სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/242281723_276548944095431_809827547860507613_n.jpg
20/09/2021 10:35

ბიუროს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით იმსჯელეს

20 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. სხდომაზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით დევდარიანი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არესებულ კითხვებს პასუხობდა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა 2020-2021 წლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით მოისმინეს ინფორმაცია. საკითხი  მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა. როგორც პეტრე შარიქაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაული 5 521 191 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული თანხით დაიგეგმა 30 პროექტი, მათგან სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია  20 პროექტზე . დარჩენილ 10-ზე კი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. სამსახურის უფროსმა  „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ დაფინანსებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფელ ზვარესა და გედსამანიაში, გზის მობეტონების სამუშაოები წინსწრებით შესრულდა. აღნიშნული პროექტები გარდამავალია და გაგრძელდება მომდევნო წელსაც. პეტრე  შარიქაძემ ასევე ისაუბრა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ, სტიქიის სალიკვიდაციო და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებზე. „ მიმდინარე წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით 193 000 ლარი დაემატება. შეირჩა148 საპროექტო იდეა.  ამ ეტაპზე, დასრულებულია სამუშაოების 97%. 2020 წელს ადგილობრივი დაფინანსებით განხორციელდა 10 პროექტი, რომელზეც ჯამში 388 394 ლარამდე გაიხრჯა, ხოლო 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის  თანხები  ძირითადად მობილიზებულია თანადაფინანსებებში: 193 ათასი ლარით დაფინანსდა სოფლის  27 პროექტი, ხოლო 299 415 ლარით თანადაფინანსება დასჭირდა 2018-2019 წლის რეგიონული განვითარების ფონდის პროექტებს.  30 ათასი ლარით დაზიანებული გზები შეკეთდა. მიმდინარეობს წყლის მილების და ავზების შესყიდვა. ასევე, ტენდერებია გამოცხადებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასოფლო გზების შეკეთება-რეაბილიტაციის სამუშაოებზე.“ ბიუროს წევრები დაინტერესდნენ გასულ წლებში დაფინანსებული და დაუსრულებელი პროექტებით. პეტრე შარიქაძის განმარტებით, მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა იმ კომპანიებს, რომლებმაც სამუშაოები 2018-2019 წლებში ვერ შეასრულეს.  ხელშეკრულება შეწყდა 11 პროექტზე. შემდეგ, ფასთა ცვლილების გამო საჭირო გახდა პროექტების გადაფასება გაზრდილი ღირებულება კი შეივსო ადგილობრივი სახსრებით -299 215 ლარით. „ ამ ეტაპზე აღნიშნული 11 პროექტიდან, ხელშეკრულება გაფორმებულია 10 პროექტზე, 8 მათგანზე სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილი 2 პროექტიდან 1-ზე ხელშეკრულება შეწყვეტილია. 1 -ზე კი მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.“ სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხი: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn_1.jpg
16/09/2021 12:22

ბიუროს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებას განიხილავენ

20 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება ორი საკითი: 1)ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.                                                                                                მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე 2)ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულოებში 2020 და 2021 წლის განვლილ პერიოდში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ.                                                                                                   მომხსნებელი: პეტრე შარიქაძე        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/cvb.jpg
13/09/2021 16:03

ხარაგაულის მერიასა და რეგიონალური ინიციატივების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ რეგიონალური ინიციატივების ცენტრს - „ნათელი მომავალი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით დევდარიანმა მოაწერა. „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „საჯარო მმართველობის რეფომის მონიტორინგის სისტემის შემუშავება.“ პროექტში იმერეთის რეგიონდან  ექვსი მუნიციპალიტეტი: ხარაგაული, ქუთაისი, ზესტაფონი, ტყიბული, ხონი და სამტრედიაა ჩართული. ევროკავშირისა და ეუთოს ერთობლივი ინიციატივა SIGMA (Support for Improvement in Governance and Management)  საქართველოში მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობას გულისხმობს. საჯარო მმართველობის რეფორმა  ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს: ადგილობრივ თვითმმართველობასა და საჯარო ფინანსების მართვას. პროექტის ფარგლებში,  IRC-ს მიერ შემუშავებული  მეთოდოლოგიისა და ინდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეების ჩართულობა შეფასდება. პროექტის მთავარი მიზანია მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შეფასება, პოტენციური მონაწილეებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, განხორციელებული საბიუჯეტო პროცესების შესწავლა და  დაინტერესებული მხარეებისათვის პროექტის შედეგებისა და შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/angarishebi/hgrjunkabe.jpg
06/09/2021 16:23

საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.   სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯომარემ, პავლე კიკალიშვილმა საკრებულოს წევრებს ამავე კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ვრცლად იხილეთ აქ . საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ამავე სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო. სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, - „გააქტიურებულია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობა, თუმცა მეტი შედეგებია საჭირო. გავზარდეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი, ასევე, გაიზარდა ხარჯები სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით, დავნერგეთ სამოქალაქო ბიუჯეტი, ვაწარმოეთ მოსახლეობის გამოკითხვა, რითაც ვიხელმძღვანელებთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გათვალისწინებულია ასევე საკრებულოსა და აუდიტის შენიშვნები,  აქტიურად ვთანამშრომლობთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან  და ვცდილობთ მაქსიმალურად პროგრამული  ბიუჯეტი შეიქმნას.“   ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახაბერ გოლუბიანმა ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 14 ივლისის  N19  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა საკითხი, სადაც ტექნიკური ხარვეზი გასწორდა. საკრებულოს ფრაქციების შემადგენლობებში შესული ცვლილებები წარმოადგინა იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა. ფრაქცია „მოძრაობა ხარაგაულისთვის“ მარინა ხვედელიძემ დატოვა, ამავე ფრაქციაში გაწევრიანდა ნიკოლოზ მაღრაძე, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ დატოვა ზურაბ ხაჩიძემ და დოდო ხაჩიძემ.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/FB_IMG_1630284818211dsdgbja.jpg
30/08/2021 10:01

ძირულა- ხარაგაულის მონაკვეთზე არსებულ სამ ლოკაციაზე გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები იწყება 

  ხარაგაულის  მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, აქტიური სამუშაოები იწყება ძირულა - ხარაგაულის მონაკვეთზე არსებულ სამ ლოკაციაზე, სადაც სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებული იყო.    ეს მონაკვეთებია: ცენტრალური მაგისტრალიდან - ძირულის ხიდამდე, ძირულის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ძირულიდან სოფელ ლაშის ეკლესიამდე  არსებული გზა. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე სამუშაოებს   კომპანია black sea group-ი განახორციელებს.       ინფორმაციისთვის,  ძირულა - ხარაგაული- მოლითი - ფონა- ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, გზის გასწორხაზოვნება მოხდა ჩუმათელეთი - წიფის მონაკვეთზე ,  ამჯერად ანალოგიური სამუშაოები ჩაუტარდება სოფელ წიფა - მოლითის დამაკავშირებელ გზას.              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_1159753.jpg
28/08/2021 10:27

გილოცავთ მარიამობას!

დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული - მარიამობაა! უდუდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლად წმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.ხარაგაულში მარიამობა, ტრადიციულად ლაშის ვანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღიᲜიშნება, სადაც დღეს ღვთისმშობლის სახელობის პარაკლისი აღევლინება. სადღესასწაულო მსახურებას , ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა თომა ლაცაბიძე აღავლენს. ,,მოწყალებისა კარი გაგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო,რათა რომელი ესე შენ გესავთ,არა დავეცნეთ,არამედ განვენრეთ წინააღმდგომთაგან მტერთაგან." გილოცავთ, ღვთისმშობლის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/budget-clipart-budget-management-10.png
26/08/2021 14:37

იჩქარე, წარადგინე შენი იდეა, შენი ქალაქისთვის

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის განხორციელება დაიწყო, საპროექტო წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ სპეციალური  სააპლიკაციო ფორმის  საშუალებით.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0032.jpg
23/08/2021 17:55

,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ ხარაგაულში 20 ათასი დოლარის ღირებულების სათემო პროექტებს განახორციელებს

,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ ხარაგაულში სათემო პროექტის განხორციელების მიზნით, 20 ათასი დოლარის ღირებულების გრანტს შემოიტანს.  პროექტის ,,მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება“  მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პაატა შარაშენიძემ შეხვედრაზე , რომელიც მერის პირველ მოადგილესთან ვარლამ ჭიპაშვილთან და  მოადგილესთან დავით დევდარიანთან გაიმართა პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.  ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ჩვენ მივესალმებით ასეთი ინიციატივების და წინადადებების შემოტანას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში , პროექტის ფარგლებში მოსახლეობა თავად  გადაწყვეტს  რა სახის პრობლემა დგას მათ თემში. ჩვენთვის  მნიშვნელოვანია,  მიგრანტების დაბრუნება  და მათი სოფლად დამაგრება. მერია მოახდენს პროექტების თანადაფინანსებას ტექნიკური, ადამიანური თუ ფინანსური რესურსით და საერთო ჯამში, უზრუნველვყოფთ, რომ პროგრამა მოსახლეობის ინტერესზე იყოს  მორგებული  და საბოლოდ ის შედეგი მივიღოთ, რასად მიზნად დავისახავთ."  შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ამ ეტაპზე სოფლებში მთავარი პრობლემა  წყალი, ჭაბურღილების მოწყობა  და წყლის სისტემის მოწესრიგებაა. პრობლემის ლეგიტიმაცია კვლევით მოხდება. კვლევა  იმ სოფლებში ჩატარდება, რომელიც საპილოტედ შეირჩა. დავით დევდარიანი:  ,,თუ  ორგანიზაციის მიერ  ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ერთ- ერთი მაღალი მაჩვენებელი  იმ პრობლემას აქვს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მასზე მუშაობას დავიწყებთ და შესაბამის პროექტს განვახორციელებთ. როდესაც ემიგრანტები ბრუნდებიან , მათ ელემენტარული ყოფითი პირობები არ აქვთ, მართალია ბოლო 15 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა , მაგრამ სოფლის დონეზე პრობლემები კვლავ რჩება.“ პროექტი - ,,მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“, დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0502.JPG
20/08/2021 10:59

