საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0074_1.JPG
29/06/2021 15:52

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის,, ექსპერტმა  მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

დღეს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ექსპერტმა,  მამუკა გაჩეჩილაძემ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან,  საკრებულოს  თავმჯდომარე  მანანა  ბარბაქაძესთან,  გენდერულ  საკითხებზე   პასუხისმგებელ  პირთან, ინგა  ბერაძესთან  და  მერის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან  შეხვედრა გამართა. შეხვედრა  პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“ ფარგლებში შედგა,  რომელსაც  ასევე  ,,ქალთა  საინფორმაციო  ცენტრის“  წარმომადგენელი  თეონა  ჩიქოვანი  ესწრებოდა.      აღსანიშნავია, რომ   ,,ქალთა  საინფორმაციო   ცენტრი“  ადმინისტრაციული  ერთეულების წარმომადგენლებს დაეხმარება, სოფლად მოსახლეობის  საჭირობების კვლევაში,  შემდეგ  კი გენდერული სტატისტიკისა და საჭიროებათა კვლევის დოკუმენტის საფუძველზე    დაიგეგმება  ადგილობრივი  ბიუჯეტი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი მნიშვნელოვნად  მიიჩნევს,  რომ  მუნიციპალიტეტს ჰქოდეს ორგანიზებული  საჭიროებათა კვლევის დოკუმენტი.  ,,დარწმუნებული ვარ მოსახლეობასთან უშუალოდ შეხვედრისას კიდევ უფრო მეტ სიახლეს აღმოაჩენთ, შედეგად კი ჩვენ გვექნება სოფლის პასპორტი, სადაც თითოეული მაცხოვრებლის და სოფლის პრობლემა იქნება ასახული.  ჩვენ  მაქსიმალურად  შევეცდებით, პრობლემატური  საკითხები  გათვალისწინებული  იყოს  2022  წლის  ბიუჯეტში,“ - აღნიშნავს  ხარაგაულის  მერი.  მამუკა გაჩეჩილაძე - „2016 წელს შეიქმნა კანონი, რომელის  ფარგლებში მუნიციპალიტეტში  ჩამოყალიბდა  გენდერული საბჭო და შემუშავდა სამოქმედო გეგმა.  ამ  წლების  განმავლობაში,  ჩვენ  აქტიურად ვთანამშრომლობთ ხარაგაულთან  და   დღევანდელი  შეხვედრის  მიზანი  გახლავთ,  ის  რომ  შევქმნათ   რეალური  საჭირობების  დოკუმენტი, რომელიც შემდგომში   ადგილობრივ  თვითმმართველობას  დაეხმარება  პროგრამული  ბიუჯეტის   შედგენაში.“ პროექტი   „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“   საერთო  ჯამში  ათ  მუნიციპალიტეტში  ხორციელდება  და მათ შორისაა ხარაგაული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_62.jpg
29/06/2021 12:50

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საგრანტო კონკურსში წარსადგენ პროექტებზე იმსჯელეს

  28 ივნისს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა მერის მოადგილე, დავით დევდარიანი.   სხდომაზე, დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებული 1553 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ საკითხი განიხილეს.  როგორც ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ განმარტა, ბორითში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობისთვის საჭიროა 1553 კვ.მ არასასოფლი სამეურნეო მიწის ნაკვეთის გადაცემა სახელმწიფოსთვის. სხდომაზე მეორე საკითხი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ  წარადგინა. მან ისაუბრა საგრანტო კონკურსის-„2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამ“-ის შესახებ, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია ხუთ პროექტს წარადგენს  დასაფინანსებლად. ეს პროექტები არიან: ხუნევის ბაღის მშენებლობა, ისტორიული მუზეუმის რეკონსტრუქცია-განახლება, ხარაგაულის პარკის რეაბილიტაცია, დევის ხვრელის მიმდებარე ტერიტორიისა და ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კონკურსის პირობებიდან გამომდინარე განსაზღვრულია პროექტების მიზნობრიობა, რომელიც უნდა მოიცავდეს  ტურისტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობას ან რეკონსტრუქციას. შერჩეული პროექტებიდან,  შესაძლებელია ერთის ან ორი პროექტის დაფინანსება. საბოლოოდ, სხდომაზე წარდგენილი საკითხები დადებითად შეფასდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd56_as6d_a6sd_65_1.JPG
11/06/2021 12:44

