სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/1.jpg
19/07/2024 21:38

ხარაგაულის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის თანხა გაიზარდა და 210 000  ლარს შეადგენს. ამ თანხით 2024 წელს მოქალაქეთა მიერ წარდგენილი მინიმუმ შვიდი საპროექტო წინადადება დაფინანსდება. თუ გაქვთ იდეა და ხედვა რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს დასახლებაში, ეს პროექტი თქვენთვისაა. საპროექტო წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ  სპეციალური სააპლიკაციო ფორმა საშუალებით. დაწერეთ თქვენი საპროექტო იდეა, შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და იზრუნეთ თქვენი იდეის გამარჯვებაზე!   ხარაგაულის მერის ბრძანების საფუძველზე უკვე შეიქმნა მონაწილეობითი ბიუჯეტირების განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობს.   ხარაგაულის მერია, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად ჩასატარებლად აქტიურ საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.  საინფორმაციო კამპანიას ხარაგაულის მერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით განახორციელებს. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შეხვედრები ჩატარდება სოფლებში.   პირველი ეტაპი : საპროექტო წინადადებების წარდგენა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, პროექტის სახით წარმოადგინოს საკუთარი იდეა, რომელიც მის ქალაქში, სოფელსა თუ თემში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მოწყობას ითვალისწინებს. საპროექტო წინადადების ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. რა საკითხებზე შეგიძლიათ წინადადებების წარმოდგენა? თქვენი საპროექტო იდეა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მიმართულებით უნდა იყოს: გამწვანება გზის, ქუჩის მოწესრიგება პარკის, სკვერის გაშენება-მოწესრიგება სპორტული მოედნების მოწესრიგება/მშენებლობა საბავშვო ატრაქციონების მოწყობა ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა კულტურის ობიექტების მოწყობა-მოწესრიგება ქუჩის განათების მოწესრიგება სხვა მსგავსი ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტები დაინტერესებულმა პირებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინოთ 29 ივლისამდე. როგორ უნდა წარმოადგინოთ საპროექტო წინადადებები? საპროექტო წინადადების წარდგენა შეგიძლიათ ონლაინ. განაცხადების შესავსებად მიმართეთ ვებგვერდს: kharagaulinews.gov.ge   სადაც განთავსდება საპროექტო განაცხადის ფორმა, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ და თქვენი ინიციატივები ამ ფორმით წარმოადგინოთ. საპროექტო განაცხადის ფორმა ასევე განთავსდება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით. საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15 ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე. მეორე ეტაპი: საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა მოხდება, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ. კენჭისყრის ეტაპზე გადავა მხოლოდ ის განაცხადებები, რომლებიც საპროექტო წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.                 მესამე ეტაპი: საპროექტო წინადადებების კენჭისყრა   საპროექტო წინადადებების კენჭისყრა ჩატარდება ელექტრონულად. როგორ მისცეთ ხმა თქვენს რჩეულ საპროექტო წინადადებას?  კენჭისყრის ეტაპზე უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე - kharagauli.gov.ge , ან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზესადაც განთავსებული იქნება კენჭისყრის ბმული. აღნიშნულ ბმულზე დაჭერის შემდეგ თქვენ გადახვალთ კენჭისყრის ფორმაზე. კენჭისყრა ჩატარდება 5 აგვისტოდან 19 აგვისტომდე და გაიმარჯვებს ის 7 საპროექტო წინადადება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. გამარჯვებული პროექტები დაფინანსდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან.   ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე! ველოდებით თქვენს ინიციატივებს! ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/451229449_122115554450356498_8234126799714651659_n_1.jpg
16/07/2024 16:39

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს,  15 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.  სხდომას,მერის პირველი მოადგილე,ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.   ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.   ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმღვანელმა,ალექსანდრე ტაბატაძემ, საკრებულოს წევრებს,გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.  სხდომაზე ,ასევე მოისმინეს,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის  ხელმძღვანელის ,შმაგი ხიჯაკაძის ანგარიში, გაწეული მუშაობის შესახებ . საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის  01  აპრილის  N 69240926  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, - მომზადებული საკითხი,  ბიუროს , ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა,პეტრე შარიქაძემ წარუდგინა. ბიუროზე  განხილულ საკითხებს , საკრებულოს სხდომაზე გაეცნობიან , რომელიც 5 აგვისტოს გაიმართება .        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_11.png
16/07/2024 16:23

