საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
27/03/2020 20:04

30 მარტს საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2020 წლის 30 მარტის რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის, 19 დეკემბრის, N27 დადგენილებაში - „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ნინო მაღლაკელიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის, 14 ივლისის, N19 დადგენილებაში - „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: კახაბერ გოლუბიანი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0790.JPG
27/03/2020 13:50

ხარაგაულის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს პროდუქტის ნაკრები გადაეცემა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტების ნაკრები გაიცემა! პროდუქტების მიღების და დაფასოების პროცედურები, ბაღების გაერთიანებაში, დღეს დაიწყო, რომელშიც ხარაგაულის მერიაში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრები იღებენ მონაწილეობას! ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, შედგენილია სიები და პაკეტები სოფლის საბავშვო ბაღებში მოხალისეთა დახმარებით დარიგდება, საიდანაც აღსაზრდელების მშობლები თავად  წაიღებენ კუთვნილ პროდუქტს. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, პროდუქტის ნაკრების გაცემა, სავარაუდოდ, 1 აპრილიდან დაიწყება. ამ დრომდე კი, პროდუქტების შემოტანის და დაფასოების პროცედურები გაგრძელდება. არამალფუჭებადი პროდუქტის გადაცემა აღსაზრდელთა მშობლებისთვის იმ დრომდე გაგრძელდება ვიდრე სწავლა არ აღდგება!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/90617460_972290739832295_6286000506770817024_n.jpg
26/03/2020 17:53

ხარაგაულში დასაქმებული მარნეულელების საკარანტინო ვადა ხუთ დღეში მთავრდება

ხარაგაულში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მარნეულის მაცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია!  დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორმა, შმაგი ხიჯაკაძემ, ადგილზე ნახეს ის საცხოვრებელი ფართები, სადაც მარნეულელი პირები თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებიან! ისინი თავს კარგად გრძნობენ და კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. სამედიცინო შემოწმებას მარნეულის 26 მოქალაქეს დღეში სამჯერ უტარებს ოჯახის ექიმი. ფართში, სადაც მარნეულელი მოქალაქეები იმყოფებიან დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, პირები კონტროლდებიან უსაფრთოხების თანამშრომლის მიერ. დამსაქმებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საკარანტინო პერიოდში სრულად უზრუნველყოფენ დასაქმებულების კვებას და შრომით ანაზღაურებას. თვითიზოლაციაში მყოფ პირებს საკარანტინო პერიოდი 31 მარტს უმთავრდებათ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/90755995_676902163063185_7304280288501170176_n.jpg
26/03/2020 17:45

ხარაგაულში სანიაღვრე არხები ეწყობა

 ხარაგაულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამჟამად მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა თაბუკაშვილის ქუჩაზე.  პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე სანიაღვრე არხი 9 აპრილის ქუჩაზე და გაიწმინდა მდინარე ჯიხველას კალაპოტი. სამუშაოები სტიქიის ფონდით ფინანსდება და კომპანია „ხარაგაულმშენი“ ასრულებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0727.JPG
25/03/2020 16:56

ხარაგაულში დასაქმებულ მარნეულელებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ

ხარაგაულში დასაქმებული მარნეულის მოქალაქეები თვითიზოლაციაში არიან!   მათ ტემპერატურა და კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები ამ დროისთვის არ აღენიშნებათ!   დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე იმ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მარნეულის 26 მოქალაქეა დასაქმებული და მათი ჯანმრთელობისა და იზოლაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.   შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მერიის და ჯანდაცვის მხრიდან იზოლაციის პირობების გამკაცრებას და მათ საცხოვრებელ სახლებთან დაცვის თანამშრომლების დაყენებას.   ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვალ დილით პირადად ნახავენ იმ ფართებს, სადაც მარნეულის 26-მა მოქალაქემ 14 დღიანი იზოლაციის პირობები უნდა გაიაროს.   ამ პერიოდში დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს მათ კვებას და შრომის ანაზღაურებას!      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sssl%3Bksjf908.png
24/03/2020 14:09

