სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/492551641_122162069372356498_1113018038351180511_n_1.jpg
22/04/2025 18:19

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

22 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს: ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ბიუროს წევრებს  2025 წლის ბიუჯეტის 3 თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების ანგარიში წარუდგინა. 2.სკოლამდელი დაწესებულებების საქმიანობის ანგარიში წარადგინა (ა)იპ „ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორმა, თამარ ლაცაბიძემ,  ანგარიშში – ყურადღება გამახვილდა მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე. 3.ბიურომ მოისმინა , საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ოთარ ლურსმანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხი ხარაგაულის მუნიციპალტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 მარტის N 50/18 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 5 მაისს გაიმართება. ბიუროს სხდომას , საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9372.JPG
22/04/2025 17:00

თათბირი მერის წარმომადგენლებთან

კვირის დასაწყისში, თათბირი მერიის გუნდისთვის სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია — მაქსიმალური წვდომა სოფლად არსებულ რეალობაზე და საჭიროებების უშუალოდ იმ პირებისგან მოსმენა, რომლებიც ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე უშუალოდ მერს წარმოადგენენ. მიმდინარე თათბირზე, რომელსაც მერთან ერთად მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილიც ესწრებოდა, იმ პროექტების განხილვა მოხდა, რომლებიც უკვე განხორციელების პროცესშია ან უახლოეს მომავალში დაიწყება. სოფლის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები, ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად, ეტაპობრივად შევა აქტიურ ფაზაში.  სოციალური მიმართულება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნად დაფინანსებული ბიუჯეტური სეგმენტი, კვლავ პრიორიტეტად რჩება. „ეს პროგრამები, კონკრეტულ დახმარებას ნიშნავს კონკრეტული მოქალაქეებისთვის — სწორედ იმ მიმართულებით, სადაც მათ სჭირდებათ. ვფიქრობ, ეს  უმნიშვნელოვანესია და ამ მხრივ საბიუჯეტო თანხების ზრდა ისევ გვექნება,“ — აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტის ახალი ეტაპიც — მაისიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ  თავიანთი იდეები წარმოადგინონ. რაც შეეხება გასული წლის პროექტებს, მათი განხორციელებისთვის უკვე გამოცხადებულია ტენდერი და მერია შედეგების მოლოდინშია, რომ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია გაუზიაროს. ხარაგაულის მერი და მერია საკუთარი მისიისა და მაღალი საჯარო პასუხისმგებლობის სრული გააზრებით აგრძელებს მუშაობას — ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია მოქალაქეების საჭიროებების ზუსტ ანალიზზე , მიზნობრივ მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების უწყვეტ განხორციელებაზე. თათბირის ფორმატი სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია — მუდმივი კავშირი მერის წარმომადგენლებთან, პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების გუნდურად დაგეგმვა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44.png
22/04/2025 16:17

5 მაისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 05 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაული მუნიციპალიტეტი მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის (ა)იპ "ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"-ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: თამარ ლაცაბიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (ა)იპ "ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"-ს ხელმძღვანელი 3.„ხარაგაულის მუნიციპალტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 მარტის N 50/18 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე 4.„ხარაგაულის მუნიციპალტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნის შესახებ მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე 5.„ხარაგაულის მუნიციპალტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე 6.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_43.png
17/04/2025 16:46

22 აპრილს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 აპრილის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ გელაშვილი მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის (ა)იპ "ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"-ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: თამარ ლაცაბიძე (ა)ა.იპ ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი 3. „ხარაგაულის მუნიციპალტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 მარტის N 50/18 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე ბიუროზე განხილულ საკითხებს, 5 მაისს,  საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9177.jpg
14/04/2025 17:54

ხარაგაულში , სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ხარაგაულში , სისხლის უანგარო  დონაციის აქცია გაიმართა 2025 წლის 14 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში  სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა. უანგარო დონაცია საჯარო მოხელეებისა და აიპების თანამშრომლების აქტიური ჩართულობით წარიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ხარაგაულის მერია და ალ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გახლდათ. ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლიერებას გამოხატავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის , კობა ლურსმანაშვილის და მერიის  მიმართ. ,,განსაკუთრებული მადლობა ხარაგაულის მერიას, რომელიც ყოველთვის  ყურადღებას იჩენს და ეფექტურად თანამშრომლობს  ჩვენთან, მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ ჯერზე განსაკუთრებულია ხარაგაულელთა მიერ შეტანილი წვლილი, უანგარო დონაციით ჩვენი მოქალაქეების გადარჩენის საქმეში. ცენტრის უდიდესი საზრუნავია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში უსაფრთხო, მაღალი ხარისხის მომსახურეობაზე დაფუძნებულ უანგარო დონაციის დანერგვის პროცესს” - ნათქვამია წერილში , რომელიც ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით ხარაგაულის მერიამ მიიღო.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/490505242_632538512937012_2048159279505048113_n.jpg
14/04/2025 15:41