ექვს ოჯახს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გაეწია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა.   საბჭომ  მაღალმთიან  დასახლებაში  მუდმივად  მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე 9 მოქალაქეთა განცხადება განიხილა. ექვს გამცხადებელს გაეწია რეკომენდაცია სტატუსის მისანიჭებლად, ხოლო სამს უარი ეთქვა დოკუმენტში არსებული უზუსტობის გამო. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო ინდივიდუალურ განცხადებებს განიხილავს  და  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე რეკომენდაციებს გასცემს. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი. იხილეთ        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdasdasd.jpg
24/05/2021 19:26

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 156 პროექტი გაკეთდება

დღეს მერის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მთავარი  დრო  ,,სოფლის მხარდაჭერი პროგრამით“ გამოყოფილი  თანხების ათვისების კუთხით არსებული მდგომარეობის მიმოხილვას დაეთმო.   კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე აღნიშნა, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებულად უნდა წარიმართოს და ამისთვის ყველა რესურსი ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული.  წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება.  კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფელს , აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, არასაკმარისი თანხა აღმოაჩნდათ და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება . შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა  წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა და  მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის  სამსახურთან და შესაბამის პასუხისმგებელ  პირებთან ახლო კოორდინაცია მოსთხოვა.  კობა ლურსმანაშვილმა   წარმომადგენლებს ხაზგასმით მოუწოდა ყურადღება გამოიჩინონ მოსახლეობის საჭიროებების და სოფლად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ.     ,, 6 თვის შედეგებზე პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც ამ თემასთან იკვეთება. ამიტომ ყველა რგოლი უნდა ეცადოს, რომ 6 თვის საანგარიშო პერიოდი იყოს ნაყოფიერი.  მე მინდა შედეგი , წარმატება და ეს წარმატება უნდა იწყებოდეს თქვენით“  - მიმართა კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მერმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამების“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესრულებაზე პასსუხიმგებლობა მერიის  წარმომადგენლებთან კოორდინირების განყოფილებას დააკისრა.    წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 156 პროექტი განხორციელდება.      
სრულად

