სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_2_1.png
06/07/2021 12:33

ხარაგაულის უნივერმაღის შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა

  შენობა, რომელიც ხარაგაულის ცენტრში დგას და წლებია დაბის იერსახეს  ამახინჯებს, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა. წლების წინ ხარაგაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და  გამორჩეული ადგილი , მალე ისევ დაამშვენებს დაბას. უნივერმაღის შენობა რომელზედაც წლების განმავლობაში საუბრობდნენ ხარაგაულში და რომლის რეაბილიტაციის თემაც გადაუჭრელ პრობლემად მიაჩნდათ, მერის კობა ლურსმანაშვილის, მონდომების და შესაბამის უწყებებთან  აქტიური კომუნიკაციის შედეგად მუნიციპალიტეტს მფლობელობაში გადმოეცა. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, უნივერმაღის შენობას პროექტის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მრავალფუნქციურად დაიტვირთება.  მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი უშუალოდ შეხვდა უნივერმაღში ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ პირებს და მათ პროექტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდა. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მერის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის , რომ ამ ადამიანებს  ნორმალური პირობები ჰქონდეთ საქმიანობისთვის. მერი იმოქმედებს მოსხლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა ხარაგაულელის მოსაზრებები და მოლოდინები პროექტთან დაკავშირებით  გათვალისწინებული იქნება.“ პროექტის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხარაგაულში რეაბილიტაცია რამდენიმე შენობას ჩაუტარდება , მათ შორის, უნივერმაღის შენობის სრული რებილიტაცია  ყველაზე ძვირადღირებული პროექტი იქნება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0006_3.JPG
06/07/2021 12:17

ერთობლივი მუშაობით ხარაგაულს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ

