კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfcghjmc.jpg
27/05/2019 12:31

ხარაგაულში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ხარაგაულში დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის, მერაბ კოსტავას  80 წლის იუბილე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წელი ღონისძიებებით აღინიშნა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  ხარაგაულის კინო-თეატრში კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების  საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ქართული სიმღერებით წარსდგა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი(ხელმძღვანელი:ზურაბ გოგოლაძე) „ხარაგაულის ხმები, ქორეოგრაფიული ნომრები შეასარულა ანსამბლმა „უბისმა“. სცენაზე ასევე გამოვიდნენ ინდივიდუალური შემსრულებლები: თიკო და თამარ ლურსმანაშვილები და ბათუ კიკნაძე. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ კი, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა კინოთეატრში შეკრებილ საზოგადოებას და დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამავე დღეს მერაბ კოსტავას მონუმენტი ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. აღსანიშნავია, რომ  - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირს, მერაბ კოსტავას 26 მაისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა, რომ არა ბორითის ავტოკატასტროფა, რომელმაც საქართველოს ეროვნული გმირი იმსხვერპლა. დამოუკიდებლობა მისი ბედისწერა გახლდათ, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 21 წლის შემდეგ, 26 მაისს მოევლინა იგი დედამიწას და მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის ბრძოლაში გაატარა.  მერაბ კოსტავა 1989 წელს, 13 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან მომხდარ კატასატროფას ემსხვერპლა.  სოფელ ბორითში, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე აღმართულია მემორიალი, სადაც ყოველი წლის 26 მაისს და 13 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფელ ბორითის მაცხოვრებლები იკრიბებიან. ამ დღეებში ეროვნული გმირის მემორიალთან ხშირად ჩამოდიან მისი მეგობრები და თანამებრძოლები.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fdghjfcghnjm.jpg
21/05/2019 16:20

„ცოცხალი წიგნები“ ხარაგაულში

პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, ხარაგაულს თანამედროვე მწერლების ჯგუფი - მანანა ჩიტიშვილი (პოეტი), გიორგი ლობჟანიძე (პოეტი, მთარგმნელი), ბექა ქურხული (პროზაიკოსი), გიორგი არაბული (პოეტი), ბესო ხვედელიძე (პროზაიკოსი), ვასო გულეური (საბავშვო პოეტი, მთარგმნელი) და ნინია სადღობელაშვილი (მწერალი) ეწვევა. პროექტს მეხუთე წელია ა(ა)იპ კავშირი „პოეზიის მეგობართა კლუბი,“ მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.  შეხვედრაზე მწერლები დამსწრე საზოგადოებას თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ და მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ. ღონისძიება ხარაგაულის კინოთეატრში 27 მაისს, 13:00 საათზე, გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fcghncvbn.jpg
20/05/2019 16:44

ისტორიულ მუზეუმში „ეროვნული სამოსის დღე“ და „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებებით აღინიშნა

18 მაისს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით ეროვნული სამოსის დღე ხარაგაულში კოსტიუმირებული მსვლელობით აღინიშნა.  ნაციონალურ სამოსში გამოწყობილ მუზეუმის თანამშრომლებს ხარაგაულელები გზადაგზა უერთებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ, ანსამბლმა „ უბისმა“ ქართული ტრადიციული ცეკვები, ხოლო „საუნჯემ“- ფოლკლორული სიმღერები წარმოადგინა. ღონისძიებაზე ასევე შესრულდა ანა ჩხეიძის ელექტრონული მუსიკა. ამავე დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში პროექტი - "ღამე მუზეუმში" განხორციელდა.  პროექტის ფარგლებში, ფონდში დაცული XIX-XX საუკუნეში ტრადიციულ სამოსში გადაღებული ფოტოების და ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი თოჯინების გამოფენა მოეწყო. გამოფენის ფონზე, მუსიკის თანხლებით  კოსტიუმირებული პერფორმანსები და ფოლკლორული სიმღერები შესრულდა.  სპეციალურად ამ დღისთვის „მოხალისე გიდების“ პროექტის ფარგლებში მუზეუმის დამთვალიერებლებს ექსკურსია ახალგაზრდებმა მოუწყვეს.  მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ კი სამუზეუმო ექსპონატების გამდიდრებაში შეტანილი წვლილსთვის რამდენიმე პიროვენბას სიგელები გადასცა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjhvbnm_1.JPG
16/05/2019 17:54

