სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Enscape_2022-03-23-12-10-05_1.jpg
31/03/2022 18:35

ხარაგაულის მერის გადაწყვეტილებით, ცენტრალური პარკის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართება

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია, საჯარო ფორმატში  გაიმართება. მერის პოზიციაა , რომ პროექტირების პროცესში დაცული იყოს ღიაობის პრინციპი. კობა ლურსმანაშვილი: ,,უახლოეს დღეებში ხარაგაულის ცენტრალური პარკის  პროექტის  საჯარო განხილვა შედგება. პროექტის პრეზენტაციაზე ვიწვევთ დაინტერესებულ სეგმენტ ჯგუფებს. ჩვენი მიზანია , ხარაგაულს ჰქონდეს ვრცელი და მოწესრიგებული რეკრეაციული ზონა. ხარაგაულის ცენტრალური პარკი  მიმზიდველი იქნება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ხარაგაულის სამომავლო განვითარებას.”  პროექტის საჯარო განხილვის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის მიზნით, ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია ,,პროჯექტ კომპანი"-ს წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია. ხარაგაულის მერის  მოსაზრების წარდგენა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მოქალაქეების მხრიდან პროექტის ირგვლივ საკუთარი ხედვებისა  და შენიშვნების წარმოდგენა.  ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის პროექტირებას კომპანია  ,,პროჯექტ კომპანი" ახორციელებს. საჯარო განხილვა ოთხშაბათს, 6 აპრილს, 14:00 საათზე, კინოთეატრის შენობაში გაიმართება. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში  დაფინანსების მიღების მოლოდინშია და წინასწარ განსაზღვრით, მისი ღირებულება მილიონ 500 ათასი ლარი იქნება.  საპროექტო იდეა მოწონებულია საკრებულოს და იმერეთის სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მიერ.  ინფორმაციისთვის, საერთო ჯამში, ხარაგაულში სრიგპ პროექტის ფარგლებში ოთხი პროექტი განხორციელდება. მიმდინარეობს ხუნევის ბაღის მშენებლობა, პროექტის ღირებულება 619 170 ლარია. ტენდერი დასრულებულია  და უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება  კომპანიასთან, რომელიც დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ღირებულება 282 000 ლარი. დასრულდა სოფელ მიროწმინდაში წმ. ნიკოლოზის ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტზე გამოცხადებული ტენდერი, პროექტის ღირებულება 250 ათასი ლარია.  საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_1_5.png
31/03/2022 18:10

ექიმი ქალები ხარაგაულიდან - ფოტოგამოფენა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში

     დიდი  სახეები  პატარა  ჩარჩოებში - ასეთი სახელწოდებით, 5 აპრილს,  სამშაბათს, 13.00 საათზე ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი გამოფენას უმანსპინძლებს.   მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როცა მსოფლიოში პოლიტიკური ფორმაციები იცვლებოდა  სოფ. ღორეშაში  დაბადებულმა,  მინადორა  ეფრემის ასულმა ორჯონიკიძემ თავისი მსოფლმხედველობა დაუკავშირა ახალ იდეოლოგიას, რომელიც მისი ღრმა რწმენით მსოფლიო ხალხებს „მშვიდობას, სოციალურ თანანსწორობასა და კეთილდღეობას“ მოუტანდა.          22 წლის გოგონა ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე იწყებს სწავლას. სტუდენტობის წლებშივე ჩაება სოციალისტურ წრეებში. მან  ჟენევაში იქორწინა შემდგომში მეტად დრამატულ პიროვნებასთან, მალაქია ტოროშელიძესთან.           1905 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე  რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. მუშაობდა წითელ ჯვარში და არა-ში  ( ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია).            1917 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.            1919 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. მინადორა ორჯონიკიძე იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დეკლარაციის ხელმომწერი.              1919-21 წლებში სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავჯდომარის მოადგილე და შრომის კომისიის მდივანი იყო.              წითელი არმიის შემოჭრისას ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.               პირველი რესპუბლიკის დაცემის შემდეგ იწყება მინადორა ორჯონიკიძის მეტად ტრაგიკული ცხოვრება. 1924 წელს იძულებით მოსკოვში გაასახლეს, რის გამოც უარი თქვა ე.წ. მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე. 1936 წელს დააპატიმრეს.             1937 წელს მეუღლე, მალაქია ტოროშელიძე და შვილები გიორგი და ლევანი დაუხვრიტეს. თვითონ დახვრეტას სამედიცინო განათლებამ გადაარჩინა., ვინაიდან ყაზახეთში, სადაც გადაასახლეს ექიმები ძალიან სჭირდებოდათ. სასჯელიდან განთავისუფლებული თბილისში 1950 წელს ჩამოვიდა, ხოლო 1956 წელს რეაბილიტაცია მიიღო.             მედიცინის დოქტორი მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.          ჩვენს გამოფენაში წარმოდგენილ ექიმ ქალებს მართალია მსგავსი დრამატულ-ტრაგიკული ცხოვრება არ ქონიათ, მაგრამ ისინიც  თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით გასცემდნენ თავის ენერგიას, ცოდნასა და თავდაუზოგავად ემსახურნენ საზოგადოებას.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/shutterstock-1111675565-1625567648.jpg
30/03/2022 16:56

