სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/kdbvnv.JPG
13/12/2022 16:58

დღეს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ს ხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა ინფორმაცია.   სხდომაზე ბ იუროს წევრებმა ის პროექტები მოიწონეს, რომელიც   რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , 2023 წელს დასაფინანსებელ პროექტთა ნუსხას დაემატება. ეს პროექტებია: ბაზალეთის, წყალაფორეთის, ვარძიისა და კიცხი-ხიდრის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია; ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (გაღმა ვაშლევი); ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (სარალიძეების უბანი); ზვარეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჭენჭეხის უბანი).  ბიუროს წევრებმა ა სევე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:  1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ მომხს:მანანა ბარბაქაძე აღნიშნულ საკითხებს დეპუტატები 15 დეკმბერს საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn.png
12/12/2022 16:42

13 დეკემბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 დეკემბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე 2. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 3. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ მომხს:მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/mmka%20areva_1.jpg
12/12/2022 16:13

მამუკა არევაძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიანიჭეს

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, საპატიო ხარაგაულელის წოდება სამშენებლო კომპანია „ მეგობრობის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ბიზნესმენს, მეცენატს , მამუკა არევაძეს მიენიჭა.  ხარაგაულის მერმა, საპატიო ჯილდო, მამუკა არევაძის მამას , დავით არევაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. მამუკა არევაძე გახლავთ, წარსულში ცნობილი სპორტსმენი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი სხვადასხვა წონით კატეგორიაში. ამჟამად იგი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვიცე პრეზიდენტია. მის მიერ დაფუძნებული კომპანია „ მეგობრობა“ წარმოადგენს ერთ -ერთ წამყვან საწარმოს ამიერკავკასიის მასშტაბით, რომელშიც გაერთიანებულია არაერთი შვილობილი კომპანია. 2014 წლიდან კომპანია ახორციელებს მრავალფუნქციური საცხოვრებელი და კომერციული ფართების მშენებლობას, ამ კუთხით კომპანია არაერთ წარმატებით დასრულებულ პროექტს ითვლის.  მიმდინარე წელს პატარა ხარაგაულში მამუკა არევაძის ინიციატივითა და სახსრებით უმშვენიერესი წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის ტაძარი აიგო და ეკურთხა, რასაც თავად ბატონი მამუკა თავის ყველაზე დიდი მიღწევად თვლის. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asfaf.jpg
12/12/2022 16:12

დავით მაღრაძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება გადაეცა

 ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, საპატიო ხარაგაულელის წოდება პროფესორ, დავით მაღრაძეს მიენიჭა.  დავით მაღრაძე გახლავთ, საქართველოს დამსახურებული მეღვინე,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი., სწორედ ამ კვლევის საფუძველზე 2017 წელს საქართველო აღიარებულ იქნა უძველესი ღვინის სამშობლოდ. იგი წლებია მუშაობს ვაზის ქართული გენოფონდის შესწავლისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, ერთობლივ კვლევებს ახორციელებს ევროპის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან. გამოქვეყნებულ აქვს 170-ზე მეტი სამეცნიერო სტატია ქართულ, ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ და რუსულ ენებზე. არის ოთხი გამოგონების ავტორი.სასწავლო კურსები და ტრენინგები გავლილი აქვს მსოფლიოს არერთ ქვეყანაში. დავით მაღრაძე გახლავთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების კადასტრის სამმართველოს უფროსი, სადაც მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს საქართველოს ვენახების კადასტრის აგება, იგი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოინჟინერიის ფაკულტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. სალექციო კურსს კითხულობს საფრანგეთის მონპელიეს აგრარული კვლევის ეროვნულ ინსტიტუტში. არის 5 შვილის მამა. მისი სახით ხარაგაულს ჰყავს დიდი დიაპაზონის მეცნიერი, მკვლევარი და თანამემამულე.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asddasdasfgasfasfasfsdfg.jpg
12/12/2022 12:40

ხარაგაულის გუნდი „ჭირიმე“ მან-სან-კანის ფინალზე წარმატებით წარსდგა

მან-სან-კანის ფინალი დასრულდა. ხარაგაული წარმატებით წარსდგა ფინალურ შეხვედრაზე. თამაშს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. გადაჭედილი დარბაზში საოცარი და ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა ხარაგაულის მან-სან-კანის გუნდს ,,ჭირიმეს". ხარაგაულის იუმორისტული ჯგუფი, მაყურებლის და ჟიურის წინაშე ყველასათვის ცნობილ მომღერალთან, გიგი დედალამაზიშვილთან ერთად წარსდგა. ,,ჭირიმეს“ შემადგენლობაში თამაშობდნენ: დავით ჭიპაშვილი, ბექა ხიჯაკაძე, გიორგი მაქაძე, გიორგი ჭიპაშვილი, თეო ჭიპაშვილი, თათული ჭიპაშვილი, ლიზი ლაცაბიძე და თათული ლურსმანაშვილი. ,,ჭირიმეს" გუნდის წევრი, ბექა ხიჯაკაძე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და საჩუქრად 500 ლარი გადაეცა. ბექა ხიჯაკაძე 16-17 დეკემბერს ,,იუმორინა - 2023" - ში მიიღებს მონაწილეობას. ყველა ხარაგაულელის სახელით, ძალიან დიდი მადლობა გუნდის რეჟისორს და სცენარისტის მამუკა ჭიპაშვილს. მან ხარაგაულის გუნდი ,,ჭირიმე" ღირსეულად წარადგინა, მან-სან-კანის ,,ქართულ ლიგაზე" და დამსახურებული გამარჯვება მოუტანა გუნდს.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdfa.jpg
12/12/2022 12:38