ხარაგაულში ქართველოლოგ  ტარიელ ფუტკარაძესთან შეხვედრა გაიმართა

16 მაისს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, პროექტის - ,,შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან" ფარგლებში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, ტარიელ ფუტკარაძესთან შეხვედრა გაიმართა. ტარიელ ფუტკარაძე გახლავთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართული ცენტრის ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 300-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი. ღონისძიებას ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, რიტა წაქაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინე ვეფხვაძე, მასწავლებლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და  დაინტერესებული საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ტარიელ ფუტკარაძის წიგნის - „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის შესახებაც  აკაკი წერეთლის სახელობის უნივერისტეტის პროფესორებმა, ლუკა დვალიშვილმა და  წიგნის რეცენზენტმა, ეკა დადიანმა ისაუბრეს. მონოგრაფიაში საარქივო და სხვა დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე აღწერილია რუსეთის იმპერიის 150-წლიანი საინფორმაციო ომი, რომელიც ქართველი ერის დასანაწევრებლად იყო მიმართული. ტარიელ ფუტკარაძემ  ყურადღება  არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად სახელმწიფოს ქმედებების მნიშვნელობაზე გაამახვილა და წიგნში განხილულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. ეს გამოწვევები გახლავთ: 1. საერთაშორისო აკადემიურ ველში ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის საწინააღმდეგო იდეოლოგემ(ებ)ის დაბალანსება /თავდაცვა საინფორმაციო ომში; 2. „რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების კონტექსტში საქართველოს ენობრივი სიტუაციის ადეკვატური აღწერა; 3. რუსული ენობრივი პოლიტიკის წიაღში შექმნილი ტერმინოლოგიური დივერსიების განეიტრალებით სწორ სახელმწიფოებრივ ორიენტირთა გაბუნდოვნების თავიდან აცილება; 4. ქართული ენის პრესტიჟის შენარჩუნების მიზნითა და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ქართული ენის ტექნოლოგიზება;  5. საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართველთა დედა-ენის, ქართული (ქართველური) სამწიგნობრო ენის – კონსტიტუციური სტატუსის დაცვის უზრუნველყოფა. შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები და მადლობა გადაუხადეს ტარიელ ფუტკარაძეს მობრძანებისთვის  და ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორს, ნიკოლოზ მაჭავარიანს საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfcghj.JPG
15/05/2019 11:59

ხარაგაულის კინოთეატრში ანსამბლ „საუნჯის“ კონცერტი გაიმართა

საკონცერტო პროგრამა დატვირთული იყო ქართული-ტრადიციული ქორეოგრაფიული (ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე) ცეკვებითა და ფოლკლორული(ლოტბარი მაია მაღრაძე) სიმღერებით. მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ქორეოგრაფიულმა ცეკვებმა: „დავლურმა“  „აჭარულმა“ „რაჭულმა“  „ხორუმმა“ „უკრაინულმა“ და „აფხაზურმა“ ისე მრავალხმიანობით გაჯერებულმა ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა. კონცერტის დასასრულს ანსამბლ „საუნჯის“ ხელმძღვანელმა დალი მაღრაძემ ლოტბარ მაია მაღრაძესა და ქორეოგრაფ რომან ბუაჩიძეს მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას-ყურადღებისათვის.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghdxfgbhxc_5.jpg
15/05/2019 10:33