ხარაგაულში „სათნოების სახლი” 105 ბენეფიციარს ემსახურება

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  ა(ა)  იპ  „სათნოების  სახლს”  ახალი  ხელმძღვანელი  ჰყავს.  ამ  თანამდებობაზე  რამდენიმე  ხნის  წინ თამარ  შავიძე დაინიშნა.  რა  საჭიროებები  და  მოთხოვნები  აქვს    მოსახლეობას, რა  გეგმები  აქვს  ახლად  დანიშნულ  დირექტორს  და რა  სერვისებს  სთავაზობს  „სათნოების სახლი”  ბენეფიციარებს,   ამის  შესახებ  გაზეთ ,,ახალი ხარაგაულის" კითხვებს თამარ  შავიძე პასუხობს. თამარ შავიძე: - პირველ  რიგში,  მადლობა   მინდა,  გადავუხადო  მერიის გუნდს  გამოცხადებული ნდობისა  და  მხარდაჭერისათვის.  მაქსიმალურად  შევეცდები, ეს  ნდობა  გავამართლო  და უფრო ეფექტური გავხადო  ორგანიზაციის საქმიანობა.    ვიზრუნებ იმაზე,  რომ  უფრო მეტი  შეჭირვებული  ოჯახები  მოვიცვათ  და  მათი  ყოფა-ცხოვრება  გავაუმჯობესოთ. როგორც  კი  უფლებამოსილების  განხორციელებას  შევუდექი, პირადად  შევხვდი  ბენეფიციარებს  და  მოვისმინე  ინფორმაცია  მათი  საჭიროებების  შესახებ. სრულ  მზადყოფნაში  ვარ, ყველა  პრობლემური  საკითხი  მოგვარდეს და, რაც  შეიძლება,  მეტი  კმაყოფილი  ადამიანი  გვყავდეს.  ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, მაქსიმალურად  აქტიურად ვიმუშავებ, რომ ყველა გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხო.  ვფიქრობ,  ერთობლივი  და  კოორდინირებული  თანამშრომლობით,  შედეგი  აუცილებლად  გვექნება  და  მომსახურების  ხარისხი  გაცილებით  უკეთესი  იქნება. - რამდენი  ბენეფიციარი  სარგებლობს  „სათნოების  სახლის”  მომსახურებით და  როგორ  ხდება  მათი  შერჩევა?  - „სათნოების  სახლი”  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ  მძიმე   სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეთა  უფასო  კვებას  ემსახურება. ბენეფიციართა  მიღება  ხდება  მერიის სოციალური  სამსახურის მომართვიანობისა  და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა მიერ გაწეული შუამდგომლობის გათვალისწინებით, რომელსაც თან ახლავს ცნობა ოჯახის სოციალური  მდგომარეობის  შესახებ.  ობიექტურობა მაქსიმალურად  დაცულია, რადგან  მომსახურება სწორედ იმ ადამიანებმა უნდა  მიიღონ, ვისთვისაც ის გარდაუვალი აუცილებლობაა. ამჯერად 105 ბენეფიციარს  ვემსახურებით,  აქედან კვირაში  ექვსი  დღე უფასო სადილისთვის 65 პირი  გვაკითხავს, დანარჩენს  კი  საკვები  სახლში  მიეწოდება.  უნდა  აღინიშნოს,  რომ  გარდა  დაბისა, ბენეფიციარები  გვყავს ახლომდებარე   სოფლებიდანაც.  ვფიქრობთ,  ახლო  მომავალში  მომსახურების  არეალი  კიდევ  უფრო  გაიზრდება  და  სხვა  ადმინისტრაციულ ერთეულებსაც  მოვიცავთ.  -გვესაუბრეთ კვების რაციონზე, როგორია  ყოველდღიური  მენიუ? - კვების  რაციონი  საკმაოდ  მრავალფეროვანია და  მენიუში  გვაქვს  ყველა  პროდუქტი,  რომელიც ადამიანის  ჯანმრთელობისათვის აუცილებელი და საჭიროა. ხორცი,თევზი, რძის პროდუქტები, ლობიო, წიწიბურა,  ხილი და ტკბილეული-ეს ის  მცირე  ჩამონათვალია,  რომლებსაც  ბენეფიციარები  კვირის  განმავლობაში იღებენ.  