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ათეას სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, რეგიონული შეხვედრების სერია დაიწყო

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, რეგიონული შეხვედრების სერია დაიწყო. პირველ ეტაპზე შეხვედრა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან გაიმართა.   შეხვედრის მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა გახლდათ, რაც კომიტეტს შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადები და წარადგინოს ცვლილებები შესაბამის უწყებებში. კობა ლურსმანაშვილი: ,,შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაარსების საკითხს, მუნიციპალური ქონების მართვის სამართლებრივ რეგულაციებსა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გამოყენების პრაქტიკას” შეხვედრებში ასევე ჩართულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები და ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელი პირები. ანალოგიური შეხვედრები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/490446049_633297492861114_2155050007411928406_n_1.jpg
14/04/2025 15:34

ათეას სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი, რომელსაც კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი, რომელსაც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს, რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს. კომიტეტის️️ მორიგი სამუშაო შეხვედრა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული სამართლებრივი საკითხების გამოვლენა, რაც კომიტეტს დაეხმარება მომზადდეს ისეთი ცვლილებების ინიცირებისთვის, რომლებიც უპასუხებს არსებულ პრაქტიკულ მოთხოვნებს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეცენტრალიზაციის პროცესის გაძლიერების მექანიზმებს. კომიტეტის მუშაობის მიზანია, ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა, რაც კომიტეტს შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადები და წარადგინოს ცვლილებები შესაბამის უწყებებში. შეხვედრებში ასევე ჩართულნი არიან საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები და ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელი პირები. ანალოგიური შეხვედრები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9184.JPG
14/04/2025 15:30

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან, მოადგილეებთან და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ადმინისტრაციასთან ერთად, ტრადიციული თათბირი გამართა. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული სამზადისი იყო — აქცენტი გაკეთდა სასაფლაოების დასუფთავებაზე, მისასვლელი გზების მოწესრიგებასა და კონკრეტული სოცჯგუფებისთვის ფინანსურ დახმარებაზე. სააღდგომოდ , ხარაგაულის მერია ფინანსურ მხარდაჭერას 1000 ოჯახს გაუწევს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივაა. მერმა პირადად დაავალა წარმომადგენლებს , თითოეულ სოფელში მაქსიმალურად მოწესრიგდეს სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები, რათა მოსახლეობამ კომფორტულად და დაუბრკოლებლად შეძლოს გადაადგილება. თათბირს მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხები. თითოეული ორშაბათი — ეს არის დაგროვილი საჭიროებების ანალიზი, რეკომენდაციებისა და დავალებების გაცემა, და შედეგებზე ორიენტირებული მოქმედების დაგეგმვა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9230.JPG
14/04/2025 15:24

დედაენის დღე ხარაგაულში

ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის, ხარაგაულის მეორე და მესამე საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა. ბავშვებმა წარმოადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიციები — წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული და მოწიწება იმ ენის მიმართ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთიანობის, თვითმყოფადობისა და კულტურული სიმდიდრის საფუძველია. ქართული — ერთ-ერთი უძველესი დამწერლობით გამორჩეული ენა — არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი ისტორიის, იდენტობისა და ეროვნული სიამაყის მნიშვნელოვანი სიმბოლო. ღონისძიების ორგანიზატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური იყო.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_1asd%20(1)_1_1.jpg
14/04/2025 12:02

ხარაგაულის მერია ელექტრონულ აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. N8ბ-ს მიმდებარედ 36.01.31.1999 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 14 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების  აუქციონს აცხადებს. აუქციონი 2025 წლის 15 აპრილს დღის 13 საათზე გამოცხადდება და 2025 წლის 30 აპრილს დღის 13 საათზე დასრულდება. აუქციონთან დაკავშირებით იხილეთ დოკუმენტაცია   ბრძანება  
სრულად