სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/czx.JPG
09/03/2023 16:33

დავით დევდარიანი სამოქალაქო ბიუჯეტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

ხარაგაულის მერის ბრძანებით, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის კოორდინატორად , მერის მოადგილე დავით დევდარიანი განისაზღვრა. დღეს დავით დევდარიანმა პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.  დავით დევდარიანი:  ,,მოლოდინი მაქვს, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამას გასულ წელთან შედარებით,  კიდევ უფრო მეტი წარმატებით განვახორციელებთ. მიღებული გამოცდილება მეტ მოტივაციას გვაძლევს. გვექნება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სოფლებში, სადაც მოსახლეობას მერიის გადაწყვეტილების მიმღები პირები და სამუშაო ჯგუფის წევრები პროგრამასთან დაკავშირებულ კითხვებზე უპასუხებენ." სამუშაო შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა პროგამის განხორციელების თითოეული ეტაპი დეტალურად განიხილეს და საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს. სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელება შემდეგ ეტაპებს მოიცავს: საპროექტო წინადადებების მიღება - 9 მარტი - 21 აპრილი; საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა - 24 აპრილი - 1 მაისი; კენჭისყრის ეტაპი - 2 მაისი - 16 მაისი; გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით - 17 მაისი- 31 მაისი; საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება. მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მათ შორის: ინფრასტრუქტურული; ახალგაზრდული; საგანმანათლებლო; კულტურული; სოციალური; სპორტული; პროგრამის ფარგლებში წახალისებული იქნება გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული საჭიროებები და მოთხოვნები. საპროექტო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ    ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. ,,სამოქალაქო  ბიუჯეტი 2022-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა წლის ბოლოს დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. 9 მარტიდან  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  kharagaulinews.ge განთავსდება სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინიციატივებს წარმოადგენენ. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით. საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15 ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dkjvn.jpg
09/03/2023 15:06

კობა ლურსმანაშვილი: ,,ჩვენ ვიწყებთ, თქვენთან ერთად“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის  ბრძანებით სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო, რომელიც 31 მაისს დასრულდება. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოდგენილი ინიციატივებისთვის,  2023 წლისთვის 150 000 ლარი განისაზღვრა. გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 7 პროექტი დაფინანსდა. პროგრამის ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის 2022 წელს ხარაგაულის მერია საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა. ხარაგაულის მერს , კობა ლურსმანაშვილს ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელებისთვის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(NALAG)  მიერ გამართულ ღონისძიებაზე საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადაეცა. კობა ლურსმანაშვილი: ,,ხარაგაულის მერიას სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წარმატებული გამოცდილება აქვს, რაც გვაძლევს მოტივაციას კონკურსის ახალი ეტაპი, კიდევ უფრო წარმატებით და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით წარიმართოს. პროგრამის დანიშნულებაც ესაა, თითოეულმა სოფელმა, მოქალაქემ , იფიქროს და თავად გადაწყვიტოს რა ცვლილებები განხორციელდეს მის თემში. ინტერესით ველოდები ახალ იდეებს.“ სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების  პროცესი ექვს ეტაპს მოიცავს და 9 მარტიდან  21 აპრილამდე გრძელდება. პროგრამის განსახორციელებლად მერის ბრძანებით  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: მერის პირველი მოადგილე - ვარლამ ჭიპაშვილი;  მერის მოადგილე - დავით დევდარიანი;  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი - ვლადიმერ გელაშვილი; საფინანსო-სახაზინო განყოფილების უფროსი- ნინო მაღლაკელიძე; ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის  უფროსი-პეტრე შარიქაძე; განათლების,  კულტურის,  განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი - ირინე ჩხეიძე;  იურიდიული  განყოფილების უფროსი  - მარინა კვინიკაძე;  საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის განყოფილების უფროსი - ინგა ბერაძე;  ბრძანების საფუძველზე პროგრამის კოორდინატორობა   მერის მოადგილეს,  დავით დევდარიანს დაევალა. საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება. ხარაგაულის მერია შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი  შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე დაგეგმოთ საკუთარი ბიუჯეტი. საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - 9 მარტიდან - 21 აპრილამდე;  საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა - 24 აპრილიდან - 1 მაისამდე; კენჭისყრის ეტაპი - 2 მაისიდან - 16 მაისამდე;  გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით - 17 მაისიდან - 31 მაისამდე; მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მათ შორის: ინფრასტრუქტურული;ახალგაზრდული;საგანმანათლებლო;კულტურული;სოციალური;სპორტული; პროგრამის ფარგლებში წახალისებული იქნება გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული საჭიროებები და მოთხოვნები. საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში; გ) საპროექტო წინადადების გასანხორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილ მაქსიმუმს; დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში); ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი). საპროექტო წინადადების წარდგენისას, წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) წარმომდგენის სახელი, გვარი; ბ) წარმომდგენის პირადი ნომერი; გ) წარმომდგენის საკონტაქტო ტელეფონი და/ან ელ-ფოსტა; დ) პროექტის სახელწოდება; ე) პროექტის აღწერა; ვ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი; ვ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი. 9 მარტიდან  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  kharagaulinews.ge განთავსდება სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინიციატივებს წარმოადგენენ. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით. საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15 ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე.  მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს  გამოავლინოს ის  პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც მომავალში    სხვადასხვა ქუჩებზე, უბნებში,  მრავალბინიანი სახლების ეზოებში განხორციელდება. საპროექტო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ    ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. ,,სამოქალაქო  ბიუჯეტი 2022-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა წლის ბოლოს დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1631.JPG
09/03/2023 12:17

