კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/axali%20weliasdasd.jpg
27/11/2022 11:04

ხარაგაულში საახალწლო საჩუქარს 523 ბავშვი მიიღებს

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის ბაღების გაერთიანება მუნიციპალიტეტში არსებული 21 საბავშვო ბაღის 523 აღსაზრდელისათვის საახალწლო ტკბილეულს 10 460 ლარად შეიძენს. გაერთიანებამ ტკბილეულის შესაძენად  ტენდერი 17 ნოემბერს გამოცხადდა და 24 ნოემბერს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო საბავშვო საჩუქრები მუყაოს საახალწლო ჩანთაში უნდა იყოს მოთავსებული. საახალწლო ჩანთაში პატარებს დახვდებათ: ორცხობილა . შემადგენლობა: კაკაოთი და ვანილის გემოს მქონე კრემიანი შიგთავსით (29%), ხორბლის ფქვილი, შაქარი, მცენარეული ცხიმები, კაკაოს ფქვილი (3,5%), სიმინდის სახამებელი, გლუკოზა -ფრუქტოზას სიროფი, სუფრის მარილი, ბუნებრივი არომატიზატორი ვანილი, რძის პროდუქტები. არანაკლებ 95 გრამიანი შეფუთვით. (ორეოს მსგავსი). ბისკვიტიანი ნამცხვარი. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი,გლუკოზა-ფრუქტოზას სიროფი, შაქარი, კვერცხის პროდუქტი, რაპსის ზეთი, სასმელი წყალი, შოკოლადის მასა (6%), რძის ფხვნილი უცხიმო, რძის ფხვნილი ცხიმიანი, სიმინდის სახამებელი, კაკაოს ფქვილი. არანაკლებ 30 გრამიანი შეფუთვით. (ბარნის მსგავსი). რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: სიმინდის სახამებელი, მთლიანი რძის ფხვნილი, კაკაოს კარაქი, არომატიზატორი (ვანილი, ცხიმოვანი მჟავა), შაქარი, გლუკოზის სიროფი. არანაკლებ 45 გრამიანი შეფუთვით. (M&M-სის მსგავსი) შოკოლადი კარამელითა და ნუგით. შემადგენლობა: კარამელი და ნუგა, რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, გლუცეინი. არანაკლებ 50.5 გრამიანი შეფუთვით. (სნიკერსის მსგავსი). კარამელით დაფარული რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, სოიოს ლაციტინი, არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ტვიქსის მსგავსი). შოკოლადი ქოქოსის შიგთავსით. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, გლუტეინის, სოიოს ლაციტინის და კვერცხის ცილა, არაქისი, თხილი, ნუში. არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ბაუნტის მსგავსი). რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძიანი შოკოლადი, არანაკლებ 50 გრამიანი შეფუთვით, შეკვრაში 4 ცალი. (კინდერის მსგავსი). ორცხობილა. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, საკონდიტრო ცხიმი, მცენარეული ზეთი, ემულგატორები-სოიოს ლაციტინი, სიროფი (სასმელი წყალი, მჟავიანობის რეგულატორი-ლიმონმჟავა, საჭმელი სოდა, კვერცხი) არანაკლებ 430 გრამიანი შეფუთვით.(იუველერნოეს მსგავსი). წვენი ხილის ნატურალური - 200 გრ-იანი. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის განცხადებით, ტკბილეული უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტკბილეულის მახასიათებლები არ ემთხვევა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მახასიათებლებს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეაცვლევინოს აღნიშნული საქონელი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/2ad0sd221fas12d0_154asd957.jpg
20/11/2022 22:01

,,ჭირიმე ფინალშია

ხარაგაულის მან - სან - კანის გუნდი ,,ჭირიმე თავის კლასიკური , დახვეწილი იუმორით კვლავ წარმატებით წარსდგა მაყურებლის წინაშე.   ხარაგაული დღეს მაყურებლის წინაშე , საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის გუნდთან ,, ლექტორი და სტუდენტები და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან ერთად წარსდგა.    ,,ჭირიმეს შემადგენლობაში არიან: დავით ჭიპაშვილი, გიორგი ჭიპაშვილი, ბექა ხიჯაკაძე და გიორგი მაქაძე.   გუნდის სცენარზე და რეჟისურაზე მამუკა ჭიპაშვილი მუშაობს.   გუნდს მხარდაჭერას უწევს ხარაგაულის მერია.   ,,ქართული ლიგა"  თავის ერთგულ მაყურებელს ფინალურ თამაშზე 11 დეკემბერს იწვევს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfgf.jpg
17/01/2022 15:05