ხარაგაულის მოხალისეთა ჯგუფი მოსახლეობას ემსახურება

ხარაგაულის მერიაში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრები ორი დღეა, მერიის ორგანიზებით სხადასხვა აქტივობებს ახორციელებენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 20 მოხალისეა გადამზადებული. მოხალისეებმა მაღალმთიან სოფელ გოლათუბანში ვახტანგ და დავით ღამბაშიძეებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთები გადასცეს. ძმები შშმ პირები არიან და ცალ-ცალკე სახლში მარტო ცხოვრობენ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი მარჩენალი ვერ ახერხებს საკვები პროდუქტებით მომარაგებას, რის გამოც ოჯახს სურსათის დეფიციტი შეექმნა. მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარის შემდეგ დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება და ოჯახს რამდენიმე დღიანი მარაგი ხარაგაულის სათნოების სახლიდან გადაეცა. მოხალისეები პერიოდულად იმუშავებენ მოწყვლად ჯგუფებთან და ადგილზე მოემსახურებიან იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მოხალისეებმა ასევე, მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის საჯარო დაწესებულებების და სასურსათო მაღაზიების დეზინფექციაში, არეგულირებენ მოქალაქეთა რიგებს ლიბერთი ბანკთან!  უწევენ რეკომენდაციას მომხმარებლებს და აკონტროლებენ დისტანციას! ძვირფასო ხარაგაულელებო, მოგმართავთ წინადადებით! - თუ თქვენს ობიექტებში(ორგანიზაციებში, მაღაზიებში, აფთიაქებში), ვინც ჯერ ისევ რჩებით ხალხის სამსახურში, აუცილებელი გახდება მომხმარებელთა დისტანციის დაცვა, მოგვმართეთ და ჩვენი მოხალისეთა ჯგუფი დაგეხმარებათ რიგების დარეგულირებაში. დაგვირეკეთ: 0433 22 16 17, 599 148 228 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გისურვებთ ჯანმრთელობას!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0626.JPG
24/03/2020 10:48

ხარაგაულში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ხარაგაულში სასურსათო მაღაზიების და საჯარო დაწესებულებების დეზინფექცია ჩატარდა. ხარაგაულის მერიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით სამუშაოები მოხალისეთა ჯგუფის წარმომადგენლებმა შეასრულეს. სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად გაგრძელდება.  მოხალისეთა ჯგუფის წევრები ხარაგაულის ქუჩებში covid19-ის პრევენციისთვის სარეკომენდაციო ბუკლეტებს არიგებენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0180.JPG
20/03/2020 11:27

ხარაგაულის მერია, ნაწილობრივ დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება ! საქართველოში არსებული ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში გარეშე პირთა დაშვებისა და გადაადგილების შეზღუდვის, მერიაში მოქალაქეების განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მიღების წესის განსაზღვრისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა დროებით, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის შესახებ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის N529 განკარგულების საფუძველზე, ხარაგაულის მერიამ ბრძა ნება გამოსცა! კერძოდ; ახალი კორონავირუსის (COVID -19) შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად შეიზღუდოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გარეშე პირთა დაშვება და გადაადგილება. განთავსდეს მერიის პირველ სართულზე სპეციალური ყუთი, რომელშიც მოთავსდება მერიაში შემოსატანი მოქალაქეების განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ზომების მიღება დაევალოს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს კახაბერ გოლუბიანს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული ის მოსამსახურეები, რომელიც განსაზღვრულია დანართი N1 -ით დროებით გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათზე დაკისრებული სამუშაო შეასრულონ დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნისთანავე, დაუყონებლივ (არაუგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადნენ სამსახურში. მოქალაქეებმა განცხადებების შემოტანასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში უნდა დარეკონ შემდეგი ტელეფონის ნომრებზე: 598287058; 595457781; 599852655. ასევე, ელექტრონულად წერილები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე kharagauli.meria.kancelaria@gmail.com იხ. დანართი #1  https://bit.ly/397eZ2J
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0104_1.JPG
16/03/2020 16:42

სოფლის პროექტებით, წელს, ხარაგაულში, 166 პროექტი განხორციელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შერჩეული პროექტები, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს წარუდგინა. საერთო ჯამში ხარაგაულის 78 სოფელში 166 პროექტი შეირჩა. დღეს პროექტები ჯერ, საკრებულოს ბიურომ განიხილა, ხოლო შემდეგ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა. დღევანდელ სხდომაზე მოხდა ასევე გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით გადანაწილება. საერთო ჯამში, ხარაგაულს, სოფლის პროექტების განსახორციელებლად 890 000 ლარი გამოეყო. შემდეგ ეტაპზე მოსახლეობის მიერ შერჩეულ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვა, ასევე, პროექტები გაიგზავნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოების განხორციელება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC02668.JPG
13/03/2020 10:41

ხარაგაულში სამი ხიდის მოწყობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ხიდების აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო.  ახალი ხიდი მოეწყო სოფელ ღორეშაში მდინარე კვადოურაზე. იქ, ამ დრომდე, ხის ამორტიზებული ხიდი იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც ქვეითების ასევე ავტომობილების გადაადგილებას. ახალი ხიდის მოწყობა მიმდინარეობს ასევე ხუნევში, სადაც სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მდინარე უხადურაზე ხიდის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ ანალოგიური სამუშაოები დაიწყება სოფელ ხორითში. აქაც ახალი საავტმობილო ხიდი მოეწყობა. ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ტუკა“-სთან, რომელიც სამუშაოებს 93 459 ლარად შეასრულებს. პროექტი სტიქიის ფონდით ფინანსდება! სახელშეკრულებო ვადებით ხიდების რეაბილიტაცია მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სრულად