სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_43.png
17/04/2025 10:44

22 აპრილს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 აპრილის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ გელაშვილი მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის (ა)იპ "ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"-ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: თამარ ლაცაბიძე (ა)ა.იპ ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი 3. „ხარაგაულის მუნიციპალტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 მარტის N 50/18 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე ბიუროზე განხილულ საკითხებს, 5 მაისს,  საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9177.jpg
14/04/2025 17:54

ხარაგაულში , სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ხარაგაულში , სისხლის უანგარო  დონაციის აქცია გაიმართა 2025 წლის 14 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში  სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა. უანგარო დონაცია საჯარო მოხელეებისა და აიპების თანამშრომლების აქტიური ჩართულობით წარიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ხარაგაულის მერია და ალ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გახლდათ. ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლიერებას გამოხატავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის , კობა ლურსმანაშვილის და მერიის  მიმართ. ,,განსაკუთრებული მადლობა ხარაგაულის მერიას, რომელიც ყოველთვის  ყურადღებას იჩენს და ეფექტურად თანამშრომლობს  ჩვენთან, მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ ჯერზე განსაკუთრებულია ხარაგაულელთა მიერ შეტანილი წვლილი, უანგარო დონაციით ჩვენი მოქალაქეების გადარჩენის საქმეში. ცენტრის უდიდესი საზრუნავია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში უსაფრთხო, მაღალი ხარისხის მომსახურეობაზე დაფუძნებულ უანგარო დონაციის დანერგვის პროცესს” - ნათქვამია წერილში , რომელიც ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით ხარაგაულის მერიამ მიიღო.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/490505242_632538512937012_2048159279505048113_n.jpg
14/04/2025 15:41

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ათეას სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, რეგიონული შეხვედრების სერია დაიწყო

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, რეგიონული შეხვედრების სერია დაიწყო. პირველ ეტაპზე შეხვედრა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან გაიმართა.   შეხვედრის მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა გახლდათ, რაც კომიტეტს შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადები და წარადგინოს ცვლილებები შესაბამის უწყებებში. კობა ლურსმანაშვილი: ,,შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაარსების საკითხს, მუნიციპალური ქონების მართვის სამართლებრივ რეგულაციებსა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გამოყენების პრაქტიკას” შეხვედრებში ასევე ჩართულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები და ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელი პირები. ანალოგიური შეხვედრები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/490446049_633297492861114_2155050007411928406_n_1.jpg
14/04/2025 15:34

ათეას სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი, რომელსაც კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი, რომელსაც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს, რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს. კომიტეტის️️ მორიგი სამუშაო შეხვედრა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული სამართლებრივი საკითხების გამოვლენა, რაც კომიტეტს დაეხმარება მომზადდეს ისეთი ცვლილებების ინიცირებისთვის, რომლებიც უპასუხებს არსებულ პრაქტიკულ მოთხოვნებს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეცენტრალიზაციის პროცესის გაძლიერების მექანიზმებს. კომიტეტის მუშაობის მიზანია, ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა, რაც კომიტეტს შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადები და წარადგინოს ცვლილებები შესაბამის უწყებებში. შეხვედრებში ასევე ჩართულნი არიან საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები და ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელი პირები. ანალოგიური შეხვედრები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9184.JPG
14/04/2025 15:30

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან, მოადგილეებთან და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ადმინისტრაციასთან ერთად, ტრადიციული თათბირი გამართა. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული სამზადისი იყო — აქცენტი გაკეთდა სასაფლაოების დასუფთავებაზე, მისასვლელი გზების მოწესრიგებასა და კონკრეტული სოცჯგუფებისთვის ფინანსურ დახმარებაზე. სააღდგომოდ , ხარაგაულის მერია ფინანსურ მხარდაჭერას 1000 ოჯახს გაუწევს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივაა. მერმა პირადად დაავალა წარმომადგენლებს , თითოეულ სოფელში მაქსიმალურად მოწესრიგდეს სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები, რათა მოსახლეობამ კომფორტულად და დაუბრკოლებლად შეძლოს გადაადგილება. თათბირს მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხები. თითოეული ორშაბათი — ეს არის დაგროვილი საჭიროებების ანალიზი, რეკომენდაციებისა და დავალებების გაცემა, და შედეგებზე ორიენტირებული მოქმედების დაგეგმვა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9230.JPG
14/04/2025 15:24

დედაენის დღე ხარაგაულში

ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის, ხარაგაულის მეორე და მესამე საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა. ბავშვებმა წარმოადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიციები — წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული და მოწიწება იმ ენის მიმართ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთიანობის, თვითმყოფადობისა და კულტურული სიმდიდრის საფუძველია. ქართული — ერთ-ერთი უძველესი დამწერლობით გამორჩეული ენა — არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი ისტორიის, იდენტობისა და ეროვნული სიამაყის მნიშვნელოვანი სიმბოლო. ღონისძიების ორგანიზატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური იყო.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_1asd%20(1)_1_1.jpg
14/04/2025 12:02

ხარაგაულის მერია ელექტრონულ აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. N8ბ-ს მიმდებარედ 36.01.31.1999 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 14 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების  აუქციონს აცხადებს. აუქციონი 2025 წლის 15 აპრილს დღის 13 საათზე გამოცხადდება და 2025 წლის 30 აპრილს დღის 13 საათზე დასრულდება. აუქციონთან დაკავშირებით იხილეთ დოკუმენტაცია   ბრძანება  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/400917339_6343508172420564_4799316921689940555_n_1.jpg
11/04/2025 14:02

