საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/169235393_416203156501711_4402367906786531543_n.jpg
05/04/2021 20:22

მერიამ სოციალური პაკეტების დაფინანსება გაზარდა

5 აპრილის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა 11 საკითხი განიხილეს. სხდომაზე წარდგენილი საკითხებიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სოციალურმა ცვლილებებმა და 2020 წლის ბიუჯეტის შეფასებამ. სხდომაზე თუ რა კონკრეტული ცვლილებები შევიდა დახმარების გაცემის წესში დაწვრილებით ისაუბრა სოციალური დაცვის განყოფილების  უფროსმა, ალექსანდრე ტაბატაძემ . „ოპერაციების თანადაფინანსება გაიზარდა- 700 ლარიდან- 1000 ლარამდე. ერთჯერადი დახმარებების გაცემის წესში შევიდა ცვლილება, სადაც დაფინანსება 100 ლარიდან- 500 ლარამდე განისაზღვრა, რომელიც გადაუდებელ და გამოუვალ მდგომარეობებში გაიცემა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შეფასების გათვალისწინებით. სოციალურ პროგრამას დაემატა ასევე ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ფარგლებში, მერია დააფინანსებს 6 წლამდე ასაკის ბავშვების სარეაბილიტაციო, ერთ კვირიან კურსს კურორტ ნუნისში-1400 ლარამდე. სხდომაზე ასევე იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გასული წლის ბიუჯეტის შესრულების  ანგარიშთან დაკავშირებით. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა 2020 წლის ბიუჯეტი 16 102 900 ათას ლარს შეადგენდა. ბიუჯეტში შემოსულობები შესრულდა-109%-ით,  გასავლები-84,1%-ით. მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა დადებითი შეფასება მისცა გასულ წელს ბიუჯეტით დაფინანსებულ სოციალურ პროგრამებს. მისივე განცხადებით პრობლემები იყო ხარჯვით ნაწილში, კერძოდ აუთვისებელი დარჩა ინფრასტრუქტურული თანხები. „ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობდა. ზუსტად, არსებული მდგომარეობის გამოსწორება არის ჩვენი მიზანი. ამისათვის მერიაში ახალი ხემძღვანელობაა მოსული, რომლებიც, მერთან კობა ლურსამანაშვილთან ერთად ძალისხმევას არ იშურებენ  პროექტების დროულად და ეფექტურად განხორციელებისთვის. ვფიქრობ ცენტრალური ხელისუფლებიდან დაფინანსებული პროექტები მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს ისე, რომ არ გაჩნდეს კრიტიკის საფუძველი. მზად ვართ  გავითვალისწინოთ და ვითანამშრომლოთ, როგორც მოქალაქეებთან, ისე მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოს წევრებთან. გამოვრიცხავ პერსონალურ მიდგომებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.  ერთად უნდა გავაანალიზოთ და სწორად შევაფასო ყველა გამოწვევა, რაც მოსახლეობისა და ხარაგაულის წინაშე დგას.“   ამავე სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მერიის ორი სამსახურის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ესენია:1. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური და შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახური.   შიდა აუდიოტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის განხილვისას, საკრებულოს დეპუტატმა, თორნიკე ავალიშვილმა შპს „ხარაგაული 2011“დაკავშირებით გამოთქვა შენიშვნები. მისი თქმით, შპს „ხარაგაული 2011“ -ის კუთვნილებაში არის ქონება, რომელსაც შპს-ს დირექტორი თავისი შეხედულებით განკარგავს და ბიუჯეტში შემოსავლებს არ ასახავს.“ სხდომაზე წარდგენილი საკითხები დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0235_2.JPG
01/04/2021 17:35

ხარაგაულის მერიის ინიციატივით მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა

როგორ აფასებს ხარაგაულის მოსახლეობა  წინა წლებში განხორციელებულ საბიუჯეტო პროგრამებსა და 2022-2025 წლებისთვის, რომელი პროექტების განხორციელებას მიიჩნევს პრიორიტეტულად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა შეხვედრა გამართა  პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად შექმნილ ჯგუფის წევრებთან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოსახლეობის გამოკითხვასა და პროექტების შედგენის პროცესში. პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად შექმნილი ჯგუფის თავმჯდომარეა, მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, ხოლო თანათავმჯდომარე, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი. შეხვედრაზე, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით,  მოსახლეობამ თავიანთი შეხედულებები და არჩეული პრიორიტეტბი მიმდინარე წელს წერილობით პირველად დააფიქსირა „გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია პროცესის ეფექტურად  და გამჭვირვალედ წარმართვისათვის.  რომლის საშუალებითაც ასევე უფრო მარტივად ვეცნობით მოსახლეობის საჭიროებებს.“  როგორც შეხვედრაზე სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ განაცხადა, გამოკითხვის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებში ძირითად  პრობლემად რჩება, სასმელი წყალი, გზა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მიუხედვად იმისა, რომ ბოლო წლებში, საკამაოდ დიდი თანხები გაიხარჯა ამ მიმართულებით. გამოკითხული მოსახლეობა ასევე მოითხოვს გარე განათებას, სოფლის მეურნეობის ტექნიკის შეძენას. საცხოვრებელი სახლების და დამხმარე ნაგებობების აღდგენას, ზოგან ნაგვის ურნებსა და უპატრონო ცხოველების იზოლაციას. მოსახლეობა ასევე დადებით შეფასებას აძლევს, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ბავშვების კვებას, სასკოლო ინფრსატრუქტურის მოწესრიგებას, სოციალურ პროგრამებს. გამოკითხვაში ასევე აღნიშნულია , რომ სოფლის მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი სპორტულ და კულტურულ სანახაობებზე.  ასევე სოფლებში არ არის სკვერები, პარკები, ატრაქციონები.“ მერის თანაშემწემ ჟანა ნემსაძემ ისაუბრა ინფრასტრუქტურულ და კულტურული პროექტების დაფინანსების მოპოვებაზე. მისი განცახდებით შესაძლებელია გრანტების მოპოვებაზე იმუშაოს მერიამ და თანადაფინანსებით მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0170.JPG
30/03/2021 17:18

საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

30 მარტის საკრებულოს სხდომაზე  ოთხი საკითხი განიხილეს. პირველი ორი საკითხი მოიცავდა ინფრასტრუქტურული პროექტების დამტკიცებას, რომელიც  სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა. სხდომაზე, წარდგენილ პროექტებთან დაკავშირებით გარკვეული განმარტებები გააკეთა მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული თითოეული პროექტი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა. მოსახლეობასთან ერთად პროექტების შერჩევის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ სოფლის წარმომადგენლებიც და დეპუტატებიც.  აქტიურობის შედეგია, რომ იმ სოფლებში, სადაც პრიორიტეტული პროექტისთვის საკმარისი თანხა არ იყო დავამატეთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მომავალშიც არაერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.   იქ სადაც  ამის აუცილებლობაა, მზად ვართ ბიუჯეტიდან საჭირო თანხები გავიღოთ.“ სხდომაზე საკითხის განხილვა დაძაბულ რეჟიმში წარიმართა, რასაც წინ უძღვოდა სიტყვიერი დაპირისპირება  საკრებულოს უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის.  საკრებულოს დეპუტატის, თორნიკე ავალიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტიდან არაერთი პროექტი დაფინანსდა, რომელთაგან ზოგი დაუსრულებელია, ზოგი კი უხარისხოდ არის შესრულებული.  „წყლის გარეშეა დარჩენილი ვარძიის, თეთრაწყაროსა და საქარიქედის მოსახლეობა, ეს პრობლემა წლებია დგას, თანხები გამოიყო, თუმცა საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა“ ვარძიის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატის, გივი ხიჯაკაძის  თქმით წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე მოსახლეობის ნაწილს მოუგვარდათ წყლის პრობლემა, ხოლო  რაც შეეხება მეორე ეტაპს სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა თეთრაწყაროში  წყლის პრობლემის მოსაგვარებლად მერიამ გარკვეული ღონისძიებები გაატარა, ამ ეტაპზე, შეძენილია ტუმბო და მიმდინარეობს ხარვეზის გამოსწორება. სხდომაზე ასევე განიხილეს საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხარგაულს გამოეყო მილიონ ორასი ათასი ლარი, რომელიც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. კერძოდ გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციას, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას. ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა დროულად და დააგვიანდა:-„ მნიშვნელოვანია, რომ პროექტები დაფინანსდა, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში, როცა პანდემიამ გარკვეული ფინანსური პრობლემები შექმნა.  თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით წვლილი შეიტანა როგორც საკრებულომ ისე მერიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ.’’    სხდომაზე,  ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით საკითხი წარადგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა. მისი განმარტებით, დამატებით საჭიროა ხელშეკრულებით დასაქმდეს შვიდი თნამშრომელი. კერძოდ: ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილებაში: სოცმუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი, ასევე სოციალურ სამსახურში სოც მუშაკი. ორი მათგანი კი დასაქმდება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის ასისტენტად.  კახა გოლუბიანის განმარტებით მერიის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება შემდეგში უნდა  ჩამოყალიბდეს სამსახურად და საჭიროა ორი ახალი შტატის შექმნა, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის. სხდომაზე წარდგენილი საკითხები მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/165971757_3047473095499843_5155115049163035981_o.jpg
29/03/2021 10:13

