საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/93539002_3187420737957659_1964419553295335424_o.jpg
14/04/2020 15:22

ძირულა-ხარაგაულის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

ძირულა-ხარაგაული-მოლითის 25 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო!  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ორ ლოტადაა დაყოფილი. პირველ ლოტზე ძირულა-ხარაგაული-მოლითის 25 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსხვილმარცვლოვანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა სისქით 10 სმ, , კმ 0+780 დან კმ 1+100 მდე მონაკვეთზე. სამუშაოებს კომპანია BLACK SEA GROUP ახორციელებს.  მეორე ლოტზე მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის ასევე, 25 კილოეტრიან მონაკვეთზე ამ დროისთვის საყრდენი კედლების, გაბიონების და მილხიდების მოწყობა მიმდინარეობს! გზის ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის მშენებლობას კომპანია „აკორდი“ ახორციელებს!  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0515.JPG
13/04/2020 14:49

ხარაგაულში მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცა

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებ საკვები პროდუქტები გადაეცა. მუნიციპალიტეტში, დღეის მდგომარეობით, სულ 105 მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს! ხარაგაულის მერიაში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპზე მიზნობრივ ჯგუფად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები განისაზღვრა. პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება 206-მა მარტოხელა, მარჩენალდაკარგულმა მოქალაქემ მიიღო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/p084ndkl.jpg
13/04/2020 13:14

ხარაგაულის მერია მოსახლეობას მიმართავს

ხარაგაულის მერია, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ: დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის ტერიტორიაზე არცერთი პირი არ იმყოფება კარანტინში და თვითიზოლაციაში. მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის არ ყავს კორონავირუსით დაინფიცირებული არცერთი პაციენტი. თერჯოლის კლასტერის ოჯახის წევრთან კონტაქტში მყოფ ხარაგაულელებს გაუვიდათ თვითიზოლაციის პერიოდი და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს!  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მუდმივ კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტში მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირის ადგილზე მკურნალობის ან სტაციონარში გადაყვანის შემთხვევებს!  თუ თქვენ გამოგივლინდათ რესპირაციული სიმპტომები, მაგრამ პირველ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ჩაითვალა თქვენი ცხელების ცენტრში გადაყვანა, რჩებით სახლში ოჯახის ექიმის სატელეფონო მეთვალყურეობის ქვეშ, რაც ნიშნავს, რომ ოჯახის ექიმს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომდგენელს მუდმივად ექნება თქვენთან სატელეფონო კავშირი და შეამოწმებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ხოლო თუ საჭიროდ ჩაითვალა თქვენი გადაყვანა ცხელების ცენტრში, 112-ის მოსვლამდე, გთხოვთ, დაიცავით თვითიზოლაციის და სოციალური დისტანცირების წესები. სამედიცინო პერსონალი მუშაობს თქვენთვის და თქვენი ჯანმრთელობისთვის 24 საათის განმავლობაში; დისტანციურ რეჟიმში თქვენ შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე მიიღოთ ექიმის კონსულტაცია. ▶ ვლადიმე თხელიძე, კარდიოლოგი - 59514 74 07; ▶ ჯუნი ფერაძე, კარდიოლოგი - 577 09 04 30; ▶ მარიკა ნაცვლიშვილი - ენდოკრინოლოგი - 599 96 90 76; ▶ აზა ფურცელაძე , ოჯახის ექიმი - 593 68 14 09; ▶ ნანი არევაძე - პედიატრი - 597 17 74 97; ▶ ზაური ჭუმბურიძე, ქირურგი - 593 34 44 14; ▶ ეთევან აბრამიშვილი, ოჯახის ექიმი - 595 03 07 76; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გისურვებთ ჯანმრთელობას! 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0071.JPG
09/04/2020 10:48

ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით დიალიზზე მყოფი მოქალაქეები დამატებით თანხას მიიღებენ

ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის 8 აპრილის N49 572 ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ჰემოდიალიზზე მყოფ 14 მოქალაქეს სამი თვის განმავლობაში პირად ანგარიშზე, ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 200-200 ლარი ჩაერიცხება. ხარაგაულის მერიის ჯანდცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური პროგრამების მუხლიდან ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეები ყოველთვიურად 100-100 ლარს იღებენ. „ახლა, როცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირება შეზღუდულია, გადავწყვიტეთ, დიალიზზე მყოფ ადამიანებს ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად დამატებით, სამი თვის განმავლობაში, პირად ანგარიშზე 100-100 ლარი ჩავურიცხოთ, თანხას სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ“, - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0244.JPG
03/04/2020 17:47

ხარაგაულის მერია ხანდაზმულებს საკვებ პროდუქტებს ურიგებს

ხარაგაულის მერიამ მუნიციპალიტეტის სოფლებში 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებზე საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოხალისეთა ჯგუფის წევრები.  პირველადი მოხმარების პროდუქტს ხარაგაულის მერიისგან 206 მარტოხელა მოქალაქე მიიღებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის 78 სოფელში სწორედ ამ სტატუსით ცხოვრობენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხანდაზმულებს სხვა საჭიროებებზეც ესაუბრებიან და საჭიროების შემთხვევაში მათ დახმარებას სთავაზობენ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0950_1.JPG
31/03/2020 16:34

ხარაგაულში პროექტებზე სამუშაოები სპეციალური პირობების დაცვით გაგრძელდება.

დღეს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, იმ მეწარმეებს შეხვდა, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებენ. → კომპანიის ხელმძღვანელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ის აუცილებელი მოთხოვნები გააცნეს, რაც მუნიციპალიტეტში სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში უნდა დაიცვან!  კორონა ვირუსის პრევენციის და კონტროლის მიზნით, კომპანიის წარმომდგენლებმა ყოველდღიურად უნდა აკონტროლონ დასაქმებულის ტემპერატურა სამუშაოზე გამოცხადები ს მომენტისთვის! → მეწარმეებს გადაეცათ სპეციალური კითხვარი, რომელიც დასაქმებულმა პირმა უნდა შეავსოს. → უნდა გაკონტროლდეს პერსონალის ტრანსპორტით ჯგუფურად გადაყვანის პროცესი. აუცილებელია ტრანსპორტს რეგულარულად ჩაუტარდეს დეზინფექცია, მგზავრები ისხდნენ ჯვარედინად, დისტანციურად და შიგნით მსხდომ პირებს ეკეთოთ პირბადე. → პერსონალის ჯგუფური კვებისას დაცული უნდა იქნეს საგანგებო სიტუაციებით გასაზღვრული მოთხოვნა, პერსონალის სოციალური დისტანცია და ჰიგიენური ნორმების დაცვა. დასაქმებული პირები საცხოვრებელ გარემოში არ უნდა იყვნენ კომპაქტურად შესახლებული. → მუნიციპაიტეტი ვალდებულია მიამაგროს მაქსიმუმ 2 ობიექტზე ერთი პერსონა ზემოთ აღნიშნული პირობების დაცვის კონტროლის მიზნით. → ხარაგაულის მერის ინფორმაციით, კონტრაქტორი იმ შემთხვევაში გააგრძელებს პროექტზე სამუშოებს თუ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას შეასრულებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0897.JPG
31/03/2020 14:30