ხარაგაულის სათნოების სახლის მომსახურების არეალს სამი სოფელი შეემატა

21/04/2021 20:17
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ,  მერის პირველ მოადგილესთან , ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად  ხარაგაულის სათნოების სახლს ესტუმრა და მათ საქმიანობას და ბენეფიციარებთან მომსახურების პროცესს პირადად გაეცნო. სათნოების სახლში, 75 ბენეფიციარი საკვებს,  ყოველდღიურად (კვირის გარდა) რეგულაციების სრული დაცვით იღებს. დაბა ხარაგაულის მასშტაბით 13 ოჯახთან  მიტანის სერვისი მოქმედებს.  მერი უშუალოდ გაესაუბრა ბენეფიციარებს, თანამშრომლებს და სათნოების სახლში არსებული მდგომარეობის და  მათი საჭიროებების შესახებ სრული  ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა იმ  სიახლეზეც, რაც ხარაგაულში სოციალური  სერვისების გაუმჯობესების კუთხით იგეგმება.  უკვე დღეიდან კვირაში ორჯერ მიტანის სერვისით დამატებით 30 ბენეფიციარი ისარგებლებს. ხარაგაულის სათნოების სახლის მომსახურების არეალს სამი სოფელი, საღანძილე , ბაზალეთი და ისლარი შეემატება. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა , რომ მნიშვნელოვანია  ბენეფიციარების შერჩევისას,  სრული ობიექტურობა უნდა იყოს დაცული, რადგან მომსახურება სწორედ იმ ადამიანებმა მიიღონ , ვისთვისაც ის გარდაუვალი აუცილებლობაა. ,,სოციალური მიმართულებებს ხარაგაულის მერიაში ვარლმა ჭიპაშვილი კურირებს, მან ბევრი იშრომა, შეისწავლა ყველა შემოსული განცხადება , ყველა მოთხოვნა, არსებული პრობლემა და გამოწვევა. სწორედ ასეთი მუშაობის ანალიზის შედეგად შევძელით ჩვენ რომ მომსახურების არეალის  გაზრდაზე გვეფიქრა“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.   ვალერი ჭიპაშვილი :  ,,ბევრჯერ ვაკრიტიკებდი ამ ორგანიზაციას, საკრებულოს პოზიციიდან, ახლა ვცდილობ ჩვენი შესაძლებლობებით  გამოვასწოროთ ის რაც არ მოგვწონდა, დავხვეწოთ  სერვისები და გავზარდოთ მომსახურების ხარისხი.“ მერმა სათნოების სახლის მომსახურე პერსონალს, რომლებიც ყოველდღე 70 ბენეფიციარს უწევენ მომსახურებას მადლობა გადაუხადა.   ,, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა , მომსახურებით კმაყოფილი იყოს მოსახლეობა , ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს სერვისი და ვიზრუნოთ, რომ კიდევ მეტი უკეთესი პირობები შევუქმნათ ჩვენ ბენეფიციარებს. სოციალური მიმართულება ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია. ცხადია, ძნელია შესთავაზო ადამიანებს მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისები , მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ  გავწიოთ ის მომსახურება , რომელსაც საკმაოდ სოლიდური თანხით ვაფინანსებთ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა“.  სათნოების სახლის დირექტორის, გოგიტა ჩიჩილიძის ინფორმაციით , ადგილზე მიტანის სერვისს კიდევ უფრო გააუმჯობესებს მოპედი, რომელიც სამსახურმა  მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიძინა.    
სრულად

ხარაგაულის სათნოების სახლის მომსახურების არეალს სამი სოფელი შეემატა

21/04/2021 20:13
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი,  მერის პირველ მოადგილესთან , ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად  ხარაგაულის სათნოების სახლს ესტუმრა და მათ საქმიანობას და ბენეფიციარებთან მომსახურების პროცესს პირადად გაეცნო. სათნოების სახლში, 75 ბენეფიციარი საკვებს,  ყოველდღიურად (კვირის გარდა) რეგულაციების სრული დაცვით იღებს. დაბა ხარაგაულის მასშტაბით 13 ოჯახთან  მიტანის სერვისი მოქმედებს.  მერი უშუალოდ გაესაუბრა ბენეფიციარებს, თანამშრომლებს და სათნოების სახლში არსებული მდგომარეობის და  მათი საჭიროებების შესახებ სრული  ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა იმ  სიახლეზეც, რაც ხარაგაულში სოციალური  სერვისების გაუმჯობესების კუთხით იგეგმება.  უკვე დღეიდან კვირაში ორჯერ მიტანის სერვისით დამატებით 30 ბენეფიციარი ისარგებლებს. ხარაგაულის სათნოების სახლის მომსახურების არეალს სამი სოფელი, საღანძილე , ბაზალეთი და ისლარი შეემატება. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა , რომ მნიშვნელოვანია  ბენეფიციარების შერჩევისას,  სრული ობიექტურობა უნდა იყოს დაცული, რადგან მომსახურება სწორედ იმ ადამიანებმა მიიღონ , ვისთვისაც ის გარდაუვალი აუცილებლობაა. ,,სოციალური მიმართულებებს ხარაგაულის მერიაში ვარლმა ჭიპაშვილი კურირებს, მან ბევრი იშრომა, შეისწავლა ყველა შემოსული განცხადება , ყველა მოთხოვნა, არსებული პრობლემა და გამოწვევა. სწორედ ასეთი მუშაობის ანალიზის შედეგად შევძელით ჩვენ რომ მომსახურების არეალის  გაზრდაზე გვეფიქრა“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.  ვალერი ჭიპაშვილი:  ,,ბევრჯერ ვაკრიტიკებდი ამ ორგანიზაციას, საკრებულოს პოზიციიდან, ახლა ვცდილობ ჩვენი შესაძლებლობებით  გამოვასწოროთ ის რაც არ მოგვწონდა, დავხვეწოთ  სერვისები და გავზარდოთ მომსახურების ხარისხი.“ მერმა სათნოების სახლის მომსახურე პერსონალს, რომლებიც ყოველდღე 70 ბენეფიციარს უწევენ მომსახურებას მადლობა გადაუხადა.   ,, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა , მომსახურებით კმაყოფილი იყოს მოსახლეობა , ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს სერვისი და ვიზრუნოთ, რომ კიდევ მეტი უკეთესი პირობები შევუქმნათ ჩვენ ბენეფიციარებს. სოციალური მიმართულება ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია. ცხადია, ძნელია შესთავაზო ადამიანებს მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისები , მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ  გავწიოთ ის მომსახურება , რომელსაც საკმაოდ სოლიდური თანხით ვაფინანსებთ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა“.  სათნოების სახლის დირექტორის, გოგიტა ჩიჩილიძის ინფორმაციით , ადგილზე მიტანის სერვისს კიდევ უფრო გააუმჯობესებს მოპედი, რომელიც სამსახურმა  მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიძინა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/qali111.jpg
21/04/2021 13:48