ხარაგაულელმა მოჭიდავეებმა ეროვნულ ჩემპიონატში II და III ადგილი დაიკავეს

ხარაგაულელმა,  თავისუფალი  სტილით  მოჭიდავეებმა,   ევსემ  შველიძემ  და  ზაურ  ბერაძემ, საქართველოს  ეროვნული  ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბათუმში გაიმართა. 79 კგ.   წონით კატეგორიაში   ევსემ შველიძემ   II   ადგილი, ხოლო 86 კგ.  წონით  კატეგორიაში    ზაურ  ბერაძემ   III   ადგილი დაიკავა. ხარაგაულის  ა(ა)იპ  „სპორტისა  და  შიდა  ტურიზმის  ცენტრი“ სპორტსმენებს   წახალისების  მიზნით   აჯილდოებს  ფულადი  თანხით - ევსემ  შველიძეს  - 900, ხოლო  ზაურ  ბერაძეს - 700  ლარით.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/df.jpg
29/12/2021 16:20

მთავარი საახალწლო ღონისძიება ხარაგაულში 8 იანვარს გაიმართება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება. ხარაგაულში ცენტრალური ხელისფულების მიერ დაანონსებული საახალწლო კონცერტი 25 დეკემბერს იყო ჩანიშნული, რომელიც ვერტყვიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო. 8 იანვარს, მერიის წინ მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა. საბავშვო გასართობი სივრცე. განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ფერადი ინსტალაციები. პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულს და საჩუქრებს გადასცემს. გაიმართება, როგორც ადგილობრივების, ისე მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები. 14:00 - ღონისძიების დაწყების დრო; 14:00-19:30 - საახალწლო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გლინტვეინი; 15:00-18:00 - ბავშვებს გაართობს მოსიარულე ორკესტრი; 15:00-18:00 - მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი სადგურები: სახეზე მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები; 15:00-18:00 - სანტა კლაუსთან ფოტოსესია; 18:15-19:30 - „თეატრალური კვარტეტი"; საახალწლო ფოიერვერკი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0532_2.JPG
27/12/2021 14:08

ხარაგაულის მერია საახალწლოდ შშმ ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს. მერიამ, საახალწლოდ, 70 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის 3 402 ლარის ღირებულების განსავითარებელი სათამაშოები შეიძინა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/270202822_3257922517788232_2715986577748646087_n.jpg
27/12/2021 14:04

ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება დღეიდან ყველა აღსაზრდელისთვის საახალწლო ტკბილეულის და საჩუქრების ნაკრების დარიგებას იწყებს. 11 853 ლარის ღირებულების საჩუქრებს, საერთო ჯამში, 540 აღსაზრდელი მიიღებს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/260699n.jpg
26/11/2021 16:53

ლიტერატურულმა თეატრმა ხარაგაულში ცნობილი ხატმწერი მოიწვია

დღეს ინოვაციების ცენტრში ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მოწვევით ცნობილ მხატვართან, ხატმწერ და ხატმჭედ, შალვა გერაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მამა თომა (ლაცაბიძე) ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი, რეჟისორი, ირაკლი ლომსაძე, ჟურნალისტი, ვანო ჯაფარიძე და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ შალვა გერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა: „შალვა გერაძე დაიბადა სამტრედიაში, ჯერ კიდევ სამი წლის იყო ხატვა რომ დაიწყო, ხატავდა მარცხენა ხელით, 12 წლის ასაკში პირველი ქანდაკება გააკეთა, ხოლო 14 წლისამ ქუთაისის სამხატვრო სკოლაში ჩააბარა. დაამთავრა სამხატვრო აკადემია, იყო გამორჩეული სტუდენტი, სადაც კათედრაზე მუშაობა შესთავაზეს, თუმცა პრაქტიკული მუშაობა ერჩია და  საკონსტრუქტურო ინსტიტუტში გადავიდა დიზაინერად. მიაღწია ბევრ წარმატებას, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შვილის რჩევით ფერწერაში დაიწყო მუშაობა. დღეს, კი მის მიერ მოჭედილი ხატი საქართველოს თითქმის ყველა ტაძარშია დაბრძანებული. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარია და დღეს ხარაგაულშია.“ მამა თომა (ლაცაბიძე): „მადლობა უფალს, რომ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი ადამიანები იბადებიან. დარწმუნებული ვარ თუ სულიერება არ გაგაჩნია ამას ვერ შეძლებ. უფალმა მოგცათ ეს ნიჭი და ნამდვილად ღირსეულად უბრუნებთ.“ შეხვედრის დასასრულს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ირაკლი ლომსაძის ფილმი, რომელიც შალვა გერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asfasflaskdas5ga5dsf4asfasfasf.JPG
18/10/2021 16:35