ანდრიაობა ხარაგაულში

12 მაისს, ანდრიაობას, მთა რკინისჯვრის მოლოცვის ტრადიცია ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა, შოთა ხარატიშვილის ინიციატივით, თვრამეტი წლის წინ დაიწყეს.  2001 წლის 12 მაისს შოთა მარტო ავიდა მთა რკინის ჯვარზე. მომავალ წელს მეგობართან ლაშა თაბუკაშვილთან ერთად გაიარა იგივე გზა. მას შემდეგ ყოველ წელს ემატებოდნენ ბიჭები და 12 მაისს ანდრია მოციქულის ნაკვალევს ტრადიციულად მოილოცავდნენ.  2016 წლიდან კი, ახალგაზრდების ძალისხმევითა და ინიციატივით მსვლელობას ექსტრემალური პილიგრიმული ტურის სახე მიეცა და უკვე მეოთხე წელია, ხარაგაულში, 12 მაისს განსაკუთრებული სიხარულით ელოდებიან.  პილიგრიმული ტური ყოველ წელს უფრო მეტ მასშტაბებს იძენს და მასში მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ერთვებიან.  წელს ანდრიაობას ამერიკის მისიის ხელმძღვანელი სქართველოში, ელიზაბეთ რუდიც შეუერთდა, რომელმაც მთა რკინის ჯვარი ტურის ახალგაზრდა ორგანიზატორებთან ერთად მოილოცა. მსვლელობაში უკვე მეოთხე წელია ტრადიციულად მონაწილეობენ საქართველოს Of Road - ის ფედერაციის წარმომადგენლები.  ტურის ფარგლებში, პილიგრიმებს ეკო ტურიზმის ასოციაცია ხარაგაულის ნობათით გაუმასპინძლდა. ასოციაცია, ამ ეტაპზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში ეკო ტურიზმის განვითარებისთვის პროექტს ახორციელებს. პროექტი ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივით, ელიზაბეთ რუდის მხარდაჭერით და usaid -ის დაფინანსებით ხორციელდება.  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში მდებარე მთა რკინის ჯვრისკენ პილიგრიმები ურთულესი გზა გადიან და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მირონმდინარი ხატს ზღვის დონიდან 2 439 მეტრზე, ანდრია მოციქულის ნაკვალევზე მიაბრძანებენ. გადმოცემის თანახმად, პირველ საუკუნეში, საქართველოში მოგზაურობის დროს, სწორედ ამ მთაზე აღმართა ანდრია პირველწოდებულმა რკინის ჯვარი. წელიწადში ერთხელ, ანდრიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მირონმდინარი ხატი, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სიონის საკათედრო ტაძარს ტოვებს და ანდრია მოციქულის განვლილ გზას მიუყვება.  პილიგრიმული ტურის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს საპატრიარქო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/hjkmcbhnm.jpg
15/05/2019 10:16

ანსამბლმა „იალონი“ ხარაგაულში კონცერტი გამართა

ხმების საოცარი ჰარმონია, მრავალხმიანობის იშვიათი შერწყმა და ტბილხმოვანებით გაჯერებული ქართული ხალხური მელოდიები - ასეთი იყო „იალონის“ კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში, რომელიც მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.  იალონი ხარაგაულში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩამოვიდა. მგალობელ გოგონათა გუნდი - „იალონი“ 2009 წლიდან ეწევა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის, ხალხური სიმღერებისა და ქალაქური მუსიკის შესწავლა-პოპულარიზაციას, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ქალთა ანსამბლად არის აღიარებული.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/59325770_2362996813947478_5724657304909905920_o.jpg
03/05/2019 11:01

ხარაგაული გვირილობის დღესასწაულზე

ტრადიციული გვირილობის დღესასწაული აღინიშნა ქუთაისში 2 მაისს. ქალაქი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური ღონისძიებებით. გვირილობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - იმერეთის სახალხო დღესასწაული, მუხნარის ტყეში აღინიშნა, სადაც იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტთან ერთად, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშებითა და ტრადიციული იმერული სამზარეულოთი წარსდგა. ხარაგაულის ფოტო-ვიდეო სალონმა, ქუთათურებს, სპეციალურად ამ დღის სიმბოლოებით გამოსახული საკუთარი ნაწარმი შესთავაზა.  მუხნარის ტყეში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის კულტურის ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლმა „უბისმა“, რომელთაც „იმერული სატრფიალო“ და „ლეჩხუმური სახუმარო“ შეასრულეს. მუხნარის ტყეში ასევე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები და მუსიკალური პერფორმანსები.  სახალხო დღესასწაულს ქუთაისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მოადგილე, თემურ ჩხეიძე დაესწრნენ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjdcgh_1.JPG
01/05/2019 10:16

