სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/88162b30-6bdc-11e9-a242-77e53e8e61a2%20(1).jpg
04/08/2022 12:25

ხარაგაულს, სატესტო რეჟიმში წყალი უწყვეტად მიეწოდება

უკვე მეორე დღეა,  დაბა ხარაგაულის და დიდვაკის მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.  წყლის სატესტო გაშვება ამ ეტაპზე სტაბილურია და  წყალი 24 საათიან რეჟიმში 1125 აბონენტს მიეწოდება. კობა ლურსმანაშვილმა, დაბის 24 საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით , ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაბა ხარაგაულში წყლის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში რამდენიმე დღეში განახლდებოდა. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, წყლის დებეტი საკმარისია, სასმელი წყალი სტაბილურად მიეწოდებათ აბონენტებს, შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია, და პროცესი დამაკმაყოფილებელია. საღანძილეში მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში შიდა ქსელის სამუშაოებს  პროექტის 2ეტაპის  კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. სასმელ წყალს ხარაგაული ლეღვნის სათავე ნაგებობიდან იღებს.   წყლის სატესტო გაშვება რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ხარაგაული 24 საათიან წყალმომარაგებაზე ოფიციალურად გადავა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_84.jpg
04/08/2022 12:11

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაიწყეს

მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენისათვის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, შესაბამისი კომისიის წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხარაგაულის მერიის მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის სფერო, განათლება და კულტურა იქნება. მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, შეხვედრის მთავარი მიზანი ბიუჯეტი სწორი და ეფექტური დაგეგმვაა, რომელიც მოსახლეობის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული. „ვმუშაობთ მუნიციპალურ პროგრამებზე, რომელიც ხალხის ინტერესებზე იქნება მორგებული. ვფიქრობთ, ახალი იდეებისა და ინიციატივების განხორციელებას. ჩვენი მთავარი მიზანი, საბიუჯეტო სახსრების ეფექტური განკარგვაა. საბიუჯეტო პროცესი უკვე იწყება, რომელიც საბიუჯეტო კალენდრის მიხედვით, ყველა წესის დაცვით წარიმართება"-განმარტავს მერის პირველი მოადგილე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98.jpg
04/08/2022 12:03

ხარაგაულში ხიდების შეღებვა მიმდინარეობს

ხარაგაულში, რკინიგზის და ავტოსადგურის ხიდებზე გარე განათების ბოძებისა და ხიდის მოაჯირის შეღებვის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ჩვენთან საუბრისას დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების უფროსი, ზაზა კაციტაძე  აცხადებს, მსგავსი სამუშაოები  დაბის ტერიტორიაზე მდებარე  ხიდებზე ეტაპობრივად გაგრძელდება. ასევე განახლდება სკვერებსა და ხიდებზე  გარე განათების მოწყობა-დამონტაჟება. სამუშაოებს ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება  აწარმოებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648%20(1)_1.png
04/08/2022 11:17

სკრინინგის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის (F2) მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება, ხოლო პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭიროა ფუჭი ქანების სანაყაროს მოწყობა. აღნიშნულის გათვალისწინებით დაიგეგმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მდ.ძირულას მარცხენა სანაპიროზე გამონამუშევარი ფუჭი ქანების №17 სანაყაროსა და ნაპირადმცავი ნაგებობის (ნაპირდამცავი ფლეთილი ქვის კონსტრუქციის) მოწყობის განხორციელება. წარმოგიდგენთ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ.საქასრიაში საერთაშორისო მნიშვნელობის E60 ავტომაგისტრალის ბორითი-ხევის მონაკვეთის (F2) მშენებლობის პროექტის ფარგლებში გამონამუშევარი ფუჭი ქანების №17 სანაყაროს ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობის სკრინინგის განცხადებას. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/414) .  დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.   სანაყაროს სკრინინგის ანგარიში - ელ. ვერსია
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0368%20(1).JPG
03/08/2022 15:05

