კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghncgv.jpg
24/04/2019 15:26

მუნიციპალიტეტის პირველობა ვერტყვიჭალის გოგონათა გუნდმა მოიპოვა

24 აპრილს "ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" ორგანიზებით სპორტდარბაზში გაიმართა მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთელ გოგონათა გუნდებს შორის. ტურნირში მონაწილება  დაბა ხარაგაულის N 3, ვერტყვიჭალისა და ხევის საჯარო სკოლის გუნდებმა მიიღეს. თამაში წრიული სისტემით გაიმართა და გამარჯვებული ქულათა რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა. მუნიციპალიტეტის პირველობა ვერტყვიჭალის გოგონათა გუნდმა მოიპოვა.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0317.JPG
22/04/2019 17:19

როგორ დამზადდა თრიალეთის თასის ანალოგი - ფილმის ჩვენება ხარაგაულში გაიმართა

19 აპრილს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ტიხრული მინანქრის დიდოსტატთან, ერმილე მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე  დოკუმენტური ფილმის „ოქროდ ქცეული სიბრძნე-თრიალეთის თასი“ პრეზენტაცია გაიმართა.  ფილმში დეტალურად არის ნაჩვენები, როგორი რუდუნებით ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიებით, ხარაგაულელი დიდოსტატი II ათასწლეულის, შუა ბრინჯაოს ხანის ოქრომჭედლობის შესანიშნავ ნიმუშს - თრიალეთის ოქროს თასს.  ერმილე მაღრაძე ამბობს, რომ თასის ზუსტი ასლის დამზადებისთვის თითქმის ერთი წელი დასჭირდა და ფილმში ნაჩვენები ყველა კადრი ბუნებრივია, მათ შორის წიაღისეულის მოპოვებაც კი.  „ის რომ ხარაგაულელი ვარ და ძალიან მიყვარს აქაურობა, მეტყველებს კიდეც იმაზე, რომ ფილმი პირველად თქვენთან მოვიტანე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობ ხარაგაულიდან, მათ შორის მუზეუმის შემოქმედებითი ჯგუფიდან. ამიტომ ამ საზოგადოებასთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩემთვის მნიშვნელოვანია“-აღნიშნა სტუმარმა.  მუზეუმის დარბაზში გამოიფინა ასევე, ერმილე მაღრაძის შემოქმედების ფოტო ისტორია, რომელიც მისსავე დაარსებულ ტიხრული მინანქრის სახელოსნო „მარილისშია“ დამზადებული. მუზეუმში ფოტოების გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თრიალეთის თასის ანალოგის შექმნის ამსახველი ფილმის პრემიერას და ერმილე მაღრაძისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუნციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო, რომელიც ხარაგაულელ ახალგაზრდებს ტიხრული მინანქრით დაინტერესების შემთხვევაში მერიიდან ხელშეწყობას დაპირდა.   ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ტიხრული მინანქრის დიდოსტატს ყველა იმ საოცარი ნამუშევარისთვის, რომელიც ათასწლეულების ისტორიას აგრძელებს და ოქროს ხაზს ავლებს უძველესასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjfghnc_1.JPG
19/04/2019 11:22

„ჩემი ლექსების აკიდო“ - ვიტალი ფცქიალაძე

18 აპრილს ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ხარაგაულელი პოეტის, ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებულის - „ჩემი ლექსების აკიდო“ პრეზენტაცია გაიმართა. მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას ვიტალი ფცქიალაძის ბიოგრაფია და წიგნის გამოცემის ისტორია გააცნო: „ბატონ ვიტალის ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. იგი წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქებში  არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, რის შემდეგაც დაუბრუნდა მშობლიურ ჭარტალს და როგორც ვფიქრობ სწორედ მაშინ დაიწყო ლექსების წერა. ძალიან საინტერესოა მისი ლექსების კრებული, საოცარი მიგნებები აქვს“ - აღნიშნა  ღონისძიებაზე ირინე ჩხეიძემ, რომელიც სპეციალურად მისი ლექსების კრებულის პრეზენტაციას  მიეძღვნა. 2017 წელს ხარაგაულში გამართულ ფოლკლორის საღამოზე, სადაც ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე იმყოფებოდა, გადაწყდა გამოცემულიყო  ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებული, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა და პოეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. პოეზიის საღამოზე სახალხო მთქმელის ლექსები წაიკითხეს და მასთან დაკავშირებულიო მოგონებები გაიხსენეს იზა ვეფხვაძემ, მერი გიორგიძემ, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ვალერი გოგნაძემ, ნიკო წიკლაურმა, დავით ჩადუნელმა და ვასილ კიკნაძემ. ვიტალი ფცქიალაძემ მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის ქალბატონ ეთერ თათარაიძეს, მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, ირინე ჩხეიძეს და დამსწრე საზოგადოებას მისი პოეზიით დაინტერესებისა და დაფასებისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/57467908_2380286125355507_4105197009294589952_n.jpg
17/04/2019 10:59

