წარმატებილი პროექტები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
13/10/2022 17:13

17 ოქტომბრის ბიუროს სხდომა გაიმართება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1..ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,, ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება “ - ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მომხს: ზაზა კაციტაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბაზალეთის და სოფელ ვარძიის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_9.png
18/03/2022 12:40

21 მარტს ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

21 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება, დღის წესრიგით გათვალისწიენბული, შემდეგი საკითხები: საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხსენებელი: ოთარი ლურსმანაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხენებელი: ზურაბი ბანცაძე 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“-ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი: მაია ბლუაშვილი 4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი: ლალი ალექსიძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს N 33 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: პავლე კიკალიშვილი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_9.png
02/03/2022 18:58

4 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება

მიმდინარე წლის 04 მარტს 11.00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.   ბიუროს რიგგარეშე სხდომის   საკითხთა ნუსხა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N50/ 69.692133728 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 მარტის №7 დადგენილების ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ,” ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fgdfg.JPG
14/01/2022 12:04

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, სოფელ ხევში ამბულატორიის მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება საკრებულოს 13 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე. მან დეპუტატებს მოუწოდა ამბულატორიის მშენებლობისათვის თანხმობა მიეცათ 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის გადაცემის საკითხს. როგორც საკითხის მომხსენებელმა, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ აღნიშნა ამბულატორიის მშენებლობას , რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი ,,Hunan Road and Bridge Construction Group“ -ი კომპანია უზრუნველყოფს. ხევში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხევი-უბისას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გამო შენობა წითელ ზონაში მოხვდა. სხდომაზე ასევე განიხილეს 2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში წარსადგენი პროექტები. აღნიშნული საკითხი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით კონკურსში მერია სამ პროექტს წარადგენს: 1.მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ; 2.დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია; 3.ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.  მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი : “წინასწარ არ ვიცით ამ სამი პროექტიდან, რომელი დაფინანსდება. შეიძლება სამივე პროექტი დაფინანსდეს, შეიძლება ვერცერთი. ჩვენ შევეცდებით, რომ სამივეზე მივიღოთ გრანტი. გასულ წელს, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ორი პროექტი დაფინანსდა. სოფელ ხუნევში ბაღის მშენებლობა და დევების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის შექმნა. ხუნევის ბაღის მშენებლობისათვის მერიამ გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. დევების მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად  უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი.“  სხდომაზე წარდგენილი იყო ასევე საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა.  საბიუჯეტო ცვლილებაში ასახული იყო  2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთი. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე ხელმძღვანელობდა.  სხდომაზე წარდგენილი საკითხი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sdv.jpg
29/12/2021 15:58

ხარაგაულის მერია სოციალური პროგრამების დაფინანსებას ზრდის

დღეს  ბიუროს სხდომაზე ის ცვლილებები განიხილეს, რომლის მიხედვითაც იანვრიდან სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდაა დაგეგმილი. 100 წლისა და მეტის ასაკის მქონე პირებზე, ერთჯერადი დახმარება  1000 ლარამდე გაიზრდება, ეს პროგრამა  ამ დრომდე 500 ლარით განისაზღვრებოდა. გაზრდილია ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაც. ოთხი და მეტი შვილიან ოჯახებს მერია ერთჯერადად  თითო ბავშვზე 50 ლარს ურიცხავდა, მომავალი 2022 წლიდან კი თითო ბავშვზე ერთჯერადად 100 ლარი გაიცემა.  მარტოხელა მშობლები ყოველ თვეში ფულადი დახმარებას 50 ლარის ოდენობით მიიღებენ. მარტოხელა მშობლების დახმარება ამ დრომდე ერთჯერადად-200 ლარით იყო განსაზღვრული.  უსინათლო პირების, დევნილებისა და ომის ვეტერანების ყოველთვიური დახმარება 30 ლარიდან-50 ლარამდე გაიზარდა. სხდომას, სადაც საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს , საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები. 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ მომხს: დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის სამუშაო გეეგმის დამტკიცების შესახებ მომხს: დავით კიკნაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfv.jpg
20/12/2021 16:12