ხარაგაულის კინოთეატრში, კინოქალაქი ,,სინემა“ საზეიმოდ დაიხურა

კინოთეატრში, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის, სტუდია ,,პიონერ ფილმის" მოსწავლეებმა ერთობლივი შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.  მოეწყო ფილმის ,,რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერა, რომელიც კინო ქალაქი ,,სინემა“-ს გადამღებმა ჯგუფმა ხარაგაულში გადაიღო. ფილმში ყველა პერსონაჟის ხარაგაულელები ასახიერებენ, მთავარი როლის შემსრულებლები კი პატარა მსახიობები: ანა ჭუმბურიძე და სოლომონ კურტანიძე არიან.  საზეიმო დახურვაზე წარმოდგენილი იყო თამაზ სანებლიძის ლექსების მიხედვით აწყობილი ლიტერატურული კომპოზიცია ,,კოკროჭინა იმერეთი“.  სტუდია"პიონერ ფილმის" ხელმძღვანელმა, გრიგოლ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულში სტუმრობა ყოველთვის სასიხარულოა, რადგან, აქ გამორჩეულად თავაზიანი, ყურადღებიანი და სტუმართმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ.  გრიგოლ ჩიგოგიძე:,,ბედნიერები ვბრუნდებით თბილისში, საინტერესო და საოცარი დღეები გაატარეს ბავშვებმა, მათ არასოდეს დაავიწყდებათ და ყოველთვის სიხარულით გაიხსენებენ თითოეულ დღეს.“  მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, კინო ქალაქ „სინემას“ წარმომადგენლებთან ერთად, ყოველი დღე საინტერესოდ დატვირთული იყო. განხორციელდა საინტერესო აქტივობები, ჩამოყალიბდა თბილი და მეგობრული ურთიერთობები,რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება. მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ, ,,პიონერ ფილმის" ხელმძღვანელ, გრიგოლ ჩიგოგიძესთან ერთად, ღონისძიების მონაწილე უმცროსი და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/town8.jpeg
03/08/2022 12:08

,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი” კარვების ბანაკში გიწვევთ

10 აგვისტოდან ლეღვანში ახალგაზრდული კარვების ბანაკი გაიმართება 10 აგვისტოდან ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით, სოფელ ლეღვნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალგაზრდული კარვების ბანაკი გაიმართება.  ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ბანაკი 3 დღიანი იქნება და სპორტული აქტივობებით, გასართობი და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშებით იქნება დატვირთული.  ლეღვნის ახალგაზრდული ბანაკი 14 -დან 18 წლამდე ახალგაზრდებს მიიღებს. ბანაკში დაცული იქნება უსაფრთხოების წესები. კარვების ბანაკში ჩაწერა დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:592 11 82 99, 577 42 48 12.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_asdDSC0037aad.JPG
03/08/2022 11:16

სოფელ ნადაბურის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა,  ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც  საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამშენებლო სამუშაოები, სოფელ ნადაბურში უახლოეს დღეებში დაიწყება.  ხელშეკრულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა  და  მშენებელ კომპანია შპს „მეკას“  შორის გაფორმდა. პროექტის ღირებულება  515 ათასი ლარია.  საერთო ჯამში, ბეტონის საფარი გზის 2360 მეტრ მონაკვეთზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ,  192 ათას 708 ლარის სამუშაოები შესრულდება. დარჩენილი ღირებულების სამუშაოები 2023 წელს განხორციელდება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/292389798_342262898078795_6717206365243670710_n.jpg
03/08/2022 10:42

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებების კონკურსი ცხადდება

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვირტუალური პლატფორმა-„ქართული გამოგონების მუზეუმი“  კონკურსს „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“ აცხადებს. კონკურსის მიზანი ისეთი იდეების მოძიება და პოპულარიზაციაა, რომლებიც  წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას ამცირებს და განახლებად ენერგიაზე გადასვლას უწყობს ხელს. კონკურსის ფარგლებში განიხილავენ უკვე არსებულ გამოგონებებს ან პროექტებს, რომლებიც ენერგიის გამომუშავების, შენახვის, გავრცელებისა და დაზოგვის მიზნით შეიქმნა.  ასევე ისეთ გამოგონებებს, რომლებიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, წყლის, მზის, ქარის და სხვა სახის ენერგო რესურსებს. ან გვთავაზობს ენერგოეფექტურ გადაწყვეტებს, რომელთა გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში შეიძლება - გათბობა და გაგრილება, საჭმლის მომზადება, წყლის გაცხელება, განათება, ირიგაცია და სხვა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები, რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა ყოფითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად შექმნეს და ამისთვის      ადგილობრივად ხელმისაწვდომი ცოდნა, რესურსები და ხელსაწყოები გამოიყენეს. გამოგონება შეიძლება იყოს როგორც ახალი ხელსაწყო, ნივთი, ასევე მომსახურება ან საქმიანობა. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის თუ გამოცდილების  მქონე გამომგონებელს. მცირე ბიზნესებს, სათემო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს. საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს. კონკურსის პირობების სანახავად ეწვიეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებ გვერდს https://www.undp.org/ka/georgia  კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ელფოსტას-  acclab.geo@undp.org განცხადებები მიიღება 15 აგვისტოს ჩათვლით.  კონკურსის განაცხადი იხილეთ ვებგვერდზე: gamogoneba.ge  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0225.JPG
29/07/2022 20:22

