სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/meria_1.jpg
20/05/2021 18:11

ხარაგაული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის დამატებით 2 მილიონ 800 ათასს ლარს მიიღებს

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის აქტიური ჩართულობით დამატებით ხარაგაულს 2 მილიონ 800 ათასი  ლარი გამოეყოფა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ახალ  შესაძლებლობებს გააჩენს. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩხერე - ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და მოადგილესთან დათო დევდარიანთან შეხვედრისას ისაუბრა. დეპუტატის  ინფორმაციით, აღნიშნული თანხით დაახლოებით 14 პროექტი განხორციელდება. პროექტების ნაწილი ორ ეტაპიანი იქნება. მიმდინარე წელს  2 100 000 ლარი გაიხარჯება, მომავალ წელს კი დარჩენილი 700 ათასი ლარი, რომელსაც 2022 წლის დაფინანსებაც დაემატება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით განხორციელებული აქტივობები და ხარაგაულის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები. დეპუტატი პაატა კვიჟინაძე , დაბის ცენტრალური ქუჩის რეკონსტრუქციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტი სრულად შეცვლის და განაახლებს ხარაგაულის იერსახეს, კერძოდ დაბის ცენტრალურ ქუჩას. ,,მჭიდროდ ვთანამშრომლობ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მათთან ერთად ვცდილობ, არსებულ გამოწვევებს  გავუმკლავდეთ. ხარაგაულში  მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან საერთო ჯამში  5 მილიონ 400 ათასი ლარი    დაიხარჯება. მუნიციპალიტეტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან - მილიონ 200 ათასი ლარით, ხოლო მთის განვითარების ფონდიდან  -650 000 ლარით დაფინანსდა. საკმაოდ  მნიშვნელოვანი პროექტების მშენებლობა მიმდინარეობს, ეს ტემპი კიდევ გაიზრდება,“- განაცხადა საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/maro%20bebo.jpg
20/05/2021 17:29

საუკუნის ცხოვრება

სოფელ ნებოძირში მცხოვრებ მარიამ ნადირაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ოჯახის, შვილების ,თანასოფლელების  ერთგული, სულით ძლიერი ქალბატონი ბოლო მეზობლის დაკარგვამდე არ ტოვებდა  ოჯახს, მაგრამ ახლა საყვარელ შვილთან მანანასთან ერთად ბორჯომში ცხოვრობს.  როგორც გვწერენ ,,ხშირად ზის სარკმელთან...მოსიყვარულე შვილების და მათი შთამომავლების გარემოცვაში  მყოფი და ზღვასავით გაცემულ სიკეთეს და სიყვარულს, განსაკუთრებული მზრუნველობით და სიყვარულითვე იბრუნებს უკან.  სოფელ ქვების კულტურის სახლის ხელმძღვანელს, ყოფილ საუკეთესო ბიბლიოთეკარს წლების მანძილზე, გულში საყვარელი წიგნი ჩაუხუტებია..  ვინ იცის მერამდენედ კითხულობს.  ხანდახან  ლამაზ ცისფერ თვალებში სევდა ჩაუდგება, გზას გახედავს..ენატრება თავისი სოფელი,სახლი, მეუღლის ინიციატივით აღდგენილი  წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.. ყველა და ყველაფერი რაც სოფელს უკავშირდება.  ყოველთვის სიტყვამოზომილი, არავინ იცის რას ფიქრობს..ის კი ყველამ იცის, რომ მისი განვლილი ცხოვრების გზა მთის წყაროს წყალივით სუფთაა ,ადამიანებისადმი, ახლობლებისადმი კეთილის ქმნასა და სიყვარულში განვლილი, რომელიც  საუკუნეა უშრეტ ნაკადულად მოედინება,” - გვწერს ქალბატონი მანანა ღონღაძე.  ხარაგაულის მუნციპალიტეტის მერია, ხანდაზმულთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 100 წლის მარო ნადირაძეს პირად ანგარიშზე 500 ლარს ჩაურიცხავს. ვულოცავთ საუკუნოვან იუბილეს, საუკუნის ქალბატონს!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ees.jpg
20/05/2021 17:05