გარდა  ამისა,  სადღესასწაულო  დღეებში გვაქვს  განსხვავებული   მენიუ  და  მცირედი  საჩუქრები ტკბილეულის სახით. რაც  მთავარია,  ჩვენთან  შესაძლებელია  ხარისხიანი  საკვები  პროდუქტების  მიღება  და  ჰიგიენური  ნორმები  მაქსიმალურად  დაცულია. აღსანიშნავია ისიც,  რომ წინა წლებთან შედარებით, კვება ბევრად გაუმჯობესებულია  და ხელისუფლების  მხრიდან  უფრო  მეტი  ყურადღება  იგრძნობა. -როგორ ახორციელებთ  საკვები  პროდუქტების  შესყიდვას? - პროდუქტების შესყიდვა,  კანონის  სრული დაცვით, ტენდერის  საშუალებით შესყიდვების  სააგენტოს  ერთიან  ელექტრონულ  სისტემაში  ხდება. ტექნიკურ დოკუმენტაციაში  კი  მითითებულია    ყველა  ის მოთხოვნა, რასაც  უნდა  აკმაყოფილებდეს  მომწოდებელი  კომპანია. მიმდინარე  წელს  52 742  ათასი  ლარის  სხვადასხვა  დანიშნულების  საკვები  პროდუქტი  შევიძინეთ,  რომელსაც  გამარჯვებული მეწარმეები წლის  განმავლობაში  გეგმის  მიხედვით  მოგვაწოდებენ. - რამდენი  ლარით  განისაზღვრა  მიმდინარე  წელს  „სათნოების  სახლის”  ბიუჯეტი  და  რა თანხები  იხარჯება  კვებაზე? -ხარაგაულის „სათნოების სახლი” მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138 000 ლარით დაფინანსდა. თუმცა  რამდენიმე  ხნის  წინ,  ჩვენი  მოთხოვნის  საფუძველზე,  ეს  თანხა 25 000 ათასი  ლარით გაიზარდა.  აპრილიდან  რამდენიმე  ბენეფიციარი  დაგვემატება  და მომატებული თანხის გარკვეული  ნაწილი  ამ  მიმართულებით  დაიხარჯება.  საერთო  ჯამში,   მიმდინარე  წელს  ბენეფიციართა  კვებაზე    80 000  ათასი ლარია  გათვალისწინებული. -როგორც  ვიცი,  დაგეგმილი  გაქვთ  ახალი  ინვენტარის  შეძენა, გვესაუბრეთ ამის  შესახებ უფრო  დეტალურად.  - აუცილებელია, რომ „სათნოების სახლი”  მუშაობდეს  გამართულად  და  დაცული  იყოს  სანიტარულ-ჰიგიენური  ნორმები.   ამისთვის  კი  საჭიროა  ინვენტარის  განახლება, რომლის არქონაც   ნამდვილად დიდ  პრობლემას  წარმოადგენს.   ვგეგმავთ, გაზქურის,  გამწოვის,  დახლ-მაცივრისა და სხვა  ინვენტარის  შეძენას, რომლებიც   საჭიროა  ნორმალური  ფუნქციონირებისათვის  და  იმისათვის, რომ  ბენეფიციარებს  გამართულად  მოვემსახუროთ. -როგორია  თქვენი  სამომავლო  გეგმები? -ჩემი  სამომავლო  გეგმაა,   მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად  მოხდეს  იმ  ადამიანების  იდენტიფიცირება,  რომლებიც  ჩვენგან  დახმარებას  საჭიროებენ. არ  მინდა,  ვინმე  უყურადღებოდ  დარჩეს  და  ვისაც  ამის  საჭიროება  აქვს, ყველამ  ისარგებლოს „სათნოების  სახლის”  მომსახურებით.    დიდი  სურვილი  მაქვს, უფრო  მრავალფეროვანი  მენიუ  შევთავაზოთ  ბენეფიციარებს  და გაიზარდოს  კმაყოფილების  ხარისხი. ეს  ადამიანები  ჩვენგან  განსაკუთრებულ  ყურადღებას  იმსახურებენ  და, რაც  შეგვეძლება,  მაქსიმალურად  გვერდით  დავუდგებით. სოციალური  სფერო პრიორიტეტია  ადგილობრივი  ხელისუფლებისათვის  და,  ვფიქრობ,  ამ  მიმართულებით სამომავლოდ  ბევრი  საინტერესო  სიახლე გვექნება.     
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_10.png
30/03/2022 15:12