საჩხერე - ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს სამუშაო ფორმატში შეხვდა და მასთან ერთად ინფრასტრუქტურული, სოციალური  და ეკონომიკური საკითხები გაიარა. პაატა კვიჟინაძე : ხარაგაულში დიდი და მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. ერთია ფინანსების მოზიდვა  და ტენდერის გამოცხადება და მეორე,  როგორ მიმდინარეობს უშუალოდ პროექტების განხორციელების პროცესი. გავეცანით სიტუაციას და ყველა საკითხი ნორმალურად და გეგმიურად მიდის . პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ერთობლივად, ერთ გუნდად ვმუშაობთ და ასე გავაგრძელებთ ბოლომდე. კობა ლურსმანაშვილი : ვფიქრობთ, რომ  გამორჩეულად, გუნდური პრინციპით ვმუშაობთ, რისი შედეგიც თვალნათლივ ჩანს კიდეც. ძალიან ეფექტური იყო ხარაგაულისთვის მაღალმთიანი საბჭოს შემადგენლობაში ბატონი პაატას მუშაობა, სწორედ მისი უშუალო მონდომებით ხარაგაულმა ყველაზე დიდი თანხა 650 ათასი ლარი მიიღო, აღნიშნული თანხით ზვარესა და გედსამანიაში ორ მნიშვნელოვან  პროექტს ვახორციელებთ. მოსახლეობა გახარებულია რომ ყურადღება ექცევა მაღალმთიან სოფლებს.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია იზრუნებს რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ათივე მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელში ეტაპობრივად და პრიორიტეტების სწორი დასახვით განხორციელდეს.   რაც შეეხება, ზოგადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხარაგაულში  ამ პროექტების ჩავარდნის ან დაუსრულებლობის საშიშროება არ არსებობს. ზოგ შემთხვევაში, კლიმატურმა პირობებმა და ამინდებმა  მშენებლებს ხელი შეუშალეს, ჩვენ გატარებული გვაქვს მათთან  მიმართებაში  ღონისძიებები, რომელიც ბატონ პაატას გავაცანი. უახლოეს ხანში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ჩვენ დადგენილ ვადებში დავასრულებთ პროექტებს და არ მოგვიწევს ვადების დარღვევა, ხოლო იქ სადაც იყო გარკვეული ობიექტური საფუძვლები ჩვენ მოვახდინეთ მეწარმეებთან კონტაქტი და კატეგორიულად მოვთხოვეთ  მათ როგორც წესი და კანონი ითხოვს, რომ ჯარიმების თანხა გადაიხადონ, და  თან გააგრძელონ მუშაობა და პროექტები დაასრულონ , რადგან ხარაგაულის ძალიან ბევრ სოფელში მოსახლეობა ამ განსახორცილებელ პროექტების დასრულებას დიდი ინტერესით ელოდება. ამჯერად ინფრასტრუქტურული პროექტები ხარაგაულის 43 სოფელში მიმდინარეობს, ამას ემატება დაბის ტერიტორიაზე მიმდინარე  24 საათიანი წყალმომარაგების და წყალარინების მასშტაბური სამუშაოები. სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჩვენ მოგვეცა ახალი შესაძლებლობა, განვაახლოთ ცენტრალურ ქუჩაზე  მდებარე მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის  ძველი სავაჭრო ცენტრი, რომელიც მუნიციპალური საკუთრება არ იყო, ამიტომ მასზე თანხას ვერ ვხარჯავდით და სავალალო მდგომარეობაში იყო. ეკონომიკის სამინისტრომ საკუთრებაში გადმოგვცა ცენტრი, რომელიც შესაძლებელი იყო დემონტაჟში მოქცეულიყო, ახლა საშუალება გვაქვს რეაბილიტაცია გავნახორციელოთ, რაც ამ ქუჩას ძალიან გამოაცოცხლებს. ჩვენი ძირითადი დამკვეთი, შემფასებელი, არის მოსახლეობა, ვფიქრობ ხარაგულელები ხედავენ რაც კეთდება და  წლის ბოლომდე ჩვენ ძალიან ბევრ სიახლებს შევთავაზებთ მათ, როგორც განახლებული რეგიონების  ფარგლებში ისე ტურისტულ- ინფრასტრუქტურული კუთხით წარდგენილი ახალი პროექტების თვალსაზრისით, გავაგრძელებთ საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას, ამ პროექტის ფარგლებში წარდგენილი გვაქვს ხუნევში ახალი ბაღის მშენებლობის ან ძველის რეაბილიტაციის საკითხი, გვექნება, როგორც რეაბილიტირებული , ისე ახალი აშენებული სკოლა. ასე რომ, ხარაგაულს ამ ეტაპზე თამამად შეგვიძლია  ვთქვათ, რომ უფრო მეტი განვითარების საშუალება და  მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს. მაჟორიტარ დეპუტატსა და მერს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ხარაგაულში ორი ახალი და მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა დაანონსდა. სოფელ ბორითში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, მაღალი კლასის, სახანძრო - სამაშველო და საპატრულო პოლიციის ახალი შენობა აშენდება, რომელიც არა მარტო იმ ზონაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება, არამედ მთლიანად რეგიონს და ამავდროულად მოსახლეობის  დასაქმების ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდება. მიწის გამოყოფის სამუშაოები უკვე დასრულდა, მიმდინარეობს პროექტირება. სამუშაოები მიმდინარეობს ხევში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობისთვის,  ტერიტორიის გამოყოფასთან და შესყიდვასთან დაკავშირებით. მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ჩინური მხარე განახორციელებს და ხეველებს ახალი,  მოწესრიგებული ამბულატორია ექნებათ. შეხვედრაზე აღინიშნა , რომ მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი სტატუსის მქონე ათ სოფელში ეტაპობრივად და პრიორიტეტების დასახვით გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხს. პაატა კვიჟინაძე : ,,ჩვენ უნდა შევიმუშაოთ პრიორიტეტები, ამჟამად დაწყებულია ორი მასშტაბური პროექტი სოფელ ზვარესა და გედსამანიაში, ორივე პროექტი არის გარდამავალი და დასამთავრებელი. ჩვენთვის ამ ეტაპზე  პრიორიტეტი იქნება, რომ გზა ამ სოფლებში დასრულდეს, იმიტომ რომ გედსამანიაც და ზვარეც ძალიან მასშტაბური და სიცოცოხლის უნარიანი სოფლებია. თანხების არსებობის შემთხვევაში ის დამატებით სხვა მაღალმთიან სოფლებზე გადანაწილდება. გზა ყველგან გაკეთდება , მაგრამ მერიას აქვს პრიორიტეტები, პირველ რიგში, რა უნდა გაკეთდეს, სად არის უფრო მეტი მოსახლეობა, ხალხი არ უნდა მოვატყუოთ და სიმართლე უნდა ვუთხრათ და მათ სწორი მოლოდინები გავუჩინოთ.“ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა , რომ განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება იმ სოფლებს , სადაც ომში დაღუპული გმირების ოჯახები ცხოვრობენ. როგორც აღინიშნა , შემდეგ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურა სწორედ ამ სოფლებში მოწესრიგდება. კობა ლურსმანაშვილი : ერთ ერთი სოფელი რომელიც გარანტირებულად პრიორიტეტებში გვიზის და უნდა გავაკეთოთ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ომში დაღუპული პაატა თაბაგარის სოფელი და ხიდარში ზაზა გლუნჩაძის უბანი. სამუშაობი დაწყებულია ხვიჩა მუმლაძის უბანში. ჩვენ  პატივს მივაგებთ გმირებს, ბატონი პაატა თვითონ არის საქართველოს ტერიტორიული მთალიანობისთვის  ბრძოლის  მონაწილე, და ის განსაკუთრებული თანაგრძნობით ეკიდება ამ თემას, სწორედ ამიტომ ვგეგმავთ, რომ ასევე საკრებულოს ჩართულობით , სოფლის ქუჩებს ჩვენი გმირების სახელები დავარქვათ, გვინდა ჩვენი გმირების სახელები სოფლების და დაბის ტერიტორიაზე ფიგურირებდეს და გამოკვეთილად ჩანდეს. საჩხერე -ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, მერთან გამართულ სამუშაო შეხვედრას, წინ უძღოდა მოქალაქეებთან შეხვედრა. პაატა კვიჟინაძე დეპუტატის ბიუროში, უკვე ყოველთვიურად იღებს მასთან შეხვედრაზე ჩაწერილ მოქალაქეებს და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს ხარაგაულის მერიასთან და საკრებულოსთან კოორდინაციაში განიხილავს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0419.JPG
05/07/2021 12:23