ბოლო ზარი ხარაგაულში

დღეს ხარაგაულში ბოლო ზარი 137 კურსდამთავრებულისთვის დაირეკა. საზეიმო ღონისძიებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი , მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე , საკრებულოს წევრი, ოთარ ლურსმანაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინე ვეფხვაძე შეუერთდნენ. მერის პირველმა მოადგილემ კურსდამთავრებულებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის სახელით, ბედნიერი წუთები მიულოცა და წარმატებები უსურვა - „გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, საამაყოა თქვენი მიღწევები და მომავალშიც გისურვებთ გაგემარჯვებინოთ პრობლემებთან და მიგეღწიოთ წარმატებისთვის. ვისურვებდი თქვენი შესაძლებლობები გამოგეყენებინოთ ხარაგაულის განვითარებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის მზადაა ხელი შეგიწყოთ და ითანამშრომლოს თქვენთან.“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ ახალგაზრდებს სკოლის დასრულება მიულოცა  - „ულამაზეს და უნიჭიერეს  გოგო-ბიჭებს გილოცავთ დღევანდელ დღეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში“. ახალგაზრდებმა საყვარელ გარემოში გატარებული წლები გაიხსენეს, მადლობა გადაუხადეს აღმზრდელ პედაგოგებს მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის და სკოლის კედლები შემდეგი წარმატებების მოლოდინში დატოვეს.                      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/asdasdgsdg44asd_1asd.jpg
20/05/2021 13:33

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც გმოცხადდება 2021 წლის 25 მაისს 16 საათზე და დასრულდება 2021 წლის 3 ივნისს 16 საათზე. იხილეთ დანართი.   დანართი N1 ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  პრივატიზების განმეორებითი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შესახებ.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0179_1.JPG
17/05/2021 16:29

"დედაღვთისობა" ხარაგაულში

დედაღვთისობა სოფელ ვარძიაში აღდგომიდან მესამე კვირას აღინიშნება.  ამ დღეს მომლოცველები ვარძიის დედაღვთისას ტაძარში ყველა კუთხიდან იკრიბებიან.  8 საუკუნოვანი ისტორიის მქონე ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა მრევლისთვის და მომლოცველებისთვის ტაძრის წინამძღვარმა მამა დიმიტრიმ აღავლინა. მრევლთან ერთად წირვას დაესწრო მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი. ხალხური გადმოცემით ვარძიის სამონასტრო კომპლექსი თამარ მეფის ბრძანებით აუგიათ. მეფე თამარი მესხეთის ვარძიიდან მობრძანდებიდა თავისი ამალით და ღვთისმშობლის ხატს მოასვენებდა.თან მოჰყავდა მის მიერ გაქრისტიანებული ახალციხელი თათრები. მეფეს ღამე ჩხერის ციხეში გაუთევია.ძილში დასიზმრებია, სადაც უნდა აეშენებია ეკლესია.როცა იმ ადგილას მისულა, საოცარი სილამაზე გადაშლია თვალწინ. მეფეს აქ დაუსვენებია ღვთისმშობლის ხატი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. ამ ისტორიას ასახავს ახლდადაწერილი ხატი, რომელიც ტაძარში არის დაბრძანებული.  მესხეთის ვარძიის საპატივსაცემოდ,ამ ადგილისთვის თამარ მეფეს ვარძია უწოდებია. 1700 წელს ლეკთა დაქირავებულიმა ჯარმა ვარძიის მონასტერი გადაწვა . შემდეგში უძველესი მონასტრის ადგილას თეთრი თლილი ქვით მოპირკეთებული გუმბათოვანი ეკლესია აუგიათ. მშენებლობისას გამოუყენებიათ ძველი ტაძრის ქვები. ეკლესიის სამრეკლოს კედლის წყობაში ჩატანებული ქვების წარწერით დასტურდება ძველი მონასტრის აშენების თარიღი XI-XIII საუკუნეები. ვარძიის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ საგანმანათლებლო კერა. ჩვენამდე მოაღწია XVIII- ს–ში ვარძიაში შექმნილმა ქართუ– თურქულმა სასწავლო წიგნმა .  1783 წელს, იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა , სოფელი ვარძია თავისი მონასტრით, ადგილ მამულით და ტყეებით კვიპროსის დედაღვთისას ბერძნულ კიკოს მონასტერში შესწირა. სოლომონ II განაახლა შეწირულობის წიგნი. ასე რომ, 1783 წლიდან მოყოლებული,1914 წლამდე ვარძიაში ბერძენი ბერები იგზავნებოდნენ შვიდ წელიწადში ერთხელ. ისინი კრეფდნენ გადასახადს , აკეთებდნენ ჩანაწერებს ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ და ასე იქმნებოდა სოფელ ვარძიის მატიანე. XIX –ს–ში მონასტერი მეტად უნუგეშო მდგომარეობაში შავარდნილა, იმდროინდელი საგაზეთო წერილებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი მონასტრის თლილ ქვებს გზის გასამშრალებლად იყენებდნენ და მონასტრის ქონება ნიავდებოდა. 1905წლის რევოლუციის დროს გლეხებმა დაარბიეს ვარძიის მონასტერი, არქიმანდრიტი კი გაიქცა. 1914 წელს ბერების მიმოსვლა შეწყდა, ვარძიაში საცხოვრებლად დარჩა ვინმე ძაბუნიდი.აქედან გაშნდა სოფელში გვარი– ძაბუნიძე.  ამჟამად ეკლესია აღდგენილია და მოქმედი, იქ ზეიმობენ ,,დედაღვთისობის ‘’დღესასწაულს აღდგომიდან მესამე ორშაბათს.თითოეულ თქვენთაგანს გილოცავთ დედაღვთისობას, შეგვეწიოს და გვფარავდეს დადა ღვთისმშობელი ჩვენ სრულიად საქართველოს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0112.JPG
17/05/2021 16:11

ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. თათბირს ასევე ესწრებოდა მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე. შეხვედრაზე  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ საკითხებსა და მოსახლეობის სხვა საჭიროებებზე იმსჯელეს. ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან პაატა კვიჟინაძესთან ერთად, აქტიურად მუშაობს დამატებითი დაფინანსების მოპოვებაზე. თანხების მოიძების შემთხვევაში პრიორიტეტი  უკვე დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიენიჭება.   ვარლამ ჭიპაშვილმა წარმომადგენლებს სოციალური მიმართულებით მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე წარმომადგენლებისგან, მერის პირველმა მოადგილემ ინიციატივების გამოჩენა და  მერიის სოციალური პროგრამების შესახებ, მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირება მოითხოვა .    თათბირზე მერის პირველი მოადგილე დაინტერესდა , რამდენად აქტიურად სარგებლობს მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტით, რომელიც  ნადაბური-ხარაგაულის მონაკვეთზე დაინიშნა.  შეხვედრაზე დაისვა  კითხვა რამდენად იქნება მოსახლეობის დაინტერესება,    სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულიდან ხარაგაულის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის  შემთხვევაში.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0131.JPG
17/05/2021 14:47

ბიუროზე ახალი სამსახურის შექმნაზე იმსჯელეს

მერიაში სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ - ტექნიკური უზურნველყოფის სამსახური იქმნება დღეს ბიუროს სხდომაზე მერიაში სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით, საკითხი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა. კახა გოლუბიანის ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც ამ დრომდე მერიის ადმინისტრაციულ სამსახურის შემადგენლობაში შედიოდა, ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება. „სამსახური ექვსი საშტატო ერთეულით იქნება წარმოდგენილი. სამ საშტატო ერთეულზე, სამსახურის უფროსის და ორი სპეცილისტის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდება,   დანარჩენ შტატებზე კი განყოფილებაში დასაქმებული საჯარო მოხელეები დარჩებიან, რომელთაც კონკურსის გავლა აღარ დასჭირდებათ”-    განმარტა კახა გოლუბიანმა. ბიუროს წევრის დავით კიკნაძის განცხადებით, განყოფილებას საკმაოდ დიდი უფლებამოსილება აქვს და სამსახურის სახით წარმოდგენის შემთხვევაში მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდება. სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შექმნის საკითხი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.  საკითხი 7 ივნისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0028.JPG
15/05/2021 17:50