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 69213374 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213375 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213377 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213376 განკარგულებაში „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133723 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133724 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                   მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213372 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული , სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;   მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133727 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133725 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69213379 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133711 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133710 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 692133712 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133714 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ს თავმჯდომარის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133715 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133716 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                                                                                                                        მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი                                                                                 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ :          ა) საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;                                                                                                            მომხს: მარინე ხვედელიძე  ბ)  საკრებულო  ს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;   მომხს:  შმაგი ხიჯაკაძე   გ) საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა      კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი     დ) საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს: პავლე კიკალიშვილი                                                                                              ე) იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხტა და ეთიკის კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი საკითხებს 2022 წლის 3 იანვრის მორიგ სხდომაზე წარადგენენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0634.JPG
10/12/2021 21:39

რა სახის შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით

მუნიციპალიტეტის მერიამ  განიხილა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის   პროექტზე   მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ  გამოთქმული შენიშვნები  სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების გაზრდის თაობაზე. ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ სულ 13 შენიშვნა იქნა წარმოდგენილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ,  თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით  პასუხი დღეს ბიუროს წევრებს წარუდგინა.   მერიას მიზანშეწონილად და საჭიროდ მიაჩნია ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობა, სადაც ასევე გაიმართება საკრებულოს სხდომები. ვინაიდან ქვეყანაში განვითარებული კოვიდპანდემიის გამო აუცილებელია სანიტარული ნორმების, მათ შორის, დისტანციის დაცვა, რისთვისაც გამოყოფილი იქნება საკრებულოს ხარჯებში დამატებით 80,0 ათასი ლარი; ქუჩის უპატრონო ძაღლების მოვლითი ღონისძიებებისათვის დამატებით იქნება გამოყოფილი 6,0 ათასი ლარი, თუმცა ამ პროგრამის დაფინანსებით პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება, ვინაიდან წლებია მუნიციპალიტეტს აქვს მსგავსი გამოცდილება და არც სახსრები დაუზოგავს აღნიშნულ პროგრამაზე, რადგან მოსაძებნია სხვა ალტერნატიული გზა ცხოველთა თავშესაფარის მოსაწყობად მეზობელი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით. ნაგვის ბუნკერების დამატებითი განთავსების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 15 ნოემბერს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში ა(ა)იპ ,,ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხარჯებში უკვე გათვალისწინებულია  20,0 ათასი ლარი. სკრინინგ პროგრამების დასაფინანსებელი ხარჯები გათვალისწინებულია ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯებში, თუმცა საკრებულოს ოფისის ხარჯებში გენდერული საჭიროებებისათვის დამატებით იქნება გამოყოფილი 3,0 ათასი ლარი. სასოფლო ამბულატორიების მოვლა-პატრონობისათვის (კომუნალური და სხვა ხარჯები) 2022 წლის წარმოდგენილ პროექტში უკვე გათვალისწინებულია 8,0 ათასი ლარი ,,ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების რეაბილიტაცია, მშენებლობა, აღჭურვა პროგრამული კოდი 06 02 „ -ზე. რაც შეეხება ეზოების შემოღობვას, თუ კონკრეტული ამბულატორია იქნება მუნიციპალიტეტის ბალანსზე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მუნიციპალიტეტი შეძლებს პრობლემის მოგვარებას. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისათვის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად გამოყოფს სახსრებს, მაგრამ ჯერ არ შემოსულა არცერთი პროექტი. მიუხედავად ამისა 2022 წლის ბიუჯეტში კვლავ იქნება გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისათვის 15,0 ათასი ლარი.  ამასთან შეგახსენებთ რომ არსებობს უამრავი სახელმწიფო პროგრამა, (დანერგე მომავალი; აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტი; შეღავათიანი აგრო-კრედიტი და სხვა) რომელიც ხელმისაწვდომია  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის  და დაინტერესებულ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამებში. გონივრული ინიციატივების წარმოდგენის შემთხვევაში დამატებით დაფინასებასაც  გამოვყოფთ.   საკრებულოს ხარჯებში კომპიუტერების შესაძენად დამატებით იქნება გათვალისწინებული 5,0 ათასი ლარი. მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის ხარჯებისათვის დამატებით გამოიყო 30,0 ათასი ლარი და გახდება 80,0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და ა(ა)იპ-ების საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდაზე მიმართული იქნება 919,2  ათ. ლარი,  თანამშრომელთა ხელფასების ზრდა მოხდება კარიერული სქემის შესაბამისად.   აქედან 400,0 ათ. ლარი  გათვალისწინებულია ა(ა)იპ-ების ხელფასების და 519,2 ათ. ლარი დანარჩენი საჯარო მოსამსახურეების ხელფასების მოსაწესრიგებლად. სოფელ მარელისში მზაობის ჯგუფის სათანადო პირობებში ფუნქციონირებისათვის შესწავლილი იქნება საკითხი ხარაგაულის რესურსცენტრისა და ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად და შესაბამისად გადაწყდება აღნიშნული საკითხი. მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა გაიზარდა 20,0 ათასი ლარით, კერძოდ გაიზარდება თითოეულ ბავშზე დახმარების ოდენობა და 50 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით. სამხედრო სამსახურის ხარჯებისათვის დამატებით საჭიროა 3,0 ათასი ლარი.  სულ, ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების ასაღებად დამატებით  საჭიროა 1 081,2 ათასი ლარი.    განკარგულება ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  2022  წლის  ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_4.png
30/11/2021 15:31

