სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_10.png
09/08/2022 16:28

12 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

 12 აგვისტოს საკრებულოს სხდომა გაიმართება საკითხთა ნუსხა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
09/08/2022 10:01

10 აგვისტოს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

 10 აგვისტოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. საკითხთა ნუსხა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0166_1.JPG
09/08/2022 09:32

კობა ლურსმანაშვილი: მადლობა მამუკა არევაძეს, რომელმაც ახალი ტაძარი აჩუქა ხარაგაულს

ანაობას, ხარაგაულში წმ. იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარი ეკურთხა. ტაძრის საზეიმო კურთხევა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა ,მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ჩაატარა. მსახურებას ასევე ესწრებოდა  ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე).  კურთხევის საზეიმო ცერემონიას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საპატიო სტუმრები, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის და ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ესწრებოდნენ.  ტაძარი ხარაგაულელმა ბიზნესმენმა მამუკა არევაძემ საკუთარი სახსრებით ააშენა. კობა ლურსმანაშვილი: ,,დღეს სადღესასწაულო დღეა, ხარაგაულს შეემატა შესანიშნავი ტაძარი, ეს ძალიან დიდი შენაძენია და ვულოცავ მთელ ხარაგაულს. მინდა მადლობა გადავუხადო არევაძეების ოჯახს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობებით ახალი ტაძარი აჩუქეს ხარაგაულს, ასეთი ადამიანები დასაფასებლები არიან. ვუსურვებ ხარაგაულს მეტი ინიციატივიანი და შესაძლებლობების მქონე პიროვნებები ჰყავდეს, რომლებიც ხარაგაულისთვის მრავალი სიკეთის კეთებას შეძლებენ.“ ტაძრის კურთხევის შემდეგ, მრევლს სიტყვით მიმართა მეუფე მელქისედეკმა: ,,მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, დღეს არის ღვთისმშობლის დედის მიძინების,  წმინდა ანას ხსენების დღე, განსაკუთრებით უშვილოები შესთხოვენ იოაკიმეს და ანას შვილიერებას. ამ ტაძარში დადგინდება მსახურება, ჩატარდება წირვა და ტაძარი მოქმედი იქნება“- მიმართა მრევლს სიტყვით მეუფე მელქისედეკმა.    ლოცვის დასრულების შემდეგ მეუფე დოსითეოსმა ტაძრების მშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: ,,ტაძრის აგება არის ყველაზე დიდი ნიშანია იმის რომ ადამიანებმა უფლის გზა იპოვეს, დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება ვყოფილიყავი ჩემს ხარაგაულელებთან ერთად და გამეზიარებინა ეს სიხარულის დღე. წმ იოაკიმე და ანა შეეწიოს ყველა ადამიანს ვინც გულით შემოხედავს ამ ტაძარს და პირჯვარს გადაიწერს, უფალმა ისმინოს თითოეული ჩვენგანის ლოცვა და თხოვნა.“ ახლად აშენებული ეკლესია ერთადერთია ხარაგაულში ,რომელიც წმინდა იოაკიმე და ანას სახელზეა აგებული. ახლად ნაკურთხ ტაძარში დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) იმსახურებს. ტაძარი მოქმედი იქნება და მასში წირვა ლოცვა ყოველ შაბათ - კვირას აღევლინება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/2638024581267_n.jpg
09/08/2022 09:30

10 აგვისტოს 11-დან 18 სთ-მდე ხარაგაული - კიცხი -ზესტაფონის გზა დაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნიუ როუდი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-101) ზესტაფონი-კიცხი ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოების წარმოების ფარგლებში აღნიშნული გზის კმ3 მონაკვეთზე დაგეგმილია მილის გაყვანა, რის გამოც, 2022 წლის 10 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-1) თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა  შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად მოხდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/af81_n.jpg
08/08/2022 18:44

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

დღეს სოფელ ხიდარში, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ზაზა გლუნჩაძე გაიხსენეს. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, მერის წარმომადგენელი, გიგი დოლიკაშვილი, ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატი, შმაგი ხიჯაკაძე, საკრებულოს წევრები ,ნონა ზურაბიანი და შალვა ლურსმანაშვილი ზაზა გლუნჩაძის საფლავთან შეიკრიბნენ და დაღუპულის ოჯახის წევრებთან და თანასოფლელებთან ერთად გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდრის მკვიდრი, ზაზა გლუნჩაძე 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში, თანამებრძოლთა გადარჩენის მცდელობის დროს დაიღუპა. მას ათი დაჭრილი თანამებრძოლი გამოუყვანია ბრძოლის ველიდან. კიდევ წასულა დაჭრილების საშველად, მაგრამ იქვე ჭურვი აფეთქებულა… ხარაგაულელი გმირი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასალის ორდენით დააჯილდოვეს. ზაზა გლუნჩაძემ, სულ ახალგაზრდამ 28 წლის ასაკში, შესწირა თავი სამშობლოს ერთიანობას. 14 წლის წინ,2008 წელს, შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის ხუთ დღეს გაგრძელდა. ამ ომს საქართველოს 412 მოქალაქე შეეწირა, 1747 ადამიანი კი დაიჭრა. მათ შორის იყვნენ სამოქალაქო პირები და ჟურნალისტები.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0163.JPG
08/08/2022 18:44

