სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/260699n.jpg
26/11/2021 16:53

ლიტერატურულმა თეატრმა ხარაგაულში ცნობილი ხატმწერი მოიწვია

დღეს ინოვაციების ცენტრში ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მოწვევით ცნობილ მხატვართან, ხატმწერ და ხატმჭედ, შალვა გერაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მამა თომა (ლაცაბიძე) ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი, რეჟისორი, ირაკლი ლომსაძე, ჟურნალისტი, ვანო ჯაფარიძე და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ შალვა გერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა: „შალვა გერაძე დაიბადა სამტრედიაში, ჯერ კიდევ სამი წლის იყო ხატვა რომ დაიწყო, ხატავდა მარცხენა ხელით, 12 წლის ასაკში პირველი ქანდაკება გააკეთა, ხოლო 14 წლისამ ქუთაისის სამხატვრო სკოლაში ჩააბარა. დაამთავრა სამხატვრო აკადემია, იყო გამორჩეული სტუდენტი, სადაც კათედრაზე მუშაობა შესთავაზეს, თუმცა პრაქტიკული მუშაობა ერჩია და  საკონსტრუქტურო ინსტიტუტში გადავიდა დიზაინერად. მიაღწია ბევრ წარმატებას, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შვილის რჩევით ფერწერაში დაიწყო მუშაობა. დღეს, კი მის მიერ მოჭედილი ხატი საქართველოს თითქმის ყველა ტაძარშია დაბრძანებული. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარია და დღეს ხარაგაულშია.“ მამა თომა (ლაცაბიძე): „მადლობა უფალს, რომ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი ადამიანები იბადებიან. დარწმუნებული ვარ თუ სულიერება არ გაგაჩნია ამას ვერ შეძლებ. უფალმა მოგცათ ეს ნიჭი და ნამდვილად ღირსეულად უბრუნებთ.“ შეხვედრის დასასრულს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ირაკლი ლომსაძის ფილმი, რომელიც შალვა გერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg
26/11/2021 12:32

პროექტი ქალთა ეკონომიური გაძლიერებისთვის

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ახალი პროექტის  "ქალთა ეკონომიკური გაძლერებისთვის" ფარგლებში საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ქალ მეწარმეებს ეძებს. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ქალებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, რომლებიც საქმიანობენ აგროტურიზმის სფეროში (თბილისის გარდა). შესარჩევი განაცხადებები მიიღება აღნიშნულ ბმულზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის დაარსების მიზანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალთა და გოგონათა ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება წარმოადგენს.   ა.ა.ი.პ „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ 2012 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის აერთიანებს 4,500-მდე ფერმერს, აგრობიზნესს, კოოპერატივსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედ სექტორულ ასოციაციებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასოციაციის ძირითადი მიმართულებებია: ადვოკატირება და კომუნიკაცია, ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება და განვითარება.   პროექტი ხორციელდება ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/261612341__n.jpg
26/11/2021 11:17

მერის მრჩეველთა საბჭო ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ინფორმაცია მიიღეს 2022 წლის მთავარ პრიორიტეტებზე. მერის პირველმა მოადგილემ, საბიუჯეტო დარგის კურატორმა - ვარლამ ჭიპაშვილმა, მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან, ვლადიმერ გელაშვილთან და სახაზინო - საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსთან, ნინო მაღლაკელიძესთან ერთად, მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვრცლად გააცნო 2022 წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და საბჭოს წევრებისგან მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მერის დავალებით ბიუჯეტის პროექტი გავაცანით მერის მრჩეველთა საბჭოს. 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებია ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო , ჯანდაცვა, განათლება და კულტურა. მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან გამოითქვა გარკვეული გონივრული მოსაზრებები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბიუჯეტის მიღებისას დავიცვათ გამჭვირვალობა, რადგან ეს მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მისი შედგენისას მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საზოგადოების ხმა. სწორედაც საზოგადოებას წარმოადგენენ საბჭოს წევრები , რომლებიც თავიანთ სფეროში კომპეტენტური ადამიანები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის მერთან და მერიასთან. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისათვის."  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/257951382_1040309763408208200_n.png
26/11/2021 11:12

ხარაგაული უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 25 ნოემბრიდან იწყებს ონლაინ კამპანიას, რომლის დროსაც ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge ყოველდღიურად განთავსდება ვიდეო-რგოლები და ნარატიული ინფორმაცია ძალადობის ფორმებისა და სახეების თაობაზე. ასევე, გამოქვეყნდება ინფოგრაფიკა, რომელიც ასახავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა/დამნაშავეთა გენდერულად სეგრეგირებულ სტატისტიკას. ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მიზნით, ვგეგმავთ სხვადასხვა ფორმის სოლიდარობის კამპანიის მოწყობასაც და რაც მთავარია, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე 16 დღის განმავლობაში, ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭო გეგმავს საინფორმაციო სოც. მედია აქტივობების განხორციელებას. ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ahsdhhasd_n.jpg
26/11/2021 11:09

