სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/692069774_942955321895328_7624503799664812459_n.jpg
11/05/2026 13:55

საუკუნის პროექტი - ახალი სიცოცხლე ჩხერიმელას ხეობისთვის

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი მოლითი–წიფა–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. გზა უკვე მოასფალტებულია სოფელ წიფამდე, ხოლო სამუშაოები გრძელდება ფონა–ჩუმათელეთის მიმართულებით. გზის დარჩენილ მონაკვეთზე მოსამზადებელი და საფუძვლის მოწყობის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და მონაკვეთი ეტაპობრივად მზადდება ასფალტის საფარის დასაგებად. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას, გაზრდის ხელმისაწვდომობას და განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. მერის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები არა მხოლოდ გადაადგილების გამარტივებას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლების სიცოცხლისუნარიანობაზე, ეკონომიკურ აქტივობასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 50-კილომეტრიანი პროექტის პირველი ეტაპი — ძირულა–მოლითის 25-კილომეტრიანი მონაკვეთი — უკვე დასრულებულია . პროექტის მეორე ეტაპზე — მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის მიმართულებით, 25-კილომეტრიანი მონაკვეთიდან დაახლოებით 20 კმ-ზე ასფალტის საფარი უკვე მოწყობილია. შედეგად, პროექტის ფარგლებში ჯამში 45 კილომეტრამდე გზა უკვე მოასფალტებულია, ხოლო სამუშაოები საბოლოო მონაკვეთამდე აქტიურად გრძელდება. სამუშაო პროცესს მერთან ერთად გაეცნენ მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კომისიის თავმჯდომარე ბესიკ კვირიკაშვილი, მერის წარმომადგენელი მაია გაჩეჩილაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი , ბესიკ ტალახაძე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D.jpg
07/05/2026 12:30

ჩაერთე მასშტაბურ პროექტში ,,გაეროს მოდელირება

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტომ, პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის – „ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება“ ფარგლებში დაიწყო მასშტაბური პროექტი „გაეროს მოდელირება“. პროექტი ემსახურება „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2023–2026“-ით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას და მიზნად ისახავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ახალგაზრდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე სიმულაციური პროცესის მეშვეობით მოლაპარაკების, კრიტიკული აზროვნებისა და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება 11 რეგიონულ ცენტრში გაეროს მოდელირების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 14 დან - 18 წლამდე ახალგაზრდები. თითოეული რეგიონიდან კონკურსის წესით გაეროს მოდელირებაში შეირჩევა და მონაწილეობას მიიღებს 100 ახალგაზრდა, პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც განხორციელდება რეგიონულ ცენტრებში შეირჩევიან საუკეთესო მონაწილეები, რომლებიც დასაჩუქრდებიან სამახსოვრო პრიზებით და მეორე ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ ქ.თბილისში გასამართ შემაჯამებელ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები და შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღონისძიებაში. პროექტის შესახებ ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://forms.office.com/pages/responsepage.aspx? id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUvaDIv0PP1lDmJ1ja_smO_5UOFZZVkI1WUdHR1EwQjlJMDNaVTFLV0Y2NC4u &route=short სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოდან “გაეროს მოდელირების” ფარგლებში საკონტაქტო პირი : პროგრამების მართვის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თამარ კაკულია. ელ-ფოსტა t.kakulia@youthagency.gov.ge, ტელ: 577267777.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202025-09-10%20164601_1.png
21/04/2026 15:04

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდა

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ზონა 36) მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერისა და მონაცემების დამუშავების შედეგად მომზადებული საკადასტრო რუკები და შესაბამისი სარეგისტრაციო ინფორმაცია საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდა. აღნიშნული პროცესი ხორციელდება საქართველოს კანონის — „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ — მოთხოვნების შესაბამისად და მიზნად ისახავს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებების მოწესრიგებასა და საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას. საჯარო რეესტრის მიერ უკვე შესრულებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი და აზომვითი სამუშაოები, რის საფუძველზეც მომზადდა: მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკები; მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მონაცემები; სარეგისტრაციო ბლოკების გეგმები; შესაბამისი ნუსხები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბორითის, ლაშეს, ხუნევის, ფარცხნალისა და კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულებში აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია როგორც საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ შენობებში. რას ნიშნავს ეს მოქალაქეებისთვის? თუ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფლობთ მიწის ნაკვეთს, გაქვთ უფლება საჯაროდ გამოქვეყნებული საკადასტრო მონაცემები გადაამოწმოთ. კანონის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკადასტრო რუკის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ერთჯერადად მიმართონ საჯარო რეესტრს და მოითხოვონ კონკრეტული მონაცემების გადამოწმება, თუ მიიჩნევენ, რომ ინფორმაცია არასწორია ან საჭიროებს დაზუსტებას.   მნიშვნელოვანია, რომ ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრაცია განხორციელდება გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარეობს გადამოწმების პროცედურა. მოქალაქეებს ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ: საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებში; იუსტიციის სახლებში; საჯარო რეესტრის ფილიალებში    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_50.png
20/04/2026 18:13