ხარაგაულში პოეტ ტარიელ ხარხელაურის საღამო გაიმართა

ხარაგაულის კინოთეატრში ტარიელ ხარხელაურისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი გაიმართა.  ღონისძიების დაწყებამდე პოეტი, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს სტუმრობდა.  საღამოზე რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა , იზა ვეფხვაძემ, პოეტის ცხოვრების გზასა და შემოქმედებაზე ისაუბრა. ლიტერატურ კომპოზიციას თან ახლდა პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, რომელიც ,,ხარაგაულის კვარტეტი"-ს მიერ შესრულდა.  ღონისძიების დასასრულს, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ტარიელ ხარხელაურს მიესალმა და მას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.  ვარლამ ჭიპაშვილი, მერის პირველი მოადგილე ,, მოგესალმებით, როგორც ღირსეულ შემოქმედს. მიიღეთ ჩვენგან დიდი პატივისცემა და სიყვარული. მინდა გადმოგცეთ მოკითხვა და პატივისცემა ხარაგაულის მერის , ბატონ კობა ლურსმანაშვილის სახელით, დღეს იგი ობიექტური მიზეზების გამო აქ ვერ იმყოფება. ჩვენ კარგად ვიცით თქვენი მეგობრობის და ურთიერთობის შესახებ და გვინდა ყოველთვის იცოდეთ , რომ ხარაგაული თქვენი ღირსეული მასპინძელი იქნება.“ საღამოზე პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა , დამსწრე საზოგადოების თხოვნით, საკუთარი ლექსები წაიკითხა.  ტარიელ ხარხელაური: ,,ძალიან ხშირად უკითხავთ ჩემთვის თავიდან რომ დაიწყო სიცოცხლე , თუ შეცვლიდი რამესო, დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს არ შევცლიდი. სწორედ ამ ტკივილიანმა გზამ მომიყვანა თქვენამდე და ასეთი სიყვარულის ღირსი გამხადა , სხვანაირად მე თქვენამდე ვერ მოვაღწევდი. ყოველი ახალი შეხვედრა მკითხველთან, არის სამკურნალო წამალი, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემს მკითხველს , თქვენმა სიყვარულმა შეაძლებინა ტარიელ ხარხელაურს , რომ პოეზიაში დარჩენილიყო. მადლობა ხარაგაულს სიყვარულისთვის.“  პოეტი ხარაგაულს მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილთან ერთად ესტუმრა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0014_2.JPG
29/07/2022 13:01

შაბათს, 30 ივლისს, ხარაგაულის კინოთეატრში, კინოქალაქი ,,სინემა“-ს საზეიმო დახურვა გაიმართება

საზეიმო დახურვაზე ნაჩვენები იქნება ფილმი ,,რწყილი და ჭიანჭველა“, რომელიც კინო ქალაქი ,,სინემა“-ს გადამღებმა ჯგუფმა ხარაგაულში გადაიღო. ასევე წარმოდგენილი იქნება თამაზ სანებლიძის ლექსების მიხედვით აწყობილი ლიტერატურული კომპოზიცია ,,კოკროჭინა იმერეთი“. საზეიმო დახურვაზე ხარაგაულს ესტუმრება, მუსიკოსი ნუგზარ ერგემლიძე. ,, საზეიმო დახურვაზე გვესტუმრება ნუგზარ ერგემლიძე. ვფიქრობ,  საინტერესო საღამო გვექნება. შესრულდება  სიმღერები და ამით დავასრულებთ და შევაჯერებთ იმ საოცარ დღეებს , რომელიც ხარაგაულელმა ბავშვებმა და კინოქალაქ ,,სინემა“-ს მოსწავლეებმა ერთად გავატარეთ“- ამბობს, პიონერფილმის ხელმძღვანელი,  გრიგოლ ჩიგოგიძე. კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის, სტუდია ,,პიონერფილმის" ერთობლივი პროექტია.    
სრულად