სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_42_1_1_2_4_2.png
08/08/2025 19:58

სად შეხვდებიან საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებს და სად განთავსდება საარჩევნო-სააგიტაციო მასალები

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილები დაამტკიცეს. როგორც სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ , მანანა ბარბაქაძემ განმარტა აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გამოკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, პოლიციისა და სასამართლოს ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე საგზაო ნიშნებზე. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები , საკრებულოს წევრებს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის  კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო, რომელმაც აღნიშნა , რომ სააგიტაციო მასალების გამოსაფენად განსაზღვრულ თითოეულ ადგილზე საარჩევნო სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილით. განსაზღვრულ სააგიტაციო მასალების გამოსაფენ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არა უმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი) საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთ საარჩევნო სუბიექტზე განისაზღვროს 2 ცალით; შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. სხდომაზე ასევე განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილები.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების გამოსაფენად ადგილების ჩამონათვალი ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების ჩამონათვალი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0543.JPG
08/08/2025 19:03

ხარაგაულში, 8 აგვისტოს დაღუპული გმირის , ზაზა გლუნჩაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი შესრულდა დღეს ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის ხსოვნას პატივი მიაგო და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.   გმირი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს, მერის წარმომადგენელმა ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში გივი დოლიკაშვილმა და საკრებულოს წევრმა ნონა ზურაბიანმა.   საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა სოფელ ხიდრის წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა გაბრიელმა.   როგორც მეგობრები იხსნებენ, ზაზამ 8 დაჭრილი გამოიყვანა სამშვიდობოს, მეცხრეს გამოსაყვანად რომ შევიდა სამწუხაროდ თავად დაიღუპა.   გლუნჩაძე ზაზა სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის  II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_42_1_1_2_4.png
07/08/2025 11:58

8 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025  წლის 08  აგვისტოს  რიგგარეშე  სხდომის                                                                                                                                     დღის წესრიგი     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის   უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების   გამოყოფის შესახებ                         მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს                           იურიდიული ,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის                           თავმჯდომარე                  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ                        მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს                                  იურიდიული ,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის                           თავმჯდომარე                       საკრებულოს თავმჯდომარე                                         მანანა ბარბაქაძე                                                      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/qaris-eleqtrosadguri-1726235902.jpg
06/08/2025 19:44

სკრინინგის განცხადება!

 რიკოთის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის დაგეგმილი ცვლილება   სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს „ტაბას“ მიერ წარდგენილია „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის დაგეგმილი ცვლილების სკრინინგის  განცხადება. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge/. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ პროექტის შესახებ ინფორმაციას თანდართული დოკუმენტაციის სახით   იხილეთ მასალები        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_42_1_1_2_3.png
06/08/2025 16:21

7 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

             ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025  წლის 7 აგვისტოს  ბიუროს                რიგგარეშე   სხდომის                                                                   საკითხთა ნუსხა       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის  უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების  გამოყოფის შესახებ                         მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს                           იურიდიული ,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის                           თავმჯდომარე                  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ                        მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს                                  იურიდიული ,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის                           თავმჯდომარე                 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_8.png
01/08/2025 11:31

4 აგვისტოს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 04 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: შმაგი ხიჯაკაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ალექსანდრე ტაბატაძე ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე 4.,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ,რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 სექტემბრის №16 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მომხს: ზურაბი ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების განახლებული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ მომხს: როინ გელაშვილი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის, ეკონომიკის განყოფილების უფროსი . საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_7.png
30/07/2025 13:09

1 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 17 დეკემბრის N25დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_6.png
29/07/2025 15:34

30 ივლისს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ივლისის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 17 დეკემბრის N25დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე 3.,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ,რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 სექტემბრის №16 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მომხს: ზურაბი ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ მომხს: როინ გელაშვილი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის, ეკონომიკის განყოფილების უფროსი .
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9288.JPG
21/07/2025 16:38

ხარაგაულის მერმა თათბირზე სოფელ ღვერკსა და ხემაღალში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ვითარება, ინფრასტრუქტურული საჭიროებები და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები განიხილა.

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ვითარება, ინფრასტრუქტურული საჭიროებები და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები განიხილა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მეწყერულ ზონაში ამ დროისთვის გეოლოგიური მონიტორინგის ქვეშ 50 ოჯახი იმყოფება, 30 ოჯახი უკვე გადაყვანილია უსაფრთხო ტერიტორიაზე, ხოლო 20 ოჯახზე დაკვირვება გრძელდება. ხარაგაულის მერის განცხადებით, თითოეული ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მხარდაჭერით, ქირით განსახლებით ან ალტერნატიული საცხოვრებლით. შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა სტიქიის ზონაში განხორციელებულ გადაუდებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სოფელ ღვერკში რეაბილიტირდა შემოვლითი გზა, ხოლო ხემაღალის მიმართულებით დაგეგმილია 1.5 კმ-იანი ახალი გზის გაჭრა, რაც 9 ოჯახს მისასვლელს გაუმარტივებს. მდინარე ყარნების კალაპოტთან, სადაც პერიოდულად შეინიშნება მიწის მასის ცვენა, ჩატარებულია ტერიტორიის პრევენციული შესწავლა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით 5 პროექტის დაფინანსება მიიღო. მერის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. „მთის ფონდიდან შესაძლო დაფინანსების ფარგლებში დაგეგმილია ზვარის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, რომელიც სამ სოფელსა და საკურორტო ზონას მოემსახურება. ასევე განიხილება სოფელ ბჟინევის ცენტრალური გზის მოწესრიგების საკითხიც“, - განაცხადა მერმა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საჯარო რეესტრის მიერ მიწის აზომვითი სამუშაოების მიმდინარეობაზე. კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს დაავალა, რომ იმ სოფლებში, სადაც აზომვები ჯერ არ დაწყებულა, ადგილობრივ მოსახლეობას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია, რათა პროცესი სწრაფად და შეუფერხებლად წარიმართოს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_5.png
21/07/2025 15:54

4 აგვისტოს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 04 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ შმაგი ხიჯაკაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ალექსანდრე ტაბატაძე ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად