სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/196556972_1704188079970202_86247315552568222_n.jpg
04/06/2021 12:21

15 ივნისს პრემიერაა

ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრი ხარაგაულელი მაყურებლისთვის 15 ივნისს საპრემიერო ჩვენებას გამართავს. სპექტაკლი  კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება, ამიტომ დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.  სპექტაკლი ასევე ნაჩვენები იქნება 18 ივნისს - 17 სთ-ზე. ხარაგაულის თეატრი სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი“ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე 19 ივნისს წარსდგება. პიესის ,,იმერული რექვიემი“ ავტორი რეზო კლდიაშვილი გახლავთ. სპექტაკლის რეჟისორი: ირინე ჩხეიძე მუსიკალური გამფორმებელი: ანუშკა ჩხეიძე მხატვარი:  გაიოზ შუბითიძე ხმის ოპერატორი: დავით კვირიკაშვილი განათების  იპერატორი: ირაკლი შარიქაძე ოპერატორები : ზაზა ტაბატაძე და ავთო კვირკაშვილი გრიმი: ლიკა თაბუკაშვილი   სპექტაკლში მონაწილეობენ : შურა ექთანი - ირინე ჩხეიძე კაბირია - ლია ჭიპაშვილი პისტი - მაია ბერაძე ვალოდია - ვასილ კიკნაძე როსტომი - ბათუ კიკნაძე ტატიანა - ლუიზა კიკნაძე გულთმისანი- დავით ჭყოიძე კლავდია - ირმა სხილაძე სამუელა - ბექა ხიჯაკაძე სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 15 ივნისი - 16 საათზე გაიმართება. ბილეთის ფასი - 5 ლარი.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_59.jpg
03/06/2021 16:16

19 ივნისს სამხატვრო-მუსიკალური პლენერი გაიმართება

  19-20 ივნისს “რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი“ (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) ხარაგაულში მეექვსედ გამართავს სამხატვრო პლენერს - "გამა". პლენერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში რესტორანი "მარანი“-ს ეზოში  გაიხსნება და დაიხურება.  ტრადიციისამებრ, პლენერის გახსნის შემდეგ, მხატვრები ერთი დღე-ღამის განმავლობაში  ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებში, იმერულ ოჯახებში, იცხოვრებენ.  შექმნიან მხატვრულ ტილოებს და ეზიარებიან იმერული სტუმარ-მასპინძლობის მადლს. პლენერის გახსნის და დახურვის დღეს თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები მხატვართათვის და დამსწრე საზოგადოებისთვის  კონცერტებს გამართავენ. პლენერის 19 ივნისს, 11 საათზე, გახსნება და  20 ივნისს, 14 საათზე, დაიხურება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/34ca067ec92bda5b2a6797d0200d9c32_1.jpg
31/05/2021 10:24

1 ივნისს ხარაგაულში

1 ივნისს 16 საათზე ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს კულტურისა და დასვენების პარკში, ღია ცის ქვეშ, გამართავს. ღონისძიებაზე გაიმართება, ასევე, გამოფენა და მოეწყობა ხატვის კონკურსი. ა(ა)იპ „შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა“ ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს  2 ივნისს, 15 საათზე გამართავს. ღონისძიებები პანდემიით გამოწვეული რეგულაციების დაცვით გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/190004056_221469962815982_2811431823331028507_n%20(3).jpg
29/05/2021 15:48

