კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fgchjfcgbvmnvcb.JPG
23/10/2018 17:07

კალათბურთში ვერტყვიჭალისა და N 3 საჯარო სკოლის გუნდებმა გაიმარჯვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და სპორტისა და ტურიზმს ხელშეწყობის ცენტრის  მხარდაჭერით ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა გრძელდება. ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ტარდება. 23 ოქტომბერს კალათბურთის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ვერტყვიჭალის, კიცხის, ვარძიის, საღანძილის, ხევის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის, N2 და N3 საჯარო სკოლების გოგონებისა და ვაჟების გუნდები მონაწილეობდნენ. გოგონებს შორის პირველობა N 3 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო ვაჟებს შორის ვერტყვიჭალის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება. გამარჯვებული გუნდები იმერეთის მასშტაბით გამართულ რეგიონულ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას. შემდეგი თამაში მინი ფეხბურთში 1-2 ნოემბერს, ხოლო  მხიარული სტარტები 9 ნოემბერს გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ghjlkjhklhk%3Bkvbnm.jpg
23/10/2018 11:18

იზა ვეფხვაძემ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სპექტაკლი გამართა

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპექტაკლი - „მოყვასისათვის შეწირული“ წარადგინა. სპექტაკლი დიდი ქართველ მეცნიერსა და  მოღვაწეს, მიხეილ თამარაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაზე ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი სამცხე_ ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მიწვევით იმყოფებოდა. შეხვედრას  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ახალციხის სკოლების მოსწავლეები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dtghjfhgjkjlkjk.jpg
22/10/2018 19:09

„ეტალონის“ მონაწილეთა სია ცნობილია

6 ნოემბერს ხარაგაულში საგანმანათლებლო პროექტი  - „ეტალონი“ ჩატარდება. ეტალონში მონაწილეთა შესარჩევად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ტესტირებები 19 ოქტომბერს ჩატარდა. კონკურსის შედეგად სკოლებიდან 73 სხვადასხვა ასაკის მოსწავლე შეირჩა. ფინალური თამაშისთვის  მონაწილე, 6 ნოემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში გამართული კონკურსის შედეგად გამოვლინდება, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება. გთავაზობთ ეტალონში მონაწილეთა სიას:   ლუკა ტაბატაძე (ლაშის საჯარო სკოლა); თორნიკე მოდებაძე (ლაშის საჯარო სკოლა); დიანა ლომსაძე (ლაშის საჯარო სკოლა); სალომე კვირიკაშვილი (ლაშის საჯარო სკოლა); ნიკა ძიძიგური (ლაშის საჯარო სკოლა); დოდო ბლიაძე (ხუნევის საჯარო სკოლა); ნანა ლომიძე (ხუნევის საჯარო სკოლა); ნინო ლომიძე (ხუნევის საჯარო სკოლა); ბარბარა ბარბაქაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); სალომე გოგოლაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); ანი ბლიაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); გოჩა ლომიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); ნიკა პაქსაშვილი (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); მარინა ლურსმანაშვილი (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); თამარ სამხარაძე (ხევის საჯარო სკოლა); ლევან ხაჩიძე (ხევის საჯარო სკოლა); მარიამ სახვაძე (უბისის საჯარო სკოლა); ანი სახვაძე (უბისის საჯარო სკოლა); მარიამ ყურაშვილი (მოლითის საჯარო სკოლა); ლიზა ღონღაძე (მოლითის საჯარო სკოლა); მარიამ ტალახაძე (მოლითის საჯარო სკოლა); მარიამ ტაბატაძე (მარელისის საჯარო სკოლა); ლუკა ცისკაძე (მარელისის საჯარო სკოლა); ნონა ყიფიანი (მარელისის საჯარო სკოლა); მარიამ კოჩაძე (მარელისის საჯარო სკოლა); ნია ფოფხაძე (ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა); გრიგოლ ხიჯაკაძე (ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა); გიგა ბერაძე (ბორის საჯარო სკოლა); ნანუკა წიწილაშვილი (ბორის საჯარო სკოლა); საბა ებანოიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია); მარიამ მანჯავიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია);   32. ბაქარ ორბელაძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია); ნინო მიქაბერიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია); მარიამ ჭყოიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია); ანა მესხი (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია); ნინო შველიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია); ცოტნე თიკანაშვილი (ზვარეს საჯარო სკოლა); თემიკო მაღლაკელიძე (ზვარეს საჯარო სკოლა); დავით კოჩაძე (ვარძიის საჯარო სკოლა); მურადი ოკრიბელაშვილი (ვარძიის საჯარო სკოლა); ელენე ჩიჩილიძე (ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა); გურამ ლურსმანაშვილი (ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა); ანი მეიფარიანი (ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა); რუსუდან ინასარიძე (ვახანის საჯარო სკოლა); თენგიზ ლომიძე (ვახანის საჯარო სკოლა); ბექა ჩხიკვაძე (ვახანის საჯარო სკოლა); ანი ინასარიძე (ვახანის საჯარო სკოლა); შორენა ცისკაძე (სარგვეშის საჯარო სკოლა); ბესო სარალიძე (წყალაფორეთის საჯარო სკოლა); დათო გელაშვილი (ნადაბურის საჯარო სკოლა); მარიამ გელაშვილი (ნადაბურის საჯარო სკოლა); ნიკა კიკნაძე (საღანძილის საჯარო სკოლა); დავით კამკამიძე (საღანძილის საჯარო სკოლა); ელა რამიშვილი (ღორეშის საჯარო სკოლა); მარიამ გაჩეჩილაძე (ღორეშის საჯარო სკოლა); დიმიტრი ღონღაძე (წიფის საჯარო სკოლა); ნელი ლაცაბიძე (წიფის საჯარო სკოლა); მარიამ რიკაძე (ბორითის საჯარო სკოლა); თამარ გაჩეჩილაძე (ბორითის საჯარო სკოლა); სალომე რიკაძე (ბორითის საჯარო სკოლა); ნია გორგაძე (ბორითის საჯარო სკოლა); ეკა ბარბაქაძე (ბორითის საჯარო სკოლა); ნანა მდინარაძე (კიცხის საჯარო სკოლა); ნინო გოდიბაძე (კიცხის საჯარო სკოლა); თამუნა ზვიადაძე (კიცხის საჯარო სკოლა); თორნიკე ბერაძე (კიცხის საჯარო სკოლა);   67. ლუკა გაგოშიძე (კიცხის საჯარო სკოლა); ლევან კაციტაძე (ხიდრის საჯარო სკოლა); გიორგი ლელაძე (ხიდრის საჯარო სკოლა); გიორგი მაჭარაშვილი (ვაშლევის საჯარო სკოლა); კესო ჩხიკვაძე (ბაზალეთის საჯარო სკოლა); ნინო ვეფხვაძე ( ლეღვანის საჯარო სკოლა); მარი მაღრაძე (ლეღვანის საჯარო სკოლა).      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/djhfgjkfhgjhgjkh.JPG
22/10/2018 15:57