ხარაგაულში, გადაუღებელი წვიმების შედეგად დაზიანებული გზა სპეციალისტებმა დაათვალიერეს

სტიქიის შედეგად ბაზალეთი-ხარაგაულის გზაზე შექმნილ მდგომარეობას დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპროექტო სამსახურის უფროსი დავით კალაძე ამავე სამსახურის წარმომადგენლებთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. დავით კალაძის ინფორმაციით, სამსახურმა უშუალოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისგან მიიღო დავალება ადგილზე შეესწავლათ ხარაგაულში სტიქიით შექმნილი ეს კონკრეტული მდგომარეობა. კალაძე განმარტავს, რომ პირველადი სამუშაოები, რაც დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს, არის მდინარის კალაპოტის შეცვლა, რათა შეწყდეს კედლის გამორეცხვა და პროცესი დროებით შეჩერდეს. შემდეგი ნაბიჯი პროექტის მომზადება და აღნიშნულ ადგილზე ახალი საყრდენი კედელის აშენებაა. “პროცესი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში კედელმა გადაიწიოს და გზის ნაწილი ჩაიყოლოს. გვაქვს კოორდინაცია შესაბამის სამინისტროსთან და მინისტრის მოადგილეებთან, რომელთაც გუშინვე ვაცნობეთ შექმნილი მდგომარეობა და დღეს უკვე ჯგუფი ადგილზე ახდენს ტექნიკურ დათვალიერებას. ცხადია არსებული პროცესის აღმოფხვრა და სამუშაოების დაგეგმვა დაკავშირებულია ფინანსებთან და დროსთან, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დავიწყეთ. გავიარეთ კონსულტაციები და გვაქვს მხარდაჭერის იმედი. უახლოეს დღეებში დაიგეგმება მდინარის კალაპოტის სამუშაოები. ამის შემდეგ მომზადდება კედლის აშენების პროექტი. ჩვენ გვაქვს ექსტრემალურ ვითარებაში პროცესის მართვის კარგი გამოცდილება და ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემა მალე იქნება აღმოფხვრილი. რაც შეეხება ამ დროის მდგომარეობას, აღნიშნულ გზაზე გადაადგილების პრობლემა არ არის, თუმცა მოქალაქეებს ვურჩევთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ,”- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. დღესვე, ბაზალეთი-ხარაგაულის გზაზე შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს რკინიგზის სალიანდაგო დეპარტამენტის საინჟინრო ნაგებობების ცენტრის წარმომადგენლები, რადგან ზემოთ აღნიშნული გზა მდებარეობს ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარედ. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარკინიგზო ხაზს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თუ პროცესი დროულად არ შეჩერდა, მომავალში ამის საშიშროება დადგება. შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად, ხარაგაული-ბაზალეთის დამაკავშირებელ გზაზე ბზარი გაჩნდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1432.JPG
25/03/2021 12:16