გაიცანით ხარაგაულელი სახალხო მთქმელი ვიტალი ფცქიალაძე

18 აპრილს ხარაგაულში სახალხო მთქმელის, ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. „ჩემი ლექსების აკიდო“ ასე უწოდა ავტორმა წიგნს, რომელიც ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით 2019 წელს გამოიცა. ვიტალი ფცქიალაძე 2016 წელს ქუთაისში გამართულ ზეპირსიტყვიერების იმერეთის შესარჩევ ტურში მონაწილეობდა, სადაც ფინალში გავიდა და ლაურიატობა დაიმსახურა. 2017 წელს ხარაგაულში ფოლკლორის საღამო გაიმართა, სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ გადაწყდა გამოცემულიყო ვიტალი ფცქიალაძის ლექსების მცირე კრებული. ვიტალი ფცქიალაძე 1948 წლის 1 თებერვალს ხარაგაულის რაიონის სოფელ ჭარტალში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა სოფელ მოლითის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.  ბატონი ვიტალი წლების განმავლობაში ენერგეტიკის მიმართულებით, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა.   პოეზიის საღამო ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში  16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0015.JPG
11/04/2019 09:32

ევროპის პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში ხარაგაულის მერმა ფულადი ჯილდო გადასცა

ზაურ ბერაძე ხარაგაულის სოფელ ხიდარში დაიბადა. პატარაობიდანვე შეუმჩნევია მამას ძლიერი ფიზიკური მონაცემები და უთქვამს აუცილებლად ჭიდაობაზე უნდა მივიყვანოო.  5 წლის ყოფილა მომავალი მოჭიდავე, მეზობელ სოფელში, კიცხში მწვრთნელისთვის რომ მიუბარებიათ. წლების განმავლობაში კილომეტრების გავლა უწევდა ფეხით და სახლში გვიან ღამით დაბრუნება, მაგრამ მაინც, დიდი მონდომებით ვარჯიშობდა.  მეტი სტიმული, რომ ცხოვრებაში წარმატებული სპორტსმენი ყოფილიყო მამის გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა.  დღემდე დიდი ემოციით იხსენებს დედა, ნონა ზურაბიანი, ზაურის პირველ გამარჯვებას რაიონის პირველობაზე. პირველ თასს და სიმბოლურ საჩუქარს განსაკუთრებულად საპატიო ადგილი აქვს მათ სახლში.   დიდი შრომა დასჭირდა მიეღწია ყველა იმ წარმატებისთვის რაც აქვს და ამისთვს, ყოველ ჯერზე დიდ მადლობას უხდის დედას, რომელიც ვაჟკაცურად ამხნევებდა შვილს და სჯეროდა მისი წარმატების.  „სასოწარკვეთაში არასდროს ჩავარდნილა. მისთვის მარცხი მორიგი გამარჯვების საწინდარია. ძალიან მშვიდი და მოწესრიგებული ადამიანია. ხშირად მეუბნება მარტო არასდროს იქნები და ნურაფრის შეგეშინდებაო, ეს ძალიან მამხნევებს“ - ამბობს ზაურის დედა. დღეს ზაურ ბერაძე ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მიიღო. ისაუბრეს განვლილ წარმატებებზე, სამომავლო გეგმებზე და მერიის მხრიდან სპორტსმენის ხელშეწყობაზე. მერის ინიციატივით ზაურს ფულადი ჯილდო - 1 000 ლარი გადაეცემა.  22 წლის ზაურ ბერაძეს თავისუფალ ჭიდაობაში 70-მდე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის 50-ზე მეტ ტურნირში პირველი ადგილის მფლობელია. არის აზერბაიჯანის ჩემპიონატის გრან-პრის პრიზიორი, საბერძნეთში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. მოგებული აქვს ასევე, თბილისის პირველობა და რეგიონული პირველობა. არის ვერცხლის მედალის მფლობელი საქართველოს პირველობაზე, ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ოქროს მედალოსანი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის. ყველაზე დიდი წარმატება ზაურ ბერაძემ წელს, ევროპის ჩემპიონატზე, მოიპოვა როცა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ბელარუს პაჰასიანს 4:2 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზაურ ბერაძე ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.  წარმატებებს ვუსურვებთ საამაყო ხარაგაულელს!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0483.JPG
05/04/2019 16:57