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის მუშაობა დადებითად შეფასდა

5 ივლისის საკრებულოს სხდომაზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში განიხილეს, დეპუტატებმა ასევე იმსჯელს საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებით და სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებებზე. სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელიც დეპუტატებს, სოციალურ თემებთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობდა. ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხთა სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ სამსახურის უფლება-მოსილებებზე და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც მერია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნვლყოფის მიზნით ახორციელებს. „ხარაგაულის მერიაში, მოსახლეობის  ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 23 ქვეპროგრამა ხორციელდება. ორი ქვეპროგრამა მოიცავს ჯანმრთელობის დაცვას, ხოლო 21- სოციალურ თემებს. სოციალური პროგრამების განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, დაფინანსება გაზრდილია გასულ წლებთან შედარებით.“ ნანა კიკნაძის განცხადებით, მიმდინარე წელს  სოციალურ პროგრამებს, ორი ქვეპროგრამა დაემატა. მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, მერია მაქსიმალურად მუშაობს სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით: „მერიაში ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ, გავზარდეთ სოციალური პროგრამების დაფინანსება,  დაემატა რამდენიმე ახალი ქვეპროგრამა, რის გამოც, ხარაგაული სოციალური მიმართულებების დაფინანსებით გამორჩეულად მრავალფეროვანია. მოქალაქეთა მხრიდან თითქმის ყოველდღიურად  შემოდის განცხადებები, როგორც ერთჯერად დახმარებებზე, ისე  სამედიცინო გამოკლევებისა და საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად. მერიაში შემოსულ განცხადებებზე დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება. ყველა მათგანს განვიხილავთ კომისიის სხდომაზე და ვიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებებს, კომისიის მუშაობა არის ღია, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება“ განმარატა ვარლამ ჭიპაშვილმა. სხდომაზე ასევე განიხილეს ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების  გაცემისა და მიღების წესში შესატანი ცვლილებები. ცვლილების მიხედვით სტიქიით დაზარალებულ და ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეებისთვის შესაძლებელია განმეორებით გაიცეს დახმარება თუ   პირველი ეტაპის, დაფინანსება მიზნობრივად გახარჯა დაზარალებულმა. ასევე გაორმაგებულ დაფინანსებას მიიღებს ოჯახი რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა სტიქიის შედეგად. დეპუტატებმა ბოლო საკითხად საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს როგორც სხდომაზე აღინიშნა, მოქალაქეთა მაღალი მომართვიანობის გამო, საჭიროა სოციალური პროგრამების დაფინანსება გაიზარდოს - 50 000 ლარით, ხოლო ა(ა)იპ დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანებას ესაჭიროება 20 ათასი ლარი, სოფლებში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. სხდომაზე წარდგნილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დადებითად შეფასდა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0001.jpg
30/06/2021 15:57