საკრებულოს წევრებმა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს, 2022 წლის იანვრიდან დღემდე, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.   კახაბერ გოლუბიანი - „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს  კონსტიტუციით, საქართველოს კოდექსით   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  მერიისა და ადმინისტრაციული სამსახურის დებულებითა და სხვა  ადმინისტრაციული აქტებით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 აპრილის N7 დადგენილებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა განისაზღვრა პოლიტიკური თანამდებობის პირთა და პროფესიული საჯარო მოხელეთა 85 საშტატო ერთეულით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა 48 ერთეულით. აქედან საშტატო ერთეულით დასაქმებულია 73, ვაკანსია არის 12. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით-46, ვაკანსია-2. ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით განსაზღრულია 44 ერთეულით და დასაქმებულია 44 პირი.  ადმინისტრაციული სამსახური შედგება ოთხი განყოფილებისაგან: საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების  მართვის განყოფილება საზოგადოებასტან ურთიერთობის განყოფილება წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება იურიდიული განყოფილება           2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე მერიაში შემოსულია 5120 კორესპოდენცია. აქედან კანცელარიაში მატერიალური სახით შემოსულია 3850 წერილი, ელექტრონულად მიღებულია -2041. მიღებულ კორესპონდენციებზე პასუხების გაცემა ხდება კანონით დადგენილ ვადებში. გასული დოკუმენტების რაოდენობაა-6904, ამ პერიოდისათვის გამოცემულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი - 3416 ბრძანება, სამსახურებრივი შიდა მოძრაობის- 1986 წერილი. სოციალურ საკითხებზე შემოსულია 3894 განცხადება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის შესახებ -188 განცხადება.            მერიის მოსამსახურეთა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ვაწარმოებთ პირად საქმეებს, ვამზადებთ სამართლებრივი აქტების პროექტებს, ვამოწმებთ მოსამსახურეების მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთ დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულეს და შესაბამისობას, ავღრიცხავთ და კონტროლს ვუწევთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვას. ვადგენთ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკს, ვაკონტროლებთ კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციების წარდგენის პროცესს.            2018 წლიდან ხდება პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასება, რის საფუძველზეც 2022 წლის 3 იანვარს მოხდა კლასის მინიჭება (მეორე კლასი) პროფესიულ საჯარო მოხლეებზე- სულ.: მეორე კლასი -52, პირველი კლასი 13.            მიმდინარე წელში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ვაკანსიებზე გამოცხადდა 20 კონკურსი.             საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ადმინისტირებას უწევს ვებ-გვერდს www.kharagaulinews.gov.ge, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში  მიმდინარე პოლიტიკურ, ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-კულტურულ, სპორტულ, თუ სხვა სახის ღონისძიებების შესახებ. ასევე, ახდენს სოციალური ქსელების (მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის და ჯგუფის) ადმინისტრირებას.  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება საქმიანობის განხორციელებისას დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე ახდენს მონაცემთა ბაზის, არქივის შექმნას და ინფორმაციის ანალიზს.  განყოფილება თანამშრომლობს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოსთან. მთელი წლის მანძილზე ხარაგაულში მიმდინარე მთავარი თემების (ინფრასტრუქტურული, კულტურული თუ სოციალური ხასიათის) შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდა ipress.ge , topnews.com.ge და tiflisnews.ge.  აქტიურ კომინიკაციაშია მერიის აიპებთან და ითანხმებს და მონიტორინგს უწევს აიპების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე განსათავსებელ საინფორმაციო სახიათის მასალებს.   ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ტელევიზიებთან, ხარაგაულის ტურისტული ლოკაციების, აქ მაცხოვრებელი საინტერესო პიროვნებების და კუთხისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის ნაწარმის პოპულარიზაციის მიზნით. ხარაგაულის მერიის ვებ-გვერდზე kharagaulinews.gov.ge განთავსებულია ელექტრონული პლატფორმა, სახელწოდებით -  „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“, რომელიც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) ხარაგაულის მერიასთან ერთად  შექმნა.  ონლაინ პლატფორმის საშუალებით მოქალაქეების მხრიდან ფასდება მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული  სერვისები და პროგრამები. ამასთანავე, აღნიშნული პლატფორმა მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას მოახდინონ მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროების იდენტიფიცირება და მიუთითონ თავიანთი მოსაზრება/რეკომენდაცია პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებით.  ,,მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმის“ განხორციელების წესის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მოქალაქეთა უკუკავშირიდან და საჭიროებებიდან დაფიქსირებული მინიმუმ ორი პრობლემის გადაჭრას და ასახვას მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში. კომუნიკაციის აღნიშნულ ფორმას,  ხარაგაულის მერია  მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გასაზომად იყენებს.              წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საანგარიშო პერიოდში  სამსახურებრივ საქმიანობას წარმართავდა საქართველოს კანონმდებლობით, მერიისა და ადმინისტრაციული სამსახურის დებულებებით, საქმისწარმოების წესებით და სხვა ადმინისტრაციული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად . ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვახდენდით  საკრებულოს, გამგეობის და ადგილობრივი სამსახურების საინფორმაციო მომსახურებას, კონტროლს ვუწევდით ტერიტორიულ ერთეულებში სამართლებრივი აქტებისა და სხვა დავალებების დროულ შესრულებას.        განყოფილებაში  შტატით  დასაქმებულია  3  მოსამსახურე, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით  აყვანილია  15,  ამათგან 12  დასაქმებულია ადმინისტრაციულ ერთეულებში. თითოეული მათგანი ექვემდებარება  მერის წარმომადგენელს  ადმინისტრაციულ ერთეულში. ეს სპეციალისტები აქტიურად არიან   ჩართულნი მიმდინარე სამუშაოებში. კოორდინაციის განყოფილებას შედგენილი აქვს წლიური სამუშაო გეგმა და  ფუნქცია-მოვალეობანი.     