საზოგადოება

პოლიტიკა

კულტურა

ჯანდაცვა და სოციალური

სოფლის მეურნეობა

სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8655.JPG
16/01/2026

ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა

დღეს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი წარადგინა ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“, რომლის რეჟისორიც ირინე ჩხეიძეა, ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა. წარმოდგენა თეატრალურმა დასმა ტრადიციულად, ამ თარიღის აღსანიშნავად გამართა. სპექტაკლი მაყურებელმა დიდი ინტერესითა და ემოციით მიიღო და დასმა მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე ითამაშა.   სპექტაკლში მონაწილეობენ: ინდაური ინდიკო - დავით ჭყოიძე თოვლის პაპ - ნიკოლოზ წიკლაური ბაბალე - ლუიზა კიკნაძე კომბლე - გიორგი ჭიპაშვილი ცხვარი - მაია ბერაძე მგელი - ვასილ კიკნაძე მელია კუდაგრძელია - ლია ჭიპაშვილი ნაცარქექია - გიორგი მაქაძე დევი - ბექა ხიჯაკაძე   მხატვარი - გაიოზ შუბითიძე გრიმი - ლიკა თაბუკაშვილი მუს.ოპერატორი - დავით კვირიკაშვილი განათება - ირაკლი შარიქაძე ტექნიკური მხარე -ზაზა ტაბატაძე, ავთო კვირიკაშვილი, ბათუ კიკნაძე   ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლის პრემიერა 2019 წელს გამართა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_33_1_1.png
14/01/2026

16 იანვარს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი  
სრულად