ხარაგაულელი ვეტერანებისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა

ხარაგაულის საავადმყოფოში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.  მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა   კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამედიცინო აქციას შეუერთდნენ და ბენეფიციარების მიერ სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ. აქციის ფარგლებში ბენეფიციარებმა  ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაციები მიიღეს, გაუკეთდათ ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები. კობა ლურსმანაშვილი: ,,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ჩაფიძის გულის ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით ხარაგაულის საავადმყოფში ერთობლივი აქცია განხორციელდა. მიმაჩნია რომ, ასეთი სახის აქცია ძალიან მნიშვნელოვანია.  მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ კობა კობალაძეს. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამაც.“ კობა კობალაძე - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი: ,,ჩვენ გვაქვს  გეგმიური ღონისძიებები და სხადასხვა კლინიკებთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად გავდივართ რეგიონებში და გეგმიურ შემოწმებებს ვაკეთებთ. ამით ვცდილობთ ვეტერანების ავადმყოფობის პრევენცია მოვახდინოთ.  საკმაოდ ეფექტურად და პროდუქტიულად ვთანამშრომლობთ ჩაფიძის გულის კლინიკასთან. ამჟამად ვართ ხარაგაულში, სადაც გეგმიურ სამედიცინო კვლევებს გადიან, როგორც ჩვენი ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხარაგაულის მერს,კობა ლურსმანაშვილს , ჩაფიძის კლინიკის მედპერსონალს და  ყველას ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ ღონისძიების ორგანიზებაში." მარიამ ლომიძე - ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე: ,, ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომელიც  აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის ჩაფიძის გულის ცენტრისა  და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. უკვე რამდენიმე წელია რეგულარულად საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში დავდივართ. დღეს ჩაფიძის გულის ცენტრის 111-ე საქველმოქმედო აქციაა .  ძალიან მინდოდა ჩემს მშობლიურ  ხარაგაულში აღნიშნული აქციით სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ. სამწუხაროდ, პანდემიის გამო რაოდენობრივად შეზღუდულები ვიყავით და მხოლოდ ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის გაკეთდა ღონისძიება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც გამოითქვა აქციაში მონაწილეობის დიდი  სურვილი და უარი არც მათთვის არ გვითქვამს. მომავალში აუცილებლად კიდევ დავგეგმავთ აქციას ხარაგაულის ადგილობრივი მოსახლეობისთვის  , მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის ადგილობრივ ხელისფულებას, მერს ბატონ კობა ლურსმანშვილს  , და მერიის  შესაბამის სამსახურებს ღონისძიების ორგანიზებულად და მოწესრიგებულად  წარმართვისთვის.“ დღესვე  ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე , ხარაგაულელ ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე კობა კობალაძემ იმ სოციალურ სერვისებზე ისაუბრა , რომელსაც სახლმწიფო ვეტერანებს სთავაზობს , ასევე ინფორმაცია გააცნო ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. კობა ლურსმანაშვილმა კიდევ ერთხელ  გააჟღერა ინფორმაცია ახალ სოციალურ პროგრამაზე , რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა და ,,ვეტერანების დახმარების პროგრამა“  ეწოდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომართვიანობის შემთხვევაში, ვეტერანებს  ერთჯერადი ფინანსური დახმარებით და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, თანადაფინანსების მიღებით შეუძლიათ ისარგებლონ. ,,ვეტარანების მომართვა ჩვენთვის ნიშნავს, რომ ყველა ფეხზე დავდგეთ  და გავაკეთოთ იმაზე მეტი რაც შეგვიძლია. ნებისმიერი სოციალური პროგრამით სარგებლობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვეტერანებს და ჩვენ ყოველთვის მოვიძევთ თანხებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ - განაცხადა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა.  შეხვედრა დასასრულს კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.  ინფორმაციისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართებოდა. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 110 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 350 ბენეფიციარს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0117.JPG
14/05/2021 10:53