კობა ლურსმანაშვილმა შშმ პირებს ეტლები გადასცა

  ხარაგაულში შშმ პირებისთვის სოციალური აქცია მიმდინარეობს.   სპეციალური საჭიროების ეტლი, რომელიც მერიამ ა/ო „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით და მხარდაჭერით მიიღო, 11 ბენეფიციარს გადაეცემა.  აქციაში პირადად არის ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირებისგან და მათი ოჯახის წევრებისგან პირადად ისმენს სხვადახვა საჭიროებებს, რომელსაც შემდეგ შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილავს. „განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია. მათი ადაპტაცია და გარემოსთან შეგუება კი, წლების მანძილზე ყველა ჩვენგანის საზრუნავი. თითქოს ცხოვრება მათ უამრავ შემზღუდველ ფაქტორს უწესებს, სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხარაგაულში პერიოდულად ვახორციელებთ სოციალურ აქციას, რომელიც მათთვის ინკლუზიური გარემოს შექმნას ემსახურება“- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.  მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისთვის ეტლების გამოყოფა ხარაგაულის მერიის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“ (დირექტორი ეკა შავიძე) ინიციატივით 2016 წლიდან ხორციელდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1297.JPG
24/03/2021 15:52

გერმანიაში დასაქმების მსურველ ხარაგაულელ აპლიკანტებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ხარაგაულში გერმანიაში დასაქმების მსურველებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა, რომელსაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული ბენეფიციარები ესწრებოდნენ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ ჩაატარა.   სააგენტოს შრომითი დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბედავამ დასაქმების მსურველებს დეტალურად განუმარტა საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შრომითი შეთანხმების პირობები.  ხარაგაულში მათ მიერ შეთავაზებულ იქნა კონკრეტული ვაკანსია - ეს არის კენკროვანების კრეფა და მცენარეების დარგვა, თუმცა, გიორგიმ ხაზგასმით განმარტა, რომ საბოლოოდ, გერმანულ მხარესთან შეთანხმებით, შესაძლებელია, სხვა ვაკანსიების შეთავაზებაც მოხდეს.  დამსაქმებელი მუშაობს 90 კალენდარული დღე, ანუ სამი თვე. დღეში - 8 საათი, შესვენება 30 წუთი. კვირაში 6 დღე, დასვენება - ერთი დღე.  მინიმალური ხელფასი შეადგენს ერთ საათში 9,50 ევროს, საიდანაც იბეგრება საშემოსავლოს 5%.  იმ კონკრეტულ ვაკანსიაზე, რომელიც ხარაგაულში იქნა წარმოდგენილი, დასაქმებულებს არ აუნაზღაურდებათ ბინის საფასური, რომელიც თვეში 150 ევროს შეადგენს. ბინა არის სამუშაო ადგილთან ახლოს და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთით და ტექნიკით. გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებელთან შეთანხმებით კომუნალურ გადასახადებს იხდის დასაქმებული. ასევე, კიდევ ერთი დადებითი მაჩვენებელი იმ ვაკანსიისა, რომელიც ხარაგაულში არის წარმოდგენილი არის ის, რომ დამსაქმებელი უზრუნველყოფს ერთ კვებას - საუზმეს. როცა სხვა შემთხვევაში ეს არ არის გათვალისწინებული. ამით დღეში 15 ევრომდე თანხა შეიძლება დაიზოგოს.  25 მარტიდან ხარაგაულის მერიაში იწყება დარეგისტირებული აპლიკანტების მეორე ეტაპი - ბაზაში რეგისტრაცია, რომლის ტექნიკურ უზრუნველყოფას მოახდენს მერის თანაშემწე ჟანა ნემსაძე.  გაითვალისწინეთ, რომ მეორე ეტაპის რეგისტრაცია უნდა მოხდეს წინასწარ ჩაწერის საფუძველზე, რის გამოც უნდა დარეკოთ ნომერზე -5 95 902720. 25 მარტიდან ზემოთ აღნიშნული რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 10 სამუშაო დღის ვადაში, ამის შემდეგ განხილვას იწყებს გერმანული მხარე და გეცნობებათ პასუხი. თუ დააკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას და სწორად და თანმიმდევრულად გაივლით დეტალებს, შერჩეული ნაკადი გერმანიაში გაემგზავრება 1 მაისს.   დღესვე შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს შეხვდნენ და მადლობა გადაუხადეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის, ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერისთვის და ინფორმაციის სწორად, დროულად და ეფექტურად გავრცელებისთვის.  შეხვედრაზე გიორგი გაბედავამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცედურების, რეგისტრაციის და ინფორმაციის სწორად მიწოდებაში დიდი როლი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას. დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პოტენციური დასაქმებულების უკან დაბრუნების აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ ბენეფიციარმა აუცილებლად უნდა შეიძინოს, როგორც გამგზავრების, ასევე, უკან დასაბრუნებელი ბილეთი.  „კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მოახდინოთ აპლიკანტების ინფორმირება იმ კუთხით თუ, რა საფრთხეს წარმოადგენს, დსაქმებულის განზრახვა - გადაწყვიტოს დარჩენა და დაარღვიოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. თუ ასეთი შემთხვევები გვექნება, ისინი საფრთხეს შეუქმნიან თავისივე მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ პროგრამით და მიიღონ ის სიკეთე, ფინანსური რესურსი თუ გამოცდილება, რასაც საქართველომ და გერმანიამ ერთობლივი შრომითი ხელშეკრულებით მიაღწიეს“- მიმართა გიორგი გაბედავამ ხარაგაულის მერს, რაშიც კობა ლურსმანაშვილის მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/163595835_3043121029268383_8839274851771322716_o.jpg
23/03/2021 10:47