ხარაგაულში 26-მა მარნეულელმა საკარანტინო სივრცე დატოვა

დღეს ხარაგაულში დასაქმებულმა მარნეულის 26-მა მაცხოვრებელმა თვითიზოლაციის სპეციალური სივრცე დატოვა. მათ გამოსვლის წინ გაიარეს სამედიცინო შემოწმება და არცერთს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, ასევე, 14 დღის განმავლობაში არცერთ მათგანს დაფიქსრებია ტემპერატურის მატება. როგორც დამსაქმებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პირები სამუშაო პროცესს ხვალიდან დაუბრუნდებიან! მარეულის მაცხოვრებლებს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და ყველა მათგანი გააფრთხილა, რომ დროებით თავიანთ ქალაქში წასვლისგან თავი უნდა შეიკავონ! ხარაგაულში ამ დროისთვის 8 პირი რჩება თვითიზოლაციაში და არცერთი კარანტინში. მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ ყავს კორონა ვირუსით დაინფიცირებული პირი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/91417502_1074032659635956_2096138589581606912_n.jpg
30/03/2020 14:43

ხარაგაულის მერია მოსახლეობას მოუწოდებს!

სწორედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შეინიშნება თავშეყრა სოფლებში! სწორედ იმიტომ, რომ ჯერ ისევ იკრიბებით ოჯახებში და მეგობრების წრეში!  სწორედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ იცავთ სრულყოფილად სოციალურ დისტანციას და ასევე, სრულყოფილად არ ითვალისწინებთ რეკომენდაციებს! სწორედ ამიტომ, დღეს, ჩვენი მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა სოფელ-სოფელ ჩამოიარეს, რათა ადგილზე მოახდინონ თქვენი ინფორმირება!  ახლა, როცა ქვეყანა ეპიდემიის შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია კატეგორიულად მოგიწოდებთ - გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გამოხვიდეთ გარეთ! გაუფრთხილდით ერთმანეთის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში დაეხმარეთ ქვეყანას ეპიდემიის გავრცელების შეჩერებაში!!!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0860.JPG
30/03/2020 14:36

რა შედის პროდუქტის ნაკრებში ხარაგაულელი ბავშვებისთვის

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის გადასაცემი საკვები პროდუქტების დაფასოება დაიწყო! პროცესში მონაწილეობას იღებენ ხარაგაულის მოხალისეთა ჯგუფის წევრები! ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ეს პროცესი ორი დღე გაგრძელდება და როგორც ნავარაუდევი იყო, არამალფუჭებადი პროდუქტების ნაკრების გაცემა 1 აპრილიდან დაიწყება! საერთო ჯამში, ერთი თვის(მარტი) რაციონი ერთ ბავშვზე ასე გამოიყურება:  წიწიბურა - 1კგ, ბრინჯი - 1კგ, შაქარი - 1 კგ, ზეთი - 1 ლტ. მანის ბურღული - 1კგ, ვაფლი - 1კგ, კანფეტი - 1კგ, ორცხობილა - 1კგ, შესქელებული რძე - 1 ქილა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის ნაკრებს 600 ბავშვი მიიღებს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0862.JPG
30/03/2020 12:44

ხარაგაულში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს პურს ურიგებენ

ხარაგაულის მოხალისეთა ჯგუფი განაგრძობს პურების და საკვები პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობისთვის, მომართვიანობის საფუძველზე. გრძელდება ასევე, მოსახლეობის ინფორმირება სოფლებში სპეციალური ხმოვანი აპარატურით, რათა დაიცვათ რეკომენდაციები და დარჩეთ სახლში! დღეს კიდევ გამოჩნდა ერთი მეწარმე - დათო თაბუკაშვილი, რომელმაც მოხალისეთა ჯგუფს ზეთი და ლობიო გადასცა. დათო გააგრძელებს ასევე, პურების მიწოდებას დაბაში მცხოვრები 20 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის, მას შემდეგ, რაც 5 აპ რილს დავით გაჩეჩილაძის 1000 პურის აქცია დასრულდება.  გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ მცირე მეწარმეებს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. დათო თაბუკაშვილის დახმარებით, დღეს საკვები პროდუქტი გადავეცით ოჯახს ისლარში, რომლის წევრებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან!  მოხალისეთა ჯგუფის ყველა აქტივობა და დავალება ხორციელდება ხარაგაულის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით! მოხალისეებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი და იცავენ ყველა რეკომენდაციას!
სრულად