შშმ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციისა და ზრუნვის პროგრამით ათმა ბენეფიციარმა ისარგებლა

უკვე შვიდი წელია, სოფელ ლახუნდარაში მცხოვრები 11 წლის ანდრია კვანტრიშვილი ხარაგაულის მერიის შშმ პირ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციისა და ზრუნვის პროგრამით სარგებლობს. ანდრიას დედას, დარეჯან კავილაძეს, დღეს მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ  კურორტ ახტალაში, შვილის  სამედიცინო-სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარებისთვის 720 ლარიანი საგარანტიო გადასცა. ანდრიას ცერებრალური დამბლის სინდრომი აქვს და ყოველწლიურად სპეციალური გამაჯანსაღებელი თუ სამედიცინო პროცედურები ესაჭიროება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.  სოციალური რეაბილიტაციისა და ზრუნვის პროგრამის ფარგლებში 0 წლიდან-18 წლამდე შშმ პირის სტატუსის მქონე ბავშვებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო პროცედურებისა და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი კურსების ჩასატარებლად 1200 ლარი ერიცხებათ. დარეჯან კავილაძე: აღნიშნული სერვისის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახისთვის, ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. თითქმის 7 წელია, რაც მუნიციპალიტეტის მერია  გვიფინანსებს სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურებს, ყოველწლიურად დაგვყავს ანდრია კურორტ ახტალაში, რაც საუკეთესო შედეგს გვაძლევს.  ანდრიას ცერებრალური დამბლის გარდა სხვა დაავადებებიც ახლავს. მუნიციპალიტეტის მერიისგან არაერთხელ გვიგვრძვნია მხარდაჭერა, თავიდან განცდებით მოვედი, მეუხერხულებოდა დაფინასების მოთხოვნა, მაგრამ აქ ისეთი თბილი სიტუაცია დამხვდა ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა და ამდენი წლის მანძილზე მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ.  აღსანიშნავია, რომ მსგავსი სერვისი ბევრ მუნიციპალიტეტში არ მოქმედებს. პროფესიით ფარმაცევტი ვარ,  როდესაც ამ დაავადების შესახებ გავიგე, ფსიქოლოგია დავამთავრე და ახლა  შშმ პირ ბავშვებთან ვმუშაობ." ნანა კიკნაძე:  აღნიშნული პროგრამით დაახლოებით 18 ბენეფიციარი სარგებლობს, თუმცა ზოგჯერ ეს ციფრი იცვლება. აღნიშნული მიმართულებით დაახლოებით 40 000 ლარამდე იხარჯება ბიუჯეტიდან. ყოველთვის ვცდილობთ, ყურადღების მიღმა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე ვისაც ეს დახმარება ესაჭიროება, რათა შევუმსუბუქოთ ცხოვრების პირობები და ხელი შევუწყოთ სერვისებზე ხელმისაწვდომობას.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შშმ პირთა დახმარების პროგრამა 48 000 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ქვეპროგრამა მოიცავს 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსს, წელიწადში 1200 ლარის ფარგლებში, ასევე კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარის ელემენტით უზრუნველყოფას 1000 ლარამდე, ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს იმ შშმ პირის ყოველთვიურ დახმარებას 30 ლარით, რომელიც საჭიროებს მომვლელს და არ არის სოციალური შემწეობის მიმღები. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ასევე შშმ პირთათვის ღონისძიების მოწყობა. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით 10 -მა ბენეფიციარმა ისარგებლა, გასულ წელს 25 -მა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_57_1_1.jpg
30/06/2021 11:00