ახალი საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს 2021  წლის   03 დეკემბრის პირველი მორიგი   სხდომის დღის წესრიგი                                                  სხდომის პირველი ნაწილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის გახსნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  მიერ,   ხარაგაულის N48 .საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება,            3.უხუცესი წევრის მიერ სხდომის წაყვანა    ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა,     სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა,       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული  საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და წინა მოწვევის საკრებულოს  წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ     სხდომის მეორე ნაწილი         1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა,   5. საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაცია,   ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და საკრებულოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება          7.საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეთა არჩევა:   ა) საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   ბ) იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   გ) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   დ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა   კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   ე) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცება.   განკარგულება  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_3.png
15/11/2021 22:28

გაეცანი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს

გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მიმდინარე წლის 12 ნოემბერს დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადმოგზავნილი „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი“. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტებს ვაქვეყნებთ მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე და ა.ა.ი.პ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის მეშვეობით, გაზეთ ,,ახალ ხარაგაულში“. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის ნახვა ასევე შეუძლიათ ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებულ საკრებულოს აპარატში. გთხოვთ, საკითხით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ორგანიზაციებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგინოთ საკრებულოს აპარატში არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 24 ნოემბრისა. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის, პატივისცემით საკრებულოს აპარატი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი  2022-2025 წლების პირველადი პრიორიტეტების დოკუმენტი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sadfafafs89g56dg4s6d5hg4ds6fh54sd6f.jpg
27/10/2021 17:00

ვარლამ ჭიპაშვილი კვლავ მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებს

პირველი საკადრო გადაწყვეტილება Ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე, ვარლამ ჭიპაშვილი ახალი ვადით დაინიშნა. ვარლამ ჭიპაშვილი, დღეიდან, 27 ოქტომბრიდან საკუთარ უფლებამოსილებას, მერის უფლებამოსილების ვადით შეასრულებს. Შეგახსენებთ რომ ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2020 წლიდან მუშაობს. ვარლამ ჭიპაშვილს საკურატორო სფეროდ საფინანსო-საბიუჯეტო მიმართულება, ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური და კულტურა - განათლება განესაზღვრა.
სრულად