოს მასშტაბებს და მასში მონაწილეობა საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა მხატვრებმაც მიიღეს, რომლებიც ღონისძიებას დისტან ციურად შემოუერთდნენ და ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს. პლენერ „გამას“ ჩატარება ხარაგაულში თავისი არსებობის ხუთ წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე ათეულობით ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის დიდი შენაძენია. პლენერის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პლენერში მონაწილე მხატვრები სამადლობელი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. იზა ვეფხვაძემ პლენერის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბახვა სამხარაძეს, რომელიც გახლდათ გამა-2020 მასპინძელი და მამა პეტრეს(კურტანიძე).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_10.jpg
21/08/2020 13:00

საიუბილეო პლენერი

საიუბილეო პლენერი „გამა 2020“-ში მონაწილეობას მხატვრები საქართველოს სხვდასხვა კუთხიდან მიიღებენ. 29-30 აგვისტოს, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი გამართავს საიუბილეო მხატვართა პლენერ „გამა 2020”. პლენერი წელს მეხუთედ გაიმართება, რომლის ავრტორია ა(ა)იპ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და რეჟისორი, იზა ვეფხვაძე. პლენერში მონაწილეობას მიიღებს 32 მხატვარი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. წელს პროექტის მნიშვნელოვანი სიახლეა-პლენერში ემეგრანტების დინსტანციური მონაწილეობა. პლენერი საქველმოქმედოა. მონაწილე მხატვრები დახატავენ ხარაგაულის ხედებს, რომლებსაც შემდგომ საჩუქრად გადასცემენ ლიტერატურულ თეატრს. წელს პლენერის გახსნა და დახურვა მოხდება სოფელ სამებაში, ბახვა სამხარაძის ზღაპრულ კარ – მიდამოში. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, მამა პეტრე (კერტანიძე), ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რიგითი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქველმოქმედებით გამოხატავენ მხარდაჭერას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ორი სამშობლოს ღირსეული მოქალაქე, ბატონი პაატა იოსებაშვილი. მისი ქველმოქმედებით პლენერის მონაწილეებისთვის დამზადდება მაისურები პლენერის ლოგოთი, ასევე მონაწილე მხატვრებს დააჯილდოებს სპეციალურად ჩამოსხმული ღვინით. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116591078_436008657357569_8377532577436214964_n.jpg
31/07/2020 11:17

ხარაგაულის თეატრმა მუშაობა განაახლა

ყველასათვის ერთნაირად საყვარელი ხარაგაულის თეატრი, აქტიურად იწყებს მუშაობასა და მაყურებლისათვის დაუვიწყარი მოგონებების ჩუქებას. პანდემიის შემდგომ, ხარაგაულელმა პატარებმა, უკვე მეორედ იხილეს თოჯინების თეატრის სპექტაკლი. პირველი სპექტაკლი სოფელ თეთრაწყაროში გაიმართა, სადაც ასევე მრავლად იყო პატარა მაყურებელი. თეატრი, პატარა მაყურებელს, წელს კიდევ პირდება ახალ დადგმებს. შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, რასაც პატარების აღტაცებულ სახეზე ამოიკითხავდით. სწორედ ეს აძლევს თოჯინების თეატრის მსახიობებს უდიდეს მუხტს, რომ ჩაატარონ საინტერესო წარმოდგენები, თუნდაც რეგულაციების ფონზე, ღია სივრცეში.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/82589226_2659465034300653_5568445019322318848_o.jpg
28/05/2020 14:37

ხარაგაულში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

დაბა ხარაგაულში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. დაიწყო საკალთბურთო მოედნის მშენებლობა, რომლის მიმდებარედ ღია სივრცეში მოეწყობა ასევე, მცირე სკვერი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები! პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე, საფეხბურთო მოედანს.  სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის წარმომადგენელი დაბა ხარაგაულში ბაქარ ბარბაქაძე. პროექტის ღირებულება 247 505 ლარია და სამუშაოებს შპს „დანი კონსტრაქშენი“ ასრულებს!  სახელშეკრულებო ვადებით ინფრასტრუქტურის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/83560794_1227030644174620_8299529003891425280_n.jpg
29/01/2020 17:00

ხარაგაულში ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით დაიწყო მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის. „ზამთრის თასი" - ასე ეწოდება ჩემპიონატს, რომლშიც სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, ხარაგაულის რკინიგზის სადგურის, სატყეო მეურნეობის, მუნიციპალიტეტის მერიის, საავადმყოფოს, კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების და სამშენებლო კომპანია „ბლექსი გრუპის“ თანამშრომლები მონაწილეობენ.  28 იანვარს ჩატარდა ორი შეხვედრა,  სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სპორტსკოლისა და ხარაგაულის მერიის, (მატჩი დასრულდა მერიის  გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:5) და სატყეო მეურნეობისა და „ბლექსი გრუპის“ გუნდები(მატჩი დასრულდა „ბლექსი გრუპის“ გუნდის გამარჯვებით  ანგარიშით 0:4). 29 იანვარს შედგება მატჩები კეთილმოწყობის და დასუფთავების გაერთიანების და ხარაგაულის რკინიგზის გუნდებსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საავადმყოფოს გუნდებსა შორის.  ჩემპიონატი ოლიმპიური წესით იმართება, რაც იმას ნისნავს რომ წაგებული გუნდი ავტომატურად ეთიშება ჩემპიონატს.   
სრულად