5 ივლისს ხარაგაულის საკრებულო მორიგ სხდომას გამართავს

5 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომას გამართავს. სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ:     ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის მერიის   ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის     სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;                                                                                               მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 05 აპრილის N9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                                                         მომხს: ნანა კიკნაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                                              მომხს:       ნინო მაღლაკელიძე        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0074_1.JPG
29/06/2021 15:52

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის,, ექსპერტმა  მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

დღეს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ექსპერტმა,  მამუკა გაჩეჩილაძემ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან,  საკრებულოს  თავმჯდომარე  მანანა  ბარბაქაძესთან,  გენდერულ  საკითხებზე   პასუხისმგებელ  პირთან, ინგა  ბერაძესთან  და  მერის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან  შეხვედრა გამართა. შეხვედრა  პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“ ფარგლებში შედგა,  რომელსაც  ასევე  ,,ქალთა  საინფორმაციო  ცენტრის“  წარმომადგენელი  თეონა  ჩიქოვანი  ესწრებოდა.      აღსანიშნავია, რომ   ,,ქალთა  საინფორმაციო   ცენტრი“  ადმინისტრაციული  ერთეულების წარმომადგენლებს დაეხმარება, სოფლად მოსახლეობის  საჭირობების კვლევაში,  შემდეგ  კი გენდერული სტატისტიკისა და საჭიროებათა კვლევის დოკუმენტის საფუძველზე    დაიგეგმება  ადგილობრივი  ბიუჯეტი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი მნიშვნელოვნად  მიიჩნევს,  რომ  მუნიციპალიტეტს ჰქოდეს ორგანიზებული  საჭიროებათა კვლევის დოკუმენტი.  ,,დარწმუნებული ვარ მოსახლეობასთან უშუალოდ შეხვედრისას კიდევ უფრო მეტ სიახლეს აღმოაჩენთ, შედეგად კი ჩვენ გვექნება სოფლის პასპორტი, სადაც თითოეული მაცხოვრებლის და სოფლის პრობლემა იქნება ასახული.  ჩვენ  მაქსიმალურად  შევეცდებით, პრობლემატური  საკითხები  გათვალისწინებული  იყოს  2022  წლის  ბიუჯეტში,“ - აღნიშნავს  ხარაგაულის  მერი.  მამუკა გაჩეჩილაძე - „2016 წელს შეიქმნა კანონი, რომელის  ფარგლებში მუნიციპალიტეტში  ჩამოყალიბდა  გენდერული საბჭო და შემუშავდა სამოქმედო გეგმა.  ამ  წლების  განმავლობაში,  ჩვენ  აქტიურად ვთანამშრომლობთ ხარაგაულთან  და   დღევანდელი  შეხვედრის  მიზანი  გახლავთ,  ის  რომ  შევქმნათ   რეალური  საჭირობების  დოკუმენტი, რომელიც შემდგომში   ადგილობრივ  თვითმმართველობას  დაეხმარება  პროგრამული  ბიუჯეტის   შედგენაში.“ პროექტი   „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“   საერთო  ჯამში  ათ  მუნიციპალიტეტში  ხორციელდება  და მათ შორისაა ხარაგაული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_62.jpg
29/06/2021 12:50

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საგრანტო კონკურსში წარსადგენ პროექტებზე იმსჯელეს