რა ეტაპზეა დაბა ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი

ხარაგაულის მერი,კობა ლურსმანაშვილი  ,,შ.პ.ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ზემო იმერეთის და რაჭის რეგიონის ფილიალის უფროსს მამუკა ქვათაძეს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერს, ტარიელ ავალიშვილის შეხვდა და დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის პირველი და მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები კიდევ ერთხელ განიხილა. დაბა ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის  პირველი ეტაპი ლეღვნის სათავე ნაგებობიდან სოფელ დიდვაკეში, საღანძილესა და დაბა ხარაგაულში  შემომავალი წყლის 14-კილომეტრიან  მაგისტრალის  სრულ რეაბილიტაციას, ასევე სატუმბი სადგურის და ახალი რეზერვუარის მოწყობას, კორპუსების შიდა გაყვანილობის აღდგენას და  მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.  კობა ლურსმანაშვილი: პროექტირება და ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია, ზოგ ლოკაციაზე მუშაობა დაწყებულია, ცენტრალური მაგისტრალის გარდა შეიცვლება ადგილობრივი ქსელები.  დაბის ტერიტორიაზე გვექნება  წყლის მიწოდების ახალი რეზერვუარები და ალტერნატიული ჭაბურღილები, საიდანაც კრიზისების დროს გადართვა მოხდება და უზრუნველყოფილი იქნება წყლის მიწოდების უწყვეტი რეჟიმი. ჩვენი ერთობლივი მუშაობის მიზანი  ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებაა. შესაძლებელია მოსახლეობას ჰქონდეს გარკვეული დისკომფორტი სამუშაოების წარმოების პროცესში, მაგრამ  ეს მართული პროცესი იქნება, ყველანაირად ვეცდებით სამუშაო პროცესების გამო ქუჩებში მდგომარეობა გაუსაძლისი არ გახდეს. შეხვედრაზე  პასუხი გაეცა სოციალურ ქსელში მოსახლეობის გამოთქმულ მოსაზრებებს წყლის რაოდენობის კლებასთან დაკავშირებით. მამუკა ქვათაძემ აღნიშნა , რომ წყალი მოსახლეობას იგივე რაოდენობით მიეწოდება და დეფიციტი მხოლოდ მოხმარების გაზრდის გამო შეინიშნება.   მამუკა ქვათაძე: ,,ბატონი კობას თხოვნით, ერთად გავიარეთ ის საკითხები თუ რისი გაკეთება შეიძლება , რომ წყალზე  მოთხოვნის გაზრდის გამო გამოწვეული ცვლილება მოსახლეობამ არ იგრძნოს. არის გარკვეული გზები, რომელზედაც ვმუშაობთ, რომ მოსახლეობას ზაფხულის განმავლობაში წყალი გრაფიკის გარეშე მიეწოდოს.“ კობა ლურსმანაშვილი: კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრის , კონსტრუქციულად  ვმუშაობთ  წყალმომარაგების კომპანიასთან და რეგიონულ ხელმძღვანელთან ერთად. ვიცი დღეს მოსახლეობის უმთავრესი კითხვაა, როდის მოიხსნება გრაფიკი წყლის მიწოდებაზე , ზაფხული რთული გვექნება და კიდევ უფრო გაიზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, რასაც მომზადებულები უნდა შევხვდეთ.  ამიტომ მაქსიმალურად შევეცდებით ამ პერიოდში დამატებითი რესურსი გავაჩინოთ, რომ მოქალაქეებს, წყლის გრაფიკის გამო პრობლემა არ ჰქონდეთ.  სწორედ ამას ემსახურებოდა  დღევანდელი შეხვედრა. ვფიქრობთ წყალმომარაგების კომპანიასთან შეთანხმებით დროებითი ღონისძიება გავატაროთ, რაც გულისხმობს ახალი ქსელის  პროექტის დასრულებამდე ჩართვას, რაც მოგვცემს საშუალებას ზაფხულში წყლის მიწოდების დრო და ხარისხი გავაუმჯობესოთ. აღნიშნულ თემაზე საუბარი გვქონდა  ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის ილია ბეგიაშვილის დონეზე და სხვა პასუხისმგებელ პირებთან, რაზედაც პასუხი უახლოეს დღეებში გვექნება. ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი ჭარბი წყლის წარმოქმნის შემთხვევაში, სოფელ თეთრაწყაროს და ლაშის გარკვეული ნაწილის წყლით უზრუნველყოფის თეორიულ შესაძლებლობასაც განიხილავს და ამისთვის პრაქტიკულ გზებს ეძებს. კობა ლურსმანაშვილი: ,,სამომავლოდ განვიხილავთ საკითხს , მივაღწიოთ ტექნიკურ და სამართლებრივ შეთანხმებას და წყლის კომპანიის მომსახურების არეალს დაემატოს სოფელ თეთრაწყაროს და ლაშის ნაწილი, თუ წყალმომარაგების კომპანიასთან ამაზე შეთანხმებას ვერ მივაღწევთ განვიხილავთ  მეორე ვარიანტს, რომელიც ამ  ორი სოფელის სასმელი წყლით უზრუნველყოფას ჩვენი მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული წყლის სისტემიდან  მოიაზრებს.“ საერთო  ჯამში,  დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის პირველ ეტაპზე 3  917 000  ლარი  დაიხარჯება.პროექტის მეორე ეტაპი  სექტემბერის თვეში დაიწყება და 2 585  372  ლარი დაიხარჯება.   წლის ბოლოს ხარაგაულის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება. პროექტი  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა  და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  კოორდინირებით  ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა. ინფორმაციისთვის, დაბა ხარაგაულის წყალმომარაგება ორი სათავიდან ხორციელდება:  სოფ. ლეღვნის სათავე ნაგებობაზე განთავსებული მიწისქვეშა წყლის წყალმიმღები გალერეა, სადაც იკრიბება მიწისქვეშა წყალი და ხდება დაბისთვის თვითდინებით მიწოდება, ხოლო მეორე სათავე ნაგებობა ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ტრერიტორიაზე მდებარეობს ერთი უმოქმედო დრენაჟის ტიპის წყალმიმღები და ერთი მოქმედი ჭაბურღილი, საიდანაც სატუმბო სადგურის მეშვეობთ ხდება ახალი აშენებული საავადმყოფოსთვის და მიმდებარე მოსახლეობისთვის წყალის მიწოდება. ხარაგაულის სერვის ცენტრის ბილინგის ბაზაში ამჟამად  1009 ფიზიკური და 124 იურიდიული აბონენტი ფიქსირდება. 1009 ფიზიკური აბონენტიდან 744 გამრიცხველიანებულია, ხოლო 265 სულადობრივი აბონენტია. იურიდიული პირების 100 % გამრიცხველიანებულია.  სოფ საღანძილეში დაფიქსირებულია 42 აბონენტი, ხოლო სოფელ დიდვაკეში 85.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/mta.jpg
28/05/2021 12:31