საანგარიშო პერიოდში    კანონმდებლობის შესაბამისად  ორგანიზებას ვუწევდით ადმინისტრაციული  ერთეულების ურთიერთობას მერიასთან, საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.   როგორც ყოველთვის აქტიურად  ვთანამშრომლობდით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, სამოქალაქო რეესტრთან, სატყეო მეურნეობის დეპარტამენტთან,   სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებთან და  ასე შემდეგ. ასევე  ვიღებდით  მოქალაქეებს სხვადასხვა , ჩვენს კომპეტენციაში   შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.      2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე  განყოფილებაში შემოვიდა 234  კორესპონდენცია. მიღებულ კორესპონდენციებზე  კანონით  დადგენილ  ვადებში მოვახდინეთ  პასუხის გაცემა         განყოფილების  ფუნქციური  მოვალეობიდან გამომდინარე,  საანგარიშო პერიოდში  განყოფილების მუშაკების  მიერ  სისტემატურად ეწეოდათ კონსულტაციები მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს საქმის წარმოების  საქმეში კანონმდებლობით დადგენილი წესების განსახორციელებლად  .        ამავდროულად  ვაკონტროლებდით   მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხით და  ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დაფინანსებული პროგრამების  და ღონისძიებების  განხორციელების მიმდინარეობას.        ასევე მონაწილეობას ვიღებდით  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისიების მუშაობაში.         საანგარიშო პერიოდში დროულად მოვამზადეთ და გავუგზავნეთ  სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მოთხოვილი ინფორმაციები.  მაგალითად:             საჯარო რეესტრის  ეროვნული სააგენტოს  მოთხოვნის საფუძველზე  მოვიძიეთ, დავახარისხეთ   და ავკინძეთ  დასახლებული პუნქტების მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული  საკუთრების უფლების  ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის)  დამადასტურებელი  დოკუმენტები და  გავაგზავნეთ საჯარო რეესტრში 2050 ცალი მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და  312 ცალი მიწის სარეგისტრაციო მოწმობა.       სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარაგაულის  სამოქალაქო რეესტრს“  გავუგზავნეთ  მოქალაქის გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი 43  ოქმი..         საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 მაისის N 7703 წერილის საფუძველზე დროულად გადავამოწმეთ  და შევისწავლეთ  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში შემავალი  დასახლებების  საზღვრების დამუშავებული მონაცემები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და  სოფლის უხუცეს  მცხოვრებლებთან  ერთად  გამოვლენილი  ხარვეზების შესახებ დროულად  ვუპასუხეთ სააგენტოს.         ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკის ადმინისტრაციას   ვაცნობეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ალპურ საძოვრებზე  (ლომის მთა, პანტნარი, სა მეცხვარეო)   ადმინისტრაციული ერთეულებიდან მიმდინარე წელს გაყვანილი 947 პირუტყვის  და მათზე გაწეული ვეტერინალური მომსახურების შესახებ.         პერიოდულად შეგვაქვს ცვლილებები საშეშე ბარათების  მთხოვნელ მოქალაქეთა სიებში  და დროულად ვუგზავნით სატყეო დეპარტამენტს.              ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში  მოვამზადეთ  სხვადასხვა საჯარო ინფორმაციები და გავუგზავნეთ  ადრესატებს.    მაგალითად :            სტატისტიკის სამმართველოს გავუგზავნეთ  ინფორმაციები  პირუტყვის სულადობის  და  ბაღჩეულის წარმოების   და სხვათა შესახებ.         ამჟამად რეგულარულად ვმუშაობთ   საარქივო მასალების მომზადებაზე,  დღემდე დამუშავებული გვაქვს  2016, 2017 და 2018 წლების  მიწის რეგისტრაციის მასალები              იურიდიული განყოფილების მიერ შემუშავებულ იქნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა; დადებული იქნა ვიზები სხვადასხვა სახის დოკუმენტებზე(შრომითი ხელშეკრულებებსა და  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე). შედგენილი იქნა სარჩელები: ამხანაგობა ,,ელიტ და კომპანიის", შპს ,,პემის", შპს"AWARD-ის", შპს ,,ბლექ სი გრუპის“, შპს ,,მათეს“, ფ.პ ნათია ჭუმბურიძის მიმართ.  შპს „საპოვნელა+ის“, შპს „დავითის“  მიმართ; შედგენილ  იქნა შესაგებლები:  შპს „ბილდერი 2018-ის“, შპს „ავორდის“,  შპს „ზუბას“, შპს „ნიუ გრუფის“, შპს ,,გურია 2015-ის“,  ამხანაგობა „ნიუ გრუპის“ , შპს „გეომეპისა“  და შპს „ჯორჯიან ბეტონ გრუპის“  გენადი ნიქაბაძის, გიორგი მუმლაძის,  შპს ,,საპოვნელა +ის", წიაღის ეროვნული სააგენტოს სარჩელებთან დაკავშირებით; შედგენილი იქნა  საჩივრები: შპს „სექუოიას“, შპს „ზუბას“, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“ ჰოლდინგისა“ და   შპს „საპოვნელა+ის“  საქმეებზე; განყოფილების იურისტებმა მონაწილეობა მიიღეს სასამართლო სამართალწარმოების პროცესებში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში; ასევე მიიღეს მონაწილეობა   სხვადასხვა კომისიის მუშაობაში; მათ მიერვე მიცემულ იქნა სხვადახსვა სახის კონსულტაციები მერის განყოფილებებისა და სამსახურების თანამშრომლებისათვის; მომზადებულ იქნა პასუხების პროექტები სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირებიდან და სახელმწიფო უწყებებიდან შემოსულ მომართვებზე. კერძოდ,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ა(ა)იპ ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წიაღის ეროვნულ სააგენტოს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, თამარ ჩერქეზიშვილის, ალექსანდრე გორგაძის, გივი კიკნაძის, ვეფხვია ვეფხვაძის მომართვებზე; მომზადებულ  იქნა ადმინისტრაციული აქტების პროექტები, კერძოდ, ზოგიერთი აქტის არარად ცნობაზე, სხვადასხვა სახის კომისიების შექმნაზე, შშმ პირთა საბჭოს შექმნაზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ; შედგენილი იქნა ა(ა)იპ-ებ-ის წესდებებში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტები, კერძოდ, „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“  წესდებასა და  „სპოტრის და ტურიზმის ცენტრის“ წესდებაში; გაცემული იქნა სამართლებრივი განმარტებები სხვადასხვა საკითხებზე; წარდგენილი იქნა განცხადებები და სასამართლო აქტები აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით; შედგენილი იქნა მოხსენებითი და სამსახურებრივი ბართები სხვადასხვა საკითხებზე და გაგზავნილ  იქნა მიმართვები სხვადასხვა უწყებებში; გაცემული იქნა პასუხი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ მომართვებზე.   ანგარიში დეპუტატების  უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd76767.jpg
07/03/2023 11:42