შრომითი ურთიერთობების შესახებ ზრდასრულთა განათლების ცენტრში ტრენინგი გაიმართა

დღეს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები შრომითი უფლებებისთვის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიმართა. პროექტი „ქალთა ფონდი საქართველოში“ და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში ხარაგაულში, ზესტაფონში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულსა და ჭიათურაში ხორციელდება. შრომის უფლებების სამართლებრივი ჩარჩო, შრომის კოდექსი, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები და მოვალეობები, ხელშეკრულების დადება, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, უსაფრთხოება  და შრომის ანაზღაურება, შრომის ინსპექცია - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც „ქალთა ფონდი საქართველოში“ ტრენერმა მარიკა ვაჭარაძემ ისაუბრა და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მარიკა ვაჭარაძე - „პროექტი ხორციელდება კონკრეტულად იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ცენტრებია.  ეს ის ადგილებია, სადაც ის ადამიანები არიან თავმოყროლნი, რომლებიც პოტენციურად უნდა დასაქმდნენ. მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ ინფორმაცია შრომითი ურთიერთობების შესახებ, რაც მათ დაიცავს მოსალოდნელი რისკებისგან. ფაქტობრივად, ეს ტრენინგი არის პრევენციული ღონისძიება. ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს თუ ხელშეკრულების დადების მომენტში რა უნდა გაითვალისწინოს, რა შეიძლება მოითხოვოს დამსაქმებლისგან, რისი უფლება აქვს და ა.შ. ჩვენ არ გვინდა რომ ადამიანებმა ხელშეკრულებას ბრმად მოაწერონ ხელი, გააზრებული უნდა ჰქონდეთ ის თუ რა სამსახურში მიდიან და რა უფლება-მოვალეობები აქვთ.“ როგორც მარიკა ვაჭარაძემ აღნიშნა, ტრენინგების მიმდინარეობისას იკვეთება, რომ ადამიანები საჭიროებენ  ამ საკითხების შესახებ ინფორმირებას. მნიშვნელოვანია რომ სოციალური ქსელები, ტელევიზიები უფრო მეტს უნდა აკეთებდნენ იმისათვის, რომ შრომითი ურთიერთობების შესახებ მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია მიიღოს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/259794803_232783128956225_3118556946168884310_n.jpg
25/11/2021 10:57

ლიტერატურული თეატრი ხატმწერ შალვა გერაძესთან შეხვედრას გამართავს

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორის , იზა ვეფხვაძის მოწვევით ცნობილ მხატვართან, ხატმწერ და ხატმჭედ, შალვა გერაძესთან შეხვედრა გაიმართება. შალვა გერაძის მიერაა მოხატული საქართველოს ეკლესიებში არსებული ყველა დიდი ზომის ხატი. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება შალვა გერაძისადმი მიძღვნილი ფილმი, რომელმაც უკრაინაში საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა გამარჯვება. შეხვედრა ინოვაციების ცენტრში 26 ნოემბერს, პირველ საათზე, გაიმართება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/258008366_190401586622095_4177537324181226458_n_3.png
25/11/2021 10:28