გედსამანიასა და ზვარეში გზების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები დასრულდა

მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი ძალისხმევის და ჩართულობის შედეგად, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე ორ სოფელში მასშტაბური პროექტები განხორციელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გედსამანიასა და ზვარეში გზების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები დასრულდა. სოფელ გედსამანიაში ბეტონის საფარი გზის 1 350 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა. პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 535 948 ლარია. გარდამავალი პროექტია, ასევე, სოფელ ზვარეს გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 700 482 ლარს შეადგენს და ბეტონის საფარი 1 500 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება. ზემოთ აღნიშნული პროექტები მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება. წელს მთის  განვითარების  ფონდიდან  ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ყველაზე დიდი დაფინანსება 650 ათასი ლარი მიიღო.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A1.jpg
27/05/2021 16:31

კაცი რომელიც დააკლდა ხარაგაულს

,,ხვალ, 28 მაისს, ჩვენი ვეფხვია 50 წლის ხდება, კაცი, რომელის ნიჭიერებაც ძალიან დააკლდა ხარაგაულს და თითოეულ ჩვენგანს. ჩვენო ვეფხო,  ხვალ, ისევე როგორც ბოლო 21 წელია, ისევ ამოვალთ შენს საფლავთან შენი მეგობრები, ისევ დავიწყებთ შენი დაბადების დღის აღნიშვნას სევდიანად, მერე გადავალთ მოგონებებზე და შენთან დაკავშირებულ ისტორიებს გავიხსენებთ, შემდეგ სევდას ნელ-ნელა სიცილი ჩაანაცვლებს და ვიმხიარულებთ შენთან ერთად. მე წამოვიღებ შენს ჩანაწერებს, რომლებსაც გულდასმით ვინახავ და შენ ლექსებს კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ, კიდევ ერთხელ შენთან ერთად შევეცილებით ხარაგაულის სიყვარულში ერთმანეთს... მოკლედ, ხვალ შენი დღეა ვეფხო!“ ამ პოსტით გამოეხმაურა ვეფხვია ღონღაძის დაბადების დღეს , თავის პირად ფეისბუქ გვერდზე, მისი მეგობარი, მამუკა ჭიპაშვილი. ვეფხვიას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მამუკა ჭიპაშვილის აქტიურობით გამოიცა ვეფხვია ღონღაძის ლექსების კრებული „და ოცდამეცხრე გაზაფხულს ველი“. მის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს ხარაგაულელები სიყვარულით მღერიან. სიყვარულით დაწერილ ფრაზებს ,ასეთივე გრძნობით იმღერებენ მომავალი თაობები. ყველას უნდა გვახსოვდეს კაცი რომელიც არ ჰგავდა არვის. ხვალ ვეფხვია ღონღაძე 50 წლის გახდებოდა.   ხარაგაულს      ვეფხვია ღონღაძე შემოდგომის ქარი ფოთოლს გულზე გაკრავს, თითქოს ფარავს დასველებულ იარებს, ჩემი ცაცხვის ხეივანი მომენატრა, ქუჩის ბოლოს ისევ გამოგიარე. ამ საღამოს იდუმალი ფიქრი ახლავს დაღალული ჭადარივით შრიალებს, სადღეგრძელოს არაერთხელ გეტყვი ახალს, შენთან დავცლი ღვინით სავსე ფიალებს. სანთელივით უნდა მენთო მხოლოდ გულში, სიმღერის და ძმობის დღესასწაულო, მეც სუყველას ისევე შენს სიყვარულში, ვეცილები, ჩემო ხარაგაულო. სულ მახსოვხარ მხიარული მასპინძელი, სხვა ბავშვური მოგონებაც კარგია, კვლავ გეზრდება მომავალი, თუმცა ძველი ბევრი ნაღდი შვილიც დაგიკარგია. შენი დილა გაფრენას ჰგავს თეთრი გედის ცხრათვალა მზე სხივებს ააბრიალებს, გულში გიკრავ რახანია, თუმცა ბედის კარუსელი ისევ აღარ ტრიალებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90.jpg
27/05/2021 16:27

ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე კულტურის სამსახურის ანგარიში განიხილეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს  რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მერიის  კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიში მოისმინეს. საკითხი აღნიშნული სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ წარადგინა. ირინე ჩხეიძემ სამსახურის უფლება-მოვალეობებზე, განხორციელებულ ღონისძიებებსა და ხარაგაულში მოქმედი კულტურული ა(ა)იპ-ების აქტივობებზე ისაუბრა. „გვსურს  მიმდინარე სადღესასწაულო თარიღებს რეგულაციების დაცვით გამოვეხმაუროთ. ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, ღონისძიებები  ღია სივრცეში გაიმართება. ივნისში ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრი  ხარაგაულელ მაყურებელს სპექტაკლის ,,იმერული რექვიემი“ პრემიერას წარუდგენს, რომლითაც 19 ივნისს, იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარდგება. ჩვენ თეატრს 120 წელი შეუსრულდა,  საიუბილეო თარიღს სათანადოდ ვერ გამოვეხმაურეთ. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა  სადღესასწაულო დღეები ღონისძიებებით აღგვენიშნა, თუმცა პანდეემის გამო შეხვედრები მცირე მასშტაბით,  ზოგი კი  საერთოდ ვერ განხორციელდა“- აღნიშნა ირინე ჩხეიძემ. სხდომაზე კულტურის სამსახურის უფროსმა შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაზიფიცირების საკითხზე ისაუბრა. ასევე, განმარტა, რომ მუზეუმს საკმაოდ ბევრი ექსპონატი დაუგროვდა, რომლთა განსათავსებლად  დამატებითი ოთახის მოწყობაა საჭირო. საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით, პრიორიტეტების ნუსხაში უნდა განისაზღვროს მუზეუმში ექსპონანტების განსათავსებელი ოთახის მშენებლობა. სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ ბორითის  ზონაზე არსებული მიწის ფართობის სახელმწიფოზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით წარადგინა ინფორმაცია. მაია ალავიძის განმარტებით „თბილისი - სენაკი - ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის  E-60 ავტომაგისტრალის, ჩუმათელეთი-ხევის (ლოტი-F1) და  ხევი უბისის (ლოტი-F2) მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე - 1042 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის (ს/კ 36.05.31.013), 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულ;ების მიწის ნაკვეთის და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის (ს/კ 36.05.34.026), 26 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ( ს/კ 36.05.31.940),  სოფელ ბორითში მდებარე 373 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის (ს/კ 36.03.40.610)   და სოფელ საქასრიაში მდებარე  1908 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ36.03.35.117) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის შესახებ“. საკითხები განხილული იქნება 7 ივნისის საკრებულოს სხდომაზე.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_5.png
26/05/2021 19:47

ხარაგაულის მერმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო და სოფელ ბორითში  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერის  მემორიალი ყვავილებით შეამკო. კობა ლურსმანაშვილი: ,,ის იყო განსაკუთრებულად შეუვალი და უკომპრომისო, როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს და დამოუკიდებლობას ეხებოდა. ადამიანებს აძლევდა სტიმულს, რომ ყოფილიყვნენ ისეთები როგორიც ის იყო თავად. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ვარ ბედნიერი, რომ ვარ იმ ადამიანთაგან ერთ -ერთი, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მე მჯერა არასოდეს ჩაქრება ის სულისკვეთება და ჩვენ ამას თაობიდან თაობებს გადავცემთ.“ საგულისხმოა, რომ 26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. 1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა. ავტოავარიის დეტალები და გამომწვევი მიზეზები დღემდე კამათის საგანია. მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წელს თბილისში, ის იყო ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. ასევე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdasdasd.jpg
24/05/2021 19:26

