სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_13_1.png
09/06/2022 16:11

10 ივნისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით შემდეგ საკითხს განიხილავენ:                                         „სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 202 2 წელს დასაფინანსებელი სა პროექტ ო წინადად ების მოწონების   შესახებ “ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N 69.69213501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ  მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-06-08%20210220.jpg
08/06/2022 21:03

ხევში ცენტრალური გზის მობეტონება დასრულდა

სოფელ ხევში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით,ბეტონის საფარი  დაიგო. მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად,  სოფელ ხევის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ხევში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით,ბეტონის საფარი 704 მეტრ მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ღირებულება 107 ათასი ლარია. სამუშაოებს  კომპანია შპს,,მშენებელი 2022" აწარმოებდა. ამ პროექტით, სოფლის ცენტრალური გზის მობეტონება ბოლომდე დასრულდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648%20(1).png
08/06/2022 16:14

სკრინინგის განცხადება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის (E-60)  ავტომაგისტრალის ხევი - უბისას მონაკვეთის (F2)  მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება. პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭიროა ფუჭი ქანების სანაყაროს მოწყობა. აღნიშნულის გათვალისწინებით დაიგეგმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მდ. ძირულას მარცხენა სანაპიროზე გამონამუშევარი ფუჭი ქანების N17 სანაყაროსა და ნაპირდამცავი ნაგებობის (ნაპირდამცავი ფლეთილი ქვის კონსტრუქციის) მოწყობის განხორციელება. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია , თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ( იხ. ბმული ). აღნიშნულ პროექტზე სათანადო ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ ( ბმული )  დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 13 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_13.png
08/06/2022 15:49

დღეს ხარაგაულის საკრებულოს ბიურო სხდომა გაიმართა

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ  განსახილველად  2022 წლის საპროექტო წინადადების ნუსხა წარადგინა. აღნიშნული პროექტები, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით ეტაპობრივად განხორციელდება. საპროექტო წინადადებებს ხვალ , 9 ივნისს, საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია განიხილავს და 10 ივნისს ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს დასამტკიცებლად წარედგინებათ.   იხილეთ: 2022 წლის საპროექტო წინადადებების ნუსხა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_4_1.jpg
08/06/2022 15:11

ალექსანდრე ტაბატაძე: მოქალაქეებს უფასო სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში ჩასართავად ვიწვევთ

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სკრინინგის უფასო პროგრამა იგეგმება.   პროგრამა შეიცავს 4 კომპონენტზე უფასო კვლევას : 1)ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70წლის ასაკის ქალებში 2 წლიანი ინტერვალით; 2) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებში 3 წლიანი ინტერვალით;  3) პროსტატის სკრინინგი 50-70 წლის მამაკაცებში წელიწადში ერთხელ ;  4) მსხვილი ნაწლავის კვლევა ორივე სქესის ბენეფიციარებში 50-70 წლის ასაკში 2 წლიანი ინტერვალით; რეფერალი ხდება ქუთაისის ონკოლოგიურ კვლევით ცენტრში უფასო ტრანსპორტირებით,დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოსა და ონკოლოგიური კველევითი ცენტრის ეგიდით. მსურველებმა რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს, სამუშაო დღეებში 10 დან 17 საათამდე, ან დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 593-33-13-66 ან 577-60-88-01      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0109.JPG
07/06/2022 17:11

მხიარული_სტარტები ხევის საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა

დღეს ,,მხიარული სტარტების“ ფინალური ეტაპი გაიმართა. ერთმანეთს ბორის სკოლა - პანსიონის, ხევის, ზვარის და მეორე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. ფინალში ხევის და ზვარის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებული ხევის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მერის პირველმა მოადგილემ , ვარლამ ჭიპაშვილმა  გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და სპეციალური თასი გადასცა. ფინალში გასული გუნდები ასევე საჩუქრებით დააჯილდოეს საჩხერე - ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა ნანა ცხვედაძემ, და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა , დავით გველესიანმა. ,,მხიარული სტარტები“ ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმატებული პროექტია. თამაშებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.  გამარჯვებულ გუნდებს ხარაგაულის მერიის მიერ ,,მხიაურული სტარტების” ლოგოთი დაპრინტული მაისურები და სამახსოვრო ფოტოები გადაეცათ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0026_1.JPG
07/06/2022 12:41

სოფელ უჩამეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის დავალებით, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ,  რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე, მუდმივი ზედამხედველობა და მონიტორინგი ხორციელდება. მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფელ უჩამეთში , მესერიძეების უბანში, გზის რეაბილიტაციის სამუშაო პროცესს დაესწრო. პროექტის ღირებულეება - 150 ათასი ლარია. ბეტონის საფარი 740 მეტრ მონაკვეთზე დაიგება. რგფ-ის დაფინანსებით წელს ხარაგაულში ახალი გზა 19 სოფელში რეაბილიტირდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0002.JPG
06/06/2022 16:04

ღორეშა - მარიამწყაროს დამაკავშირებელ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო

ხარაგაულში, რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი დასრულდა.  2022-2023 წლების გარდამავალი პროექტი წინსწრებით შესრულდა და ღორეშა - მარიამწყაროს დამაკავშირებელ მონაკვეთზე,  ბეტონის საფარი 1100 მეტრ მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ღირებულება 240 ათასი ლარი. შემსრულებელი კომპანია ,,ი.მ ელდარ სირბილაძე".  2022 წელს, ხარაგაულში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ახალი გზა, 19 სოფელში რეაბილიტირდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/FB_IMG_1654170638766.jpg
02/06/2022 17:12

ახალსოფლის ცენტრალური გზის მობეტონების სამუშაოები დასრულდა

  ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე 265  ათასი ლარი დაიხარჯა.რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტი დასრულდა.   გარდამავალი პროექტის ფარგლებში სრულად მობეტონდა ისლარი,ფარცხნალი, ახალსოფელი , ოკიშურას დამაკავშირებელი გზა.   დავით დევდარიანი: ,, პროექტის მესამე ეტაპი დასრულდა. კომპანიამ 2022 წლის ვალდებულება წისწრებით შეასრულა . პროექტის ფარგლებში მოხდება სანიაღვრეების მოწყობა , მობეტონდა მოსახლეობის ეზოებში მისასვლელი გზა.ეკონომიების ხარჯზე გაკეთდა ჩიხებში შესასვლელი გზებიც." სამუშაოებს კომპანია ,,მეკა" ასრულებს. აღნიშნული გზით ოთხი სოფელი სარგებლობს.   ინფორმაციისთვის,  რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ხარაგაულში, მიმდინარე წელს, ახალი გზა 19 სოფელში გაკეთდება.     
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
02/06/2022 17:06

6 ივნისს საკრებულოს სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის  06  ივნისის  მორიგი სხდომის    დღის წესრიგი           1. ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  მერიის   კულტურის,   განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა   სამსახურის   ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ირინე ჩხეიძე 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ს კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ  მომხს: მამუკა ჭიპაშვილი                                                                                                3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და  ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მარინე ხვედელიძე 4.         ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის რეგისტრაციის ცნობად მიღების  შესახებ   მომხს:  ოთარი ლურსმანაშვილი                                                              5.      საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების განხილვის შესახებ მომხს: ბესიკ  კვირიკაშვილი                                                      საკრებულოს თავმჯდომარე                                          მანანა ბარბაქაძე        
სრულად