ხარაგაულის კინოთეატრში ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

  ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე ესწრებოდნენ.    კონცერტში  ,,ხარაგაულის კვარტეტი", ანსამბლი  ,,ხარაგაულის ხმები" საოჯახო დუეტები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.    მაყურებლის წინაშე ასევე წარმოდგენილი იყო იუმორისტული მინიატურა ,,სერენადა".    მხატვრული კომპოზიციას  გალაქტიონ ტაბიძის ლექსების მიხედვით  კითხულობდა ირინე ჩხეიძე. ( აკომპანიმენტი, გია მეიფარიანი).   ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.   საღამო ირინე ჩხეიძეს მიჰყავდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ffashhae.JPG
06/03/2023 16:52

ხარაგაულელი ჩემპიონების, ევსემ შველიძისა და ვახტანგ ნიქაბაძის დედებს 3 მარტი მიულოცეს

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, რევაზ შერგელაშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენის, ვახტანგ ნიქაბაძის დედას ქალბატონ, მაია მაღრაძეს, 3 მარტი მიულოცა. დედის დღე მიულოცეს ასევე, წარმატებული სპორტსმენის, ევროპის ვიცე-ჩემპიონის,საპატიო ხარაგაულელის, გამორჩეული ახალგაზრდის ევსემ შველიძის დედას-ქალბატონ ელზა ბერაძეს. რევაზ შერგელაშვილი: ,,ასეთი ადამიანები ჩვენგან დიდ ყურადღებას იმსახურებენ.მინდა რომ ქალბატონი ელზა მუდამ ბედნიერი იყოს და იამაყოს შვილის გამარჯვებებით. მადლობა მას ასეთი შვილის აღზრდისთვის.  ევსემმა მიღწეული შედეგებით არაერთხელ ასახელა ხარაგაული. მწამს,რომ ქალბატონი ელზა და ევსემის ყველა გულშემატკივარი ერთად ვიზეიმებთ მის ჩემპიონობას."
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/330565590_223797803348067_1514954915898484477_n.jpg
06/03/2023 16:50