ხარაგაულში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირები, 5 აპრილს, ხარაგაულის სპორტ-დარბაზში ღვაწლმოსილ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა. მერიის ინიციატივით ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ესწრებოდა, რომლებმაც ათეული წლების განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანეს მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდაში. ღონისძიების ფორმატში ვეტერანმა სპორტსმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები გამართეს. სპორტსკოლის მოსწავლეებმა კი, ქართულ ჭიდაობაში საჩვენებელი ბრძოლა მოაწყვეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა: მერის მოადგილემ თემურ ჩხეიძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, დავით კიკნაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძე, მერიის  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა გრიგოლ ჭიპაშვილმა, ვეტერან სპორტსმენებს წარმატებული მოღვაწეობისთვის და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. ირინე ჩხეიძე (მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი) „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი თარიღების აღნიშვნა.  ღვაწლმოსილ პიროვნებებს უნდა ვუთხრათ მადლობა სპორტის პოპულარიზაციისთვის და იმ მძიმე წლებისთვის, რომელიც მათ გამოიარეს და უამრავი შრომა ჩადეს მომავალი თაობების აღზრდაში.“ ნაზიბროლა სებისკვერაძე ( უბისის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი) „19 წელია ამ სფეროში ვმოღვაწეობ.  სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა. ვფიქრობ მცირედი წახალისებაც კი მნიშვნელოვანია, რათა  მეტი დაინტერესება ჰქონდეს პედაგოგსაც და ახალგაზრდასაც“. შეხვედრის დასასრულს მოწვეულ სტუმრებს    ნაზიბროლა სებისკვერაძეს,  ჟორა მაჩიტიძეს,  ღუტუ ღონღაძეს,  ჯამბულ ბანცაძეს, ზაალ მესხს, გიგა ბერაძეს, სოსო აბაშიძეს, თამაზ შარიქაძეს, მერაბ იჩქიტიძეს, სულიკო დონაძეს, ზაზა მესხს, კოტე სახვაძეს, ივანე ღონღაძეს, ანზორ  მაღრაძესა და  მარლენ გრიგალაშვილს სპორტში  შეტანილი წვლილისათვის წამახალისებელი სიგელები  და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0161.JPG
28/03/2019 11:01

 კალათბურთის ჩემპიონატში მესამე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის(დირექტორი: გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით, ხარაგაულში, საჯარო სკოლებს შორის კალათბურთის ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირი მუნიციპალიტეტის პირველობაზე, 27 მარტს, ხარაგაულის სპორტდარბაზში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  კალათბურთის ჩემპიონატში(ვაჟებს შორის) ნადაბურის, ვარძიის, კიცხის, ვერტყვიჭალის, დაბის N3, მარელისის, ბორითის, დაბის N2 და ხევის საჯარო სკოლების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.  ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაბის N3 და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც N3 სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.  გამარჯვებული გუნდი სიმბოლური საჩუქრით, ხოლო გუნდის წევრები წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ. სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი კალათბურთის ჩემპიონატის ჩატარებას გოგონებს შორისაც გეგმავს, რომელიც აპრილის თვეში გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/54190786_1831997446906195_6883102240538624000_o.jpg
22/03/2019 13:57

ხარაგაულის „ჩხერიმელამ“ ზედიზედ ორი თამაში მოიგო

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დაიწყო. 12 მარტს ხარაგაულის სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩებმა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის „ჩხერიმელა“ და ხაშურის „ივერია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხარაგაულელთა უპირტესობით წარიმართა და ანგარიშით 4:1 დასრულდა. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი, ხარაგაულის სტადიონზე 20 მარტს გაიმართა, სადაც ზესტაფონის „მარგვეთი“ „ჩხერიმელამ“ ანგარიშით 3:2  დაამარცხა. ხარაგაულის „ჩხერიმელა“ მომდევნო გასვლით თამაშს ბორჯომში, 24 მარტს  ბორჯომის „ტორისთან“ გამართავს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghjmfcgbn.JPG
14/03/2019 15:49

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მოსაპოვებლად რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ნინო გურეშიძემ პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. ქალბატონი ნინო  2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ათეული გამარჯვებულია. მან ხარაგაულის საჯარო სკოლების პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და კონკურსთან დაკავშირებით ესაუბრა. ასევე გააცნო აპლიკაციის  შევსების წესები. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tprize.ge 1-ლი მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.  2019 წელს  წინა წლისგან განსხვავებით მასწავლებლის წარდგენა არა მხოლოდ სკოლებს, არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც შეეძლებათ. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან, „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან გადაეცემა 10 000 ლარი. ასევე ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების ორკვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“კი- სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.  „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე „ლიბერთი“ ბანკი, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას 2019 წელს ასევე შეუერთდებიან ბაქსვუდის სკოლა და გიმნაზია „შავნაბადა”.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkghnm%20b.JPG
12/03/2019 16:19

„რა? სად? როდის?“ გამარჯვებული დაბა ხარაგაულის გუნდი გახდა

12 მარტს ხარაგაულის კინოთეატრში მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,  ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, „რა? სად? როდის?“ ფინალური შეხვედრა  გაიმართა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაბა ხარაგაულის, მოლითის, ბაზალეთისა და კიცხის ადმინისტრაციული ერთეულები დაუპირისპირდნენ. გუნდები 6-6 კაცისგან იყო დაკომპლექტებული.  თამაში კი 20 კითხვისგან შედგებოდა. გამარჯვებული დაბა ხარაგაულის გუნდი გახდა, რომელმაც 16 ქულა მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილი 13 ქულით კიცხის ადმინისტრაციულმა ერთეულმა დაიკავა. „რა? სად? როდის?“ წამყვანის, დავით ჩადუნელის ინფორმაციით, პირველ ორ ადგილზე გასული გუნდი ექსკურსიით დასაჩუქრდება. ყველა მონაწილე გუნდს საჩუქრად საკუთარი გუნდის ფოტო გადაეცა.
სრულად