4 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

4 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მორიგ სხდომას გამართავს. სხდომაზე წარდგენილი იქნება მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის  სამსახურის ანგარიში. გთავაზობთ, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ         მომხსენებელი: ზურაბი ბანცაძე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“-ს  ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                                                       მომხსენებელი: მაია ბლუაშვილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ        მომხსენებელი: ლალი ალექსიძე                                                                                                       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს N 33 დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საკრებულოს წევრების (გარდა    საკრებულოს    თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების   ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე             მომხსენებელი: პავლე კიკალი შვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11       დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების       ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე           მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე                                                                                            ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული დაბა ხარაგაულში  9 აპრილი ქუჩა N 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართიდან 38,44 კვ.მ ფართის (ს/კ 36.01.33.075) ა .(ა) ი პ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით  სასყიდლით, იჯარის ფორმით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ             მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე             მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის    საკრებულოს  2014  წლის  2  სექტემბრის  N36 დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე           მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე              მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე                 მომხსენებელი: ნანა კიკნაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ივნისის №15 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ,, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ‘’ ცვლილების შეტანის თაობაზე               მომხსენებელი: ზურაბ იჩქიტიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 14 ივლისის  N19  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე               მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/277254390_445945827279625_5627590691015428193_n.jpg
29/03/2022 18:12