ხარაგაულის თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

   დასი რეპეტიციებს უკვე 4 თვეა აქტიურ რეჟიმში გადის. ,, იმერული რექვიემი“ ასე ეწოდება რეზო კლდიაშვილის პიესას, რომლითაც ხარაგაული  , 20 ივნისს იმერეთის თეატრალურ  ფესტივალზე წარსდგება.  ამ ეტაპზე მუშაობა სპექტაკლის  მუსიკალურ გაფორმებასა და მხატვრობაზე მიდის. სპექტაკლს  მხატვრულად გაიოზ შუბითიძე გააფორმებს,მუსიკალურ მხარეზე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე იმუშავებს. ანუშკა ჩხეიძე ,,სპექტაკლის იდეა უკვე გამოხატულია, მუსიკა დასახვეწი გვაქვს და შესავსები. მგონია რომ ეს ცოტა უფრო განსხვავებული სპექტაკლი იქნება, იმ სპექტაკლებს შორის, რომელზედაც ირინას აქამდე  უმუშავნია. ეს მისთვისაც და ჩვენთვისაც გამოწვევაა და ჯერ  ყველა ისევ შემოქმედებითი ფიქრის პროცესში ვართ. სპექტაკლი ტრაგი-კომიკურია, თითქოს ყველაფერი კომედიაა, მაგრამ ძალიან დიდი აზრი დევს და მუსიკა ცდილობს რაღაც მომენტში რეალობაში დაგაბრუნოს  , დამაფიქრებელი იყოს და  კონტრასტი შექმნას. ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი კომპოზიცია , იქნება ბრაიან ნინოს კომპოზიციაც , რომელიც შევარჩიეთ და ჩავთვალეთ რომ ყველაზე მეტად მოუხდა სპექტაკლს. ეს იქნება ციფრული ხმები, იმიტომ რომ სპექტაკლის სიუჟეტი საგიჟეთში ვითარდება და შესაბამის განწყობა უნდა შევქმნათ.“  - ამბობს ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე როგორც რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს სპექტაკლზე მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.  ,,მიუხედავად იმისა რომ პიესა   იუმორით გაჯერებულია, შეიცავს ტრაგიზმს და თითქოს ამ პანდემიას და დაძაბულ სიტუაციას ძალიან მოუხდა.ჩვენ მონატრებულ მაყურებელს ,რომელსაც პანდემიის გამო დიდი ხანია არ შევხვედრივართ გვინდა რომ პრემიერა  ვაჩვენოთ. წინასამპრემიერო ჩვენება ხარაგაულში რეგულაციების მკაცრი დაცვით  ივნისის დასაწყისში გაიმართება. ჩვენი მაყურებლისთვის  იმდენჯერ ვითამაშებთ,რამდენჯერაც ამის მოთხოვნა იქნება.  ვნახოთ როგორ მიიღებს მაყურებელი სპექტაკლს  ხარაგაულში. ჩვენ ყოველთვის ხარაგაულში ვთამაშობთ პრემიერას, და აქ მიღებული წარმატება გარანტიაა ხოლმე იმ დიდი წარმატებების, რომელიც თეატრმა თავისი არსებობის მანძილზე მრავალჯერ მოიპოვა “- აცხადებს ირინე ჩხეიძე სპექტაკლი ,,რექვიემი“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზეა.  90 იან წლებში როდესაც საავადმყოფო დაიხურა ეს ადამიანები გარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. გადარჩენისთვის ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია. როგორ განვითარდება მოვლენები და რა პიროვნული ტრაგედიების მომსწრეები გავხდებით სპექტაკლის მანძილზე და რატომ იქცევა ყველაფერი ,,იმერულ რექვიემად“ ამას სპექტაკლის ხილვის დროს მიხვდებით.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_8.png
11/05/2021 21:56

ხარაგაულის მერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა

  ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი დღეს ,,სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.  მერი ვაქცინაციის პროცესში თავისი გუნდის წევრებთან ერთად ჩაერთო. დღესვე ვაქცინა გაიკეთეს მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ  ჭიპაშვილმა , მერის თანაშემწემ ჟანა ნემსაძემ და  ხარაგაულის საკრებულოს, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ პაატა გოგოლაძემ.  ვაქცინაციის პროცესი შპს რეგიონული ცენტრის  ქუთაისის ო. ჩხობაძის სახელობის მრავაპროფილურ კლინიკაში ჩატარდა. კობა ლურსმანაშვილი : ,,ვფიქრობ, აცრა აუცილებელია, რადგან მოხდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სტაბილიზაცია, ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება. ვაქცინაცია გათვლილია ჩვენ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.   ვფიქრობ,  იგი ერთ ერთი შეუცვლელი იარაღია კოვიდ 19 თან ბრძოლაში. მინდა ყველას მოვუწოდო  აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამარცხოთ პანდემია, დავივიწყოთ შეზღუდვები და ბედნიერ და წარმატებულ ქვეყანაში გავაგრძელოთ ცხოვრება. “  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! აცრა ნებაყოფლობითია!  
სრულად