სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/400917339_6343508172420564_4799316921689940555_n_1.jpg
11/04/2025 14:02

23 აპრილიდან, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული იწყება

სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით დატვირთული კვირეული 23 აპრილიდან 30 აპრილამდე გაგრძელდება. საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელის, ნანა ლურსმანაშვილი ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში აქტივობები ცენტრალური ბიბლიოთეკის და ყველა სასოფლო განყოფილების ჩართულობას მოიცავს. მკითხველებს საინტერესო შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები და შემოქმედებითი ინიციატივები ელოდებათ. საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში,  ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და მასში გაერთიანებულ განყოფილებებში  შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:               ცენტრალური ბიბლიოთეკა 1.შეხვედრა პოეტ გოჩა სხილაძესთან. 29 აპრილი, 14 სთ. 2.აქტიური მკითხველების დაჯილდოება. 29 აპრილი 3.ექსკურსია ბიბლიოთეკარებისათვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.           პატარა ხარაგაულის განყოფილება:  აკ.წერეთელი-185 ,,ჩემი ხატია სამშობლო“28 აპრილი, 13სთ.                     საბავშვო განყოფილება აკ.წერეთლის-185 წლისადმი მიძღვნილი საღამო ,,ჩანგი გიკურთხოს ზენამა“. ღონისძიება გაიმართება სხვიტორში, აკ.წერეთლის სახლ-მუზეუმში. 23 აპრილი                 სასოფლო განყოფილებები: თეთრაწყარო-იაკობ გოგებაშვილი-185, თემატური საღამო,,დედა ენა ჩვენი საგანძურია“. 25 აპრილი, 13 სთ. საღანძილე-აკ.წერეთელი-185 ,,ჩემი ხატია სამშობლო“. 24 აპრილი, 14სთ ლაშე-ტიციან ტაბიძე-130 ,,მე არ ვწერ ლექსებს...ლექსი თვითონ მწერს“. 28 აპრილი, 13 სთ. ფარცხნალი-შეხვედრა აქტიურ მკითხველებთან. 25 აპრილი. 13 სთ ბაზალეთი- 9 აპრილი..ელისო ჭიპაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. 25 აპრილი, 13 სთ კიცხი-ტიციან ტაბიძე-130 წლისადმი მიძღვნილი საღამო. 28 აპრილი, 14სთ წყალაფორეთი-აკ.წერეთელი-185,,ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა!“ 30 აპრილი, 14 სთ ვარძია-წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 23 აპრილი, 14სთ ხიდარი-აკ.წერეთელი-185 ,,ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო“. 24 აპრილი, 14 სთ ბორითი-ტიციან ტაბიძე-130 პოეზიის საღამო. 30 აპრილი, 13 სთ ღორეშა-მკითხველთა კონფერენცია ,,რაც ჩემში კარგია, წიგნმა მომცა“. 28 აპრილი,14 სთ. სარგვეში-აკ.წერეთელი-185 ლიტ.საღამო ,,ჩონგური საქართველოა“. 29 აპრილი, 13 სთ ვერტყვიჭალა-მიხეილ ქვლივიძე-100 ,,პოეზიის საღამო“. 25 აპრილი, 14სთ ხევი-ტიციან ტაბიძე-130 პოეზიის საღამო. 30 აპრილი, 14სთ ნადაბური-გრიგოლ ორბელიანი-225 ლიტ.საღამო. 29 აპრილი, 13სთ მოლითი-აკ.წერეთელი-185წ პოეზიის საღამო. 29 აპრილი ზვარე-მორის ფოცხიშვილი-95წლისადმი  მიძღვნილი საღამო. 28 აპრილი, 14სთ წიფა-ლევან გოთუა-120 მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება. 28 აპრილი, 13 სთ ლეღვანი-ტიციან ტაბიძე-130 ,,ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს“.29 აპრილი, 14სთ ვახანი--იაკობ გოგებაშვილი-185წ ,,მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა!“ 25 აპრილი, 13სთ საბე-შეხვედრა მკითხველებთან ,,ძველი და ახალი თაობა“. 25 აპრილი, 14სთ მარელისი-წიგნი და ბილიოთეკა, თემატური საღამო, 23აპრილი, 14 სთ
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9007.JPG
10/04/2025 13:17