ხარაგაულში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2017-2018 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე, განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი, წარჩინებული მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს მედლების გადაცემა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ხარაგაულის მასშტაბით სულ 25 ახალგაზრდა დაჯილდოვდა ოქროსა და ვერცხლის მედალით, აქედან 13 ოქროს  მედალოსანია. გოგა აბაშიძე - დაბის მე-2 საჯარო სკოლა (ოქროს  მედალი); ბერიკა ებანოიძე - დაბის მე-2 საჯარო სკოლა  (ოქროს  მედალი); კესო შარიქაძე - დაბის მე-2 საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); ლუკა თაბუკაშვილი - დაბის მე-3 საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); ამანდა ხვედელიძე - დაბის მე-3 საჯარო სკოლა (ოქროს  მედალი); ანა მაღრაძე - ვახანის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); საბა გრიგალაშვილი - ხევის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); სოსო გოგოლაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); ლაშა ლურსმანაშვილი - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); გრიშელ გამრეკელაშვილი - კიცხის საჯარო სკოლა  (ოქროს მედალი); ერეკლე გამრეკელაშვილი - კიცხის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); მეგი მიქაბერიძე - წმინდა ანდრია  პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ოქროს მედალი); ნათია რამინიშვილი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ოქროს მედალი); გიორგი ნიქაბაძე - დაბის მე-3 საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); ბორის ზვიადაძე - კიცხის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); თამარ კურტანიძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); ნინო გელაშვილი - წმინდა ანდრა პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ვერცხლის მედალი); გიორგი ლომსაძე - წმინდა ანდრა პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ვერცხლის მედალი); ნინო რამიშვილი - წმინდა ანდრა პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ვერცხლი  მედალი); ეთერ ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); მედეა ინასარიძე - ვახანის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); მარიამ კვინიკაძე - წიფის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); თამუნა ტალახაძე - წიფის საჯარო სკოლა ( ვერცხლის მედალი); თეონა ტალახაძე - წიფის საჯარ სკოლა (ვერცხლის მედალი); რომა გრიგალაშილი - ხევის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0432.JPG
24/04/2019 18:52

გერმანიის ელჩმა და ხარაგაულის მერმა ზრდასრულთა განათლების ცენტრი გახსნეს

“სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის” ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხარაგაულში, დღეს, პროფესიული სასწავლებელი - ზრდასრულთა განათლების ცენტრი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ოფიციალურად გახსნეს. ცენტრის ძირითადი მიზანია დაინტერესებულ პირებს საშუალება მისცეს უფასოდ დაეუფლონ თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, გაიარონ პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები, რაც გაზრდის მათი დასაქმების შანსს. ბენეფიციარებს, ასევე, შეუძლიათ უკვე არსებულ პროფესიაში ან ხელობაში აიმაღლონ კვალიფიკაცია და რეგიონებში პროფესიული კადრების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. ზრდასრულთა ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას, რომელშიც ხარაგაულის კულტურის ცენტრის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას, DVV International-ის კავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და თურქეთის რეგიონული დირექტორი მაია ავრამოვსკა, DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი, ლალი სანთელაძე,  ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი, გიორგი მუხურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის  წარმომდგენლები ესწრებოდნენ. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის ინიციატივით, ზრდასრულთა განათლების ცენტრები საქართველოში  2006 წლიდან  ფუნქციონირებს.  ამჟამად, საქართველოს 7 რეგიონში 10 ცენტრი მუშაობს. ხარაგაულის პროფესიული სასწავლებელი კი, რიგით მეთერთმეტეა.   ხარაგაულის განათლების ახალ ცენტრში 70-მდე ბენეფიციარი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას. უკვე წარმატებით ფუნქციონირებს თექის, მაკრამეს, კულინარიის და ჭრა-კერვის კურსები. ცენტრში, ასევე, განთავსებულია სივრცეები მეფუტკრეობისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლების მსურველთათვის.    გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. მუნიციპალიტეტის მერმა ხარაგაულელებს ახალი ზრდასრულთა განათლების ცენტრის  გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა ცენტრის ფუნქციონირებისთვის მომავალშიც გაგრძელდება.  
სრულად