კობა ლურსმანაშვილმა სოფლის კრებების შემაჯამებელი შეხვედრა ჩაატარა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შეჯამებით დაიწყო. როგორც მერმა აღნიშნა, სოფლის საერთო კრება ჩატარდა მუნიციპალიტეტის 79-ივე სოფელში, შედგა კრებების ოქმები და ყველა მცირე პროექტი უკვე აღრიცხულია მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.  საერთო ჯამში, 2021 წელს, ხარაგაულში სოფლის პროექტებით 156 მცირე პროექტი გაკეთდება.  კობა ლურსმანაშვილმა, პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზეც ისაუბრა და წარმომადგენლებს ამ კუთხით მაქსიმალური კონტროლისკენ და მონიტორინგისკენ მოუწოდა. „ჩვენ წარმატებით დავასრულეთ სოფლის პროექტების შერჩევა. ახლა შემდეგ ეტაპზე გადავდივართ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვინ იქნება ინდ/მეწარმე, ვისთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რა გამოცდილება აქვს. ამის პირად კონტროლზე აყვანას ვავალებ პირველ მოადგილეს, ვარმლამ ჭიპაშვილს. ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის პროექტებისთვის დაახლოებით 200 000 ლარამდე დავამატეთ და საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მოსახლეობასთან დროულად უნდა მივიდეს სიკეთე და ამავე დროს ხარისხიანად შესრულებული. სოფლის პროექტების მიმდინარეობას ორგანიზებას კვლავ დავით დევდარიანი გაუწევს და წარმომადგენლებს მათთან ექნებათ უშუალო კონტაქტი“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/163593613_3043339249246561_5116785482827019117_o.jpg
23/03/2021 10:20

ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის ორგანიზაციებში გასვლით შეხვედრებს მართავს