ახალი საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს ჩაინიშნა

2021 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა  მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გაიმართება. 2021 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომას ახალი საკრებულოს უხუცესი წევრი , ამირან ოქრომჭედლიძე წარუძღვება. სხდომაზე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეებს, ასევე ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეებს. მმართველი პარტიის 24 დეპუტატიდან 13 პარტიული სიიდან იქნება, ხოლო 11 მაჟორიტარი დეპუტატი.   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-ს მაჟორიტარები არიან:   1.დაბა, პატარა ხარაგაული - ბესიკ კვირიკაშვილი;   2.ბაზალეთი, ლაშე, ღორეშა, სარგვეში -  პავლე კიკალიშვილი;   3.ვარძია, წყალაფორეთი, ხიდარი - შმაგი ხიჯაკაძე;   4.კიცხი, ფარცხნალი - კიაზო გამრეკელაშვილი;   5.ლეღვანი, ვახანი - ვერა ოდიკაძე;   მოლითი - მერაბ ტალახაძე;   7.ხევი, ნადაბური -დოდო ხაჩიძე;   8.ბორითი - ია პაქსაშვილი;   9.ხუნევი - ლენა აბაშიძე;   10.საღანძილე - დავით კიკნაძე;   11.ზვარე, წიფა - ვახტანგ ტალახაძე.   .„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სიითი შემადგენლობა:   1.მანანა ბარბაქაძე; 2.გოჩა გიორგიძე; 3..ავთანდილ კვინიკაძე; 4..მარინა ხვედელიძე; 5.ოთარ ლურსმანაშვილი; 6.პაატა გოგოლაძე; 7.ნონა ზურაბიანი; 8.შალვა ლურსმანაშვილი; 9.ამირან ოქრომჭედლიძე; 10.ეკა შველიძე; 11.უჩა ბერაძე; 12.ავთანდილ ვეფხვაძე; 13.ირმა-ვაქერ სებისკვერაძე;   ოპოზიციის 9 მანდატი შემდეგნაირად განაწილდა:   ,,ნაციონალური მოძრაობა" თორნიკე ავალიშვილი; კობა გოგსაძე; ქეთევან ზუმბაძე; ბაქარ ბარბაქაძე; თამაზი ლომიძე; ირმა ალხაზიშვილი; “გახარია-საქართველოსთვის“ - პარტიული სიიდან საკრებულოში 2 დეპუტატი იქნება: კონსტანტინე ბერაძე დაირმა ვეფხვაძე. ხოლო, „ლელო“-ს ერთი წევრი პროპორციული სიით ომარ გაგოშიძე. 2021 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომას ახალი საკრებულოს უხუცესი წევრი , ამირან ოქრომჭედლიძე წარუძღვება. სხდომაზე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეებს, ასევე ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/112288rwa5tyer_2.jpg
24/11/2021 20:09

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

საჯარო განხილვას ესწრებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და ა.ა.ი.პ-ების დირექტორები. მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები 10 275 800 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა, მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა. მისი ინფორმაციით, პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური დაცვა  და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროები განისაზღვრა . „ მთავარ ფინანსურ დოკუმენტის განხილვაში მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა, მათ შორის ოპოზიციის. მთავარია, რომ საჯაროობა უზრუნველყოფილია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მომავალი წლის ბიუჯეტს და წარმოადგინოს საკუთარი ხედვები.“ მერის პირველი მოადგილის განმარტებით, ბიუჯეტის  პარამეტრების მონაცემების გათვალისწინებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში პროგრესი ნამდვილად შეიმჩნევა. „მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში საკმაოდ დიდი თანხები გავითვალისწინეთ წყლის რეაბილიტაციაზე. თანხა საბოლოო არ არის და შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს. მერია აქტიურად მუშაობს რათა  სხვადასხვა ფონდებიდან დაფინანსება მოიპოვოს და მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს. მშენებლობის ტემპი, რომელიც ხარაგაულში მიმდინარეობს მერიისა და საკრებულოს  ძალისხმევით მომავალშიც გაგრძელდება. ასევე ვგეგმავთ ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით პრიორიტეტულ პროექტების შესრულებას. მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ბიუჯეტირება, რომელიც მიმდინარე წელს 150 000 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მოქალაქეებმა თავად აირჩიეს პრიორიტეტული პროექტები.   ხარაგაულში პირველად განხორციელდა მსგავსი სახის პროექტი, შეიძლება თანხა არ არის კოლოსალურად დიდი, თუმცა ტენდენცია მოქალაქეთა ჩართულობის ნამდვილად შეიმჩნევა. გავზარდეთ სოციალური ბიუჯეტი, რომელმაც 1 500 000 გადააჭარბა. სამწუხაროდ, სოციალური პრობლემები ნამდვილად შეიმჩნევა, რომელიც ძირითადად პანდემიამ განაპირობა. ამიტომ დღევანდელ პირობებში განსაკუთრებულად უნდა მოხდეს თანხების გაზრდა. გავზარდეთ ერთჯერადი დახმარებები 350 000 ლარამდე. დაფინანსებას მომავალშიც გავზრდით თუ ამის საჭიროება იქნება და დამატებითი სახსრები შემოვა ბიუჯეტში. რაც შეეხება განათლების სფეროს დაფინანსებას პროგრესი ამ მიმართულებითაც შეიმჩნევა. განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო საკოლამდელ დაწესებულებებზე. საბავშვო ბაღებში თითქმის ყველგან ნორმალური პირობებია. ორი საკითხი  იყო მტკივნეული, ხუნევის საბავშვო ბაღი და მარელისის სკოლამდელი მზაობის ჯგუფი. ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის უკვე მოძიებულია თანხები. მომავალ წელს ხუნევს ახალი საბავშვო ბაღის შენობა ექნება.  რაც შეეხება მარელისის სკოლამდელი მზაობის ჯგუფს, როგორც ვიცით,  ამჟამად მზაობის ჯგუფი განთავსებულია მარელისის საჯარო სკოლაში, ვგეგმავთ გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რათა შემდეგ ფუნქციონირება გააგრძელოს როგორც ჩვეულებრივმა სკოლამდელმა დაწესებულებამ. #ამეტაპზე მერია ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ  შენიშვნებსა (არსებობის შემთხვევაში) და წინადადებებს ელოდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0033_1.jpg
24/11/2021 18:37