ხარაგაულის 19 სოფელში გზების რეაბილიტაცია იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი იმ ხელშეკრულებებს მოაწერა, რომელიც 19 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. ხარაგაულს ინფრასტრუქტურული  პროექტების განსახორციელებლად,  რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2  775 762    ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია. ჩვენ პირველი ეტაპის პირობები კარგად დავძლიეთ, პროექტების დაკონტრაქტების 100 პროცენტიანი შესრულება ვაჩვენეთ, როგორც კი ამინდები გამოვა  სამუშაოები დაიწყება.“ ხარაგაულის მერია რგფ-დან  დაფინანსების მეორე ეტაპის  მიღების მოლოდინშია. 12 პროექტი დასაფინანსებლად  უკვე მზადაა. პრიორიტეტი კვლავ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება. ,,მეორე ეტაპისთვის შერჩეულ საპროექტო წინადადებებზე ხარაგაულის მერია დროთა განმავლობაში მუშაობდა, ეს პროექტები მოწონებულია საკრებულოს და იმერეთის სამხარეო საბჭოს მიერ. მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს მუდმივი მზაობა , რომ შეძლოს თანხების დროული ათვისება და ასევე პროექტების დროული განხორციელება. ხარაგაულმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით 2021 წელი  წარმატებულად დააასრულა. გვაქვს მოტივაცია ამ მხრივ 2022 წელი ასევე გამორჩეულად წარმატებული იყოს“. რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე გამოყოფილი დაფინანსებით, პროექტები შემდეგ სოფლებში განხორციელდება: 1.სოფელ  ლეღვანში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი-150, 644. 00 ლარი   2.ღორეშაში მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია-200. 000.00 ლარი  3.მაქათუბნის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი)-200. 000. 00 ლარი 4.სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი)-127. 777. 00 ლარი 5.ბაზალეთში საუბნო გზის უბნის რეაბილიტაცია (მესხების უბანი)-75. 000.00 ლარი 6.თეთრაწყაროში საუბნო გზების რეაბილიტაცია-251, 697. 00ლარი   7.ფარცხნალის  ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი)-150.000.00  ლარი ვახანში ინასარიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია -200, 000. 00 ლარი 9.უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი)-150, 000. 00 ლარი  10.სოფელ ლაშეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი-)75, 000. 00 ლარი 11.სოფელი ხევის საუბნო გზის რეაბილიტაცია-107, 000. 00 ლარი 12.სოფელ ვერტყვიჭალაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილების უბანი)114, 227. 00  ლარი  13.სოფელ მაქათუბანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების უბანი-)-87 388 00 ლარი 14.ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია-100, 000, 00  ლარი 15.ახლსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია(მესამე ეტაპი)-265 047. 00 ლარი 16.კიცხის საუბნო გზის რეაბილიტაცია(ბერაძეებისა და ზვიადაძეების უბანი)-279. 000.00 ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაცია(გორგაძეებისა და ფაბრიკის უბანში)-36, 853.00 ლარი სოფელ ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი)-50, 077.00 ლარი სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია-63, 018.00 ლარი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1234_1.jpg
28/03/2022 19:20

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულში დასაქმების პროგრამის მიმართ დიდი ინტერესია

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული დასაქმების მასშტაბური პროგრამა - ორშაბათის ტრადიციული თათბირის ძირითადი თემა იყო. თათბირზე, კობა ლურსმანაშვილმა ვრცლად ისაუბრა დასაქმების პროგრამაზე, რომელიც  სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას უზრუნველყოფს. მერმა, მერის  წარმომადგენლებს,  პროგრამის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და  უშუალოდ იმ ოჯახებში მისვლა დაავალა, სადაც ორზე მეტი  შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს და შემწეობას იღებს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ვფიქრობ,  პროექტი მნიშვნელოვანია და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული.პროგრამის მიზანია,მოქალაქეებს გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავალი და სახელმწიფო შემწეობასთან ერთად ჰქონდეთ სამსახურიც. ეს იქნება მათი კანონიერი შემოსავალი, რომელიც  არ იქნება შეფასებული , როგორც ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესება და ოჯახი, ოთხი წლის განმავლობაში არ გადამოწმდება. ანუ ოჯახს უნარჩუნდება შემწეობაც და  დამატებითი შემოსავალი ხელფასის სახით.“ როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, ხარაგაულში პროგრამის მიმართ დიდი ინტერესია. ხარაგაულის მერიაში დასაქმების სააგენტოდან უკვე მოვიდა განცხადებები, რომელთანაც სამუშაოს წარმდგენი სუბიექტები ხელშეკრულებებს გააფორმებენ. პროგრამის ფარგლებში  გვყავს დასაქმებული პირებიც. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ.http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/277300464_2662554377221576_7322484455820020441_n.png
25/03/2022 17:27