23 აპრილიდან, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული იწყება

სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით დატვირთული კვირეული 23 აპრილიდან 30 აპრილამდე გაგრძელდება. საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელის, ნანა ლურსმანაშვილი ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში აქტივობები ცენტრალური ბიბლიოთეკის და ყველა სასოფლო განყოფილების ჩართულობას მოიცავს. მკითხველებს საინტერესო შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები და შემოქმედებითი ინიციატივები ელოდებათ. საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში,  ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და მასში გაერთიანებულ განყოფილებებში  შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:               ცენტრალური ბიბლიოთეკა 1.შეხვედრა პოეტ გოჩა სხილაძესთან. 29 აპრილი, 14 სთ. 2.აქტიური მკითხველების დაჯილდოება. 29 აპრილი 3.ექსკურსია ბიბლიოთეკარებისათვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.           პატარა ხარაგაულის განყოფილება:  აკ.წერეთელი-185 ,,ჩემი ხატია სამშობლო“28 აპრილი, 13სთ.                     საბავშვო განყოფილება აკ.წერეთლის-185 წლისადმი მიძღვნილი საღამო ,,ჩანგი გიკურთხოს ზენამა“. ღონისძიება გაიმართება სხვიტორში, აკ.წერეთლის სახლ-მუზეუმში. 23 აპრილი                 სასოფლო განყოფილებები: თეთრაწყარო-იაკობ გოგებაშვილი-185, თემატური საღამო,,დედა ენა ჩვენი საგანძურია“. 25 აპრილი, 13 სთ. საღანძილე-აკ.წერეთელი-185 ,,ჩემი ხატია სამშობლო“. 24 აპრილი, 14სთ ლაშე-ტიციან ტაბიძე-130 ,,მე არ ვწერ ლექსებს...ლექსი თვითონ მწერს“. 28 აპრილი, 13 სთ. ფარცხნალი-შეხვედრა აქტიურ მკითხველებთან. 25 აპრილი. 13 სთ ბაზალეთი- 9 აპრილი..ელისო ჭიპაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. 25 აპრილი, 13 სთ კიცხი-ტიციან ტაბიძე-130 წლისადმი მიძღვნილი საღამო. 28 აპრილი, 14სთ წყალაფორეთი-აკ.წერეთელი-185,,ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა!“ 30 აპრილი, 14 სთ ვარძია-წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 23 აპრილი, 14სთ ხიდარი-აკ.წერეთელი-185 ,,ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო“. 24 აპრილი, 14 სთ ბორითი-ტიციან ტაბიძე-130 პოეზიის საღამო. 30 აპრილი, 13 სთ ღორეშა-მკითხველთა კონფერენცია ,,რაც ჩემში კარგია, წიგნმა მომცა“. 28 აპრილი,14 სთ. სარგვეში-აკ.წერეთელი-185 ლიტ.საღამო ,,ჩონგური საქართველოა“. 29 აპრილი, 13 სთ ვერტყვიჭალა-მიხეილ ქვლივიძე-100 ,,პოეზიის საღამო“. 25 აპრილი, 14სთ ხევი-ტიციან ტაბიძე-130 პოეზიის საღამო. 30 აპრილი, 14სთ ნადაბური-გრიგოლ ორბელიანი-225 ლიტ.საღამო. 29 აპრილი, 13სთ მოლითი-აკ.წერეთელი-185წ პოეზიის საღამო. 29 აპრილი ზვარე-მორის ფოცხიშვილი-95წლისადმი  მიძღვნილი საღამო. 28 აპრილი, 14სთ წიფა-ლევან გოთუა-120 მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება. 28 აპრილი, 13 სთ ლეღვანი-ტიციან ტაბიძე-130 ,,ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს“.29 აპრილი, 14სთ ვახანი--იაკობ გოგებაშვილი-185წ ,,მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა!“ 25 აპრილი, 13სთ საბე-შეხვედრა მკითხველებთან ,,ძველი და ახალი თაობა“. 25 აპრილი, 14სთ მარელისი-წიგნი და ბილიოთეკა, თემატური საღამო, 23აპრილი, 14 სთ
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9007.JPG
10/04/2025 13:17

9 აპრილის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

9 აპრილის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სოფლის მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად 9 აპრილის სკვერში, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 36 წლის წინ ტრაგიკულ მოვლენებს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილი. 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე). ამ დღესთან დაკავშირებით ლიტერატურულ კომპოზიცია და საგალობლები წარმოადგინეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა. დღეს 36 წელი შესრულდა 1989 წლის 9 აპრილიდან, როდესაც საბჭოთა არმიამ ძალისმიერად დაარბია მშვიდობიანი აქცია. ეს დღე საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8934.JPG
10/04/2025 13:14

ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთში, 9 აპრილის გმირის, ელისო ჭიპაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთში, 9 აპრილის გმირის, ელისო ჭიპაშვილის სახელობის სკვერის გახსნით დაიწყო. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სოფლის მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად სკვერი სიმბოლურად , ტიტებით შეამკო. 36 წლის წინ ტრაგიკულ მოვლენებს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილი. ელისო ჭიპაშვილი 25 წლის იყო, ის ფეხმძიმედ იმყოფებოდა. პროფესიით ექთანი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მოქალაქეების დასახმარებლად მივიდა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ელისოს ოჯახს სახელმწიფო აღიარების უმაღლესი ფორმა — წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ხარაგაულში ერთ-ერთი ქუჩა ელისო ჭიპაშვილის სახელს ატარებს.
სრულად