ხარაგაულის მერიის  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა აკაკი ლურსმანაშვილმა საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებს გაწეული საქმიანობის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აღნიშნული სამსახურის მიზანია მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის მეთოდების შემუშავება, შემოწმებული ობიექტების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზების შესწავლა - ანალიზი და მათი თავიდან აცილების გზების 2022 წლის წლიური გეგმით გათვალისწინებული იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 5  არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის: „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ის, „ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“-ის, „სათნოების სახლის“ სსიპ ბორის საჯარო სკოლის, „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“, ასევე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმება. აღნიშნული ობიექტები რისკის შეწონვის მიხედვით მოხვდნენ უფრო მაღალი რისკის მატარებელთა რიცხვში. რისკის განმსაზღვრელად შეირჩა 5 რისკ-ფაქტორი: ბიუჯეტის გავლენა, შიდა კონტროლის გარემო (რისკის მართვა), წინა აუდიტის ჩატარების დრო და შედეგი, თანამშრომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება, მომხმარებელთა რაოდენობა. განხორციელდა შემდეგი სახის ღონისძიებები: 23 მაისიდან 27 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს შიდა აუდიტორული შემოწმება. შემოწმებული იქნა ობიექტის საქმიანობა 2018 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდის. ორგანიზაციას ჰქონდა ხარვეზები მუშაობაში და მიეცა 9 რეკომენდაცია. ხარვეზები იყო შემდეგი:    ცენტრის საკანცელარიო საქმისწარმოებაში არსებობს ხარვეზები: არ იყო შედგენილი თანამშრომლების მივლინებიდან და შვებულებიდან დაბრუნების შესახებ ბრძანებები. დაგვიანებითაა ბრძანება შედგენილი დასაქმებულის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნასთან დაკავშირებით, ასევე არაა ბრძანება მისი სამსახურში გამოცხადების შესახებ. 2021 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულია- 23768 ლარის შესყიდვა, ხელშეკრულებები გაფორმდა 24023 ლარის შესყიდვაზე, ხოლო ფაქტობრივად შესყიდულ იქნა 23817 ლარის მომსახურება. დაგვიანებით არის ატვირთული შესყიდვების გეგმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2020 და 2021 წლების. ცენტრის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებზე და მიღება- ჩაბარების აქტებზე არ არის მითითებული გაფორმების თარიღი. შპს „ცხოველთა მომსახურების ცენტრთან“ 2018-2019 წლებში დადებულ 4 (ოთხი) ხელშეკრულებაზე ხელს აწერს ნდობით აღჭურვილი პირი, მინდობილობა არ არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ასევე არ არის ატვირთული მინდობილობა ი.მ. „თინა შარიქაძესთან“ 2019-2020 წლებში დადებულ 11  ხელშეკრულებაზე. დაგვიანებით არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2021 წლის 03 აგვისტოს №42 ხელშეკრულება. 2018 წელს ცენტრმა 10556 (ათი ათას ხუთას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ტრანსპორტის მომსახურებაზე გააფორმა ხელშეკრულებები. 19 ივნისამდე ყველა ხელშეკრულება დადებულია გამარტივებული შესყიდვით, რითაც დაირღვა კანონი, რადგან 5000 ლარამდე მონეტარულ ზღვრამდე ღირებულების შესყიდვაზე იდება ხელშეკრულება ამ წესით, ხოლო 5000 ლარს ზევით უნდა მოხდეს შესყიდვა ელექტრონული ტენდერით. ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ არ არის მატერიალური ფასეულობების გადაბარების აქტი შედგენილი. 2018-2019 წლებში ჩატარებულია ინვენტარიზაცია, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებას. არ არის ჩატარებული ინვენტარიზაცია 2020-2021 წლებში.     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით დამტკიცებული თანამდებობები რიგ შემთხვევაში არ ედრება სახელფასო უწყისში ნაჩვენებ თანამდებობებს. აღნიშნული შეუსაბამობის გამო  ორგანიზაციას მიეცა 9 რეკომენდაცია. ბაღების გაერთიანების შემოწმების პერიოდში შესამოწმებლად, შერჩევის პრინციპით, შერჩეული იქნა 7  საბავშვო ბაღი: ხარაგაულის №1, №2, ბორითის, ღორეშის, ნადაბურის, გედსამანიის და სარგვეშის. აღნიშნულ ბაღებში შემოწმდა საკვები პროდუქტების ფაქტიური ნაშთები, თითოეული ბაღების საწყობებში. აგრეთვე დავათვალიერეთ შენობები და მათი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ბორითის საბავშვო ბაღში პირველ სართულზე დერეფანში ჭერიდან ჩამოდიოდა წყალი, რამაც გამოიწვია დერეფნის ჭერის და იატაკის დაზიანება, რომლებიც საჭიროებენ შეკეთებას. ბორითის საბავშვო ბაღის შენობა ახალი ავტობანიდან განთავსებულია დაახლოებით 18 (თვრამეტი) მეტრის მანძილზე. ავტობანის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არსებობს დიდი რისკი შენობის ოთახების გამონაბოლქვით დაბინძურების, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის საფრთხის შემცველი. შემოწმებულ ბაღებში კვების პროდუქტებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად არსებული ნაშთის ოდენობა ზოგიერთ პროდუქტებზე არ ემთხვევა ბუღალტერიაში არსებულ შესაბამის მონაცემს. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას 2019 – 2021 წლებში ხელშკრულების  შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში, მიღება- ჩაბარების აქტებში არის გადასწორების შემთხვევები. შესყიდვების  სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ხელმოუწერელი დოკუმენტაცია. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას 2019 წელს №36, №64, №81, №86 ხელშეკრულებებში ი.მ. „თინა შარიქაძე“, ს/კ 56001006090 მინდობილობით განსაზღვრულია წარმომადგენელი მარიანა პაპიძე. შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არ არის ატვირთული მინდობილობა. რამდენიმე ხელშკრულებაზე არაა გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები.  2019 წელს 6000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები სხვადასხვა მონეტარული კოდით დადებულია გამარტივებული შესყიდვით, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნა. 5000 ლარის ზემოთ ღირებულ შესყიდვაზე შესყიდვა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ტენდერით.   