ქალთა საჭიროებების კვლევის მიზნით, ხარაგაულში ახალი პროექტი იწყება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), -ხარაგაულში კონკრეტული აქტივობების განხორციელებით,  მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმის ხელშეწყობასა და გაძლიერებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში,  ზაალ სულაკაური და ნათელა გრიგალაშვილი ხარაგაულელ ქალებზე  ჩანახატებსა და ფოტო ისტორიებს შექმნიან, რომლის მიზანი  მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა იქნება.  სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებიდან, შეირჩევა 30 ბენეფიციარი . შეიქმნება 15 ფოტო ისტორია და 15 ჩანახატი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა უშუალოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით განხორციელდება. ნამუშევრების შექმნის შემდეგ, ხარაგაულში გამოფენა მოეწყობა.  კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზების საძიებლად, მუნიციპალიტეტის მერიასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, თანამშრომლობით, გაიმართება დიალოგი.  დაგეგმილი აქტივობების განხორციელების ხელშესაწყობად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) კონსულტაციებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი-ელენე რუსეცკაია გაუწევს. ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ის საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ  ხარაგაულსა და ამბროლაურში განხორციელდება.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/es.jpg
21/04/2021 09:55

ხარაგაულის სათნოების სახლის მომსახურების არეალს სამი სოფელი შეემატა

       ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ,  მერის პირველ მოადგილესთან , ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად  ხარაგაულის სათნოების სახლს ესტუმრა და მათ საქმიანობას და ბენეფიციარებთან მომსახურების პროცესს პირადად გაეცნო. სათნოების სახლში, 75 ბენეფიციარი საკვებს,  ყოველდღიურად (კვირის გარდა) რეგულაციების სრული დაცვით იღებს. დაბა ხარაგაულის მასშტაბით 13 ოჯახთან  მიტანის სერვისი მოქმედებს.  მერი უშუალოდ გაესაუბრა ბენეფიციარებს, თანამშრომლებს და სათნოების სახლში არსებული მდგომარეობის და  მათი საჭიროებების შესახებ სრული  ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა იმ  სიახლეზეც, რაც ხარაგაულში სოციალური  სერვისების გაუმჯობესების კუთხით იგეგმება.  უკვე დღეიდან კვირაში ორჯერ მიტანის სერვისით დამატებით 30 ბენეფიციარი ისარგებლებს. ხარაგაულის სათნოების სახლის მომსახურების არეალს სამი სოფელი, საღანძილე , ბაზალეთი და ისლარი შეემატება. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა , რომ მნიშვნელოვანია  ბენეფიციარების შერჩევისას,  სრული ობიექტურობა უნდა იყოს დაცული, რადგან მომსახურება სწორედ იმ ადამიანებმა მიიღონ , ვისთვისაც ის გარდაუვალი აუცილებლობაა. ,,სოციალური მიმართულებებს ხარაგაულის მერიაში ვარლამ ჭიპაშვილი კურირებს, მან ბევრი იშრომა, შეისწავლა ყველა შემოსული განცხადება , ყველა მოთხოვნა, არსებული პრობლემა და გამოწვევა. სწორედ ასეთი მუშაობის ანალიზის შედეგად შევძელით ჩვენ რომ მომსახურების არეალის  გაზრდაზე გვეფიქრა“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა .   ვარლამ ჭიპაშვილი :  ,,ბევრჯერ ვაკრიტიკებდი ამ ორგანიზაციას, საკრებულოს პოზიციიდან, ახლა ვცდილობ ჩვენი შესაძლებლობებით  გამოვასწოროთ ის რაც არ მოგვწონდა, დავხვეწოთ  სერვისები და გავზარდოთ მომსახურების ხარისხი.“ მერმა სათნოების სახლის მომსახურე პერსონალს, რომლებიც ყოველდღე 70 ბენეფიციარს უწევენ მომსახურებას მადლობა გადაუხადა.    ,, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა , მომსახურებით კმაყოფილი იყოს მოსახლეობა , ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს სერვისი და ვიზრუნოთ, რომ კიდევ მეტი უკეთესი პირობები შევუქმნათ ჩვენ ბენეფიციარებს. სოციალური მიმართულება ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია. ცხადია, ძნელია შესთავაზო ადამიანებს მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისები , მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ  გავწიოთ ის მომსახურება , რომელსაც საკმაოდ სოლიდური თანხით ვაფინანსებთ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა “.  