სოფელ სარგვეშში, ცისკაძეების უბანში, გზის რეაბილიტაციის პროექტი განახლდა

,,გაცოცხლებული_პროექტები''  სოფელ სარგვეშში , ცისკაძეების უბანში,  სასოფლო გზის რეაბილიტაცია განახლდა. მერის მოადგილე , დავით დევდარიანი სამუშაოებს მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელთან, ზურაბ ბანცაძესთან, ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში გზის 2.5 კილომეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება. დავით დევდარიანი: ,,ცისკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის პროექტი, ჯერ კიდევ 2018 წელს დაიგეგმა.პროექტის შესრულებაზე ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიებთან ორჯერ გაფორმდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო სამუშაოების შესრულება ვერ მოხდა. ინფორმაციისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს საკმაოდ რთულ რელიეფს. ხარაგაულის მერიის ჩართულობის და მუშაობის შედეგად, კვლავ მოხდა პროექტის  ტენდერზე გატანა, გამოვლინდა გამარჯვეული კომპანია, რომელიც რელიეფისათვის მისადაგავებული ტექნიკით აწარმოებს სამუშაოებს.“ პროექტის ღირებულება 440 ათას 189 ლარია. სამუშაოებს შპს ,,მათე“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/7d2fb746234144c4a65f0a8e7e3ecdbe_TS53XX_CS_blk_en-570.png
18/08/2021 16:52

,,პრინტერია'- სოფელ კიცხში „აწარმოე საქართველოს“  საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბეჭდვითი მომსახურების ოფისი იხსნება

სოფელ კიცხის მაცხოვრებელი ფერიდე ბერაძე ,,აწარმოე საქართველოს“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ფერიდემ „აწარმოე საქართველოში-ს“  საგრანტო კონკურსში გასულ წელს მიიღო მონაწილეობა, კონკურსის ეტაპები წარმატებით გადალახა და  სოფელ კიცხში  ბეჭდვითი მომსახურების ოფისის შექმნისთვის გრანტი მიიღო. ფერიდე ბერაძე: ,,დაახლოებით ერთი წლის წინ გავიგე, რომ არსებობდა „აწარმოე საქართველოში-ს“ მიერ ორგანიზებული  საგრანტო კონკურსი მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის. მე კი, ყოველთვის მინდოდა, რომ რაღაც ღირებული შემექმნა. არაფერს ვკარგავდი მონაწილეობით, და მეც, ბედი ვცადე. თავი მოვუყარე ჩემს ცოდნას და გამოცდილებას, და ყველაფერი ჩავდე ამ პროექტში- სული და გული. თუმცა, რომ არა ჩემი ოჯახის დახმარება და გვერდით დგომა, ალბათ ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი.             ბევრი ვიფიქრე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რაც ჩემს სოფელს გამოადგებოდა. დავაკვირდით, რომ ჩვენს გარშემომყოფებს ხშირად ჭირდებოდათ ბეჭდვითი მომსახურება და მეც,  ამისთვის ძირითადად ზესტაფონში მივდიოდი და გაჩნდა იდეა გამეკეთებია ბეჭდვითი მომსახურების ოფისი.             დიდი იყო ჩვენი სიხარული, როდესაც დაფინანსება მოვიპოვეთ. უდიდესი შრომა ჩავდეთ, რომ ოფისისთვის დღევანდელი სახე მიგვეცა. ვეცადეთ,  ყველაფერი, კარგად და ხარისხიანად გაგვეკეთებინა. შედეგად კი, შეიქმნა „პრინტერია“.  „პრინტერია“ პირველ ეტაპზე, მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას:  დოკუმენტების ბეჭდვა, ასლის გადაღება, სკანირება. ფოტოსურათების ბეჭდვა გამოსახულების გადატანა ჭიქებზე, მაისურებსა და ჩანთებზე. ეტიკეტებისა და სტიკერების ბეჭდვა. ,,პრინტერია“ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაიხსნება და მომხმარებელს ძალიან ბევრ სიახლეს ჰპირდება.    
სრულად