საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0938.JPG
21/05/2020 17:47

ხარაგაულში საგანგებო მდგომარეობის პირობებში დახმარებები ხუთ ეტაპად გაიცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში მოწყვლად ჯგუფებთან საკვები პროდუქტების გაცემა ხუთ ეტაპად განახორციელა. მეხუთე ეტაპზე 19-20 მაისს პროდუქტის ნაკრები მიიღო 20 ადმინისტრაციული ერთეულის 150-ზე მეტმა მოქალაქემ! საერთო ჯამში ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწია მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 1 000 ზე მეტ მაცხოვრებელს, კერძოდ, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, ტოტალურ უსინათლოებს, ომის ვეტერანებს, შშმ პირებს და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს! საკვები პროდუქტების დაფასოებაში და დარიგებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წრმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები!  პანდემიის პირობებში მუნიციპალიტეტის მერიამ ასევე, სხვადასხვა სახის მომსახურება გაუწია ათეულობით მოქალაქეს. ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გასაცემად გამოიყო 30 000 ლარი, ხოლო საკვები პროდუქტების შესაძენად და უფასო პურის აქციის განსახორციელებლად საერთო ჯამში - 43 000 ლარი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/99157933_250441716387630_4178965864332132352_n.jpg
21/05/2020 17:36

ხარაგაულის მერი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგს ახორციელებს

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგს ახორციელებს!  2020 წელს ხარაგაულში 21 პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 4 464 485 ლარი დაიხარჯება. მათ შორისაა როგორც საგზაო ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა! კომპანიები სამუშაოებს ჯანდაცვის სამინისტროსა დ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ახორციელებენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0961.JPG
21/05/2020 14:44

ნიკოლოზ თოფურიძე ძირულა-ხარაგაულის გზის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კომპანია „black sea group“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. საუბარი შეეხო, ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის(25 კმ.) მშენებლობის ფარგლებში, დაბა ხარაგაულში, მემორიალთან არსებული ხიდის რეაბილიტაციას, ასევე სასტუმროსთან მდებარე სახიდე კონსტრუქციების დემონტაჟისა და ახალი ხიდების მოწყობის საკითხს. გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს, დაბა ხარაგაულში ასფალტის საფარის დაგების ფ არგლებში ტროტუარების და განივების საკითხის მოგვარებაზე.  ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაბის ტერიტორიაზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს მწვანე ზოლი და ფასადები. ადგილობრივი თვითმმართველობა და გზის მშენებელი კომპანია დიალოგის რეჟიმში, ურთიერთშეთანხმებით აგრძელებენ თანამშრომლობას. რაც შეეხება ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის რეაბილიტაციას, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მაისის ბოლოს ძირულიდან ხარაგაულის მიმართულებით 3კმ-მდე ასლფასლტის საფარი მოეწყობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/96348541_2572678969639153_2131893183003492352_n_1.jpg
15/05/2020 10:31

ხარაგაულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

 ქვეყანაში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები განახლდა. გაგრძელდა როგორც საგზაო ინფრსტრუქტურის მშენებლობა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მშენებლობა, მათ შორის ვვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების და კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0402.JPG
08/05/2020 16:48

ხარაგაულის მერიამ 600 აღსაზრდელს საკანცელარიო ნივთები შეუძინა

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტის, ნათია კაციტაძის ინიციტივითა და მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის მხარდაჭერით, ხარაგაულის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკანცელარიო სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული, ფერადი ფლომასტერები და გასაფერადებელი სტიკერებით - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ბავშვებისთვის სპეციალურ ჩანთებშია განთვსებული. სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც სკოლამდელ დაწესებულებთა გაერთიანებამ შეიძინა დღეს მიიღეს და აღსაზრდელთა მშობლებს მისი წაღება 11 მაისიდან შეეძლებათ. ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, სასაჩუქრე ნაკრები გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღების 600-ივე აღსაზრდელს გადაეცემა. „ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, განათლების სამინისტროდან მივიღეთ რეკომენდაციები როგორ უნდა ემუშავათ ბავშვებს დისტანციურად და რა აქტივობები  განეხორციელებინათ, რომ დიდი დრო არ გაეტარებინათ ტელევიზორებთან და ტელეფონებთან. აღმზრდელების მიერ მიწოდებული აქტივობების შესასრულებლად ბავშვებს ესაჭიროებადათ შესაბამისი მასალა.  სამწუხაროდ, ბევრმა ოჯახმა  ვერ  მოახერხა ნივთების შეძენა და გაჩნდა იდეა როგორმე დავხმარებოდით ამ ოჯახებს. იდეა გავაცანი როგორც ხარაგაულის მერს ასევე, ბაღების გაერთიანების დირექტორს და ჩვენ ერთად განვახორციელეთ ეს აქტივობა, მადლობა მათ მხარდაჭერისთვის, ბავშვები ძალიან გაიხარებენ!“ - აღნიშნა ნათია კაციტაძემ. „ძლიან მომეწონა იდეა! ბავშვებმა   გაურკვეველ ვითარებაში შეწყვიტეს სწავლა და დარჩათ ბაღში საკუთარი პორტფელიოები, რომლის წაღებაც ვერ მოასწრეს. ყველას არ აქვს საშუალება შეიძინოს საკანცელარიო ნივთები, ზოგიერთი იზოლაციის პირობებშია, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია სასაჩუქრე ნაკრების ადგილზე მიწოდება. მადლობა ქალბატონ ნათიას იდეის მოწოდებისთვის და მადლობა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს მამუკა ჭიპაშვილს იდეის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის, ეს მნიშვნელოვანი საქმეა!“ - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/xfgnhxcvbxcvnhjbjn%20(1).jpg
08/05/2020 15:48