 ანაობას, ხარაგაულში წმ. იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარი ეკურთხა

ტაძრის საზეიმო კურთხევა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა ,მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ჩაატარა. მსახურებას ასევე ესწრებოდა  ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე).  კურთხევის საზეიმო ცერემონიას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საპატიო სტუმრები, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის და ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ესწრებოდნენ.  ტაძარი ხარაგაულელმა ბიზნესმენმა მამუკა არევაძემ საკუთარი სახსრებით ააშენა. კობა ლურსმანაშვილი: ,,დღეს სადღესასწაულო დღეა, ხარაგაულს შეემატა შესანიშნავი ტაძარი, ეს ძალიან დიდი შენაძენია და ვულოცავ მთელ ხარაგაულს. მინდა მადლობა გადავუხადო არევაძეების ოჯახს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობებით ახალი ტაძარი აჩუქეს ხარაგაულს, ასეთი ადამიანები დასაფასებლები არიან. ვუსურვებ ხარაგაულს მეტი ინიციატივიანი და შესაძლებლობების მქონე პიროვნებები ჰყავდეს, რომლებიც ხარაგაულისთვის მრავალი სიკეთის კეთებას შეძლებენ.“   ტაძრის კურთხევის შემდეგ, მრევლს სიტყვით მიმართა მეუფე მელქისედეკმა: ,,მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, დღეს არის ღვთისმშობლის დედის მიძინების,  წმინდა ანას ხსენების დღე, განსაკუთრებით უშვილოები შესთხოვენ იოაკიმეს და ანას შვილიერებას. ამ ტაძარში დადგინდება მსახურება, ჩატარდება წირვა და ტაძარი მოქმედი იქნება“- მიმართა მრევლს სიტყვით მეუფე მელქისედეკმა.    ლოცვის დასრულების შემდეგ მეუფე დოსითეოსმა ტაძრების მშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: ,,ტაძრის აგება არის ყველაზე დიდი ნიშანია იმის რომ ადამიანებმა უფლის გზა იპოვეს, დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება ვყოფილიყავი ჩემს ხარაგაულელებთან ერთად და გამეზიარებინა ეს სიხარულის დღე. წმ იოაკიმე და ანა შეეწიოს ყველა ადამიანს ვინც გულით შემოხედავს ამ ტაძარს და პირჯვარს გადაიწერს, უფალმა ისმინოს თითოეული ჩვენგანის ლოცვა და თხოვნა.“ ახლად აშენებული ეკლესია ერთადერთია ხარაგაულში ,რომელიც წმინდა იოაკიმე და ანას სახელზეა აგებული. ახლად ნაკურთხ ტაძარში დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) იმსახურებს. ტაძარი მოქმედი იქნება და მასში წირვა ლოცვა ყოველ შაბათ - კვირას აღევლინება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/283148174_3372062229707593_1148878489967083725_n.jpg
08/08/2022 18:13

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულს რეგიონული განვითარების ფონდიდან, დამატებით 2  მილიონ 631 ათასი ლარი გადმოეცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 631 000 ლარი გადმოეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ხარაგაულის მერმა, კობა ლურსამანაშვილმა წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე გააკეთა. მან წარმომადგენლებს ახლად დაფინანსებული პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და წისწრებით შესრულების მხრივ ხარაგაული 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის არის. რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 11 პროექტი განხორციელდება: 1.სოფელ მაქათუბანში საუბნო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი; 2.სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი(ბერაძეებისა და ზვიადაძეების უბანი); 3.სოფელ ვანში საუბნო გზის რეაბილიტაცია(ჩხაკოურის უბანი); სოფელ ვარძიის საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ღორეშაში საუბნო გზის რეაბილიტაცია(იჩქიტიძეების უბანი); 6.სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია; 7.სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია(მესერიძეებისნ უბანი); 8.სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; სოფელ დეისში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. ინფორმაციისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე,  ხარაგაულმა   2 მილიონ 940 ათას 390 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხით, ახალი გზა 19 სოფელში რეაბილიტირდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0011.JPG
08/08/2022 13:09

