სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/siaxlis/IMG_7454_1.JPG
27/03/2025 12:13

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრში, მუნიციპალიტეტის პირველობაზე ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა

26 მარტს, ხარაგაულის ა(ა)იპ სპორტის ცენტრის დარბაზში, , მოსწავლეთა შორის ჭადრაკში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. ჩემპიონატში 16 სკოლა იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, ოლიმპიური სისტემით, წყვილებში, ერთ მოგებამდე ჩატარდა. შედეგები ასე გადანაწილდა: გოგონები (2016 - 2018 წლებში დაბადებული) პირველი ადგილი- შუბითიძე ანეტი ( ნადაბური) მეორე ადგილი- კურტანიძე ეკა ( ღორეშა) მესამე ადგილი- მაღრაძე ბელა (ლეღვანი) გოგონები (2013- 2015 წლებში დაბადებული) პირველი ადგილი - მართა კურტანიძე ( ღორეშა) მეორე ადგილი - როზიტა კურტანიძე (ღორეშა) მესამე ადგილი - ანამარია ხარაიშვილი. ( ნადაბური) ვაჟები (2013-2015 წლებში დაბადებული) პირველი ადგილი - გიორგი ინასარიძე N2 საჯარო სკოლა მეორე ადგილი - მატრ კურტანიძე ( ღორეშა) მესამე ადგილი - ინასარიძე სანდრო N2 საჯარო სკოლა ვაჟები (2016-2018 წლებში დაბადებული) პირველი ადგილი - დემნა გოლუბიანი N2 საჯარო სკოლა მეორე ადგილი - ოთარ წიქარიშვილი ღორეშა მესამე - ადგილი მათე წიქარიშვილი ღორეშა ხარაგაულის ა(ა)იპ სპორტის ცენტრის დირექტორმა, რევაზ შერგელაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, მარინა ვეფხვაძემ გამარჯვებულები საჩუქრებით, სიგელებით და მედლებით დააჯილდოეს. პირველ ადგილზე გასული სპორტსმენები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ , ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულები სიგელებით და მედლებით.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/siaxlis/486807598_9460212777349246_4376356368399682718_n.jpg
27/03/2025 11:54

საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ, საკრებულოს წევრებს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. დადგენილი პროცედურების მიხედვით, ბიუროს წევრები პროექტებს გაეცნობიან, განიხილავენ და საკრებულოს სხდომაზე, მათ დამტკიცებაზე იმსჯელებენ. პროექტების საკრებულოს მიერ მოწონების შემდეგ, ის მერიის შესაბამის სამსახურებს გადაეცემა , რაც მათ განხორციელებას შესაძლებელს გახდის. ხარაგაულის მერია, საკრებულოს 181 პროექტს წარუდგენს დასამტკიცებლად. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ბიუჯეტი 890 ათას ლარს შეადგენს. მერის, კობა ლურსმანაშვილის, გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტების თანადაფინანსებისთვის დამატებით 234 ათასი ლარი გამოიყოფა. აღნიშნულ საკითხს ხარაგაულის საკრებულო 7 აპრილის სხდომაზე განიხილავს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/siaxlis/axal.tema.jpeg
26/03/2025 12:36

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. საგრანტო კონკურსის განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 24 მარტი - 8 აპრილის პერიოდი. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე, რეგიონებში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და/ან საინიციატივო ჯგუფების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება არაფორმალური განათლების განვითარებას, საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას, ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.  შემუშავებული წესის შესაბამისად, განაცხადთან ერთად წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის ფარგლებში, განმცხადებელს მოეთხოვება მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტის როლს პროექტის განხორციელებაში. აღნიშნული საგრანტო კონკურსის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზება. საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ: არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას; ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას. კონკურსის საერთო ბიუჯეტია 255 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს. საკონკურსო განაცხადები მიიღება 8 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo?fbid=1084541777043471&set=a.28931253656640 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: მარი გობრონიძე (ელ-ფოსტა: M.gobronidze@youthagency.gov.ge; ტელ: 599 38 99 08), სალომე არაბული (ელ-ფოსტა: S.arabuli@youthagency.gov.ge; ტელ: 599 48 80 99).
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/siaxlis/head.png
24/03/2025 16:39

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში 100 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის „იმერეთი-4“-ის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 მარტს შპს „იმერეთის ენერგია მეორე ფაზამ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში 100 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის „იმერეთი-4“-ის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განცხადება. სკოპინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge /. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://ei.gov.ge/ka/info/83685400-d10a-43f9-a0fd-d7cf50ec8da4. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 8 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება: 2025 წლის 2 აპრილს, 16:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგვზარის საჯარო სკოლის შენობაში. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას უნდა ესწრებოდეს საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლები. სკოპინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_42.png
24/03/2025 12:56

27 მარტს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 მარტის ბიუროს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 07 აპრილის მორიგი სხდომის დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_41.png
21/03/2025 10:17

7 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 07 აპრილის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში. ვარლამ ჭიპაშვილი ; ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ჰამლეტი ბერაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მარინე ხვედელიძე 4. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 5. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_40.png
13/03/2025 15:18

17 მარტს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 17 მარტის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებს , 7 აპრილს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში. ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ჰამლეტი ბერაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მარინე ხვედელიძე 4. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 5. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4695.JPG
12/03/2025 16:36

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“  სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით ორ განმცხადებელზე სტატუსის მინიჭების მიზნით დადებითი რეკომენდაცია გაიცა და  მაღალთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა. შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა  მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცახადებას თან უნდა დაერთოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში  9 თვის ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კომისია ორი თვის განმავლობაში შეისწავლის საკითხს. ხარაგაულის „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი გახლავთ.  სხდომის თავმჯდომარის მოადგილე - იურიდიული განყოფილების  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, თამარ სულაქველიძე; სხდომის მდივანი - ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი, ნინო ფერაძე; საბჭოს წევრები: მერის მრჩეველი სოციალურ საკითხებში, გივი თხელიძე; შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი, ინგა თურქაძე. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 11 სოფელი შედის: გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი, პატარა სახვლარი, ზვარე, ჩრდილი, გედსამანია, წიფა, ბჟინევი. ოქმი      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_27_3.png
04/03/2025 21:33

საკრებულოს სხდომა 4 მარტის ნაცვლად 10 მარტს გაიმართება 

ქვეყანაში შექმნილი რთული მეტეოროგიული პირობების გამო, 2025 წლის 04 მარტს ჩანიშნული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 10 მარტს 11 საათზე.   ბრძანება  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5740.JPG
18/02/2025 18:22

საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა – განხილვის მთავარი თემები

2025 წლის 17 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. სხდომის ფარგლებში განიხილეს: ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში – მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე   https://bit.ly/3ERdcEl   ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში – მომხსენებელი: პეტრე შარიქაძე ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე   https://bit.ly/ 4hFh229   იურიდიული, სამანდატო და ეთიკის კომისიის ანგარიში – მომხსენებელი: ოთარი ლურსმანაშვილი ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე   https://bit.ly/3EHYm35   კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულებაში ცვლილებები – მომხსენებელი: ირინე ჩხეიძე აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს წევრები საბოლოო გადაწყვეტილებას 4 მარტის სხდომაზე მიიღებენ.    
სრულად