5 აგვისტოს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

საკრებულოს სხდომაზე შემდეგ საკითხებს განიხილავენ:                                                                     ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                   მომხს : ალექსანდრე ტაბატაძე   ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                                მომხს : შმაგი ხიჯაკაძე „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის  01  აპრილის  N69. 69240926  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                                   მომხს : პეტრე შარიქაძე       საკრებულოს თავმჯდომარე                                                 მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_10.png
12/07/2024 11:33

15 ივლისს ბიუროს სხდომა გაიმართება

ბიუროზე  განხილულ საკითხებს , საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 5 აგვისტოს გაიმართება.    საკითხთა ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                                მომხს: შმაგი ხიჯაკაძე     ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                   მომხს: ალექსანდრე ტაბატაძე   „ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის  01  აპრილის  N 69240926   განკარგულება ში ცვლილების შეტანის თაობაზე   მომხს: პეტრე შარიქაძე        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/djkvnjkvn.jpg
07/07/2024 11:42

ხარაგაულის მერიამ მიტოვებული, უფუნქციო , ნაწილობრივ და დროებით გამოყენებული ობიექტები აღნუსხა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებით დაასრულა ევროკავშირისა და „გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს“ საგრანტო პროგრამის „შემოქმედებითი კომპასი“ ფარგლებში აღებული ვალდებულება, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკურ აღნუსხვას ითვალისწინებდა. „შემოქმედებითი კომპასი“ 4-წლიანი პროექტია და საქართველოს რეგიონული, განსაკუთრებით კი - ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. გივი კურტანიძე: „ჯამში, პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცი ადმინისტრაციულ ერთეულიდან  77 მიტოვებული, უფუნქციო ან ნაწილობრივ და დროებით გამოყენებული ობიექტი აღინუსხა. ამ მიმართულებით სრულყოფილი მონაცემთა ბაზა შეიქმნა, რაც მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული საგრანტო პროგრამის შემდეგ ეტაპებზე, ასევე მონაცემთა ბაზის გამოყენება შესაძლებელი იქნება  დაინტერესებული ინვესტორისათვის ხელსაყრელი ვარიანტების შეთავაზებისათვის შენობების განახლებული ან ძველი ფუნქციით გამოსაყენებლად.“ ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხარაგაულის ტერიტორიაზე ბევრი შენობაა, რომელიც წარსულში გამოიყენებოდა ინდუსტრიული, საგანმანათლებლო, სავაჭრო, სატრანსპორტო თუ სხვა დანიშნულებით, თუმცა დღეისათვის უფუნქციო ან დაზიანებულია და ბევრი მათგანი იმსახურებს ახალ სიცოცხლეს. პროექტზე მერის მოადგილის , დავით დევდარიანის კოორდინირებით, არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსი, გივი კურტანიძე და კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე მუშაობდნენ. #შემოქმედებითიკომპასი #CreativeCompassGeorgia #ევროკავშირისაქართველოსთვის #EU4Georgia @euingeorgia                      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/banak.jpg
06/07/2024 17:36

დღის საზაფხულო ბანაკი ,,მოსწავლე-ახალაგზრდობის სახლში“ დასრულდა

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში (დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე)  2 -დან 6 ივლისის ჩათვლით დღის ბანაკი მიმდინარეობდა. ბანაკში მონაწილეობის სურვილი 45 - მა ხარაგაულელმა ახალგაზრდამ გამოხატა. ბანაკის ყოველი დღე დატვირთული იყო, გასართობი და შემეცნებითი თამაშებით.  რაც მთავარია, ყურადღება ეთმობოდა ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარების განვითარებას არაფორმალურ გარემოში. ბანაკი 6 ივლისს საზეიმოდ დაიხურა, ღონისძიებაზე თითოეულმა გუნდმა თავისი პრეზენტაცია წარმოადგინა. ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა სახლის ადმინისტრაციას, საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღეებისთვის. ბანაკის მიმდინარეობისას მონაწილეები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით. ბანაკის კვების ნაწილი  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქუთაისის მოზარდთა სახლმა“ დააფინანსა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_9.png
03/07/2024 15:35