  28 ივნისს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა მერის მოადგილე, დავით დევდარიანი.   სხდომაზე, დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებული 1553 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ საკითხი განიხილეს.  როგორც ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ განმარტა, ბორითში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობისთვის საჭიროა 1553 კვ.მ არასასოფლი სამეურნეო მიწის ნაკვეთის გადაცემა სახელმწიფოსთვის. სხდომაზე მეორე საკითხი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ  წარადგინა. მან ისაუბრა საგრანტო კონკურსის-„2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამ“-ის შესახებ, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია ხუთ პროექტს წარადგენს  დასაფინანსებლად. ეს პროექტები არიან: ხუნევის ბაღის მშენებლობა, ისტორიული მუზეუმის რეკონსტრუქცია-განახლება, ხარაგაულის პარკის რეაბილიტაცია, დევის ხვრელის მიმდებარე ტერიტორიისა და ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კონკურსის პირობებიდან გამომდინარე განსაზღვრულია პროექტების მიზნობრიობა, რომელიც უნდა მოიცავდეს  ტურისტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობას ან რეკონსტრუქციას. შერჩეული პროექტებიდან,  შესაძლებელია ერთის ან ორი პროექტის დაფინანსება. საბოლოოდ, სხდომაზე წარდგენილი საკითხები დადებითად შეფასდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/es_2.jpg
28/06/2021 14:03

წყალარინების (კანალიზაციის) მასშტაბური პროექტი აქტიურ ფაზაშია

დაბა ხარაგაულში წყალარინების (კანალიზაციის) მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ქუჩების ეტაპობრივი დაქსელვა აქტიურ რეჟიმშია. ამჯერად სამუშაოები სოლომონ მეფის ქუჩაზე მიმდუინარეოსბ. პროექტის დამკვეთი - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა. სამუშაოებს  მშენებელი კომპანია „ჰიდრო ტექნიკური ჯგუფი“-ს ქვეკონტრაქტორი კომპანია ,,მაილიქონტრაქშენი“ აწარმოებს.     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება მოსახლეობის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით უნდა მოხდეს. კობა ლურსმანაშვილი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი „ხარაგაულისთვის ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რადგან დაბაში კანალიზაციის სისტემა არასდროს ყოფილა. ფაქტობრივად, ერთად განხორციელდება 24 საათიანი წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი, რომელთა დასრულებასაც დაუყოვნებლივ მოყვება დაბაში ასფალტის საფარის გადაგება, რომელიც როგორც უკვე ვიცით, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება.“ საერთო  ჯამში,   აღნიშნული  სამუშაოების  განხორციელების  მიზნით,      1 890 360  ლარი  დაიხარჯება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_61.jpg
28/06/2021 12:52

ზვარეში გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

პროექტის ღირებულება 640 ათასი ლარს შეადგენს. ბეტონის საფარი 1 500 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. სამუშაოების მწარმოებელია შპს ,,ალპედე“.  შპს ,,ალპედე“-ს წარმომადგენლისგან მიღებული ინფორმაციით, სოფელ ზვარეში გზის  მოსწორება-მოხრეშვა აქტიურად მიმდინარეობს , ხდება  გზის საფუძვლის საბეტონედ მომზადება. მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი აქტიური მუშაობის შედეგად, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე ორ სოფელში ზვარესა და გედსამანიაში წელს მასშტაბური პროექტები განხორციელდება.  წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, მთის  განვითარების  ფონდიდან,  ყველაზე დიდი დაფინანსება, 650 ათასი ლარი მიიღო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fuli.jpg
25/06/2021 17:28

ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე 51 განცხადება დაკმაყოფილდა

24 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით მუდმივმოქმედ კომისიის წევრებთან შეხვედრა გამართა. კომისიის სხდომაზე ერთჯერად ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა განცხადებები განიხილეს. განხილული 51 განცხადება, საერთო ჯამში,  8 850 ლარით დაფინანსდა. როგორც მერის პირველმა მოადგილემ და სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით მუდმივმოქმედ კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა - „ინფორმაციას მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის შესახებ  მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გვაწვდიან, აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან და  ობიექტურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს,  ბიუჯეტში  ცვლილების ინიციატივით მიმართა. ცვლილების შემთხვევაში, ერთჯერად ფინანსურ დახმარებებზე დამატებით  30 000 ლარი გამოიყოფა.“    
სრულად