სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0643.JPG
10/12/2021 18:46

ხარაგაულის მერიამ, საკრებულოს ბიუროს 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა წარუდგინა

ბიუროს სხდომაზე 48 ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ იმსჯელეს. დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე,  მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალი წარადგინა. ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ჯამში 48 პროექტია:   სოფელ ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთი); ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); სოფელ მაქათუბანის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი); სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი); სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზების რეაბილიტაცია (II ეტაპი); სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (III ეტაპი); სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესხების უბანი); სოფელ ფარცხნალში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ეკლესიის უბანი); სოფელ ვახანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეების უბანი); სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეების და ზვიადაძეების უბანი); სოფელ ვანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჩხაკოურის უბანი); სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი); სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ვარძიის საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ლაშეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი); სოფელ ხევის საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ სარგვეშში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხვიჩა მუმლაძის უბანი); სოფელ საღანძილეში იჩქიტიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცი; სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; სოფელ ვერტყვილაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილების უბანი); სოფელ ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია( III-ე ეტაპი); სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; დაბა ხარაგაულში დედვდარიანის ქუჩის რეაბილიტაცია; სოფელ ღორეშაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (იჩქიტიძეების უბანი); სოფელ ვერტყვილაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილების უბანი); სოფელ მაქათუბანში გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების და ტალახაძეების უბანი); სოფელ ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია; სოფელ ჩრდილში გოგნაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი და საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ პატარა ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (დვლების უბანი); სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია (II უბანი); სოფელ ისლარში საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (გაღმა-გამოღმა ვაშლევი); სოფელ ლახუნდარაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (კავილაძეების და მელქაძეების უბანი); სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხანდების გზა); სოფელ წაქვაში გზის და ხიდის რეაბილიტაცია (I ეტაპი); სოფელ მარელისში გზის რეაბილიტაცია (ქურდაძე შავარაძირის უბანი); სოფელ გოლისში გზის რეაბილიტაცია; საქარიქედი, მუხების უბნის და ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ერეთა დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ მაქათუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია (კურტანიძეების უბანი); სოფელ ჩრდილში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტალახაძეების უბანი); სოფელ წიფაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (სადგურის უბანი); სოფელ წიფაში გზის რეაბილიტაცია; სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ნანიტაშვილების უბანი III ეტაპი); ზედა ლაშე-საქარიქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. საკრებულოს წევრები 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალს 16 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე უყრიან.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0639_2.JPG
10/12/2021 17:22

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ესწრებოდა. ბიუროს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წარუდგინა საკითხი და საკრებულოს მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე გაამახვილა ყურადღება. საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობას, მრავალბინიანი სახლების მოწყობას, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის გაზრდას, საკრებულოს, მერიის და ა(ა)იპ-ების საჯარო  მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეხებოდა. როგორც ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა  აღნიშნული ვალდებულებების ასაღებად დამატებით  საჭიროა 1 081,2 ათასი ლარი. დეპუტატებს მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ წარუდგინა საკითხი. სხდომაზე 48 პროექტი მოიწონეს. პროექტების სია იხილეთ აქ. სხდომაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის N 3 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე 16 დეკემბერს ეყრება კენჭი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_7.png
09/12/2021 20:09

10 დეკემბერს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

  საკრებულოს ბიუროს როგგარეშე სხდომა 10 დეკემბერს, 11 საათზე დაიწყება.    სხდომაზე ბიუროს წევრები, 16 დეკემბრის რიგგარეშე საკრებულოს სხდომის, დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხებთან დაკავშირებით   იმსჯელებენ.      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 10 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის                                                      საკითხთა ნუსხა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.                                                                                                 მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                                               მომხს: კახაბერ გოლუბიანი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ.                                                                                                      მომხს: პეტრე შარიქაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის N 3 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                                                                                                                                                                მომხს: პავლე კიკალიშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                                                                            მომხს: მანანა ბარბაქაძე      6. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.                                                                                                                  მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fghjkfg.JPG
09/12/2021 11:33

მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა ხარაგაულის ვებ-გვერდზე

მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს ეხებოდა რეგიონალური კონფერენცია, რომელიც დღეს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა. კონფერენციაზე ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მიწვეული გახლდათ, როგორც საპილოტე მუნიციპალიტეტის მერი, სადაც მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ელექტრონული პლატფორმა წარმატებით დაინერგა. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს დირექტორი, ნინო ხუხუა: ,,ხარაგაული მერი, ნამდვილად გამოირჩევა მხარდაჭერით იმ პროექტების მიმართ, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ შეირჩა ხარაგაულის მერია საპილოტე მუნიციპალიტეტად. ახალი პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბენეფიციარს გამოხატოს მოსაზრება, კომენტარი, ან შენიშვნა იმ განხორციეებულ პროგრამაზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა მას შესთავაზა.“ უკვე დღეიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ შეაფასონ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სერვისები და პროგრამები, რომლითაც მათ წლის განმავლობაში ისარგებლეს. მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმის ბმული სახელად - „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“ ხარაგაულის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge განთავსდა. როგორც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნავს ხარაგაულის მერია კომუნიკაციის აღნიშნულ ფორმას, ეფექტურად გამოიყენებს მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გასაზომად. ,,საინტერესოა, რომ ბმულის გახსნის შემდეგაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება იმ სოციალური პროგრამების შეფასება, რომლითაც მან ისარგებლა საბიუჯეტო წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ეს უკუკავშირი არ გვაქვს, შესაბამისად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, როგორია ჩვენი მომსახურების ხარისხი, რა საჭიროებები დგას ჩვენი ბენეფიციარების წინაშე. ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიძლება გახდეს ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც ხარაგაულის მერია ვფიქრობ წარმატებით გაართმევს თავს.“ შეხვედრას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ინგა ბერაძე და აიტი სპეციალისტი, ჯაბა ფცქიალაძე. პლატფორმა „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“, თანხვედრაში იქნება მუნიციპალიტეტის არსებული ვებ გვერდის დიზაინთან და ადაპტირებული სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. რეგიონალური კონფერენცია მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ჩართულობის თემაზე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის და არსებული გამოწვევების გაზიარებას. ასევე კონფერენციის გარკვეული ნაწილი დაეთმო ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Gerogia) მიერ განხორციელებული გრანტის შედეგებისა და მიღწევების წარდგენას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/xdfgdf.JPG
09/12/2021 11:01

საქარიქედზე, იგორეთსა და ბაზალეთში წყლის ჭაბურღილები მოეწყობა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში და მათ შორის ხარაგაულში პილოტურ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სოფელ საქარიქედზე, იგორეთსა და ბაზალეთში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით წყლის ჭაბურღილები მოეწყობა. ორგანიზაცია ხარაგაულში, სათემო პროექტის განხორციელების მიზნით, 20 ათასი დოლარის ღირებულების გრანტს შემოიტანს. პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე სოფლებში მთავარი პრობლემა წყალი, ჭაბურღილების მოწყობა და წყლის სისტემის მოწესრიგებაა. კვლევა იმ სოფლებში ჩატარდა, რომელიც საპილოტედ შეირჩა. ხარგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი: ,,ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი სოფლებში სასმელი წყლის პრობლემას აქვს. მართალია, ბოლო 15 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მაგრამ სოფლის დონეზე სასმელი წყლით უზრუნველყოფა კვლავ პრობლემად რჩება.“ ციური ანთაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი: ,,კვლევამ გვიჩვენა, რომ სოფელს აქვს ბევრი საჭიროება ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, თუმცა რანჟირების შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე დიდი პრობლემაა წყალმომარაგების სისტემის სრულყოფა. მაგალითად, სოფელ იგორეთში მოსახლეობა ჩიოდა რომ ამ პრობლემის გამო მუდმივად ხდება მიგრაცია სოფლიდან. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. დღეს ჩამოსულები ვართ იმისათვის რომ მოხდეს საბოლოო შეჯერება თუ რა პროექტს განვახორციელებთ. სამივე სოფელში პრიორიტეტად დასახელდა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, რათა გავაცნოთ კვლევის შედეგები.“ პაატა შარაშენიძე პროექტის ასისტენტი: ,,მერიის ჩართულობა თავიდანვე იყო ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი, მომდევნო ეტაპია ხარჯთაღრიცხვის გაკეთება და პროექტის მომზადება, რომლის საფუძველზეც ჩვენმა ორგანიზაციამ უნდა გამოაცხადოს ტენდერი. ამ საკითხშიც მერიის დიდი თანამონაწილებაა. ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ის პრობლემები რაც მოსახლეობას აწუხებს დარეგულირდეს და კონკრეტულ შედეგამდე მივიდეთ. მოსახლეობის ჩართულობა გამოიკვეთება იმით, რომ განახორციელონ მონიტორონგი ჭაბურღილის გაკეთების პროცესში და თანადგომა გამოუცხადონ აქ მომუშავე პირებს.” როგორც მერის მოადგილე, დავით დევდარიანი განმარტავს, მერია მოახდენს პროექტების თანადაფინანსებას ტექნიკური, ადამიანური თუ ფინანსური რესურსით და საერთო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება, რომ პროგრამა მოსახლეობის ინტერესზე იყოს მორგებული. პროექტის ,,მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით. პროექტი დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/262108074_4603249043057350_3286590987601012225_n.jpg
06/12/2021 14:54

