სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/karlosa.jpg
31/07/2024 13:06

2 აგვისტოს,მინი ფეხბურთში, ვანო ბანცაძის სახელობის ტურნირი იწყება

ხარაგაულის მუნიპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის( უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით და ა.(ა)იპ" სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" ( დირექტორი რევაზ შერგელაშვილი) ხელშეწყობით ა/წლის 2 აგვისტოდან ხარაგაულის მინი ფეხბურთის სტადიონზე ჩატარდება ვანო ბანცაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში, უბნებს შორის. განაცხადები მიიღება ა/წლის 25 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში. კენჭისყრა გაიმართება ხარაგაულის ა(ა)იპ "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში"ა/წლის 1 აგვისტოს 11:00 სთ-ზე. ტურნირი დაიწყება 2024 წლის 2 აგვისტოდან 18:00 სთ-ზე.   ფინალური მატჩი გაიმართება თეთრაწყაროს მინი სტადიონზე.   საპრიზო ადგილზე გასული გუნდი და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.   დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 595 51 98 26 უჩა ცხადაძე.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4702.JPG
31/07/2024 12:36

ხარაგაულელმა ნიკა ჩხიკვაძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის საგზური მოიპოვა

  ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ახალგაზრდა სპორტსმენს , ნიკა ჩხიკვაძეს შეხვდა და მას მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მოლდოვაში 26 აგვისტოს გაიმართება  წარმატებები უსურვა.  მიღწეული შედეგისთვის და გაწეული შრომისთვის მერმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელს, მერაბ იჩქიტიძეს და სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრს (დირექტორი, რევაზ შერგელაშვილი).   ნიკოლოზ  ჩხიკვაძემ, მსოფლიოს შესარჩევ პირელობაზე მკლავჭიდში 80კგ წონით კატეგორიაში ორივე ხელში დაიკავა პირველი ადგილი და მსოფლიოს პირველობაზე საგზური მოიპოვა. მსოფლიოს პირველობა  26 აგვისტოს მოლდოვეთში ქალაქ კიშინიოვში ჩატარდება. სპორტსმენის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების ხარჯებს ხარაგაულის მერია დააფინანსებს. ვულოცავთ ნიკოლოზს და მის მწვრთნელს ამ დიდ წარმატებას. მადლობა სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის  ყველა თანამშრომელს, ვინც წვლილი  შეიტანა ამ დიდ წარმატებაში.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4728.JPG
30/07/2024 14:05

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხარაგაულში შეხვედრა გამართეს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხარაგაულში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მუნიციპალიტეტის მერს კობა ლურსმანაშვილს, მერის მოადგილეს დავით დევდარიანს და მერის წარმომადგენლებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე მხარეებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს,   მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაცია გეგმა–გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. დღეიდან, სააგენტოს საველე ჯგუფებმა მუშაობა დაიწყეს ლაშის და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დამატებით გეგმა- გრაფიკს, დაგეგმილი აზომვითი სამუშაოების შესახებ, მერიის ოფიციალური გვერდის დახმარებით ეტაპობრივად გაცნობებთ. ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოები მესაკუთრეების თანდასწრებით ხორციელდება.  პროცესი სრულად ელექტრონულად წარიმართება.  საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად შეავსებენ, შესაბამისად ტექნიკური ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საკუთრების უფლების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 3 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები ეტაპობრივად აიზომება და და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება, რითაც შეიქმნება სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემთა ბაზა. ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტით სარგებლობა სრულიად უფასო არის.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sruldeba.jpg
29/07/2024 19:57

დღეს , 29 ივლისს საპროექტო განაცხადების მიღება სრულდება

შენ კიდევ გაქვს შანსი გახდე მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის მონაწილე. საპროექტო განაცხადების მიღება დღეს, 29 ივლისს ,  24:00 საათამდე გაგრძელდება შეავსე განაცხადი  https://bit.ly/3ykLwVD მიეცი შენს იდეას გამარჯვების შანსი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის თანხა , მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით გაიზარდა და 210 000  ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხით 2024 წელს მოქალაქეთა მიერ წარდგენილი მინიმუმ შვიდი საპროექტო წინადადება დაფინანსდება. ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე, ველოდებით თქვენს ინიციატივებს! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4296.JPG
29/07/2024 19:04

სოფელ ბაზალეთის მოსახლეობა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამაში აქტიურ ჩართვას აპირებს

ხარაგაულის მერია, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად ჩასატარებლად, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს. საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.   მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ ბაზალეთის მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.   თუ დაინტერესდი, გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა https://docs.google.com/…/16AGtFW8vLxmUf7Axt50XzyLaCLP…/edit განაცხადების მიღება, დღეს 29 ივლისს  სრულდება. ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4427.JPG
29/07/2024 17:14

ბორითში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს

ხარაგაულის მერია,მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად ჩასატარებლად ,აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.   მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ ბორითის    მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.   თუ დაინტერესდი, გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა   https://bit.ly/4d38orS   განაცხადების მიღება ,დღეს 29 ივლისს  სრულდება. ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4333.JPG
29/07/2024 17:12

სარგვეშში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამასთან დაკავშირებით აქტიური დაინტერესება გამოხატეს

ხარაგაულის მერია,მონაწილეობითი ბიუჯეტირების, ეფექტურად ჩასატარებლად, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს. საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.   მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ სარგვეშის მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.   თუ დაინტერესდი, გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა  https://bit.ly/4d38orS განაცხადების მიღება ,დღეს 29 ივლისს  სრულდება. ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4372.JPG
29/07/2024 17:08

სოფელ ღორეშაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის მერია,მონაწილეობითი ბიუჯეტირების  ეფექტურად ჩასატარებლად,აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.   მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ ღორეშის მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.   გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა  https://bit.ly/4d38orS განაცხადების მიღება ,დღეს 29 ივლისს  სრულდება. ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4461.JPG
29/07/2024 17:08

ხუნეველი ახალგაზრდები მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ

ხარაგაულის მერია,მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად ჩასატარებლად,აქტიურ საინფფორმაციო  კამპანიას ატარებს. საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.   მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ ხუნევის   მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.   თუ დაინტერესდი, გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა  https://bit.ly/4d38orS განაცხადების მიღება ,დღეს 29 ივლისს  სრულდება. ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ccv.jpg
29/07/2024 16:40

სოფელ ვახანში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის მერია,მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად ჩასატარებლად,აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს. საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.   მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ ვახანის   მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.   გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა https://docs.google.com/…/16AGtFW8vLxmUf7Axt50XzyLaCLP…/edit განაცხადების მიღება ,დღეს 29 ივლისს  სრულდება.   ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !  
სრულად