4 მაისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 04 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ინფორმაცია მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი პირის „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: თამარ ლაცაბიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი პირის „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_49.png
15/04/2026 18:15

20 აპრილს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ინფორმაცია მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი პირის „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: თამარ ლაცაბიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი პირის „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd_10.png
02/04/2026 12:59

6 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026   წლის   06 აპრილის მორიგი   სხდომის                                                                                                          დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა. (ა). ი. პ. „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“-ს  ანგარიში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მამუკა ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა. (ა). ი. პ. „კულტურის,  ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების  ცენტრი“-ს ხელმძღვანელი   2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 ნოემბრის N 69. 69253233 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2026 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ“ დამატების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე შარიქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი   საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სტიქიის პრევენციის მიზნით პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2026 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი   5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ36.03.37.501) შპს ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალსათვის საქართველოში“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობის უფლებით, სასყიდლით 2026 წლის 31 დეკემბრამდე  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ  მომხს:   ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა  და ქონების მართვის სამსახურის უფროსი   6.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საღანძილეში მდებარე 23412 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.14.33.083) შპს ,,New Road”-ისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობის უფლებით, სასყიდლით 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ   მომხს:   ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა            და ქონების მართვის სამსახურის უფროსი   7 „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში  მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე,   ნინო მაღლაკელიძე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო       სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე    მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე,  ნინო მაღლაკელიძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო   სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი   საკრებულოს თავმჯდომარე                                      მანანა ბარბაქაძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC05721.JPG
02/04/2026 12:22

სოფელ საღანძილეში ღია სპორტული სივრცე მოეწყო

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარების ნაწილს. ხარაგაულის მერია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი სივრცეების მოწყობას, რათა ყველა სოფელში შეიქმნას შესაბამისი გარემო სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრებისათვის.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/097362b0-e7b3-42c4-9865-09fc49d50f8d.png
02/04/2026 12:20

სოფელ ვახანში ღია სპორტული სივრცე მოეწყო

ხარაგაულის მერია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სოფლებში ღია სპორტული სივრცეების მოწყობას აგრძელებს. დაბა ხარაგაულის შემდეგ, ღია ტრენაჟორები მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო. პროექტი განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ჯამური ღირებულება 76 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში სპორტული სივრცეები მოეწყო შემდეგ სოფლებში: ვახანი, საღანძილე, მოლითი, ბორითი, კიცხი, ნადაბური. ხარაგაულის მერია ზრუნავს სოფლებში ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე და აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5123_1.JPG
02/04/2026 11:09

სოფელ კიცხში თანამედროვე ღია სპორტული სივრცე მოეწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აგრძელებს სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. სოფელ კიცხში თანამედროვე ღია სპორტული სივრცე მოეწყო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში სპორტული სივრცეები ასევე მოეწყო მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც, რაც ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის ნაწილია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ჯამური ღირებულება 76 000 ლარს შეადგენს. ხარაგაულის მერია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას, რათა ყველა სოფელში შეიქმნას შესაბამისი გარემო სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრებისათვის.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_48_1.png
01/04/2026 13:18

2 აპრილს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026   წლის  02  აპრილის  ბიუროს   რიგგარეშე  სხდომის                                         საკითხთა ნუსხა    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული , სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ . მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს / კ 03.37.501) შპს ,, ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალსათვის საქართველოში “ პირდაპირი განკარგვის წესით , იჯარით სარგებლობის უფლებით , სასყიდლით 202 6 წლის 31 დეკემბრამდე გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ                   მომხს:   ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა                        და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული , სოფელ საღანძილეში მდებარე 23412 კვ . მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს / კ 14.33.083 ) შპს  ,, N ew Road”- ისთვის პირდაპირი განკარგვის წესით , იჯარით სარგებლობის უფლებით , სასყიდლით 202 6 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ               მომხს:   ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა                     და ქონების მართვის სამსახურის უფროსი   საკრებულოს თავმჯდომარე: მანანა ბარბაქაძე
სრულად