9 აპრილის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

9 აპრილის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სოფლის მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად 9 აპრილის სკვერში, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 36 წლის წინ ტრაგიკულ მოვლენებს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილი. 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე). ამ დღესთან დაკავშირებით ლიტერატურულ კომპოზიცია და საგალობლები წარმოადგინეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა. დღეს 36 წელი შესრულდა 1989 წლის 9 აპრილიდან, როდესაც საბჭოთა არმიამ ძალისმიერად დაარბია მშვიდობიანი აქცია. ეს დღე საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8934.JPG
10/04/2025 13:14

ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთში, 9 აპრილის გმირის, ელისო ჭიპაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთში, 9 აპრილის გმირის, ელისო ჭიპაშვილის სახელობის სკვერის გახსნით დაიწყო. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სოფლის მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად სკვერი სიმბოლურად , ტიტებით შეამკო. 36 წლის წინ ტრაგიკულ მოვლენებს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილი. ელისო ჭიპაშვილი 25 წლის იყო, ის ფეხმძიმედ იმყოფებოდა. პროფესიით ექთანი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მოქალაქეების დასახმარებლად მივიდა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ელისოს ოჯახს სახელმწიფო აღიარების უმაღლესი ფორმა — წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ხარაგაულში ერთ-ერთი ქუჩა ელისო ჭიპაშვილის სახელს ატარებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/axaaal-800x450_1.png
08/04/2025 11:30

14 აპრილს ხარაგაულში , სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

ქვეყანაში სიმწვავეს არ კარგავს უსაფრთხო სისხლის მარაგების პრობლემა. სისხლის კომპონენტების საჭიროება მუდმივად იზრდება. მათი მიწოდება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს, მათ შორის: ონკოპაციენტებს, მელოგინე დედებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ავტოავარიაში დაშავებულ პირებს, პაციენტებს ტრავმებით, დამწვრობებითა და მოტეხილობებით. ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლიერებას გამოხატავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის , კობა ლურსმანაშვილის და მერიის  მიმართ. ,,განსაკუთრებული მადლობა ხარაგაულის მერიას, რომელიც ყოველთვის  ყურადღებას იჩენს და ეფექტურად თანამშრომლობს  ჩვენთან, მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ ჯერზე განსაკუთრებულია ხარაგაულელთა მიერ შეტანილი წვლილი, უანგარო დონაციით ჩვენი მოქალაქეების გადარჩენის საქმეში. ცენტრის უდიდესი საზრუნავია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში უსაფრთხო, მაღალი ხარისხის მომსახურეობაზე დაფუძნებულ უანგარო დონაციის დანერგვის პროცესს” - ნათქვამია წერილში , რომელიც ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით ხარაგაულის მერიამ მიიღო. სისხლის უანგარო დონაცია უნდა იქცეს გარკვეულ რუტინულ პროცესად და ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მუდმივად ამ პროცესში ჩართული. მოგმართავთ თხოვნით, ჩაერთოთ და მიიღოთ მონაწილეობა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში, რომელიც 11 აპრილს, ხარაგაულის მერიაში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ოთახში, 11 საათიდან დაიწყება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8531.JPG
07/04/2025 18:42

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას , მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. საკრებულო გაეცნო  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს. საკითხი საკრებულოს წევრებს მერის პირველმა მოადგილემ,  ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა. სხდომაზე, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელმა, ჰამლეტ ბერაძემ . ანგარიში საკრებულომ უარყოფითად შეაფასა. დადებითად_შეფასდა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ, მარინე ხვედელიძემ წარუდგინა. ცვლილება_შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში. ასევე ცვლილება_შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული საკითხები საკრებულოს ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილმა წარუდგინა. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ საკრებულოს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების  და  ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების დამტკიცების მოთხოვნით მიმართა.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 890,000 ლარი გამოეყო. დამატებით, მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 234, 000  ლარით დააფინანსებს პროგრამას, რაც პროექტების დროულ და ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.              
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfbb_1.JPG
07/04/2025 10:59

სოფელ კიცხში , ავალიშვილების უბანში , საუბნო გზის მობეტონების სამუშაოები მიმდინარეობს

