კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0241.JPG
22/08/2018 15:52

„street ball -2018“-ის გამარჯვებული ღომეეთის გუნდი გახდა

ხარაგაულში წლის ყველაზე ახალგაზრდული, ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე ენერგიული ტურნირი ქუჩის კალათბურთში - „street ball -2018“ დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ღომეეთი“ და „And 1“ დაუპირისპირდნენ, რომელთა შორის, ღომეეთის ნაკრებმა დამსახურებული გაიმარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ (MVP-2018) მიხეილ ღონღაძე დასახელდა.  გამარჯვებულ გუნდს ორგანიზატორებისგან თასი გადეცა. street ball- ის მიმდინარეობის შესახებ აქტიურად ეცნობოდა ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია, რომელმაც აკადემიის მწვრთნელის და ხარაგაულის ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის წევრის, ბექა ჭყოიძის შუამავლობით, ჩემპიონატიდან ოთხი მოთამაშე: ანდრია ქალდანი, საბა მესხი, ლევან ავალიშვილი და ლუკა გვასალია სინჯებზე მიიწვია.  ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ორგანიზებით, 2011 წლიდან იმართება და მასში ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება. მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ეწყობოდა მოყვარულთა სროლები ფარში, რომელშიც ასობით ბავშვი იღებდა მონაწილეობას. იღბლიანი მოთამაშეები კოკა-კოლით და ნაყინით წახალისდნენ.  აგვისტოს ცხელ დღეებში street ball -ის დაწყებას ხარაგაულში ჩამოსული დამსვენებლები, უკვე ტრადიციულად, წლიდან წლამდე ელოდებიან და ჩემპიონატისთვის განსაზღვრულ დროს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, საინტერესოდ და შინაარსიანად ატარებენ.  ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს ხარაგაულში ფინანსური მხარდამჭერი არ ყავს. ერთადერთი შემოსავალი თავად ინიციტორთა კავშირის წევრების მიერ გადახდილი საწევროა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0069.JPG
21/08/2018 12:16

ხარაგაულში ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი ჩატარდა

ხარაგაულში გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელისა და დამსახურებული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა. ფეხბურთის ჩემპიონატი ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის შორის ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა. ფინალური შეხვედრა, რომელიც დაბა ხარაგაულისა და ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის გაიმართა, დაბის გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის მიერ, რომელიც ტურნირის ორგანიზატორია, სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაწესებული პრიზით ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი ამირან სარალიძე(ვარძია) დაჯილდოვდა.  დაჯილდოვდნენ ასევე, სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი ფეხბურთელები, რომელთაც პრიზები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა გადასცეს. საჩუქრები გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულებს:  ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე - სოსო აბაშიძე; საუკეთესო მეკარე - შოთა ბუაჩიძე; საუკეთესო გოლის ავტორი - ნიკოლოზ გორგოძე; საუკეთესო ბომბარდირი - თედო ებანოიძე; საუკეთესო მცველი - კახა წერეთელი; მაყურებლის სიმპატია - გიგა ჭყოიძე; საუკეთესო ფეხბურთელი - ლადო თაბუკაშვილი. „თვალს ვადევნებდი ტურნირს და მინდა მივულოცო დაბის გუნდს დამსახურებული გამარჯვება. მიხარია, რომ სოფლებიც ჩაერთო ჩემპიონატში. ნოდარ ახალკაცმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეპოქა შექმნა და ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ის ხარაგაულიდან იყო. მნიშვნელოვანია, რომ მისი სახელობის ტურნირი ტრადიციად იქცევა ხარაგაულში, რაც სპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.   სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი სტარტს აიღებს და იგი ყოველწლიურად გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0086.JPG
17/08/2018 09:00

„ჩარლის ნათლია“ - ლატვიის სახალხო თეატრმა ხარაგაულის სცენაზე ითამაშა

ხარაგაულის კინოთეატრში ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრის მიერ, სპექტაკლი „ჩარლის ნათლია“  იქნა ნაჩვენები. ლატვიელმა მსახიობებმა ბრენდონ თომასის ყველაზე ცნობილი პიესა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა დროის რეკორდი მოხსნა, განსაკუთრებული სასცენო ხელოვნებითა და  გამორჩეული ინტერპრეტაციით ითამაშეს. სპექტაკლი, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილსა და სისულელეს ხლართავენ, არარეალური და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედიაა. ჩვენებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე რუსუდან გიორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0153.JPG
16/08/2018 08:41

ხარაგაულში ლატვიის სახალხო თეატრი იმყოფება

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი,  28 წლის მეგობრებს ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრს მასპინძლობს. ხარაგაულში სტუმრების პატივსაცემად ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ორ ერს შორის განსაკუთრებული მეგობრობისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, რომელიც ლატვიელ სტუმრებს მიესალმა და ლიმბაჟის თეატრის დასს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ, ლატვიელებმა მერის მოადგილეს ტრადიციული სუვენირები გადასცეს და ლიმბაჟში ოფიციალურად მიიწვიეს.  ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა, საზეიმო დახვედრა მოუწყო სტუმრებს. შესრულდა ქართული და ლატვიური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ, ორი თეატრის მეგობრობის ისტორია მოკლედ მიმოიხილა, რაც ვიდეოკოლაჟის სახით იქნა ნაჩვენები დამსწრე საზოგადოებისთვის.   ლატვიელების ვიზიტი ხარაგაულში გრძელდება. დღეს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „ორნი“. 20:00 საათზე ხარაგაულის თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერში მოეწყობა ნანა კიკნაძის ნამუშევრების გამოფენა და ასევე, გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ.   16 აგვისტოს, 12:00 საათზე, სპეციალურად სტუმრებისთვის ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება, 18:00 საათზე კი ლიმბაჟის სახალხო თეატრი ხარაგაულელი მაყურებლისთვის სპექტაკლს - „ჩარლის ნათლია“ ითამაშებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/file....laksrugaigaja%3Bjhb.jpg
13/08/2018 16:38