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში გასვლით შეხვედრებს აგრძელებს. დღეს იგი, საკრებულოს კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძესთან ერთად ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ესტუმრა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.  ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, მან გაერთიანების დირექტორისგან მამუკა ჭიპაშვილისგან და თანამშრომლებისგან პირადად მოისმინა საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია..  „ადგილზე გავეცანი სასწავლო პროცესს, მართალია დასწრება საშუალოა, მაგრამ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. გავესაუბრეთ თანამშრომლებს, დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურა, მოვისმინეთ რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა სჭირდებათ. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი არის განათლება და ამიტომ ადგილობრივ დონზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღსაზრდელებს უფრო მეტად კომფორტული გარემო შევუქმნათ. საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ახლახანს გავხსენით კიდევ ორი ახალი ბაღი. მე პირადად პედაგოგი ვარ და ზუსტად ვიცი რა შრომაა, რა ძალისხმევა და ენერგია სჭირდებათ მათ და როგორი პასუხისმგებლობა. კმაყოფილი ვართ მათი მუშაობით და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნებათ ხელშეწყობა. მერის დავალებაა ორგანიზაციებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გავეცნოთ და დროული რეაგირება გვქონდეს, გასვლით შეხვედრებს კვლავ გავაგრძელებთ“ - აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/162661284_3042448569335629_3195886852372462053_o.jpg
22/03/2021 10:00

ხარაგაული დაუნის სინდრომის დღეს შეუერთდა

ხარაგაული დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდა   „ჩვენ ვაკავშირებთ“ - ეს დაუნის სინდრომის 2021 წლის მსოფლიო გზავნილია.    ჩვენი და „მზის შვილი“ მარიამი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაუნის სინდრომის მატარებელი ყველაზე პატარა გოგონაა.   მარიამი უკვე კარგად გვიცნობს. იქ მისულებს ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ წლიდან წლამდე ამ დღეს ელოდება, უხარია.   მას ჩვენზე ერთით მეტი ქრომოსომა აქვს. უბრალოდ, გენეტიკურად შეხვდა ასე, მზემ აირჩია და იმიტომ.  ჩვენ ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ და რახან მარიამს უნდა ასე - ჩვენც მასთან ერთად მზის შვილები ვართ.   დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი ჩვენი გამოხმაურება, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, წელს, მარიამთან სტუმრობით გამოვხატეთ.   „მარიამ მიქიაშვილს წლებია ვიცნობ, ვიცით მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა და საჭიროებები. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. ახლაც, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მათ საცხოვრებელ სახლზე, გარკვეული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 21 მარტი სწორედ დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო დაწესდა. ამ დღეს განსაკუთრებით უნდა შევახსენოთ მსოფლიოს რომ მათ შეუძლიათ სრულფასოვანი ინტეგრაცია და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოებაში. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ სინდორმის მატარებელი ყველა პირისადმი. ხარაგაულის მერია, ნებისმიერი მასშტაბური სოციალური აქციის, ღონისძიების თუ პროგრამის ფარგლებში ითვალისწინებს მათ და ცდილობს მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდას.“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/161963871_2166338493501067_1515667086542022380_o.jpg
19/03/2021 09:53

შეამჩნიე - ხარაგაულის მერიამ სოციალური აქცია წამოიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად სოციალური ხასიათის აქცია შეამჩნიე წამოიწყო. აქციის ფარგლებში ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კიკნაძესთან და გენდერული თანასწორობის საკითხებში მერის თანაშემწე, ინგა ბერაძესთან ერთად სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი ბავშვების დედა თეა ბაკურაძე მოინახულა და მისი საჭიროებები მოისმინა. სულ მალე ის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამის მოსარგებლე გახდება. „თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ.განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ დედები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მათი ყოფითი ცხოვრება ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ“ - განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა. „ხარაგაულში ძალიან ბევრია მარტოხელა დედა, რომელსაც სტატუსი არ აქვს, მაგრამ, მძიმე პირობებში მარტო უწევთ ცხოვრება და ოჯახის მძიმე ტვირთის ზიდვა. ამ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, პერიოდულად შეისწავლის ასეთი ოჯახების საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად შეეცდება მათ დახმარება გაუწიოს“ - ამბობს ინგა ბერაძე. აქციის მიზანია შევამჩნიოთ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები და ამ ადამიანებს მათ საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა სახის დახმარება შევთავაზოთ.
სრულად