ახალი სეზონი – ახალი პროექტებით დაიწყო. ხარაგაულის ინფრასტრუქტურული რუკა ფართოვდება – ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომლითაც რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 17 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. პირველი ეტაპის დაფინანსება  2 359 527 ლარს შეადგენს და მთლიანად გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. სამუშაოები დაიწყო, 17 სოფელს ახალი გზა ექნება — უსაფრთხო, მოსახერხებელი და გადაადგილებისთვის კომფორტული. სოფელ კიცხში, უკვე მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგება, სოფლის საუბნო გზებზე. სამუშაოებს უშუალოდ გაეცნო მერის მოადგილე , დავით დევდარიანი და ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, პეტრე შარიქაძე. ცნობისთვის, 2025 წლისთვის განკუთვნილი 22 პროექტი მერიამ ჯერ კიდევ 2024 წელს დაასრულა. ხარაგაულის მერიამ წინსწრებით ჩაიბარა 3,759,545 ლარის სამუშაო. ამ ეტაპზე, ხარაგაულში 22 პროექტი უკვე დასრულებულია, 17 კი მიმდინარეა. წლის პირველი ეტაპი სულ 39 პროექტით დაიხურება.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_7969.JPG
02/04/2025 15:58

ზრუნვა და მხარდაჭერა - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე ხარაგაულში

დღეს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურისა და ხარაგაულის თოჯინების თეატრის ერთობლივი ინიციატივით, აუტისტური სპექტრისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის თოჯინების სპექტაკლი გაიმართა. პატარებმა საყვარელი ზღაპრის თეატრალური ვერსია იხილეს და დაუვიწყარი ემოციები მიიღეს. ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზა იმ ფაქტმა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების ხარაგაულის ორგანიზაციის სახელით მათ საჩუქრები გადაეცათ. ხარაგაულის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს მუდმივად უჭერს მხარს სოციალური პროგრამების ფარგლებში, რაც ფინანსურ დახმარებასაც მოიცავს. დღეს, ამ მხარდაჭერის ნიშნად, მათთვის შესაბამისი თანხა ჩაირიცხა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fda.png
28/03/2025 20:09

ხარაგაულის მერი კლიმატის ცვლილების საკითხებზე გამართულ სათემო ფორუმს დაესწრო

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე გამართულ სათემო ფორუმს ესწრებოდა. ღონისძიებაზე განხილული იყო კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობები, საფრთხეების პროგნოზირება, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარება და საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობა. ფორუმში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ნილს ქრისტენსენი. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული გარემოსდაცვითი კონკურსების გამარჯვებულები. კლიმატის ცვლილება სერიოზული გამოწვევაა, და ასეთ შეხვედრებს მნიშვნელოვანი როლი აქვს პრობლემების გაცნობიერებასა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივ ძიებაში.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_42_1.png
28/03/2025 11:05

7 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 07 აპრილის მორიგი სხდომის  დღის წესრიგი 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში. მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ; ვლადიმერ გელაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: ჰამლეტი ბერაძე 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: მარინე ხვედელიძე 4.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 5.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 6.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე                    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/siaxlis/IMG_7570.JPG
27/03/2025 17:05

თეატრის საერთაშორისო დღე ხარაგაულში – „ბამბაზიის სამოთხე“ უფროსკლასელებისთვის

დღეს, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების უფროსკლასელებისთვის სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ წარმოადგინა. სპექტაკლის ჩვენება უკვე მეოთხე წელია, რაც თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით ტარდება, ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდებმა გაითავისონ  თეატრის მნიშვნელობა და თეატრალური ხელოვნების გავლენა საზოგადოებაზე. „ბამბაზიის სამოთხე“ ნინო სადღობელაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით 2024 წელს დაიდგა. სპექტაკლი აფხაზეთის ომის ტრაგედიასა და ომით განადგურებული შვილმკვდარი დედების ტკივილს, ურთიერთგაგებასა და მწუხარებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ სპექტაკლმა 2024 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.  რეჟისორი: ირინე ჩხეიძე; მხატვარი: გაიოზ შუბითიძე მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ვასილ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი. მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე  
სრულად