ინტელექტუალურ თამაშში - „ვიცნობდეთ ხარაგაულს“  ფინალისტები გამოვლინდნენ

დღეს ხარაგაულის კინოთეატრში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით ინტელექტუალური თამაშის - „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ნახევარფინალში საღანძილის, ლაშის, დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდები მონაწილეობდნენ, რომელთა შორისაც ფინალში მონაწილეობის საგზური გიმნაზიის ჯგუფმა მოიპოვა. ფინალში ასევე, ითამაშებენ, სხვადასხვა დროს, შეჯიბრის პირველ ადგილზე გასული გუნდები (კიცხის ზონა - ბორის სკოლა-ინტერნატი; ტრასის ზონა - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა; მოლითის ზონა - მოლითის საჯარო სკოლა; მოლითის ზონა - მარელისის საჯარო სკოლა (საუკეთესო მეორე ადგილი)). ინტელექტუალური თამაშები ხარაგაულში  დაახლოებით ორი კვირაა მიმდინარეობს. სკოლის გუნდები 6-6 მონაწილით იყო დაკომპლექტებული. ფინალური თამაში დეკემბრის ბოლოს გაიმართება. „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ - იდეის ავტორი მამუკა ჭიპაშვილი გახლავთ და პროექტი უკვე მეხუთე წელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ერთობლივი ორგანიზებით მიმდიმანარეობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/sdfghsfdgfd.JPG
17/10/2018 12:05

ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს. ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ტარდება. სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში პირველი თამაში, 12 ოქტომბერს, სოსო და მურთაზ აბაშიძის სახელობის სტადიონზე  „გეზრბენში“ გაიმართა. შეჯიბრში 8 სკოლის უფროსკლასელ გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. გუნდები ოთხ-ოთხი მონაწილით იყო დაკომპლექტებული. თამაშში  პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებულები გამოვლინდენ. გოგონებს შორის პირველი ადგილი ხევის საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე-უბისის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილზე დაბის #2 საჯარო სკოლა გავიდა.   ვაჟებს შორის პირველი ადგილის მფლობელი კვლავ ხევის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი #2 საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე საღანძილის საჯარო სკოლა გავიდა. სასკოლო სპორტული-ოლიმპიადა გრძელდება. შემდეგი თამაშები გაიმართება: კალათბურთი - 19 ოქტომბერს, ხოლო მინი ფეხბურთი - 1-2 ნოემბერს. ოლიმპიადა მხიარული სტარტებით 9 ნოემბერს დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghjdghdfgh.JPG
15/10/2018 18:15