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მარელისში ახალრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერეს

დღეს სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინა ვეფხვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროსა და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს და სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალ სივრცეში მიულოცეს. მარელისის საუკუნოვანი ისტორიის მატარებელი სკოლა 7 სოფლის მოსახლეობას ემსახურება. სკოლის რეაბილიტაციის პროექტზე 2 მილიონამდე დაიხარჯა.   მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,გილოცავთ ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას. მჯერა, მოსწავლე-ახალგაზრდობა ხარისხიან განათლებას მიიღებს ამ არაჩვეულებრივ გარემოში, სადაც  კვალიფიციური მასწავლებლები მუშაობენ. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა. დღევანდელი დღე ნამდვილად არის იმის გამოხატულება, რომ ხელისუფლება ზრუნავს ამ საკითხზე. მე მინდა, სკოლას გადავცე ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის მილოცვა , რომელიც ობიექტური მიზეზების გამო დღეს აქ ვერ იმყოფება და რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.  პროექტის განხორციელების ეტაპზე, იყო გარკვეული პრობლემები, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს, საგნამანათლებლო რესურსცენტრის და მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობის, კომუნიკაციის,  თანაშმრომლობის შედეგად დაიძლია და დღეს შედეგი სახეზეა.“  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე:  „პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე სკოლის გევრდით ვიყავი და მიხარია რომ დღეს ასეთი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე კიდევ ერთი უალამაზესი სკოლა შეემატა ხარაგაულს. ვფიქრობ, ერთად დგომით, კიდევ ბევრი წიგადადგმული ნაბიჯი გვექნება.“ სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი, ვერა ოდიკაძე:  ,,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს მარელსიის საჯარო სკოლის ისტორიაში. სხვანაირი მოტივაციით დავიწყეთ ეს წელი და ვფიქრობ წარმატებული იქნება. მადლობა საგანმანათლებლო რესრუცენტრს, ადგილობრივ ხელისფლებას, მუნიციპლური განვითარების ფონდს. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი. შენობაში განთავსებულია სპორტდარბაზი, გამოსაცვლელი ოთახებით და დუშკაბინებით. ყველა სართულზე მოეწყო სველი წერტილები, რომლებიც ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში მისცე ბავშვს განათლება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მაინც თავის სიტყვას ამბობს. სადგურ მარელისის საჯარო სკოლა თავისი წარმატებებით უპასუხებს ამ დიდ საჩუქარს. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კობა ლურსმანაშვილს, რომელიც ნებისმიერ მომენტში ჩვენს გვერდით იდგა , მას ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ასეთია ჩვენი სკოლა. მადლობა ბატონ დავით დევდარიანს, მათი ჩართულობით, დაინტერესებით,  ყველას ძალისხმევით, ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან კარგი გამოვიდა.“ ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე:  ,,დღეს ჩვენ დავათვალიერეთ სადგურ მარელისის ახლად რეაბილიტირებული სკოლა. ეს არის ძალიან დიდი პოზიტივი ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის. წარმატებები მინდა ვუსურვო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს, სკოლის დირექტორს ქალბატონ ვერა ოდიკაძეს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელმძღვანელზე. ეს სკოლა მრავალჯერ ყოფილა წარმატებების მიმღები, რასაც სჭირდება დიდი შრომა, ენერგია და სწორი ხედვა.  სწორედ ამიტომ, სკოლას კიდევ ბევრი წარმატებები ექნება სამომავლოდ.“ სკოლა შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო და რეკრეაციული სივრცე. ბავშვებს  შენობის შიდა ნაწილში მოემსახურება ლიფტი, ასევე, შენობის გარეთა მხრიდან დამონტაჟდა პანდუსი, რომელიც შშმ პირებს  შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ. პროექტი, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონამდე დაიხარჯა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1122dhhfhsaasd56577SC0132.jpg
06/10/2021 15:20

სოფელ ვერტყვიჭალაში ახალი სასწავლო წელი ახალ გარემოში დაიწყო.