სათნოების სახლის დირექტორის, გოგიტა ჩიჩილიძის ინფორმაციით , ადგილზე მიტანის სერვისს კიდევ უფრო გააუმჯობესებს მოპედი, რომელიც სამსახურმა  მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიძინა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/656as5d46a5sd4a6s5gf46as5df4a6s5fdasf.jpg
20/04/2021 13:22

ხარაგაულის მერი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას განაგრძობს

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას აქტიურად განაგრძობს. მერი, ახალსოფელსა და თეთრაწყაროში, მიმდინარე და დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურის დათვალიერების პარალელურად, მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები , და სამომავლო მოლოდინები ადგილზე მოისმინა. კობა ლურსმანაშვილი პირადად გაეცნო ფარცხნალი - ახალსოფელის დამაკავშირებელი გზის დამამთავრებელ სამუშაოებს და უშუალოდ დაათვალიერა , გზის ის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაც , პროექტის შემდეგ ეტაპზე, უახლოეს მომავალში დაიწყება. კობა ლურსმანაშვილი: ,,ფარცხნალი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის სამუშაოები დასრულდა, ახალსოფლის ცენტრალური სასოფლო გზის რეაბილიტაცია გრძელდება , პროექტის ღირებულება 313 ათასი 777 ლარია , ჩვენ  ერთი გარდამავალი ეტაპი დაგვრჩა, რომლის დაფინანსებასაც  მოვიპოვებთ და  ხარაგაული -ფარცხნალი - ახალსოფლის გავლით თეთრაწყაროში,  ცენტრალურ გზას დავუკავშირდებით. ამით ფარცხნალის და  ახალსოფლის მოსახლეობის გადაადგილების მრავალწლიანი პრობლემა მოგვარებული იქნება.“ წელს თეთრაწყაროში შიდა საუბნო გზების მოსაწესრიგებლად 150 ათასი ლარი დაიხარჯა. საუბნო გზების მოწესრიგება სოფელში სამომავლოდაც იგეგმება.  ,,ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოფლად  ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა  ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება. გავეცანი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, მოვინიშნეთ ის საკითხები, რისი მოგვარებაც აუცილებლად პრიორიტეტი იქნება სამუშაო პროცესში“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. ხარაგაულში, ამინდების გაუმჯობესების შესაბამისად, სამშენებლო კომპანიები აქტიურ  სამუშაო  ფორმატში  გადავიდნენ. თითქმის ყველა დაგეგმილ  პროექტზე  მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ,, ჩვენ ვფიქრობთ , რომ საგზაო ინფრასტრუქტურა, მერიას , ვადების დაცვით, ხარისხიანად ჩაბარდება. ეს ის პროექტებია , რომელსაც  ჩვენი მოსახლეობა  დიდხანს ელოდებოდა. ეს  პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება, მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოსთან ერთად მაქსიმალურადაა ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებებზე და ვფიქრობთ  წარმატებული წელი ექნება ხარაგაულს, პროექტების შესრულების  თვალსაზრისით  ჩავარდნები არ გვექნება  და არის მოლოდინი რომ კიდევ მეტ დაფინანსებას შემოვიტანთ“ - აცხადებს ხარაგაულის მერი. ახალსოფელსა და თეთრაწყაროში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში  მცირებიუჯეტიანი პროექტებით, დამატებით,  გარე განათებები , წყლის სისტემების მოწესრიგება და  მოსახლეობის სხვა მოთხოვნები დაკმაყოფილდება. წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება.ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფელს , სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, არასაკმარისი თანხა აღმოაჩნდათ და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება .      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/annie-spratt-tywjkdhf0ps-unsplash-1024x467_2.jpg
20/04/2021 09:57