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს, 3 ივლისს,  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. ვარლამ ჭიპაშვილმა , საკრებულოს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ახალი დებულება წარუდგინა დასამტკიცებლად.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საღანძილეში  მდებარე   23 412        კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ36.14.33.083) შპს,,New Road”-ის ქვეკონტრაქტორი კომპანიის  შპს ,,B.P TRANS”-ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,   სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით  სასყიდლით  2024 წლის  03 ივლისიდან  2025 წლის 22 აპრილის ჩათვლით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ , საკრებულოს წინადადებით მიმართა, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა , ინგა ლურსმანაშვილმა. 1 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე , საკრებულოს წევრებმა 4 საკითხი განიხილეს. მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს წევრებს, სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინა ანგარიში. სხდომაზე ასევე მოისმინეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც 2023 წლის ივნისიდან , 2024 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავდა. ანგარიშები საკრებულოს მიერ დადებითად შეფასდა.  წარმოდგენილ ანგარიშებს შეგიძლიათ გაეცნოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე kharagauli.gov.ge საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ბესიკ კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გააცნო კოლეგებს. “ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა , ინგა ლურსმანაშვილმა. 1 და 3 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომებზე , დეპუტატებმა საერთო ჯამში, ექვსი საკითხი განიხილეს. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2504.JPG
28/06/2024 20:35

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,უბისი“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,უბისი“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა. ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი, მოსწავლეთა მშობლები და ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტზე სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ნომრებთან ერთად , სიმღერები შეასრულა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა ,,ხარაგაულის ხმები“. ანსამბლი ,,უბისი“ ( ხელმძღვანელები, ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები)  25 წელია ემსახურება ქართულ კულტურას. ანსამბლმა ხარაგაულის მრავალი თაობა აზიარა ქართულ ქორეოგრაფიას.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1772.JPG
28/06/2024 16:36

ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი - 2024“ -ი დასრულდა. ფესტივალის მე-15 სეზონი საზეიმოდ დაიხურა. ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ფესტივალზე სპექტაკლი ,,ბამბაზიის სამოთხე“ წარადგინა. სპექტაკლი , ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით, თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა. იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე კომედიური, ტრაგედიულიი, დრამატული, ტრაგიკომიკური და სხვა ხასიათის სპექტაკლებით წარდგნენ. პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ. საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი - 2024“  ნომინაციებში,   ხარაგაულის თეატრიდან გამარჯვებულები არიან: ნომინაცია - ქალის მთავარი როლი - ირინე ჩხეიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“  ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - ლუიზა კიკნაძე ,,ბამბაზიის სამოთხე“  საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი - დავით ჭყოიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“  თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე: ,,დასრულდა კიდევ ერთი იმერეთის თეატრალური ფესტივალი. ფესტივალის არსებობის მანძილზე ხარაგაულის თეატრის მიერ 11 სპექტაკლი იქნა ნაჩვენები.  ბევრი ნერვიულობა და სიხარული განგვიცადეთ ამ წლების მანძილზე. 2012 წელს მივიღეთ ,,გრან-პრი", შემდეგ წლებში იყო მრავალი ნომინაცია და მრავალი სიხარული. ამ ფესტივალთან ერთად ჩვენც ვიზრდებით და ვიცვლებით. ვაგრძელებთ ჩვენი 125 წლის თეატრის ტრადიციას. ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს.“ ფესტივალის ფარგლებში ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის 20-მდე პროფესიული, სამოქალაქო და სახალხო თეატრი მონაწილეობდა, გარდა ამისა სტუმრის სტატუსით ჩაერთო მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები. საერთაშორისო ფესტივალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, ასევე კულტურისა და სპორტის განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2693.JPG
28/06/2024 12:05

დღეს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ბიურის წევრებს,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ახალი დებულება წარუდგინა დასამტკიცებლად. ბიუროს წევრებმა ასევე მოისმინეს ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ინგა ლურსმანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხი. საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საღანძილეში   მდებარე   23 412         კვ . მ   არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს / კ36.14.33.083 ) შპს ,,New Road”- ის ქვეკონტრაქტორი კომპანიის   შპს ,,B.P TRANS”- ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,    სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით  სასყიდლით  2024 წლის  03 ივლისიდან   2025 წლის 22 აპრილის ჩათვლით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის მოთხოვნას ითვალისწინებს. ბიუროზე განხილული საკითხები 3 ივლისის საკრებულოს სხდომაზე დანიხილება.     
სრულად