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 156 პროექტი გაკეთდება

დღეს მერის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მთავარი  დრო  ,,სოფლის მხარდაჭერი პროგრამით“ გამოყოფილი  თანხების ათვისების კუთხით არსებული მდგომარეობის მიმოხილვას დაეთმო.   კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე აღნიშნა, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებულად უნდა წარიმართოს და ამისთვის ყველა რესურსი ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული.  წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება.  კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფელს , აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, არასაკმარისი თანხა აღმოაჩნდათ და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება . შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა  წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა და  მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის  სამსახურთან და შესაბამის პასუხისმგებელ  პირებთან ახლო კოორდინაცია მოსთხოვა.  კობა ლურსმანაშვილმა   წარმომადგენლებს ხაზგასმით მოუწოდა ყურადღება გამოიჩინონ მოსახლეობის საჭიროებების და სოფლად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ.     ,, 6 თვის შედეგებზე პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც ამ თემასთან იკვეთება. ამიტომ ყველა რგოლი უნდა ეცადოს, რომ 6 თვის საანგარიშო პერიოდი იყოს ნაყოფიერი.  მე მინდა შედეგი , წარმატება და ეს წარმატება უნდა იწყებოდეს თქვენით“  - მიმართა კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მერმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამების“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესრულებაზე პასსუხიმგებლობა მერიის  წარმომადგენლებთან კოორდინირების განყოფილებას დააკისრა.    წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 156 პროექტი განხორციელდება.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_58.jpg
20/05/2021 19:24

მარტო კლასში

ლაშის და წყალაფორეთის საჯარო სკოლაში დღეს ბოლო ზარი მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა.    სალო კვირიკაშვილი, ლაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული : ,,6 წელია რაც კლასში მარტო ვარ. ჩვენს სკოლაში  იმდენად მეგობრული გარემოა, რომ არასდროს მიგრძვნია კლასელის დანაკლისი. გაკვეთილები ჩვეულ სტილში მიტარდებოდა. მასწავლებლები ყოველთვის ცდილობდნენ სასიამოვნო გარემოს შექმნას, რომ საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენი არ ყოფილიყო. შეიძლება, ბევრს რთულად ეჩვენოს კლასში მარტო ყოფნა, მაგრამ ჩემთვის ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. დასვენებებზე მთელ დროს სხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად ვატარებდი, რომლებიც ამ 12 წლის განმავლობაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებად იქცნენ. სწორედ მათ მომიწყვეს დღეს ისეთი ბოლო ზარი, რომ ცრემლების შეკავება ვერ შევძელი. სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახი იყო და გული მწყდება აქედან რომ მივდივარ.  ვაპირებ ჩავაბარო დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი პედაგოგობით, მაგრამ მხოლოდ წელს გადავწყვიტე გავყოლოდი ამ პროფესიას.  სამწუხაროა, რომ სკოლებში დღითიდღე იკლებს ბავშვთა რაოდენობა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ უნდა იქცეს დამაბრკოლებელ ფაქტორად განათლების მიღებისას. ძალიან მინდა, რომ ცხოვრებაში წარმატებული ვიყო და გავამართლო ყველა იმ ადამიანის იმედი რომელსაც ჩემი სჯერა. ერთი ბავშვისთვის დაირეკა ასევე ბოლო ზარი წყალაფორეთის საჯარო სკოლაში .   ნინო ჭანკვეტაძეს სკოლის დამთავრებას, სკოლის დირექტორი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში ულოცავს: ,,ნინიკო,ჩვენ ყველამ ვიცით არასოდეს შეარცხვენ მშობლიურ სკოლას,ოჯახს, სოფელს,შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ და გვჯერა ბევრჯერ ვიამაყებთ შენით. გზას დაგილოცავთ ახალი მწვერვალებისკენ, ბევრი წარმატება შენ,ბევრი სიხარული და ბედნიერება შენ,გვიყვარყარ და გვეიმედები. შენი სკოლა ყველგან შენს გვერდით იქნება.“ დღეს ხარაგაულში ბოლო ზარი 137 კურსდამთავრებულისთვის დაირეკა.  
სრულად