ახლადრეაბილიტირებული სკოლა დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ,  ხარაგაულის მერ, კობა ლურსმანაშვილთან,საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.    ,, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა არის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რის ფარგლებშიც წელს უკვე იმერეთში 7 ახალი სკოლა აშენდა და მოხდა 3 სკოლის სრული რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას სანამ თითოეულ  ბავშვს, როგორც სკოლის მოსწავლეს ასევე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელს არ ექნება ის პირობები, რაც მათთვის არის მისაღები და კომფორტული " - ზვიად შალამბერიძე.   ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:    ,,დღეს ჩვენ დავათვალიერეთ სოფელ  ვერტყვიჭალაში ევროპული დონის სკოლა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. რაც მთავარია,ხარაგაულში ჩვენ გვაქვს ახალი აშენებული სკოლა კიცხის თემში და ახლად რეაბილიტურებული სკოლა სოფელ მარელისში. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული და ორიენტირებულია  განათლების სისტემის,ბავშვების ,მასწავლებლების გაძლიერებისაკენ,  რომელიც ვფიქრობ შედეგს გამოიღებს და ჩვენ გვეყოლება კომფორტულ გარემოში აღზრდილი შესანიშნავი მომავალი თაობები."     მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე:    ,,ძალიან მიხარია რომ ვარ დღეს ვერტვიჭალაში, ვულოცავ სოფელს ,მოსწავლეებს , მასწავლებლებს და განსაკუთრებით პირველკლასელებს.ბედნიერებაა ასეთ სკოლაში სწავლა და იმედი მაქვს ჩვენ  უახლოეს პერიოდში არა მარტო ხარაგაულში,არამედ მთელ საქართველოში ასეთი ტიპის თანამედროვე სკოლები გვექნება."     ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე:   ,,სასიხარულოა დღევანდელი დღე , გაუსაძლის პირობებში უწევდა სკოლას ფუნქციონირება, განათლების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით მოხდა სკოლის სრული რეაბილიტაცია. გამოვხატავ ძალიან დიდ მადლიერებას ,რადგან სკოლა სრულიად ახალ , თანამედროვე, ევროპული  სტანტარტების მქონე გარემოში იწყებს სასწავლო წელს."   100 წლის წინ აშენებულ სკოლას სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სამუშაოებისთვის 2 500 000-მდე ლარი დაიხარჯა.    აღნიშნული სკოლით 5 მიმდებარე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ამ ეტაპზე საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე არის რეგისტრირებული.    რეაბილიტირებული სკოლის შენობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.   სკოლას აქვს  ბიბლიოთეკა,  კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი. შენობაში განთავსებულია სპორტდარბაზი.    შენობის შიდა ნაწილში დამონტაჟებულია ლიფტი, ხოლო შენობის გარეთ პანდუსი მოეწყო, რომელიც შშმ პირებს  შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ.    სოფელ ვერტყვიჭალას სკოლა 330 ბავშვზეა გათვლილი.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1221431242345565a46s5fd4asfasf.jpg
04/10/2021 13:09

ხარაგაულის სკოლებში სწავლა დაიწყო

დღეს სკოლის კარი პირველად 218 პირველკლასელმა შეაღო სწავლა საკლასო ოთახებში კოვიდპანდემიის რეგულაციების სრული დაცვით განახლდა.   მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ, სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან,  ლალი სებისკვერაძესთან და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პედაგოგთან, თინათინ ბოჭორიშვილთან ერთად მიულოცა. მარინა ვეფხვაძე: ,,ვულოცავ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებული ემოცია ახლავს დღევანდელ დღეს, ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ ერთად, ბევრჯერ მოგვიწია  გამოწვევების წინაშე დგომამ, მაგრამ იმედი მაქვს ჩვეულებრივ რიტმში გაგრძელდება სწავლა, დავიცავთ კოვიდ პანდემიის წესებს და შევძლებთ რომ მთელი წლის განმავლობაში, სასწავლო პროცესი  სკოლის კედლებში გავატაროთ“. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსთან , მეუფე მელქისედეკ ხაჩიძესთან, ერთად განსაკუთრებული საზეიმო განწყობით შეხვდა ახალ სასწავლო წელს, ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია. პირველკლასელებს სასკოლო სახელმძღვანელოები და პორტაბელური კომპიუტერები, როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც საჩუქრად გადაეცათ. ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა კიცხის, მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლები.   კიცხში  მოსწავლეებმა ახალ, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლაში დაიწყეს სწავლა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდათ  მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებს. სკოლამდელი დაწესებულებები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ.       
სრულად