ხარაგაულის მერია მოწყვლადი ჯგუფებისთვის

ასოციაცია „ანიკა“ სახელწოდებით-„სოციალური მომსახურებების განვითარება აჭარის, გურიის, იმერეთის და კახეთის რეგიონებში“  ღია საგრანტო კონკურსს აცხადებს.   პროექტის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.   აღნიშნულ საგრანტო კონკურსში  ხარაგაული ერთ-ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტად განისაზღვრა.    იმისათვის რომ ხარაგაულის მერიამ შეძლოს მოწყვლადი ჯგუფებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზება მზადაა თანადაფინანსების სახით  ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში.   მანამდე კი მნიშვნელოვანია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა და კონკურსში მონაწილეობა.   საგრანტო კონკურსი ჩატარდება 2 საფეხურად:   განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 6 აპრილი, 2022 18:00 საათი. საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება ზუმის პლატფორმის მეშვეობით 30 მარტს, დრო 14:30 იხილეთ ღონისძიებაზე დასასწრები წინასწარი რეგისტრაციის ბმული: https://us02web.zoom.us/meeting/register/tZYrd-uhrTssEteyhcJwaMglP65So9Et6766 ასოციაცია „ანიკა“ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ახორციელებს.   კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3ukVfoM                    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/277153955_3188130234750021_2969574504643060953_n.jpg
25/03/2022 15:11

ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ მაცხოვრებლებს ხარაგაულის მერიისგან დროული დახმარება გაეწიათ

24 მარტს, გვიან ღამით,  ძლიერმა ქარმა   სოფელ ხუნევში და გედსამანიაში მცხოვრები ორი ოჯახის  საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. მერის წარმომადგენლის, ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახა ლომიძის  მხრიდან მოწოდებული შეტყობინების საფუძველზე. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის და მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ  დროულად მოხდა პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი  ზომების მიღება. დილიდან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე  მუშაობენ  ხარაგაულის კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. ამ ეტაპზე სახურავის აღსადგენად გაწეულია პირველადი სახის სამუშაოები. ,,სტიქიის შედეგად დამიზიანდა სახლის სახურავი. ღამე მეზობელთან გავათიეთ, იყო რთული მდგომარეობა. მოხდა სწრაფი რეაგირება. ახლა სახლის სახურავი აღდგენილია, დროული დახმარებისთვის და ყურადღებისთვის, დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი სოფლისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას“- ამბობს სოფელ ხუნევის მაცხოვრებელი, ლიანა მუმლაძე. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით დახმარების შესაძლებლობის მიღების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სტიქიისა და სიძველის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლის  მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიყენებული ზიანის ადგილზე შესწავლა, შესაბამისი დასკვნის  წარმოდგენა და კატეგორიის მინიჭება მოხდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0016.JPG
24/03/2022 19:04

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სოფელ უბისაში უკრაინელი, კოსტენკოების ოჯახს ესტუმრა