ბუდიანეთის გზის მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია

ხარაგაულის მერის  კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლებში რთულად გადასაადგილებელი მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარეობს. წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბუდიანეთის ცენტრალური გზის მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 200 ათასი ლარით დაფინანსდა. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DASD55.jpg
12/12/2022 12:36

უბისაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნი მოეწყობა

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უბისაში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. 2022 წელს მოედნის მშენებლობაზე არანაკლებ 147 683 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. დარჩენილი ღირებულებების სამუშაოები 2023 წელს განხორციელდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd1544asd_1.jpg
12/12/2022 12:34

ევსემ შველიძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, საპატიო ხარაგაულელის წოდება სპორტსმენ, ევსემ შველიძეს მიენიჭა. ევსემ შველიძე 23 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის სამსახურის ჭიდაობის მიმართულების კონსულტანტია თავისუფალ ჭიდაობაში. ჯერ კიდევ მოსწავლეობის წლებში გამოირჩეოდა სპორტული მონაცემებით, მწვრთნელის ანზორ მაღრაძის ხელმძღვანელობით იგი სისტემატურად მონაწილეობდა და იმარჯვებდა სხვადასხვა რესპუბლიკურ ასპარეზობებში. ევსემ შველიძის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში, დიდი წვლილი მიუძღვის ასევე მის მწვრთნელს, რევაზ შერგელაშვილს. ევსემმა 2018 წელს ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. 2022 წელს ერევნის საერთაშორისო ტურნირზე მან პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. მასზე მწვრთნელები დიდ იმედებს ამყარებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თანატოლებში, ახალგაზრდებში, კოლეგებსა და ფართო საზოგადოებაში. საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების ცერემონია კინოთეატრში  ხარაგაულობის დღესასწაულის საზეიმო დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asg112.jpg
12/12/2022 12:31

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში კვლევების პრეზენტაცია მოეწყო

გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრთან" თანამშრომლობით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში კვლევების პრეზენტაცია ჩატარდა და პარალელურ რეჟიმში საგამოფენო სივრცე მოეწყო. კვლევების მიზანი, მუნიციპალიტეტის დონეზე სტერეოტიპებისა და მავნე ჩვევების გამოვლენა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კარგი პრაქტიკების შეფასება და წარმოჩენა გახლდათ. კვლევები დანიური ორგანიზაცია kvinfo - სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ხარაგაულელ ქალებზე ფოტო ისტორიები და ჩანახატები შეიქმნა. რომლის მიზანი არტ - პერფორმანსის მეშვეობით მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა გახლდათ. გამოფენა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება giz, -ის მხარდაჭერით, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელდა და მისი მიზანი ხარაგაულში კონკრეტული აქტივობების განხორციელებით, მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმის ხელშეწყობა და გაძლიერება გახლდათ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა უშუალოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებიდან,30 ბენეფიციარი შეირჩა . შეიქმნა 15 ფოტო ისტორია და 15 ჩანახატი. ფოტოისტორიებზე ნათელა გრიგალაშვილმა, ხოლო ესკიზებზე ზაალ სულაკაურმა იმუშავა. ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ის საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ხარაგაულსა და ამბროლაურში განხორციელდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0294.JPG
09/12/2022 13:39

ხარაგაულის სავიზიტო ბარათი - ახლადრეაბილიტირებული დევები ოფიციალურად გაიხსნა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, ხარაგაულის სავიზიტო ბარათი - ახლად რეაბილიტირებული დევების მონუმენტი და მიმდებარე სკვერი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ  ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, მხარის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე , საჩხერე - ჭიათურა- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე , მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ,,დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასეთი სახის კომპლექსური სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა - " განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ლამპიონები, საპარკინგე ადგილი, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცე,  საინფორმაციო დაფა. მოპირკეთდა და დამცავ გარსში მოექცა დევების გამოსახულება. სკვერის  ტერიტორიაზე მოეწყობა ლანდშაფტური გარე სანათები, და დამონტაჟდა ვიდეო სათვალთვალო კამერები. მოხდა სკვერის  გამწვანება  ბუნებრივი კორდით. დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა  და მიმდებარე სკვერის რეაბილატაცია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 264  ათას 999 ლარია.  
სრულად