ევსემ შველიძემ  დავით გობეჯიშვილის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის სპორტსმენმა, ევსემ შველიძემ (მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი) დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში, თავისუფალ ჭიდაობაში,  ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა. გამარჯვებულს (79 კგ. წონით კატეგორიაში)  ოქროს მედალი და თასი გადაეცა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, თავისუფალ ჭიდაობაში,  ახალგაზრდებს შორის, წელს, მეთხუთმეტედ რაჭაში გაიმართა. ტურნირში ქართველ სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანის და რუსეთის, მოჭიდავეები.         
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfjhdgjhfghj.jpg
15/10/2018 10:27

სამხატვრო პლენერის დახურვა ხარაგაულში

ორი დღის მანძილზე ხატავდნენ ცნობილი მხატვრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ხარაგაულის ხედებს. რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) ინიციატივით, სამხატვრო პლენერი „გამა“ ხარაგაულში უკვე მესამედ ჩატარდა. მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და პლენერის საზეიმო დახურვა სოფელ უბისაში ღია სივრცეში შედგა, რომელსაც ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.  თემურ ჩხეიძემ მერიის სახელით ხუთი მხატვარი სამადლობელი სიგელით და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა.  სამხატვრო პლენერის ფარგლებში 17 მხატვარმა 2-2 ნამუშევარი შექმნა, რომელთაგან ერთი საჩუქრად იმ ოჯახებს გადასცეს, სადაც ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დანარჩენი ნამუშევრები კი, ტრადიციულად, ლიტერატურულ თეატრს გადაეცა. იზა ვეფხვაძემ მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მხარდაჭერისთვის და პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის. პლენერის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებსა და მხატვრებს, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ ხარაგაულის ხედებით და სტუმარ-მასპინძლობით, საშემოდგომო ნობათით გაუმასპინძლდნენ და ჩურჩხელები ამოავლეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0114.JPG
12/10/2018 09:37

ლაშის სკოლა 100 წლისაა

ლაშის საჯარო სკოლაში (დირექტორი ნანა აბესაძე) სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს. იუბილესთან დაკავშირებით სკოლას მისი დამაარსებლის, წმიდა სიმონ მჭედლიძის სახელი მიენიჭა.  ღონისძიებას სასულიერო პირები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, წმიდა სიმონ მჭედლიძის შთამომავლები, სკოლის კურსდამთავრებულები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  საზოგადოებას მოსწავლეებმა სკოლის დაარსების ისტორია შეახსენეს. ირინე ჩხეიძემ და ბათუ კიკნაძემ ლიტერატურული სპექტაკლი წარმოადგინეს, რომელიც წმიდა სიმონ მჭედლიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნებოდა.  სიმონ მჭედლიძის შვილიშვილმა, დამანა მელიქიშვილმა სკოლას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მდიდარი ბიბლიოთეკა შესძინა და ათობით წიგნი საჩუქრად გადასცა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fgkhflghkgh.jpg
08/10/2018 16:41

ლიტერატურული თეატრი ბორითში სპექტაკლს და სამხატვრო პლენერს ჩაატარებს

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე, სოფელ ბორითში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილ, იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლს -  „საქართველოს შიშველი სატევარი“ გამართავს. ამავე დღეს, ლიტერატურული თეატრი გახსნის ტრადიციულ სამხატვრო პლენერს -„გამა“. პლენერში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მხატვრები, რომლებიც  ხარაგაულის ულამაზეს ხედებს დახატავენ და ნამუშევრებს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს გადასცემენ საჩუქრად. პლენერის დახურვა და პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოხდება, სოფელ უბისაში, უბისის მონასტერთან ახლოს 14 ოქტომბერს, 15:00 საათზე.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/sdjhdghjfgkjhk.jpg
08/10/2018 16:22

ანსამბლმა „კახორმა“ „სულიკო 2018“-ში მიიღო მონაწილეობა

7 ოქტომბერს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „კახორმა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართულ ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალში - “სულიკო 2018" მიიღო მონაწილეობა. ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალში    იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტიდან წარდგენილი მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალში გამოვლინდნენ სხვადსხვა ნომინაციაში გამარჯვებული შემსრულებლები. ანსამბლ „კახორს“ ფესტივალის დამაარსებლის მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის პრიზი და ნომინაციაში - „საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი'' -  სიგელი გადაეცა. „1სულიკო 2018“-ის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი ქუთაისის კვარტეტი გახდა. ხოლო პირველი ადგილი წილად ხვდა ანსამბლ „ზესტაფონს". ლირიკული სიმღერის ფესტივალის აღნიშვნა საფუძველს,  გასული საუკუნის 80-იან წლებში იღებს, რომელიც ტრადიციულად შემოდგომაზე, აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი „სულიკოს" ავტორის, ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელში, ცხრაწყაროში ტარდება და „ვარინკობის" დღესასწაულიც სწორედ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება. ფესტივალი „სულიკო 2018“  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
სრულად