მერის მრჩეველთა საბჭო, ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო

დღეს მერის მრჩეველთა საბჭო, ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო   შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ინფორმაცია მიიღეს 2022 წლის მთავარ პრიორიტეტებზე. მერის პირველმა მოადგილემ, საბიუჯეტო დარგის კურატორმა - ვარლამ ჭიპაშვილმა, მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან, ვლადიმერ გელაშვილთან და სახაზინო - საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსთან, ნინო მაღლაკელიძესთან ერთად, მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვრცლად გააცნო 2022 წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და საბჭოს წევრებისგან მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა.   ვარლამ ჭიპაშვილი, მერის პირველი მოადგილე: ,,მერის დავალებით ბიუჯეტის პროექტი გავაცანით მერის მრჩეველთა საბჭოს. 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებია ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო , ჯანდაცვა, განათლება და კულტურა. მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან გამოითქვა გარკვეული გონივრული მოსაზრებები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბიუჯეტის მიღებისას დავიცვათ გამჭვირვალობა, რადგან ეს მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მისი შედგენისას მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საზოგადოების ხმა. სწორედაც საზოგადოებას წარმოადგენენ საბჭოს წევრები , რომლებიც თავიანთ სფეროში კომპეტენტური ადამიანები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის მერთან და მერიასთან. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისათვის."
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/258008366_190401586622095_4177537324181226458_n_2.png
24/11/2021 11:50

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს   ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, კოვიდ პანდემიის გამო შექმნილი აუცილებლობიდან გამომდინარე აუცილებელია ბიუჯეტში 30 000 ლარის მობილიზება. კერძოდ, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ესაჭიროება -4 000 ლარი მოქალაქეთა ვაქცინაციისა და დატესტვის ტრანსპორტირების ხარჯებისთვის.    ა(ა)იპ სათნოების სახლს-14 000 ლარი, ბენეფიციართა გაზრდილი რაოდენობის კვებისთვის, კოვიდინფიცირებულ ბენეფიციართა ბინაზე მომსახურების, სადიზინფექციო საშუალებების და კომუნალური ხარჯების გასაწევად. 12 000 ათასი ლარი საჭიროა სარეზერვო ფონდის შესავსებად.   ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას უფლებამოსილების განსახორციელებლად ესაჭიროებათ ახალი ავტომობილების შეძენა, ვინაიდან ავტომობილები, რომლებიც ამჟამად ექსპლუატაციაშია ამორტიზირებულია და მათ მოვლაზე, შეკეთებაზე და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე უკვე მერამდენე წელია ყოველწლიურად იხარჯება დიდი ოდენობით თანხები. ავტომობილების შესაძენი 150,0 ათასი ლარის ხარჯის გასაწევად შესაძლებელია გამოყენებული იქნას მიმდინარე 2021 წელს სანებართვო მოსაკრებლების გეგმის გადაჭარბებით შესრულებით მიღებული დამატებითი შემოსავალი 80,0 ათასი ლარის ოდენობით, არაფინანსური აქტივების კლებიდან (პრივატიზაცია) მიღებული შემოსულობები 30,0 ათასი ლარის ოდენობით და სოფლის მხარდამჭერ პროგრამაში საკუთარი საბიუჯეტო სახსრებით გასაწევი პროექტების ეკონომია 40,0 ათასი ლარის ოდენობით. 75,0 ათასი ლარი მიმართული იქნას საკრებულოს და 75,0 ათასი ლარი მერიის ავტომობილის შესაძენად. აღნიშნულიდან გამომდინარე ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - შემოსულობების ნაწილში 17 911,8 ათასი ლარი გაიზრდება 110,0 ათასი ლარით და განისაზღვრება 18 021,8 ათასი ლარი. - გადასახდელების ნაწილში 21 795,4 ათასი ლარი გაიზრდება110.0 ათასი ლარით და განისაზღვრება 21 905,4 ათასი ლარით. ხარჯების დასაფარავად გამოყენებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთი უცვლელია და განისაზღვრება 3 383,6 ათასი ლარით -" ვკითხულობთ მოხსენებით ბარათში.    საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.     აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებას დღეს მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.
სრულად