Handmade - ხარაგაულის მერია იმ ადამიანებს ეძებს, რომლებიც ხელნაკეთი ნივთების შექმნაზე მუშაობენ

ხარაგაულის მერია, მერის თანაშემწის ჟანა ნემსაძის ინიციატივით ახალი იდეის განხორციელებას იწყებს, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხელნაკეთი ნივთების შეგროვებას და იმ ადამიანების პოპულარიზაციას ისახავს მიზანად, რომლებმაც პანდემიის პერიოდში, საკუთარ თავში, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეს. ჟანა ნემსაძე: "ყველა  დამეთანხმება  ალბათ,  რომ  ხელნაკეთი  ნივთების  შექმნა  არც  ისე  ადვილი  საქმეა, არადა  ეს  სფერო  მსოფლიოში  და   მათ  შორის,   საქართველოშიც,   საკმაოდ  პოპულარულია.  ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც  ხელოვნების  ამ  დარგით   არიან  დაინტერესებული,  განსაკუთრებული  ნიჭით  გამოირჩევიან. შეიძლება  ითქვას, რომ პანდემიამ  ადამიანებს  ბევრი  რამ  დაგვანახვა  და  ცხოვრებას  სხვა  თვალით  შეგვახედა. მაგალითისათვის  ვიტყვი, ამ  პერიოდში ზოგიერთმა  ისეთი  საქმის  კეთებაც  დაიწყო, რომელზეც  ალბათ  ვერასდროს  იფიქრებდა,   ამის  ნიჭი  და  შესაძლებლობა თუ  ექნებოდა.ჩემი  დიდი  სურვილია, ეს  ხელოვანი  ადამიანები   უკეთ  გაიცნოს  საზოგადოებამ,  მოხდეს  მათი   ცოდნისა  და   უნარ-ჩვევების  წარმოჩენა.  სწორედ  ამიტომ  გადავწყვიტე,   გამოვაცხადოთ  კონკურსი, რომლის  მიზანი-პანდემიის  პერიოდში  შექმნილი  ხელნაკეთი  ნივთების  პოპულარიზაცია  გახლავთ” - აცხადებს ჟანა ნემსაძე.  კონკურსის  პირობების  თანახმად, დაინტერესებულმა  პირებს, შეუძლიათ ნებისმიერი  ხელით ნაკეთ ნივთს  (ხის  ნაკეთობანი, ნახატი,  ნაქარგი, აქსესუარი, დეკორაციები,    და ა.შ)   ფოტო გადაუღონ და 15 მაისამდე, მერის თანაშემწეს ჟანა ნემსაძეს მიაწოდონ.  გამოგზავნილი  ნივთების ფოტოები 15 მაისიდან   ხარაგაულის  მერიის  ფეისბუქ  გვერდზე დაიდება. კონკურსში  სამი  გამარჯვებული გამოვლინდება. გამარჯვებულად  ჩაითვლება  იმ კონკურსანტთა  ნამუშევრები,  რომელთაც  ყველაზე  მეტი  მოწონება (like)  ექნება. პირველ  სამ  ადგილზე  გასულს  საჩუქრები  გადაეცემა.    
სრულად