ხარაგაულის საკრებულო მორიგ სხდომას 11 მაისს გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 11 მაისის სხდომის დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ მომხს: ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;  მომხს: ნინომაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 – 2021 წლების ეკონომიკური განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 1908 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.03.34.117). პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, იჯარის ფორმით ერთი წლის ვადით კომპანია hunan bridge construqcion group co. Itd -სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N48-ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 256 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზედ მდგარი 150.50 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ 36.01.33.165) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 17 ოქტომბერს შექმნილი „დროებითი სამუშაო ჯგუფისათვის“ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; მომხს: მალხაზ ფხალაძე სხვადასხვა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნის გაცნობა  მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ახალი კორონა ვირუსის covid- 19 -ის გავრცელების გამო, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა საჭიროებები და ვერ ახერხებენ მათ მოგვარებას, აღნიშნულ პირთა საჭიროებების უზრუნველყოფის ორგანიზების მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მონიტორინგის შესახებ; მომხს: მანანა ბარბაქაძე  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0299.JPG
06/05/2020 11:12

ხარაგაულის მერია ერთჯერადი დახმარების მიზნით 20 000 ლარის გამოყოფაზე საკრებულოს მიმართავს

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ხარაგაულის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, აუცილებელია, მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოიყოს 20 000 ლარი ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნით! კერძოდ, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მოქალაქეებს, რომლებმაც დროებით დაკარგეს შემოსავლის წყარო და ვერ უზრუნველყოფენ მედიკამენტების შეძენას, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილება ს და სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაეწიოთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ხარაგაულის მერია ზემოთ აღნიშნულის განსახორციელებლად საბიუჯეტო ცვლილე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0315.JPG
05/05/2020 14:16

რა გადაწყვეტილება მიიღო ხარაგაულის სამუშაო ჯგუფმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში

დღეს ხარაგაულის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. შეხვედრაზე ისაუბრეს მერიის მიერ ეპიდვითარების ფონზე შემუშავებული სხვადახვა სოციალური პროგრამებისა და აქციების შესახებ. მერმა მოისმინა ერთგვარი ანგარიში, კონკრეტულად რომელ მოწყვლად ჯგუფებზე გაიცა დახმარებები და დღეის მდგომარეობით, რამდენად დიდია მომართვიანობა მოსახლეობის მხრიდან. მერის ინიციატივით, ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება - მერიის სარეზერვო ფონდიდან დამატებით, კიდევ ერთხელ გამოიყოს 7 000 ლარი, რათა მოსახლეობამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სგანგებო ვადის პირობებში მიიღოს სხვადსხვა სახის სოციალური დახმარებები! დღემდე მერიის სარეზერვო ფონდიდან ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 24 000 ლარი დაიხარჯა, საერთო ჯამში კი - 36 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 1000 -მდე ბენეფიციარმა მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0920.JPG
18/04/2020 17:21

ამ დრომდე ხარაგაულის მერია 500-მდე ოჯახს დაეხმარა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოწყვლად ჯგუფებთან საკვები პროდუქტების მიტანას განაგრძობს.  პირველ ეტაპზე, მერიამ, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებზე((206) გასცა საკვები პროდუქტის ნაკრები. მეორე ეტაპზე სამიზნე ჯგუფად მრავალშვილიანი ოჯახები(107) განისაზღვრა, ხოლო მესამე ეტაპზე მერიისგან დახმარება მიიღო მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ტოტალურმა უსინათლოებმა (20), მარტოხელა მშობლებმა(24) და მარჩენალდაკარგულმა ოჯახებმა(29). ხარაგაულის მერის ინიციატივით მიმდინარეობს და 21 აპრილამდე გაგრძელდება უფასო პურის აქცია, რაც დაბა ხარაგაულში მცხოვრები 43 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის პურის ადგილზე იწოდების სერვისს გულისხმობს. სააღდგომოდ ამ ბენეფიციარებიდან მრავალშვიოლიან ოჯახებს პურთან ერთად პასკა გადაეცათ.  მერიამ თითქმის დააკმაყოფილა ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით მოქალაქეთა მოთოხვნები, სხვადასხვა სახის მომსახურებისთვის.  ხარაგაულში დარეგისტრირებული მცირე მეწარმეების და სხვა კერძო შემომწირველების თანადგომით, მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა საკვები პროდუქტი გადასცეს 100-ზე მეტ ოჯახს.  ხარაგაულის მერია მოწყვლად ჯგუფებთან საკვები პროდუქტების მიტანას კვლავ განაგრძობს.  ამ დროისთვის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა 17 000 ლარია, რომელიც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე სხვადასხვა სოციალურ აქტივობებზე მიიმართა!  10 000 ლარზე მეტი დაიხარჯა ასევე ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბიუჯეტიდან, რომლითაც კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტი იქნა შეძენილი. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0924.JPG
17/04/2020 18:48

ხარაგაულის მერიამ სააღდგომო ნობათი გასცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ სააღდგომო ნობათის გაცემა დაიწყო დღეს, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტის ნაკრები, მათ შორის კვერცხი, პასკა და ტკბილეული, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს გადაეცათ. საერთო ჯამში სააღდგომო ნობათი მიიღო 53-მა ოჯახმა. დღესვე, მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით, მერიამ 20-მდე ოჯახი დააკმაყოფილა საკვები პროდუქტით და პურის ფქვილით! პროდუქტის დარიგებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ! დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე საკვები პროდუქტებით დახმარება გაეწია 484 ოჯახს. კერძოდ, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პირებს, მრავალშვილიან ოკახებს, ტოტალურ უსინათლოებს, მარტოხელა მშობლებს და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს! ხარაგაულის მერია კვლავ გააგრძელებს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას.
სრულად