დღეს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი  სოფელ უბისაში  უკრაინელი, კოსტენკოების ოჯახს ესტუმრა და მათ  საკვები პროდუტების ნაკრები, ტკბილეულის კალათა და ფულადი სახის შემოწირულობა გადასცა. საქართველოში ტურისტული ვიზიტით მყოფი ოჯახი საომარი მოქმედებების განვითარების გამო საქართველოში დარჩა და ამ ეტაპზე სოფელ უბისაში, მასპინძელ ოჯახში ცხოვრობს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ხარაგაულში გვყავს  ოჯახი, უკრაინიდან, დნეპროპეტროვსკის ოლქიდან, ქალაქ მარგანეციდან, რომლებიც საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ და საომარი მოქმედებების განვითარების გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს. ხარაგაულელები, ხარაგაულის მერია, საკრებულო , საგანმანათლებლო რესურსცენტრი , აიპები მაქსიმალურდ  არიან მობილიზებული, უკრაინელი ოჯახის მხარდაჭერისთვის. მსგავსი ტიპის აქციები, მზრუნველობა და ყურადღება მათ მიმართ კვლავ გაგრძელდება. ჩვენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რაც უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გულისხმობს ადგილზე  აქტიურად ვუჭერთ მხარს. ჰუმანიტარული დახმარების პირველი ეტაპი ხარაგაულიდან საერთო რეგიონულ ჭრილში უკვე გაიგზავნა, ამ პროცესში, უშუალოდ იყო ჩართული მხარის რწმუნებული,ბატონი ზვიად შალამბერიძე. ხარაგაული მზადაა კვლავ აქტიურად მიიღო მონაწილეობა  ჰუმანიტარულ აქციებში, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენ უკრაინელ დებს და ძმებს." უკრაინის მოქალაქეებმა დიდი მადლიერება  გამოხატეს ხარაგაულის მერიის და ყველა იმ ადამიანის და ორგანიზაციის მიმართ,ვინც  ჩართული იყო აქციაში. კოსტენკო ირინა, უკრაინის მოქალაქე: ,,მადლობის სიტყვები ძალიან ცოტაა ჩვენი ემოციების გამოსახატავად. უფალი ფარავდეს უკრაინას და საქართველოს." მარინა ვეფხვაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროსი: ,,9 წლის ვლადიმერ  კოსტენკო სოფელ უბისის საჯარო სკოლის მე-4 კლასში  სწავლობს. მას სკოლაში მეგობრული ატმოსფერო დახვდა, ამბობს რომ ახალ გარემოს უკვე შეეჩვია და თავს  კარგად გრძნობს.ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მასზე  ზრუნვას." დღევანდელი აქცია ხარაგაულის მერიის საჯარო მოხელეების და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების აქტიური ჩართულობით შედგა. ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის აქტივობები უკრაინელების მხარდასაჭერად კვლავ გაგრძელდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0200.JPG
24/03/2022 18:02

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 188 პროექტი განხორციელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები უკვე გამოვლენილია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის სოფლებში, საერთო ჯამში  188 პროექტი განხორციელდება. პროექტებზე 1 208 000 ლარი გაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანადაფინანსება, 318 000 ლარს  შეადგენს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  ხარაგაულში 1 208  000 ლარი დაიხარჯება.  აღნიშნული თანხით ხარაგაულის სოფლებში 188 პროექტის განხორციელება  იგეგმება. პრიორიტეტები მოსახლეობის მიერ იქნა შერჩეული. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პროექტების ხარისხიანად და სრულყოფილად განხორციელების მიზნით, ჩვენ თანადაფინანსების სახით 318  000 ლარი გამოვყავით.   პრაქტიკიდან გამომდინარე,პირველი წელია, როცა მთავრობის მიერ სოფლის მხარდაჭერის  პროგრამით გამოყოფილი თანხის ზემოთ ,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  ამ ოდენობით დამატებითი თანხის მობილიზება ხდება.   სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობა ზუსტად ახდენდა  თავიანთი პრობლემების იდენტიფიცირებას, ისინი აქტიურად გამოდიოდნენ და ღიად და ურთიერთშეთანხმებით იღებდნენ  გადაწყვეტილებებს. ეს ადამიანები უფრო მეტს ფიქრობენ თავიანთი სოფლის საჭიროებებზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია.“   პროგრამით გამოყოფილი დაფინანსება პროექტებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:   სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია (ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე   ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა) -37 278 000 ლარი;   სარწყავი სისტემა და სანიაღვრე არხების 16 პროექტი - 93 000ლარი;   ნაპირსამაგრი სამუშაოები - 4 საპროექტო იდეა - 21 000 ლარ;   გზები და გზის პირა მოსაცდელები - 63 პროექტი - 431 000 ლარი ხიდები;    ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები - 11 პროექტი - 315 00 ლარი;    გარე განათება - 16 პროექტი - 94 000 ლარი;    სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები,  შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები - 1 პროექტი - 7 000 ლარი   სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა - 22 პროექტი, 168 500 ლარი;    სპორტული ინფრასტრუქტურა (მოედნები და მოედნების ინვენტარი) - 2 პროექტი-12 000 ლარი;    სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები - 6 პროექტი - 37 500 ლარი.   წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი - 10 პროექტი  - 345 00 ლარი.   ინფორმაციისთვის, წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებულ პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვები,  რის  შემდეგაც  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაიწყება.  
სრულად