ხარაგაულს ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრი ეწვევა

15 აგვისტოს, ხარაგაულს, ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრსა და ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს შორის 27 წლიანი მეგობრობის ნიშნად, ლიმბაჟის თეატრის 14 კაციანი დელეგაცია ეწვევა. ლატვიელი მსახიობები ხარაგაულში 4 დღე დარჩებიან და ამ დროის განმავლობაში, სპეციალურად მათთვის  სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ლატვიელი სტუმრები ვიზიტის პირველ დღეს შეხვდებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, ასევე, ნახავენ სპექტაკლს „ორნი“, ხოლო 16 აგვისტოს, ლიმბაჟის თეატრი ხარაგაულელი მაყურებლისთვის „ჩარლის ნათლიას“ ითამაშებს. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში, სადაც ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისის“ მიერ ნაჩვენები იქნება ლატვიური, ნაციონალური ცეკვები, რომელიც სტუმრებისთვის სიურპრიზი იქნება. ასევე, ჩატარდება  კონცერტი ღია ცის ქვეშ, ხოლო ვიზიტის ბოლო დღეს მოეწყობა ექსკურსია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ლიმბაჟის სახალხო თეატრი ლატვიაში 19 აგვისტოს გაემგზავრება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sfghbsvbzcv_1.JPG
09/08/2018 14:42

დათო ტურაშვილი ხარაგაულში

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა. მწერალმა ბიბლიოთეკის მკითხველს საჩუქრად წიგნები გადასცა და საზოგადოებას საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრა. დათო ტურაშვილმა დასმულ კითხვებს უპასუხა და ყურადღება საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა. როგორც მწერალმა აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას გააჩნია ესაა საგანმანათლებლო სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესება და იმ ადამიანების შრომის დაფასება, რომლებიც ჩვენი, მომავალი, თაობების აღზრდაზე არიან პასუხისმგებლები. შეხვედრის დასასრულს, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტის“ დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა მწერალს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და წარმატებები უსურვა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0514_1.JPG
06/08/2018 13:58

ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

ტურნირის გამარჯვებული ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ გუნდი გახდა. ფინალური შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო და გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური ფასიანი  საჩუქარი გადასცა. მინი ფეხბურთის ტურნირი ხარაგაულის სპორტულ დარბაზში, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით,  ორგანიზაციებს შორის  ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარებისა და  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გუნდები შეხვდნენ, სადაც საბოლოო გამარჯვება  ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა“ მოიპოვა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა. ტურნირში ასევე გამოვლინდნენ სხვდასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები:- საუკეთესო მოთამაშე-ბათუ კიკნაძე, მაყურებლის სიმპატია-გოჩა გელაშვილი და საუკეთესო მეკარე - ბათუ კიკნაძე. ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები შესაბამისი სიგელებით კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ დააჯილდოვა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asasfagafgafdas.jpg
19/07/2018 15:20

ხარაგაულის სოფლებში, ზაფხულის განმავლობაში კონცერტები ჩატარდება

ამის შესახებ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა მერის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.  ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები, სოფლებში, ღის ცის ქვეშ, კონცერტებს გამართავენ, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს.  ზაფხულზე სოფლებში ჩატარდება ასევე, თოჯინების თეატრი.   ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მხარდაჭერა აღუთქვა კულტურის ცენტრს საინტერესო წამოწყებისთვის და აღნიშნა, რომ სოფლების გამოცოცხლება, ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება და კულტურის დარგების განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უპირეველსი მიზანია.   მერმა წარმომადგენლებისგან ასევე, სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ მოიმინა ინფორმაცია.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/aassddfd.jpg
19/07/2018 14:17

ხარაგაულში რაგბის საზაფხულო გუნდი შეიკრიბა

პირველ ეტაპზე საზაფხულო გუნდი შეიკრიბა და ვარჯიშები დაიწყო. მერის მოადგილის, თემურ ჩხეიძის ინიციატივით, შესაძლოა, სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ კიცხის სტადიონზე მოხდეს.  მერიის სტრუქტურული ერთეულების ახალგაზრდა ხელმძღვანელები აქტიურად ჩაერთვნენ რაგბის გუნდის ჩამოყალიბების საკითხში. მოადგილესთან ერთად ბიჭებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა რესურსს გამოიყენებენ და ისედაც ძალზედ პოპულარული სპორტის სახეობის განვითარებას ხარაგაულში ხელს შეუწყობენ. თემურ ჩხეიძემ და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა გრიგოლ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდა მწვრთნელებს სანდრო ბერიძეს და ნიკა ბანცაძეს, რომ მათი ინიციატივით ხარაგაულში რაგბის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა.          
სრულად