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ფოტოკონკურსს აცხადებს

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის ინფორმაციით, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი  ფოტოკონკურსს - „შემოდგომა, მე და იზოლაცია" ატარებს.  ფოტოკონკურსში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ.  საუკეთესო ფოტოები დაიბეჭდება, რომელთა გამოფენა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მუზეუმის სიგელით და გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები, 14 დეკემბრამდე, უნდა გაგზავნონ მისამართზე xaragaulismuzeumi@gmail.com
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/biujeti%202021/_DSC0304.jpg
05/12/2021 12:43

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში

2021 წელს ხარაგაულში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მერის ანგარიშში ვრცლადაა წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის თუ სპორტის მიმართულებით წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები.                         ვრცლად იხილეთ      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_6.png
04/12/2021 12:22

ხარაგაულის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა

ფრაქცია ,,ქართული ოცნება  დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა თავმჯდომარედ , შალვა ლურსმანაშვილი აირჩიეს, მოადგილეებად უშანგი ბერაძე, ნონა ზურაბიანი და ირმა ვაქერ  სებისკვერაძე. ასევე დღეს შეიქმნა ფრაქცია ,, ნაციონალური მოძრაობა“ ,ფრაქციის წევრებმა თავმჯდომარედ თორნიკე ავალიშვილი აირჩიეს ,მოადგილეებად ქეთევან ზუმბაძე და ბაქარ ბარბაქაძე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Capture321.JPG
03/12/2021 20:15

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიას პავლე კიკალიშვილი უხელმძღვანელებს

ახალ საკრებულოში პავლე კიკალიშვილი ოთხი ადმინისტრაციული ერთეულის ლაშის, ბაზალეთის, სარგვეშის და ღორეშის მაცხოვრებლების ინტერესებს დაიცავს და ასევე საკრებულს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას უხელმძღვანელებს. პავლე კიკალიშვილი წინა მოწვევის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა. ასევე გახლდათ ლაშის მაჟორიტარ დეპუტატი. ,,ხარაგაულში სულ პირველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გახლდით, შესაბამისად ჩემთვის ამ სფეროში მოღვაწეობა უცხო არაა. თუმცა მაშინ ისეთი რთული პერიოდი იყო, რაიმე ღირებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვეძლეოდა. ახლა როცა ვხედავ, რომ ქვეყანა სწრაფი ტემპით ვითარდება და არაერთი კარგი საქმე კეთდება, რა თქმა უნდა, მეც მსურს ამ პროცესის თანამონაწილე ვიყო და ჩემს მოსახლეობაზე ვიზრუნო. ეს ოთხი წელი საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი იყო, ბევრი კარგი და საჭირო პროექტები განხორციელდა ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში. ყოველთვის გვერდით მედგა აღმასრულებელი ხელისუფლება, თუ წარმომადგებლობითი ორგანო. თითოეული ჩემი ამომრჩევლის წუხილი გულთან მიჰქონდათ და კომპეტენციის ფარგლებში მეხმარებოდნენ. ასე გაგრძელდება სამომავლოდაც, ამჯერად უკვე ოთხი თემის პრობლემებზე უნდა ვიზრუნო. თითქმის ყველა ოჯახს ვიცნობ, ვიცი მათი მოთხოვნა რა არის და რისი გაკეთება სურთ.“
სრულად