ბაღების გაერთიანებაში სარემონტო სამუშაოები, შეშის დაჩეხვა-დასაწყობება, ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი შესრულებულია ბაღში დასაქმებული თანამშრომლების მიერ არასამუშაო საათებში გაერთიანების დირექტორის ბრძანების საფუძველზე და შესრულებული სამუშაო ანაზღაურებულია სახელფასო ფონდიდან დანამატის სახით, დეფექტური და შესრულებული სამუშაოს აქტების საფუძველზე. აღნიშნული ქმედება დაუშვებელია, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობას, გაერთიანების თანამშრომლებზე, დამატებით მიცემულ სამუშაოზე გაფორმებული უნდა ქონდეს ხელშეკრულებები, ანაზღაურება გაცემული უნდა იყოს საქონელი და მომსახურების ხარჯიდან. საღანძილის და ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღებში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა, რომელშიც გამოიყენება დიზელის საწვავი. აღნიშნულ ბაღებში 2021 წელს შეძენილია 8355 (რვა ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) ლიტრი დიზელის საწვავი: საღანძილის საბავშვო ბაღს გახარჯული აქვს მარტი-აპრილის თვეებში 1495 (ერთი ათას ოთხას ოთხმოცდათხუთმეტი) ლიტრი, ხოლო ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღს მარტის თვეში 2000 (ორი ათასი) ლიტრი. გახარჯული დიზელის საწვავი ჩამოწერილია თითოეული ბაღის 3 (სამი) თანამშრომლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე. აქტის შედგენის დროს გამოყენებული უნდა იყოს ნორმები, რითაც განსაზღვრულია თუ რა რაოდენობის საწვავი იხარჯება 1 (ერთი) საათის განმავლობაში, რამდენი საათი იმუშავა დღეში და რამდენი დღე იმუშავა თვეში. 2022 წლის პირველი იანვრისათვის დიზელის საწვავის ნაშთი შეადგენს 4860 (ოთხი ათას რვაას სამოცი) ლიტრს.     აღნიშნული შეუსაბამობების და რისკების აღმოსაფხვრელად გაიცა 9 რეკომენდაცია. ა(ა)იპ „სათნოების სახლში“ შემოწმდა 2019-2021 წლების სამუშაო პერიოდი. ჩატარებული შემოწმების მიხედვით, 2019-2021 წლებში ერთჯერადი დახმარებების გაცემის დროს არ არის შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტები დახმარების მიმღებ ბენეფიციარებთან. შესამოწმებელ პერიოდში არ არის დაწერილი ბრძანებები თანამშრომლების შვებულებიდან დაბრუნების შესახებ. ა(ა)იპ „სათნოების სახლი“-ს წესდებაში შესაცვლელია იურიდიული მისამართი და ტერმინოლოგია,  წესდება საჭიროებს განახლებას. ხარვეზებია შესყიდვებშიც. შემოწმების პერიოდში შემოწმდა ობიექტის კვების პროდუქტების საწყობი, ფაქტობრივად არსებული ნაშთის ოდენობა ზოგიერთ პროდუქტზე არ ემთხვევა ბუღალტერიაში არსებულ შესაბამის მონაცემს. ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს ბუღალტერი, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება ნაწარმოებია მემორიალური ორდერებით.  ანგარიშგება ნაწარმოებია „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც ამ დროისათვის ძალადაკარგულია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 05 მაისის  ბრძანება №108-ით, 2021 წლიდან ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები უნდა იყოს „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“  ინსტრუქციის შესაბამისად.  ორგანიზაციას მიეცა 8 რეკომენდაცია ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ხრაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შემოწმება მიმდინარეობდა - 2022 წლის 07 სექტემბრიდან  2022 წლის 12 ოქტომბრამდე. შემოწმდა  პერიოდი - 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე. დასუფთავების მოსაკრებელის სახით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამოსაღებია 2020 წლის თანხა- დარჩენილი 5946 (ხუთი ათას ცხრაას ორმოცდაექვსი) ლარი, 2021 წლის-15458 (თხუთმეტი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარი.   სამსახურს 2020 წელს უძრავი ქონების იჯარაზე ხელშეკრულებები დადებული აქვს 61659 (სამოცდაერთი ათას ექვსას ორმოცდაცხრამეტი) ლარზე, ფაქტიურად ხაზინის ანგარიშზე შემოსულია 47878 (ორმოცდაშვიდი ათას რვაას სამოცდათვრამეტი) ლარი, სხვაობა შეადგენს 13781 (ცამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაერთი) ლარს. 2021 წელს დადებულია იჯარის ხელშეკრულებები 40801 (ორმოცი ათას რვაას ერთი) ლარზე, ფაქტიურად ხაზინის ანგარიშზე შემოსულია  13971 (ცამეტი ათას ცხრაას სამოცდათერთმეტი) ლარი, სხვაობა შეადგენს 26830 (ოცდაექვსი ათას რვაას ოცდაათი) ლარს. თანხები უმეტეს შემთხვევაში ირიცხება ხელშეკრულებაში მითითებული ვადების დარღვევით, რაზეც არ არის დარიცხული პირგასამტეხლო. არ არის გატარებული ღონისძიებები თანხების სრულად არ ჩარიცხვის შემთხვევებში. სამსახურის მიერ რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება,  დასარეგისტრირებელია შემდეგი დასახელების ქონება: სოფელ თეთრაწყაროში 79,5 კვ. მ. შენობა-ნაგებობა (ბიბლიოთეკა), საწყისი ღირებულებით 636 (ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარი. სოფელ საქასრიის ხიდი, საწყისი ღირებულებით 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი.       მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 2 ოთახი გადაცემული აქვს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ადგილობრივ წარმომადგენელს ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე.  სამსახურს მიეცა 5 რეკომენდაცია. სსიპ  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის“ ფინანსური და შესაბამისობის შიდა აუდიტორული შემოწმება მოიცავდა 2019-2021 წლების სამუშაო პერიოდს და მიმდინარეობდა 17.10.2022 წ. – 11.11.2022 წ.  მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებულ სკოლის საშტატო განრიგებს არ აქვს  თარიღი, რითაც ძნელია დადგენა რა დროიდან შედის ძალაში საშტატო განრიგი. სკოლას 2019 წელს ხარჯებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით აქვს გადახარჯვა დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით: ხელფასების მუხლში - 56 ლარი, მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯში - 15 ლარი, რეცხვისა და ქიმწმენდის ხარჯში - 70 ლარი, ტრანსპორტის დაქირავების ხარჯში - 50 ლარი. აღნიშნული გადახარჯვები განხორციელებულია წლის დასაწყისში არსებული ნაშთისა და მიღებული სხვა შემოსავლიდან (უკან დაბრუნებული დაგროვილი პენსის თანხა). სკოლას 2020 წელს ხარჯებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით აქვს გადახარჯვა დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით: მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯში - 5 ლარი, აღნიშნული გადახარჯვა განხორციელებულია წლის დასაწყისში არსებული ნაშთიდან. სკოლას 2021 წელს ხარჯებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით აქვს გადახარჯვა დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით: საკანცელარიო საქონლის შეძენის მუხლში - 21 ლარი, მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯში - 38 ლარი, ელექტროენერგიის ხარჯში - 33 ლარი. აღნიშნული გადახარჯვები განხორციელებულია წლის დასაწყისში არსებული ნაშთისა და სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებში მიღებული ეკონომიიდან. სკოლის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის შეტანილი შეცვლილი დამტკიცებული ბიუჯეტი. ობიექტს მიეცა 3 რეკომენდაცია. ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ შიდა აუდიტორული შემოწმება მიმდინარეობდა 2022 წლის 14 ნოემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე და მოიცავდა - 2019  წლის 01 იანვრიდან  2022 წლის 01 იანვრამდე პერიოდს. ძირითადი მიგნებები იყო შემდეგი: შეუსაბამობა გამოიკვეთა საშტატო განრიგებსა და თანამდებობრივ ფუნქცია-მოვალეობებს შორის. 2019-2021წწ საშტატო განრიგებში გათვალისწინებულია-ორგანიზატორი რიტმული წრის პედაგოგი. მაია ბლუაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პოზიციაზე დანიშნული პიროვნება იყო ორგანიზატორიც და რიტმული წრის პედაგოგიც. აღნიშნული პოზიცია შეუსაბამოა მოცემული წლების თანამდებობრივ ფუნქცია-მოვალეობებთან. მათში არაა გაწერილი „ორგანიზატორი რიტმული წრის პედაგოგის“ ფუნქციები, ჩაწერილია მხოლოდ ორგანიზატორის ფუნქციები. ასევე საშტატო განრიგებში შეტანილია ხელგარჯილობის წრის პედაგოგის პოზიცია, თუმცა შესამოწმებელი პერიოდის თანამდებობრი ფუნქცია-მოვალეობების ნუსხაში არაა შეტანილი მისი ფუნქციები.     შინაგანაწესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში გაწერილია სამივლინებო თანხის ანაზღაურების წესი შემდეგი მოცემულობით „სამივლინებო თანხა ანაზღაურდება დირექტორის მიერ დადგენილი ტარიფით“, რაც შეუსაბამობაშია კანონთან. აღნიშნული ტარიფი დადგენილია კანონმდებლობით და ორგანიზაციის ხელმძღვანელის კომპეტენციაში არ შედის მისი განსაზღვრა.     ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“-ის წესდებაში ცვლილებაა შესატანი. შეცვლილი უნდა იქნას ტერმინი „გამგებელი“ და მის ნაცვლად ჩაიწეროს „მერი“. ასევე წესდების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტში არის შემდეგი ჩანაწერი: „მასობრივ წრეობრივ მუშაობას ხელმძღვანელობს კულტორგანიზატორი“, თუმცა არც ერთ საშტატო განრიგში და არც ფუნქცია-მოვალეობათა ნუსხაში არაა შეტანილი ასეთი პოზიცია.   2020 წლის შესყიდვების გეგმა ატვირთულია 6172 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებები დადებულია 6193 ლარის ღირებულების მომსახურებაზე, ხოლო ფაქტობრივად შესყიდულია 6158 ლარის ღირებულების მომსახურება.  დადებული ხელშკრულების ფასი მეტია გეგმით გათვალისწინებულ თანხაზე. ხელშეკრულებების საერთო ფასი გაზრდილია ისე, რომ არაა შესაბამისი ბრძანება გამოცემული შესყიდვის გეგმის ცვლილებაზე. შესყიდვის ხელშკრულებების ნუმერაციაშიც არის შეცდომა. 2 სხვადასხვა შინაარსის ხელშკრულებას აქვს ერთი და იგივე ნომერი. ფინანსური კუთხითაც არის ხარვეზები, კერძოდ, შემოწმებული წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ნაჩვენები ხელფასის დანამატის სახით გაცემულია თანხა არ შეესაბამება ფაქტობრივად გაცემულს, უფრო მეტი თანხაა გაცემული.   აღნიშნულ ობიექტს მიეცა 4 რეკომენდაცია. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების მონიტორინგი მოცემულ საანგარიშო პერიოდში ჩაუტარდა შემდეგ ობიექტებს: ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს, რომელმაც რეკომენდაციების 56% შეასრულა, (ა)იპ „ეთერ კინაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“-ს- შეასრულა რეკომენდაციები100%-ით, ა(ა)იპ „სათნოების სახლი“-ს-შეასრულა რეკომენდაციები 75% -ით, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს მონიტორინგი ჩაუტარდა 2023 წლის 9-10 იანვარს. სამსახურისთვის მიცემული 5 რეკომენდაციიდან შესრულებულია 3 რეკომენდაცია, 2 რეკომენდაციის შესრულებაზე სამსახური მუშაობს. სსიპ „ბორის საჯარო სკოლას“ შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ჩატარდა 10 თებერვალს. ობიექტს შიდა აუდიტორებისგან მიცემული ქონდა 3 რეკომენდაცია. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ სამივე რეკომენდაცია შესრულებულია. ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს“ ჩაუტარდება მონიტორინგი 2023 წლის მარტის თვეში, რაც გაწერილია სამსახურის აღნიშნული წლის წლიურ გეგმაში. შიდა აუდიტის სუბიექტის საჯარო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს მერიის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა ტრენინგებში.       სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებების შედეგად ძირითადად გამოვლენილია ხარვეზები შესყიდვების პროცედურებთან, მატერიალური მარაგების კანონთან შესაბამის, როგორც აღრიცხვა-კონტროლთან, ასევე ხარჯვასთან და საშტატო განრიგებთან დაკავშირებით. გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია შიდა აუდიტის ობიექტების მიერ, მაგრამ გარკვეული ხარვეზები კვლავ რჩება და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური აქტიურად მუშაობს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების მონიტორინგზე.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/332406330_513291927550661_8463485300161908129_n.jpg
06/03/2023 16:02

