მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა ხარაგაულის ვებ-გვერდზე
მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს ეხებოდა რეგიონალური კონფერენცია, რომელიც დღეს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა.
კონფერენციაზე ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მიწვეული გახლდათ, როგორც საპილოტე მუნიციპალიტეტის მერი, სადაც მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ელექტრონული პლატფორმა წარმატებით დაინერგა.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს დირექტორი, ნინო ხუხუა: ,,ხარაგაული მერი, ნამდვილად გამოირჩევა მხარდაჭერით იმ პროექტების მიმართ, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ შეირჩა ხარაგაულის მერია საპილოტე მუნიციპალიტეტად. ახალი პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბენეფიციარს გამოხატოს მოსაზრება, კომენტარი, ან შენიშვნა იმ განხორციეებულ პროგრამაზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა მას შესთავაზა.“
უკვე დღეიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ შეაფასონ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სერვისები და პროგრამები, რომლითაც მათ წლის განმავლობაში ისარგებლეს.
მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმის ბმული სახელად - „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“ ხარაგაულის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge განთავსდა.
როგორც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნავს ხარაგაულის მერია კომუნიკაციის აღნიშნულ ფორმას, ეფექტურად გამოიყენებს მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გასაზომად.
,,საინტერესოა, რომ ბმულის გახსნის შემდეგაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება იმ სოციალური პროგრამების შეფასება, რომლითაც მან ისარგებლა საბიუჯეტო წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ეს უკუკავშირი არ გვაქვს, შესაბამისად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, როგორია ჩვენი მომსახურების ხარისხი, რა საჭიროებები დგას ჩვენი ბენეფიციარების წინაშე. ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიძლება გახდეს ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც ხარაგაულის მერია ვფიქრობ წარმატებით გაართმევს თავს.“
შეხვედრას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ინგა ბერაძე და აიტი სპეციალისტი, ჯაბა ფცქიალაძე.
პლატფორმა „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“, თანხვედრაში იქნება მუნიციპალიტეტის არსებული ვებ გვერდის დიზაინთან და ადაპტირებული სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის.
რეგიონალური კონფერენცია მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ჩართულობის თემაზე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის და არსებული გამოწვევების გაზიარებას.
ასევე კონფერენციის გარკვეული ნაწილი დაეთმო ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Gerogia) მიერ განხორციელებული გრანტის შედეგებისა და მიღწევების წარდგენას.
სრულად