წმ.იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) იმსახურებს

ტაძრის საზეიმო კურთხევა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა ,მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ჩაატარა. მსახურებას ასევე ესწრებოდა  ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე).  კურთხევის საზეიმო ცერემონიას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საპატიო სტუმრები, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის და ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ესწრებოდნენ.  ტაძარი ხარაგაულელმა ბიზნესმენმა მამუკა არევაძემ საკუთარი სახსრებით ააშენა. კობა ლურსმანაშვილი: ,,დღეს სადღესასწაულო დღეა, ხარაგაულს შეემატა შესანიშნავი ტაძარი, ეს ძალიან დიდი შენაძენია და ვულოცავ მთელ ხარაგაულს. მინდა მადლობა გადავუხადო არევაძეების ოჯახს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობებით ახალი ტაძარი აჩუქეს ხარაგაულს, ასეთი ადამიანები დასაფასებლები არიან. ვუსურვებ ხარაგაულს მეტი ინიციატივიანი და შესაძლებლობების მქონე პიროვნებები ჰყავდეს, რომლებიც ხარაგაულისთვის მრავალი სიკეთის კეთებას შეძლებენ.“ ტაძრის კურთხევის შემდეგ, მრევლს სიტყვით მიმართა მეუფე მელქისედეკმა: ,,მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, დღეს არის ღვთისმშობლის დედის მიძინების,  წმინდა ანას ხსენების დღე, განსაკუთრებით უშვილოები შესთხოვენ იოაკიმეს და ანას შვილიერებას. ამ ტაძარში დადგინდება მსახურება, ჩატარდება წირვა და ტაძარი მოქმედი იქნება“- მიმართა მრევლს სიტყვით მეუფე მელქისედეკმა.    ლოცვის დასრულების შემდეგ მეუფე დოსითეოსმა ტაძრების მშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: ,,ტაძრის აგება არის ყველაზე დიდი ნიშანია იმის რომ ადამიანებმა უფლის გზა იპოვეს, დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება ვყოფილიყავი ჩემს ხარაგაულელებთან ერთად და გამეზიარებინა ეს სიხარულის დღე. წმ იოაკიმე და ანა შეეწიოს ყველა ადამიანს ვინც გულით შემოხედავს ამ ტაძარს და პირჯვარს გადაიწერს, უფალმა ისმინოს თითოეული ჩვენგანის ლოცვა და თხოვნა.“ ახლად აშენებული ეკლესია ერთადერთია ხარაგაულში ,რომელიც წმინდა იოაკიმე და ანას სახელზეა აგებული. ახლად ნაკურთხ ტაძარში დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) იმსახურებს. ტაძარი მოქმედი იქნება და მასში წირვა ლოცვა ყოველ შაბათ - კვირას აღევლინება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/297408673_453751343273758_1862433189532435611_n_1.png
06/08/2022 15:32

ყურადღება, წყალი დროებით შეწყდება

დაბის 24 საათიანი წყალმომარაგება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. ქსელის გამართული ფუნქციონირებისთვის აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვის-ცენტრი და მშენებელი კომპანია. როგორც ხარაგაულის სერვის - ცენტრიდან გვატყობინებენ, ახალ ქსელზე არსებული მცირე დაზიანებების გამო და დაბის ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე მილხიდების და წყალამრიდების მშენებლობის პროცესში შესაძლებელია დრო და დრო მოხდეს წყლის წყვეტა. დღეს 16:00 საათზე წყალი დროებით შეუწყდება დაბა ხარაგაულის მოსახლეობას. სამუშაოების დასრულებისთანავე წყლის მიწოდება ისევ აღდგება. შეგახსენებთ წყლის დებეტი ჭარბია და შესაძლო წყვეტა არანაირად არ უკავშირდება წყლის დონის ვარდნას. ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ოფიციალური გრაფიკი, რაც  დილის 8 საათიდან 10 საათამდე და საღამოს 19 საათიდან 22 საათამდე წყლის მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა ხარაგაულს წყალი სატესტო რეჟიმში 24 საათის განმავლობაში მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვის-ცენტრი გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შემქნილ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით არსებული დისკომფორტის გამო.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/297225812_476319313831882_449878090607272727_n.jpg
05/08/2022 14:30

დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები ხარაგაულში

დილიდან, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები, ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად,  ხარაგაულის ქუჩებს და სკვერებს ასუფთავებენ.  დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არიან გადანაწილებულები.   გაერთიანების, დირექტორის, ზაზა კაციტაძის ინფორმაციით, სოფლებში სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება დადებითად აისახა გაერთიანების  საქმიანობაზე.   გზის პირების მოვლა - დასუფთავება , სასაფლაოს,  არხების და სპონტანური ნაგავსაყრელების გაწმენდა - ასეთი სახის საზოგადოებრივ სამუშაოებს,  პროგრამის ბენეფიციარები, სოფლებში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.   შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.  ️  პროგრამაში ჩართვა არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. შესაბამისად, მოსარგებლის ოჯახს დახმარება 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება. ამასთან, პროგრამაში ჩართული ადამიანები დამატებით 300 ლარს იღებენ.
სრულად