საკრებულოს სხდომაზე მერიის სამსახურების უფროსებმა ანგარიშები წარადგინეს

დღეს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ. დეპუტატებს  მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის უფროსმა აკაკი ლურსმანაშვილმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე შარიქაძემ, ასევე, ადმინისტრაციული სამსახურის უფოსმა კახაბერ გოლუბიანმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს და დასმულ  შეკითხვებს უპასუხეს. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ აღნიშნული სამსახურების ანგარიშები დადებითად შეაფასა. ანგარიშებს გაეცანით აქ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის ანგარიში --- https://bit.ly/3Stayrh ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში-- https://bit.ly/3InUClv ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში-- https://bit.ly/3EsBphr   სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. ხარაგაულის მმუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: კახაბერ გოლუბიანი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kojsgksdg.JPG
06/03/2023 13:06

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მრავალშვილიან დედებს,  3 მარტი  მიულოცა

დღეს ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, და მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, მრავალშვილიან დედებს 3 მარტი პირადად მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები და სპეციალური სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს.   კობა ლურსმანაშვილი:   ,,ხარაგაულის მერიის სახელით, დღეს მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ჩვენი ყურადღება მრავალშვილიანი დედების მიმართ გამოგვეხატა. ხარაგაულის მერია ყოველთვის გამოირჩევა მათდამი მხარდაჭერით , თუმცა დღეს ჩვენ შევეცადეთ მათთვის სიხარული გვეჩუქებინა. თითოეულ დედას ვულოცავ დედის დღეს! ვფიქრობ, დედობა უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსია ცხოვრებაში“.   მსგავსი ხასიათის აქტივობები კვლავ გაგრძელდება.   ხარაგაულის მერია სამიზნე ჯგუფებს, საგაზაფხულო დღესასწაულების ფორმატში უშუალოდ შეხვდება და მათდამი კიდევ ერთხელ გამოხატავს ყურადღებას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd45as45da65das.JPG
06/03/2023 13:04

ხარაგაულის სოფლებში თოვლის დნობამ მეწყრული პროცესები გამოიწვია

თოვლის დნობის და წვიმების შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ხარაგაულის სოფლებში. მთიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ, გადაადგილების პრობლემა შექმნა  რამდენიმე სოფლის საუბნო გზებზე. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მოადგილეებთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაციაში, ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და ეცნობა შექმნილ მდგომარეობას. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:  ,,ხარაგაულის მერია მუშაობს და აღრიცხავს  ზიანს. მეწყრული უბნების რეაბილიტაციის მიზნით, ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ვფიქრობ,  რამდენიმე ლოკაციაზე დაიგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ასევე მოხდება გზის კონკრეტული მონაკვეთების რეაბილიტაცია." ამ ეტაპზე ხარაგაულის სოფლის ცენტრალურ გზებზე გადაადგილება შეზღუდული არაა, თუმცა ამ დრომდე რჩება შიდა საუბნო გზების რამდენიმე მონაკვეთი, სადაც ხარაგაულის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები გამოდარებისთანავე განახლდება. მეწყრული პროცესების გამო პრობლემები შეიქმნა ფონა - ჩუმათელეთის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ხარაგაულის მერიის, იმერეთის მხარის სამხარეო ადმინისტრაციის, ხაშურის მერიის და საავატომობილო გზების დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით, კონტრაქტორი კომპანია ,,არალის“ მიერ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. მიწის მასის ჩამოშლა პერიოდულად ახლდება, რის გამოც გზის აღნიშნული მონაკვეთი მუდმივი ყურადღების ქვეშ რჩება. მეწყრული პროცესები განვითარდა ძირულა-ხარაგაულის დამაკავშირებელ მონაკვეთზე.  აღნიშნული გზის მოვლა-პატრონობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტრაქტორი კომპანია ,,ბლექ-სი-გრუპი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე, მეწყერის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებამდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვებია ცალმხრივი მოძრაობა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/645asdasd.JPG
06/03/2023 12:56

მერის პირველმა მოადგილემ, დედის დღე, ომში დაღუპული გმირის დედას, მიულოცა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის, ხვიჩა მუმლაძის დედას 3 მარტი მიულოცა. ვარლამ ჭიპაშვილი გმირის დედას, მზია მუმლაძეს, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორთან, რევაზ შერგელაშვილთან და მერის წარმომადგენელთან, ვეფხვია ვეფხვაძესთან ერთად ესტუმრა, ყვავილები და სასაჩუქრე ნაკრები მიართვა და სამშობლოსთვის თავგანწირული შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა. გმირულად დაღუპული მეომრის ხსოვნის პატივსაცემად სოფელი ყოველ გაზაფხულს ხვიჩაობას აღნიშნავს. ხვიჩაობა სოფელ სარგვეშში მაისის პირველ შაბათს აღინიშნება. მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, მსგავსი ხასიათის აქტივობები კვლავ გაგრძელდება. ხარაგაულის მერია სამიზნე ჯგუფებს, საგაზაფხულო დღესასწაულების ფორმატში უშუალოდ შეხვდება და მათდამი კიდევ ერთხელ გამოხატავს ყურადღებას.  
სრულად